გამგეობის აპარატის უფროსი: "მე რა გავაკეთო? ყოველი მხრიდან ვისმენ საყვედურებს“

საზოგადოება

გამგეობის აპარატის უფროსი: "მე რა გავაკეთო? ყოველი მხრიდან ვისმენ საყვედურებს“

2014 სექ 19 13:33:13

თბილისის ზღვის უბნის 204-ე, 205-ე, 225-ე და  226-ე  კორპუსებში,  ბინების მესაკუთრე  „მეტრომშენის“ წარმომადგენლებმა ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან 18 სექტემბერს აქცია გამართეს და კუთვნილ სახლებში შესვლა მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ ბინებში სხვა ადამიანები უკანონოდ არიან შეჭრილები.

"28 წელი ვიმუშავე "მეტრომშენში“ და გამომიყვეს ბინა.  მესაკუთრე ვარ და შემასახლონ  საკუთარ სახლში! დღემდე რომ დადიან მეტროში, ყველა სადგურზე ნამუშევარი ვარ. 18 წლის პირტიტველა ბიჭმა დავიწყე იქ მუშაობა. წყალში ვიდექი, რა არ გამოვიარე. ეს არის ბოლოს ჩვენი დაფასება? რამდენიმე ჩვენი თანამშრომელი ისე დაიღუპა, რომ ვერ მოესწრო კუთვნილ ბინაში შესვლას.  სხვა რა დაგვრჩენია?  მოხდება სისხლისღვრა, ძალით შევალთ ჩვენს სახლებში და ეს დაპირისპირება იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კისერზე.  ნეტა განახათ, რა ხალხია შესული ჩვენს ბინებში. ქორვაჭრები არიან!  სამართალს ვერ მივაღწიეთ ვერსად! ვერც წინა და ვერც ამ მთავრობაში. ერთ-ერთი, როგორც გვითხრეს, კორძაიას დაქალის ახლობელია შესული. კორძაია (ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში - თამარ კორძაია) ცდილობს, რომ იმას რამენაირად დარჩეს ბინა. ერთხელ შეგვხვდა და ხმა ვერ ამოიღო. ვუთხარით, საკუთარ დაქალს ნუ უჭერდა მხარს  და ჩემი დაქალი არაა, მისი ახლობელიაო. კორძაიასთან შეხვედრასაც აზრი არ აქვს.“, _ ამბობს ტარიელ ბუაძე, რომელსაც სასამრთლოს გადაწყვეტილება, მისი ბინიდან გამოასახლოს შეჭრილი პიროვნება,  ხელში აქვს, მაგრამ აღსრულება არ ხდება, რადგან ბინა სულ დაკეტილი ხვდებათ.

(ჩვენ ამ ბრალდების საპასუხოდ  პარლამენტის დეპუტატ თამარ კორძაიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, მან  ჩვენს სატელეფონი ზარს არ უპასუხა.  "გურია ნიუსი“  გამოხმაურების შემთხვევაში მზადაა, მისი პოზიცია დააფიქსიროს.)

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, იმ ბინებშიც კი, რომლებიც დაკავებული არ არის, არ უშვებენ კანონიერ მფლობელებს, არადა ბინის ფლობის ორდერი  აქვთ:

"ჩემი ბინა გასამართი იყო. ნელ-ნელა გვინდოდა მოწყობა. ნათესავი დაგვეღუპა და წავედით რაიონში მე და ჩემი ქმარი. მესამე დღეს დაგვირეკეს და შეჭრილები იყვნენ უკვე. მაქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ ჩემზეა გაფორმებული.  მაგრამ ჩემს სახლში ვერ შევდივარ, ვინაიდან კარი გამიტეხეს და შევიდნენ. სარემონტო მასალა მქონდა შეტანილი. ისიც გააქრეს და ცხოვრობენ უკვე,  4 წელიწადია. სასამართლოში მოვიგეთ პროცესი, ბინა ჩვენია, მაგრამ არავინ გვეხმარება, რომ ისინი გამოასახლონ და ჩვენ შევიდეთ. პოლიციამ გადაგვიდო აღსრულების პროცესი და აღარ დაგვადგა საშველი. გამგეობაში წინა სამშაბათს კომისიაც შედგა. ვისი ბინებიც ცარიელია, იქაც კი არ უშვებენ. პირადად, ჩემს სახლში ვინც ცხოვრობს, ის იძახის, რომ ვიცი, ჩემი არ არის, მაგრამ ველოდები, იქნებ რამე მომცენ გამგეობიდან და ცოტა ხანს დამაცალეთო. მაგრამ გავიდა წლები და რამდენხანს უნდა დავაცალოთ?  ძალიან ვიწროთ ვართ იმ ბინაში, სადაც ახლა ვცხოვრობთ. ჩემი დასაწოლი ადგილიც არ არის და იატაკზე მძინავს. ბინის გულისთვის ჩემი ქმარი, მეტროში მუშაობდა. ის ვეღარ მოესწრო ამ ბინის გადმოცემას. ბევრი ინერვიულა.  ცოცხალი იყო, როდესაც ესენი შეიჭრნენ ჩვენს ბინაში. გულმა დაარტყა და გარდაიცვალა. მგონი, მეც ვეღარ მოვესწრო. ვითხოვ, როგორმე გამოიყვანონ ისინი, რომ მე ჩემს სახლში შემიყვანონ და იმათ თუნდაც  5 ადგილას მისცენ სახლი. არ შემშურდება იმათი“, _გვითხრა თინა ათუაშვილმა.

აქციის მონაწილეების მოსასმენად ნაძალადევის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი გიორგი ჩაკვეტაძე გამოვიდა, რომელმაც „მეტრომშენის“ წარმომადგენლებს აუხსნა, რომ გამგეობას ეს საკითხი არ ეხება. მან მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე შექმნა კომისია, რომლის მუშაობას ბინის კანონიერმა მფობელებმა უნდობლობა გამოუცხადეს:

"მეტრომშენის“  წარმომადგენლებს არ აწყობდათ კომისიის მუშაობა, იმიტომ რომ პროცესი დროში ჭიანურდებოდა. გამგეობა შეჭრილი ადამიანების გამოსახლებას ვერ დაიწყებს. ეს უნდა გააკეთონ სამართალდამცავებმა, თუ ამის კანონიერი საფუძველი არსებობს. თუ მესაკუთრეებს ბინის მოსარგეებლეებთან  მორიგება, ან შუამდგომლობა დასჭირდებათ, გამგეობა ამაში დაეხმარებათ.  ვისაც გაყიდვა არ უნდა, ბუნებრივია, გამგეობა ვერ შეძლებს მაგათ გამოსახლებას. ნაძალადევის გამგეობამ გამოიჩინა კეთილი ნება და შექნა კომისია საქმის მოსაგვარებლად. თუმცა არანაირი უფლებამოსილება გამგეობას არ აქვს, ჩაერიოს ამ ორი მხარის დავაში. მე რა გავაკეთო? ყოველდღე ორივე მხრიდან ვისმენ საყვედურებს“, _ აღნიშნა ნაძალადევის გამგეობის აპარატის უფროსმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

დაზარალებული მესაკუთრეები აცხადებდნენ, რომ პრობლემის მოგვარებას 3 აგვისტოს მერე, რაც ოფიციალურად შეუდგებოდა მუშაობას, თბილისის მერი დავით ნარმანიაც  დაპირდა, მაგრამ უშედეგოდ. ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ მერი  საქმის კურსშია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას დრო სჭირდება.

 „ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ამ საკითხის გადაჭრა, სააღსრულებლო პროცესი, გამგეობის საქმე არ არის. ვინაიდან ეს ჩვენს რაიონში ხდება, მე როგორც გამგებელმა გამოვავლინე კეთილი ნება, რომ მივეხმაროთ მხარეებს პოზიციის დაახლოებაში. ჩვენ შევქმენით კომისია, სადაც წარმოდგებილი იყვნენ სამინისტროების წარმომადგენლები და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატეიც. ერთმა მხარემ ჩათვალა, რომ ამ ფორმატში მუშაობა არ უნდოდათ, შესაბამისად, კომისიამ შეწყვიტა მუშაობა.

გამგეობისგან, სამწუხაროდ, ვერავითარ ფართს ვერ მიიღებენ, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არ ფლობს უძრავ ქონებას. მე დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, მაგრამ არ არსებობს.ამჟამად, აქტიურად ვმუშაობ იმისთვის რომ რაიონს ჰქონდეს საკუთარი ბინის ფონდი და სირთულეების დროს  გვქონდეს შესაძლებლობა, მოქალაქეები დავაკმაყოფილოთ. ჩვენ ვერავის ვერაფერს ვერ ვთავაზობთ. ჩვენ მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე ვთავაზობთ ამ მხარეებს მოსალაპარაკებლად ტრიბუნას. წინა წლებში დაინტერესებაც კი არ იყო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ კი დავინტერესდით. ეს არის ჩვენი მაქსიმუმი“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას  გაბუნიამ.

_ კომისიას კიდეც რომ ემუშავა, თუ ფართი არ არსებობს გამგეობის ბალანსზე, როგორ გადაჭრიდით ამ პრობლემას? თუ არ დააკმაყოფილებდით ბინებით ადამიანებს, რა აზრი ექნებოდა ამ კომისიის მუშაობას?

_მოქალაქეებს აქვთ სხვადასხვა უწყებებთან პრეტენზია და ამ ადამიანებს მივეცით  საშუალება ერთიანად მოეთხოვათ მათთვის პასუხი. კომისიის საქმე იქნებოდა მოქალაქეები შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

_ბინის მფლობელები  კუთვნილი ფართის დაბრუნებას ითხოვენ. თუ  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, მათ სახლებში შეჭრილ ადამიანებს ქუჩაში გამოყრა ელის. ამ სცენარზე აქვს ნაფიქრი ნაძალადევის გამგეობას? რას გააკეთებთ თქვენ ამ შემთხვევაში?

_ ამ შეკითხვების ადრესატები  ვართ ჩვენ და კითხვაც სწორად არის დასმული. საქმე ის არის, რომ წინა ხელიფუფლებამ ჩვენ დაგვიტოვა გადასაჭრელად ეს პრობლემა. ამ ეტაპზე  ვმუშაობთ, რომ რაიონს რომ ჰქონდეს თავისი ბინის ფონდი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თითქმის ყველა რაიონში დატოვა მსგავსი პრობლემები. ყველანი ვართ  ჩართულები ამ პრობლემის მოგვარების პროცესში. ერთ და ორ თვეში, ცხადია, ყველას გადაჭრა ვერ მოხდება.

_როგორ ფიქრობთ, დაელოდებიან ის ადამიანები გრძელვადიანი მუშაობის შედეგს, რომლებსაც დაუყონებლივ სურთ საკუთარ სახლებში შესვლა?

_მე მაშინ ასე შეგიბრუნებთ კითხვას. დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი პრობლემების გადაჭრა  ერთ, ან ორ თვეში შესაძლებელია? ჩვენ ახლა ვდგავთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც 9 წლის მანძილზე უნდა გადაედგა წინა ხელისუფლებას. რამდენიმე ბინა რომ ყოფილიყო ქალაქის ფონდში, ჩვენ ახლა ეს პრობლემა არ გვექნებოდა. ამგვარი პრობლემა გვქონდა გურამიშვილის გამზირზეც და  წარმატებულად გადავჭერით. თვითნებურად შესახებული ადამიანები გავიყვანით ქირით. ჩვენ ზღვისუბანში შეჭრილებსაც შევთავაზებთ მსგავს წინადადებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როდისთვის იგეგმება აღსრულების პროცესი.




 ახალი ამბები
  • თანხას ორ ოჯახზე გადავანაწილებ - ზუგდიდის საკრებულოს წევრი ხელფასზე უარს ამბობსზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია კუთვნილ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ეს თანხა 2 ოჯახზე გადანაწილდება. "მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს! მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე. დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება. 397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე", _ წერს ... ...
  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს კორონავურუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაუდატურა. "გუშინ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იგი ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ჩემი მეუღლე არის ინფექციონისტი და შესაბამისად, ყველა ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება", _ ამბობს ... ...
  • სამტრედიაში აგრარული ბაზარი დაიხურააგრარული ბაზრით მოსარგებლე მოსახლეობას დღეს დილით საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდა. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, აგრარული ბაზარი დაეხურა. ამ ფაქტმა მყიდველებზე მეტად ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეები გააღიზიანა. ,,გავეფრთხილებინეთ მაინც, პარასკევს პროდუქტის ახალ პარტიას აღარ მივიღებდით, რა უნდა ვქნათ ახლა. გვეუბნებიან 21 აპრილამდე დაკეტილები უნდა იყოთო, მანამდე მალფუჭადი პროდუქტები ხომ გაგვიფუჭდება და დავიქცევით", _ "გურია ნიუსთან" სამტრედიის აგრარული ბაზარის ტერიტორიაზე განთავსებული 10-ვე მაღაზიის მეპატრონის სათქმელს ამბობდა ამირან რამიშვილი. ,,გურია ნიუსს" საწინააღმდეგო უთხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანგო ცაგურიას განმარტებით, ყველა მაღაზიის მეპატრონე მათ გუშინ გააფრთხილეს: ,,ყველა მათგანს გუშინვე მივეცით გაფრთხილება. ჰქონდათ საშუალება, გუშინ და დღეს მაღაზიებიდან გაეტანათ მალფუჭადი პროდუქტები. ამას ხელისუფლება ისევ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს, რომ არ მივიღოთ მარნეულისა და ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების მაგალითები". სამტრედიაში აგრარული ბაზრის დახურვას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ... ...
  • "არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე" _ ნატო ჯიბუტის მორიგი მოწოდება ჩოხატაურელებსჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მოსახლეობას მორიგ რეკომენდაციას აძლევს. ჩემო ძვირფასებო! აქამდე მოწოდებული მესიჯები სოციალური დისტანცირების და სახლში დარჩენის შესახებ ისევ ძალაშია, ისევ არ კარგავს აქტუალობას, მაგრამ ახლა დაგვემატა კიდევ ერთი აუცილებელი ქმედება – სიცხის გაზომვა! ნუ დაველოდებით სხვას, სანამ მოვლენ და გაგვიზომავენ სიცხეს, ყოველდღე დღეში ორჯერ დილით და საღამოთი ოჯახის ყველა წევრს ვუზომავთ სიცხეს, მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში, რასაც პირველი ვაკეთებთ, ესაა ოჯახის ექიმთან სატელეფონო კავშირი და მასთან დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რასაც ჩვენ ანამნეზს ვეძახით, რაიმე ინფორმაციის დამალვა ისევ თქვენთვისაა საზიანო. ჩვენი კვალიფიციური ოჯახის ექიმები მოგცემენ სწორ და საჭირო მითითებებს, რომლებსაც ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა. დარწმუნებული იყავით, მთელი ჯანდაცვის სისტემა თქვენ გვერდითაა, არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე, ოღონდ შევასრულოთ ყველა აუცილებელი მითითება, სწორედ ახლაა აუცილებელი თქვენი სწორი ქმედებები, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავდების გავრცელება! #ხალხის ქმედება ყველაზე მნიშვნელოვანია,# ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID ... ...
  • მეუფეები სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ მეუფეები სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არ იქნება სინოდის სხდომა, თუმცა ბზობის შემდეგ მეუფეების ნაწილი ილია მეორეს შეხვდება. თავად მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ისინი პატრიარქის კურთხევასა და მთავრობის მითითებებს უნდა დაემორჩილონ. "დღეს ძალიან ლამაზი წირვა იყო ღია ცის ქვეშ. შეიძლება ისე, როგორც ანდრია პირველწოდებულმა ჩაატარა. უნდა ვიყოთ მშვიდად, რომ არ დავარღვიოთ კანონები და მშვიდად შევხვდეთ აღდგომას და ბრწყინვალე შვიდეულს. ჩვენ შევხვდებით პატრიარქს და მისი ლოცვა-კურთხევის შესაბამისად მოვიქცევით. ჯერ არ ვიცი, თუმცა, პირადად, ვფიქრობ, რომ  შეიძლება სადმე მონასტერში ღამისთევით ჩატარდეს  მსახურება და დილით წირვა, რომ არ დავარღვიოთ კანონი”, - აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, ეპარქიაში ბზობისა და ხარების დღესასწაულებისთვის ემზადებიან და რეგულაციებს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...