რატომ თქვა ივანიშვილმა უარი ბიუჯეტის დაფინანსებაზე

საზოგადოება

რატომ თქვა ივანიშვილმა უარი ბიუჯეტის დაფინანსებაზე

2011 ოქტ 11 08:26:30
ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც ის პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სააკაშვილის მორიგი ხრიკია, ნაწილს მიაჩნია, რომ ივანიშვილი საქართველოს ნამდვილად გადაარჩენს. ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში იმ საშიშროებაზე საუბრობენ, რომელიც ხელისუფლებას ივანიშვილის გააქტიურების შემთხვევაში ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილს გურიის ხელისუფლებასთან დიდი ხნის ურთიერთობები აქვს. ბიზნესმენმა, შეკვეთილში, წლების წინ რამდენიმე ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ივანიშვილისაა გურიის ტერიტორიაზე, შეკვეთილში აშენებული აკვაპარკი "ციცინათელა", რომელიც სააკაშვილმა რამდენიმეჯერ აჭარის საკუთრებად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს პარკი, რომელიც ივანიშვილს რამდენიმე მილიონი დაუჯდა, ამ ხელისუფლებამ მას ჩამოართვა და შემდეგ 4 მილიონად მასვე თავიდან მიყიდა.

ივანიშვილს შეკვეთილში ფეშენებლური ვილა აქვს და ამ ეტაპზე დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობას ახორციელებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსაც აფინანსებდა და დასუფთავების თანხის ნახევარს იხდიდა (მანვე შეუძინა ოზურგეთს ნაგვის ურნები და მანქანები), გურიის ხელისუფლებას ბოლო დროს აღარ წყალობდა. წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს გარკვეული სახის ურთიერთობები ოზურგეთის ყოფილ გამგებელთან, გია ტაკიძესთან ჰქონდა.

როგორც ამბობენ, გურიის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი, ჩვენებურების "დიდი მადა" გახდა და ამიტომ იგი უკვე რამდენიმე თვეა, ოზურგეთის ბიუჯეტში თანხებს აღარ დებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ილია ვაშაყმაძე ამბობს, რომ არაფერი შეცვლილა, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ყოფილი გამგებლის ავთანდილ მექვაბიშვილის თქმით, ივანიშვილმა ოზურგეთს დიდი საქმე გაუკეთა:

_ ჩემი გამგებლობის დროს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი, "ატუ" აფინანსებდა მთლიანად დასუფთავებას. მან მუნიციპალიტეტს გადმოსცა ის ტექნიკა, რომელიც ჰქონდა "ატუს". ამისი აქტები არსებობს. შემდეგ ნელ-ნელა ეს დაფინანსება, ჩემს დროს, უკვე გაანახევრა.

_ რატომ გაანახევრა?

_ თქვა, რომ თქვენ შეგიძინეთ ტექნიკა, გავხსენი სანაგვე მეურნეობა, შეგიწყვეთ ხელი და აწი ამ საქმეს თქვენ თვითონ უნდა მიხედოთო. სწორიც არის _ ივანიშვილმა გვითხრა, რომ თქვენ უნდა ისწავლოთ, ქალაქი და რაიონი სუფთა იყოსო.

_ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ უშუალო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან?

_ არა. "ატუს" წარმომადგენელი იყო, რომელმაც ეს ქონება მუნიციპალიტეტს გადმოსცა მთლიანად.

_ როგორც გავიგეთ, წლეულს დაფინანსება საერთოდ შეწყვიტა...

_ მე ასე ვიცი, რომ დასუფთავება მთლიანად ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

_ ამბობენ, რომ გურიის ხელისუფლებასა და ივანიშვილს შორის, აქაურების "დიდი მადის" გამო, განხეთქილება მოხდა და სწორედ ამიტომ შეაჩერა ბიზნესმენმა დაფინანსება.

_ მე მაგის შესახებ არაფერი არ ვიცი. მე იმის შესახებ გითხარით, რასაც შევეხე ჩემი გამგებლობის დროს. მარტო დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკა არ გადმოუცია _ განათებაც გადმოგვცა ჩოლოქიდან ურეკამდე. ის განათება მისი გაკეთებულია, თავად იხდიდა ელექტროენერგიის საფასურსაც. მერე გადმოგვცა, თქვა, რომ გვჩუქნიდა და შესაბამისად, თანხაც ჩვენ უნდა გადაგვეხადა. ასეთივე დამოკიდებულება იყო დასუფთავებასთან დაკავშირებით. რა დამოკიდებულება ჰქონდა გურიის ხელისუფლებას მასთან, მე არ ვიცი, _ გვითხრა მექვაბიშვილმა.

ბიზნესმენის ძმა, ადიკო ივანიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს გურიაში აქტივები არ შეუჩერებია და ამ ეტაპზე საკონცერტო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს:

_ შეგიძლიათ, ნახოთ. ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში ევროპული დონის საკონცერტო დარბაზს აშენებს, _ გვითხრა ბიზნესმენის ძმამ.

ადიკო ივანიშვილი არ აკონკრეტებს, მოხდა თუ არა ცნობილ ბიზნესმენსა და გურიის ხელისუფლებას შორის სერიოზული დაპირისპირება, რის შემდეგადაც ივანიშვილმა ოზურგეთის ბიუჯეტის დაფინანსება შეწყვიტა. იგი არც მისი ძმის მომავალი პოლიტიკური კარიერის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბიძინას შესახებ საუბარი, მის მიერ გაკეთებული საქმეების მიხედვით, ინტერვიუების გარეშეც შეიძლება.




 ახალი ამბები
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...
  • შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო არ გაიმართებაქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად, შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც წლებია, აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს აღარ გაიმართება, _ აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძეც ადასტურებს. ანალოგიური პრეცენდენტი 1989 წლის ცხრა აპრილსაც იყო, მაშინ აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, ბურთი მხოლოდ სიმბოლურად ააგდეს. საგულისხმოა, რომ ლელოს კულტურის სამინისტრომ გასულ წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ბოლო წლებში ლელოს თამაშმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც, შუხუთს აღდგომის დღესასწაულზე არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი ჟურნალისტი სტუმრობს, რომ საკუთარი თვალით იხილონ ის ჟინი და ემოცია, რომელიც ლელოს თამაშს ახლავს. თამაში ხშირად რამდენიმე საათს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...