თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები _ ვის, სად და რამდენი აქვს

საზოგადოება

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები _ ვის, სად და რამდენი აქვს

25 სექ. 2014, 14:29:26
კანონის თანახმად, პირს, თანამდებობაზე არჩევიდან 2 თვის ვადაში, ევალება საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარადგინოს.ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ქალაქის ხელმძღვანელობას ეს ვადა 2 ოქტომბერს ეწურებათ.ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ახალარჩეულმა თანამდებობის პირებმა კი დეკლარაციები უკვე შეავსეს.
დეკლარაციის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე მეუღლესთან,  ანა გუჯაბიძესთან ერთად ცხოვრობს. ხელაძის მფლობელობაშია 8000.00 კვ.მ  მიწის ნაკვეთი  და 170.00 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში.
დეკლარაციის შევსებისას, გიორგი ხელაძეს ლიბერთი ბანკის საპენსიო ანგარიშზე 562 ლარი ჰქონდა, ხოლო საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე _ 181 ლარი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს ახალი დეკლარაცია არ შეუვსია. როგორც გვითხრეს, ამის აუცილებლობა არ იყო, რადგან ურუშაძე გამგებლად არჩევამდე გამგებლის მოვალეობას ასრულებდა და 2014 წლის მარტში შევსებული დეკლარაციის განახლება მას ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოუწევს.
მარტის მონაცემებით კი ურუშაძე ფლობს 101.00 კვ.მ ბინას და 22 კვ.მ.არასაცხოვრებელ ფართს  თბილისში,დიღმის მასივში; 200 კვ.მ საცხოვრებელი სახლს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში. ამავე სოფელში ურუშაძის მფლობელობაშია 3300.00 კვ.მ საკარმიდამო ნაკვეთი.
დეკლარაციის შევსების დროს, ურუშაძის საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურებოდა: თიბისი ბანკი _  ანაბარი 26 500.00 დოლარი; ვითიბი ბანკი _ ანაბარი 1100.00 ლარი; ლიბერთი ბანკი, სახელფასო _ 2400.00 ლარი; ტაოპრივატ ბანკი, სახელფასო _ 1500.00 ლარი; საქართველოს ბანკი _ ანაბარი 2000.00 ლარი; ვითიბი ბანკი _ ანაბარი 240.00 ლარი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე დედასთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.
მამალაძის დედის, მარგო თედორაძის საკუთრებაა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 420 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი ჩოხატაურში, გოგებაშვილის ქუჩაზე; აქვს 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღმაშენებლის ქუჩაზე.
ზაალ მამალაძე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს თბილისში, სოფელ დიღომში; 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში და 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთ აქვს ჩოხატაურში, ლომთათიძის ქუჩაზე.
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს 2001 წელს გამოშვებული, 11000 ლარის ღირებულების ავტომანქანა NISSAN X-TraiL ჰყავს.
დეკლარაციის შევსების დროს, მამალაძეს ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1000 ლარი ჰქონდა; პროკრედიტ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე _ 100 ლარი, ხოლო მარგო თედორაძეს საპენსიო ანგარიშზე 150 ლარი ერიცხებოდა.
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლემ ნინო მამალაძემ, რომელიც ინდმეწარმე გახლავთ,  გასულ წელს, 2348 ლარის შემოსავალი მიიღო.­
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა მეუღლესთან, ელისო სიხარულიძესთან ერთად ცხოვრობს.
ირაკლი კუჭავა ფლობს 400 კვ.მ საცხოვრებელ სახლს და 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე. მის მფლობელობაშია 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა ჩოხატაურში და 50000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფელ ბუკნარში. ელისო სიხარულიძის საკუთრებაა 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი კურორტ ბახმაროში.
დეკლარაციის შევსებისას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურებოდა: საქართველოს ბანკი, სახელფასო _ 50.00 ლარი; ლიბერთი ბანკი, სახელფასო _ 1200.00 ლარი; საქართველოს ბანკი, საკრედიტო _ 1900.00 ლარი; ელისო სიხარულიძეს საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2000.00 ლარი ჰქონდა; ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 400.00 ლარი; საქართველოს ბანკის ანაბარზე 2900.00 ლარი და ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 7000.00 ლარი.
გასულ წელს, ირაკლი კუჭავას შემოსავალმა, როგორც "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის, 9600.00 დოლარი შეადგინა.ელისო სიხარულიძემ, რომელიც შპს "მედალფა ჩოხატაურში" ექიმად მუშაობს 2817.00 ლარის შემოსავალი მიიღო. ასევე, ფიზიკური პირის, სოფ.ზოტის უბნის ექიმის ანაზღაურების სახით, 6000.00 ლარი და შპს "ადითში" მუშაობისთვის 500.00 ლარი.
განსხვავებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, საკმაოდ შთამბეჭდავია გურიის პირველი პირის, გიორგი ჩხაიძის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც გუბერნატორმა თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში შეავსო.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს სახლში მეუღლე ნინო ჯავაშვილი და სამი შვილი _ სანდრო, დავითი და სალომე ჩხაიძეები ჰყავს.
გიორგი ჩხაიძე  5000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში; ამავე სოფელში ფლობს სახლს; მცხეთაში, სოფელ საგურამოში 1500 კვ.მ მიწის ფართობი აქვს და საცხოვრებელი სახლი, რომლის ფართობად ქონებრივ დეკლარაციაში 555 კვ.მ-ია მითითებული. გურიის გუბერნატორს 135 კვ.მ ფართის ბინა აქვს თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე. ამავე მისამართზე გიორგი ჩხაიძის საკუთრებაშია 117კვ.მ არასაცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი;  410 კვ.მ მიწის ნაკვეთი აქვს დაბა ურეკში; 3000 კვ.მ საყანე ფართობი კი ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში. გიორგი ჩხაიძის მეუღლის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA RAV 4.
წლის დასაწყისში, გურიის პირველ პირს სს "საქენერგორემონტში" (10883ცალი) და სს "საქართველოს სავაჭრო ცენტრში (195ცალი) აქციები ჰქონდა.
დეკლარაციის შევსებისას, გიორგი ჩხაიძის და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურებოდა: გიორგი ჩხაიძე _ თი ბი სი ბანკი, სახელფასო ოვერდრაფტი _ 936.94 ევრო; ნინო ჯავაშვილი _ "რესპუბლიკა ბანკი", მიმდინარე _1085.00 ლარი; გიორგი ჩხაიძე _ "რესპუბლიკა ბანკი", სახელფასო ოვერდრაფტი _ 1 488.76 ლარი; გიორგი ჩხაიძე _ თი ბი სი ბანკი, საკრედიტო 973.43 ლარი; გიორგი ჩხაიძე _ ვი თი ბი ბანკი, მიმდინარე 3 754.00 ლარი.
დეკლარაციის შევსებისას გიორგი ჩხაიძეს ნაღდი ფულის სახით 20 500.00  დოლარი და 45 000.00 ლარი ჰქონდა.
გიორგი ჩხაიძე რამდენიმე ფირმას ფლობს _ "ორბელი გრუპ ს.რ.ო", შპს "ორბელი", შპს " საქენერგოკომპლექტი", შპს "კერამიკა და განათების სიტემა".
მან, გასულ წელს, "საქენერგორემონტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისას 381 868.75 ლარის ანაზღაურება მიიღო.
ჩხაიძეს სესხებიც აქვს _ ბანკ "ქართუდან" 129 000.00 დოლარი სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული, ხოლო თი ბი სი ბანკიდან ბინის შესაძენად _ 24 500.00 დოლარი. რაც შეეხება გასავალს _ შვილის, სანდრო ჩხაიძის სწავლის საფასურში გურიის პირველმა პირმა გასულ წელს 3 500.00 ევრო გადაიხადა, ამდენივე გადაიხადა დავით ჩხაიძის სწავლისთვის. გასულ წელს, გურიის გუბერნატორმა აქციების რეალიზაციიდან 828 500.00 ლარი მიიღო.



 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...