კიტა მეგრელიძის ქუჩაზე პრობლემები ისევ მოუგვარებელია

საზოგადოება

კიტა მეგრელიძის ქუჩაზე პრობლემები ისევ მოუგვარებელია

2011 ოქტ 12 00:22:30
_ გუბერნატორი 10 წელი აქ, ჩვენთან, ჩაის ფაბრიკაში მუშაობდა, ყველას გვიცნობს. არ უნდა მოვიდეს და არ უნდა ნახოს ეს სიტუაცია? ამის მეტად არ უნდა მოგვაქციოს ყურადღება?

ქალაქ ოზურგეთში, კიტა მეგრელიძის ქუჩის მცხოვრებლებმა "გურია ნიუსს" დახმარებისთვის მიმართეს.

_ 5 წელიწადია, ასე ვართ, როგორც ხედავთ. ვინ არ შევაწუხეთ. გახსოვთ, ქუჩაც გადავკეტეთ, აქციაც მოვაწყვეთ სოციალური პრობლემების გამო, სადაც, სხვათა შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებიც გვესწრებოდნენ. წყალი მთლად ეზოში ღვარად ჩამოგვდიოდა. მაშინ გამგებელ ტაკიძეს ვუთხარი, გააღე ჭიშკარი და ჩადი ეზოში,-მეთქი. გამაჩერა თბილი სიტყვით: _ ეჰ, დეიდა, არ მაქვს საშუალება, თორემ გაგიკეთებდითო. რამდენიმე დღეში კი, დეიჭირეს ბებია, _ გვითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

_ რომელი საუკუნეა?! წყალი რომ არ გექნება, აგია მუნიციპალიტეტი? ამ გზაზე ფეხით მოსიარულე ვერ დადის. წყლის მილები სულ დახეთქილია, გადმოდის წყალი ქუჩებში ღვარად. ამ ბოლოს ახალ გამგებელს დავურეკეთ. სხვათა შორის, მაშინვე მოგვაქცია ყურადღება. გამოაგზავნა თანამშრომელი და პრობლემა დროებით მოაგვარა. იმ აქციაზე დაგვპირდნენ, ტენდერი გამოცხადდება სექტემბერში და გამარჯვებული ფირმა მოაწესრიგებს ამ პრობლემასო. მეორე თვე დაიწყო და ჯერ არაფერი ჩანს. იქნებ, თქვენ გაგვაგებინოთ, რა ხდება?

_ მოახლოვდება არჩევნები, აფაფხურდებიან, მერე გაჩერდებიან. ახლაც, ალბათ, არჩევნებს ელოდებიან და დაიწყებენ. სად მიდის ამდენი ფული? მოსახლეობას მისი კუთვნილი არ უნდა მოახმარონ? მატლებიანი წყალი მოდის, ჭიაყელებიანი, მთელი ზაფხული საშინელ დღეში ვიყავით, ამ კარიერების მანქანებმა ხომ სულ გადათხარეს ყველაფერი. წუხელ, ღამის 4 საათი იქნებოდა, დადიოდნენ. წნევიან მოხუცებულებს და ბავშვებიან ოჯახებს სულის მოთქმის საშუალება არ გვაქვს, დარში მტვერი გვახრჩობს. კი, ბატონო, სახელმწიფოსაა გზა და ვერ მოუშლი, მაგრამ მაშინ არ არის სახელმწიფოს, გაკეთება რომაა საჭირო? რა დავაშავეთ, გაგვაგებინონ? მილები სულ ამ მანქანებმა დახეთქეს, კაცი არაა პატრონი, არ უნდა მოგვხედონ ცოტა? ამ ქუჩაზე 180 მაცხოვრებელია, ამხელა ქუჩაა და რა დღეშია. შეიძლება ადამიანების ასე "ფეხებზე დაკიდება?" რომელი საუკუნეა, წყალი არ უნდა მქონდეს პენსიონერს სახლში? 5 წელია წყალი არ მაქვს და გადასახადი მომივიდა! _ ამბობენ კიტა მეგრელიძის მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" საუბარში.

ასევე, მძიმე პირობებში ცხოვრობენ იქვე მდებარე ე.წ. "ჩაის ფაბრიკის" ბინებშიც. როგორც იქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ კანალიზაციის მილები დასკდა.

_ სულ წყალში ვართ, დამსკდარია მილები, პატრონი არავინაა და გადასახადზე კი მოდიან უცებ, _ ამბობს მ. გრიგალაშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ილია ვაშაყმაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ქუჩაზე ნამდვილად ცუდი სიტუაციაა:

_ როგორც კი დაგვირეკეს და დახმარება გვთხოვეს, მაშინვე ვეცადეთ, რომ დროებით შეგვეჩერებინა წყლის ქუჩაზე გადმოსვლა. ამოვწმინდეთ მილები და მალე წყალიც გავიდა. ისინი ითხოვენ არხის გაყვანას, მაგრამ ჯერ უნდა მოხდეს მილების ჩალაგება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა გააკეთებს. სანამ ეს მილები არ მოწესრიგდება, არხის გაყვანა არ მოხერხდება, აზრიც არ აქვს. ოქტომბრის ბოლოს უკვე ბოლო პასუხს ველოდებით, როგორც კი ეს გაკეთდება, მერე ჩვენ არხს გავიყვანთ და გზის გაკეთებაზე ვიზრუნებთ. ასე პერიოდულად გავაკეთებთ ჩასატარებელ სამუშაოებს და პრობლემებსაც მალე მოვაგვარებთ, _ თქვა ვაშაყმაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ პრობლემებს იცნობს: _ ვიცი მათი პრობლემების შესახებ, ესაა უწყლობა და უგზოობა. ჩვენ იქ მცხოვრებლებს დავპირდით, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება. მალე გზაც გაკეთდება, გპირდებით.

_ ანუ პრობლემები მალე მოგვარდება, რამდენიმე დღეში დაიწყება სამუშაოები?

_კი, რა თქმა უნდა, _ გვითხრა მამეშვილმა.

ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას შეასრულებს თუ არა ხელისუფლება დანაპირებს, რომელზეც ადამიანების სასიცოცხლო გარემოს მინიმალური მოწესრიგებაა დამოკიდებული.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...