"გარედან ვერავის ოჯახურ კონფლიქტში ვერ ჩაერევი, თავად ქალები კი დუმან"

საზოგადოება

"გარედან ვერავის ოჯახურ კონფლიქტში ვერ ჩაერევი, თავად ქალები კი დუმან"

3 ოქტ. 2014, 22:51:30

არასამთავრობო ორგანიზაციის, "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" თავმჯდომარე, ქეთევან ხიდაშელი, გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ახალგაზრდა ქალბატონის მკვლელობასთან დაკავშირებით ინტერნეტში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე დატრიალებული ტრაგედიის პრეისტორია - ამონარიდი ანგარიშიდან „უმწეო ოჯახების კვლევა ს. დვაბზუში"

"მ. რ-2009 წელი.-57 წლის, ყავს ერთი შვილი 35 წლის, რძალი და შვილიშვილი 8 თვის, ოჯახი განიცდის უკიდურეს გაჭირვებას, ქალბატონი მუშაობდა მძემე სამუშაოებზე, იქამდე ცემენტსა და ქვიშასაც კი ეზიდებოდა, რის შედეგადაც დაუზიანდა ჯანმრთელობა, დღეისათვის არიან მეზობლების კმაყოფაზე, ქ-ნ მერის ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია , ამოსაკვეთი აქვს საშვილოსნო, მისი მუშაობა ამჯამად სიკვდილის ტოლფასია, გაუკეთეს იაფი დაზღვევა, შეიყვანეს შეცდომაში და გამოსძალეს ის უკანასკნელი 20 ლარი. აღმოჩნდა, რომ მისი ოპერაცია  ამ დაზღვევით არ ფინანსდება, ქ-ნი სასოწარკვეთილია. აი მისი საცხოვრებელი სახლი. ერთი წლის წინ რძალი და ბავშვის გადასარჩენად მან ეზოს ღობე შემოხსნა და გაყიდა იმისათვის, რომ რძლის ოპერაციის ხარჯები დაეფარა, ახლა კი მას სჭირდება ოპერაცია , გასაყიდი აღარაფერი გააჩნიათ. მასთან იყვნენ სოც. აგენტები, გადაამოწმეს მისი მდგომარეობა, ქ-ნმა მათ უთხრა, რომ მეზობელმა აჩუქა მობილური ტელეფონი ძველი მოდელი, რომლის ღირებულებაა 15 ლარი, გატეხილი ეკრანით . მას ხშირად ესაჭიროება სასწრაფო დახმარება, რისთვისაც ეს მობილური მეზობლებმა აჩუქეს, ეს გახდა მიზეზი იმისათვის, რომ სოციალური დახმარება არ მიეცათ მისთვის. მერი სანამ ავად გახდებოდა ასე თუ ისე ოჯახს ინახავდა, ახლა კი ფაქტიურად სახლიდან ვერ გადის, აქვს სიცხეები და საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას."

ეს ამბავი 5 წლის წინანდელი ჩაწერილია, ამ ოჯახის მდგომარეობა მინიმალურადაც არ გაუმჯობესებულა.

დღეს კი დატრიალდა ტრაგედია.  მ.-ს ვაჟმა თ.რ-მ  ნაჯახით  ბავშვების თვალწინ მოკლა მეუღლე, შემდეგ კი გვამი ოთახში შეათრია, ბენზინი გადაასხა და სახლთან ერთად დაწვა.

დამნაშავემ დანაშაული მშვიდად აღიარა, გაქცევაც კი არ უცდია ისე ჩაბარდა პოლიციას.

მკვლელი ამბობს , რომ დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. „რაც ეკუთვნოდა ის მიიღო" განუცხადა მან ხანძრის შედეგად შეყრილ მეზობლებს.

მეზობლები გამოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ თ.რ. -ს და მის მეუღლეს ხშირად ჰქონდათ ჩხუბი და უთანხმოება. მათი  თქმით  ქალს მეუღლე გარეთ  არასდროს უშვებდა, მეზობლებთანაც  კი.  გარდაცვლილი პოლიციას ხშირად  იძახებდა. თუმცა უცნობია რა რეაგირებას აკეთებდა პოლიცია ამ გამოძახებებზე. უცნობია ასევე არსებობს თუ არა შემაკავებელი და დამცავი ორდერები.

შედეგი გამოუსწორებელია, სახეზეა გარდაცვლილი და ტრავმირებული მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთა გონებიდან ალბათ დიდხანს არ ამოიშლება ის შემზარავი სურათი, რისი მოწმენიც გახდნენ.

ოცდამეცხრე ქალი ბოლო ორი წლის განმავლობაში. როდის უნდა გააცნობიეროს სახელმწიფომ და საზოგადოებამ პრობლემის სიმწვავე. ზუსტად ამ სოფელში ამ სახლიდან 200 მეტრის მოშორებით ათი დღის წინ დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობდა გაეროს ქალთა ფონდის პროგრამის ფარგლებში. ჩვენი ერთ ერთი აქტივისტი თინათინ ღლონტი საუბრობდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე სოფელში. გარედან ვერავის ოჯახურ კონფლიქტში ვერ ჩაერევი, თავად ქალები კი დუმან. რა არის ამ დუმილის მიზესი? არ დავიღლები და კიდევ ერთხელ დავწერ, დუმილის მიზეზია სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა, საზოგადოების გულგრილობა და თავად ქალის, როგორც უკვე მსხვერპლის უმწეობა.

მაშინ როცა არსებობს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, რატომ არ იყენებს პოლიცია უფლებას გამოწეროს შემაკავებელი ორდერი, მაშინ როცა გესმის როგორ ითხოვს ბავშვი შველას –  და არ იძახებ პოლიციას, მაშინ როცა ამავე სოფელში ჩატარებული  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული არა ერთი  ტრენინგი, აქცია, მარათონი და ველოტური რჩება მხოლოდ აქტივობად, თეორიულად ყველა ძალადობას ემიჯნება, მაგრამ რეალურად ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთ აგურსაც კი არ დებენ, რატომღა გვიკვირს ქალთა გახშირებული უმძიმესი მკვლელობები.

დიახაც  პირველ რიგში სახელმწიფოს, კერძოდ შსს-ს  კისერზეა ოჯახში ძალადობის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობები, რადგანაც სტრუქტურებში დასაქმებული პირები არ თვლიან ოჯახში ძალადობას მნიშვნელოვან დანაშაულად, თავიანთი სუბიექტური შეხედულებების მიხედვით უარს ამბობენ შემაკავებელი ორდერების გამოყენებაზე და  ა.შ.

მეორე რიგში კი  საზოგადოების კისერზე  , რომელიც იჩენს გულგრილობას  მსხვერპლის მიმართ, შემწყნერებელია  მოძალადის მიმართ,  თვლის, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმეა."




 ახალი ამბები
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...
  • საპროტესტო აქცია მეათე საჯარო სკოლის ეზოშითბილისში, მეათე საჯარო სკოლის შენობის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სკოლის ეზოში შეკრებილი ადამიანები ითხოვენ განათლების სამინისტროსგან მეათე სკოლის შენობასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მოთხოვნას, ასევე პასუხის მიღებას ითხოვენ სამინისტროსგან  მასწავლებლებისა და მშობლების წერილობით მიმართვებზე და დასაბუთებას, რატომ არ ხვდება მინისტრი ან მისი მოადგილე სკოლის წარმომადგენლებს. სკოლის ეზოში შეკრებილი ადამიანები ამბობენ,რომ  მხარს  უჭერენ  სკოლის ყოფილ დირექტორს ბელა ხუბუტიას, რომელიც მათი თქმით,  ამ დრომდე დამოუკიდებლად აქტიურობდა და სამსახურის ფასად გადაიტანა დიდი ბრძოლა, რომ 22-ე სკოლის  გარემო, სადაც სწავლის გაგრძელება მეათე სკოლის მოსწავლეებს შენობის ავარიულობის გამო მოუხდათ, მათზე მორგებული ყოფილიყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2017 წლიდან სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. სწორედ ამ მიზეზით მეათე საჯარო სკოლამ შეიცვალა ლოკაცია და დიდუბის რაიონში გადავიდა იმ იმედით, რომ ძალიან მოკლე (გონივრულ) დროში სწავლას სკოლის მოსწავლეები ისევ ამ სკოლის შენობაში გააგრძელებდნენ. ისინი ამბობენ, რომ  განათლების სამინისტრო არ ჩქარობს, მეტიც, ტენდერის პირველი ეტაპი, რომელიც კარგა ხანია დასრულებულია, ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ დამტკიცებულიც არ არის. „გურია ნიუსი“ ამ თემაზე განათლების სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს და უწყების პასუხს მიღების შემთხვევაში აუცილებლად ... ...
  • თამაზ მეჭიაურის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეათამაზ მეჭიაურის მძღოლის, გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში რჩება. „ღამის განმავლობაში, გართულებას ადგილი არ ჰქონია. პაციენტი ისევ მძიმე მდგომარეობაში რჩება, იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. არის თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება, ველით ნევროლოგიურ შედეგებს, თუ დინამიკაში, მკურნალობის ფონზე, რა შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა ექიმმა ალექსანდრე კაკაურიძემ. შეგახსნებთ ოჯახი მომხდარში თიანეთის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულს ზურაბ ბექაურს ადანაშაულებს, რომელიც ასევე, თამაზ მეჭიაურის გუნდის წვერია. გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • რა წესები უნდა დაიცვან ამომრჩევლებმა არჩევნების დღეს _ ცესკოს ეპიდემიოლოგიური პროტოკოლიცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი დადგენილებით მიიღო. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა უნდა იმოქმედონ. პროტოკოლის თანახმად, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები; ისინი ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას. რაც შეეხება ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის შენობაში შესვლის წესებს: ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ხმის მიცემის შემდეგ, ამომრჩეველმა კალმისტარი უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ცესკო-ს ინიციატივით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისთვის. ამასთან, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. დადგენილება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებგვერდზე. იმისათვის, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია, საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს. ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ... ...
  • დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი არა"„პარლამენტში ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ბევრი შეუსაბამო და უზრდელური გამოთქმა ისმის, მაგრამ  ზოგიერთებისგან წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე. არა მგონია,  მათ ან კოვიდ პანდემია აინტერესებდეთ, ან ქვეყნის ეკონომიკა, ან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საზოგადოებაც ხედავს ამას ",  -განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც  დეპუტატები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.  მისი თქმით, დღეს მთელი მსოფლიო პანდემიის რეჟიმშია და უკლებლივ ყველა ქვეყანას აქვს ეკონომიკური ვარდნა.  „ვფიქრობ, ოპოზიციის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოსაც უგუნურებაში ადანაშაულებენ, თითქოს მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, მხოლოდ ისინი არიან ჭკვიანები. მგონი, იშვიათ დაავადებასთან გვაქვს საქმე. კოვიდ 19-თან დაკავშირებით საქართველოს გამორჩეული შედეგის ერთ-ერთი განმსაზღველი არის ის, რომ ჩვენ საკარანტინო სიტუაცია ავამოქმედეთ. დადასტურებულ შემთხვევათა შორის 20%   დადგენილია სწორედ საკარანტინო სივრცეებში. ანუ წარმოიდგინეთ, ისინი რომ გარეთ, სოციუმში გამოსულიყვნენ, რამდენად დიდი იქნებოდა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი!  კითხვა, თუ ახლა რატომ არ ვკეტავთ, როცა ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქს, შეიძლება მსმენელმა ლოგიკურად აღიქვას, მაგრამ შინაარსობრივად აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დასმა. საწყის ეტაპზე საფრთხეები იყო მეტი,  ვირუსის აგრესიულობის ხარისხი იყო უფრო მაღალი, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იყო 7%. ზოგიერთ ქვეყანაში 15%-მდეც კი ადიოდა და თავიდან ინფორმაცია შესაძლო გართულებების თაობაზე  არ ჰქონდათ არც ეპიდემიოლოგებს, არც ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ რისკები იყო უფრო მაღალი და ჩვენ იმ პერიოდში ნაკლებად ვიცოდით, როდის როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამიტომ თავიდან მივიღეთ გადაწყვეტილება და დაბალი ინფიცირების შემთხვევაშიც კი შემოვიღეთ უფრო მკაცრი რეგულაციები და სრულიად გონივრილად ჩავკეტეთ იქ, სადაც ჩასაკეტი იყო. ჩვენ ასევე მოვიგეთ დრო, რომელიც ასეთ დროს ძალიან ძვირფასია. ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნებში, სადაც  ჯანდაცვის სექტორი გაცილებით მძლავრი იყო , ვიდრე საქართველოს ჯანდაცვა და უფრო მეტი გამოცდილება და ფინანსური რესურსი ჰქონდათ, შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა. ექიმებს უწევდათ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, გართულებული პაციენტებიდან ვინ დაეერთებინათ აპარატზე და ვინ არა.  ჩვენ დღეს მზად ვართ. თუ მანამდე 5 კლინიკა იყო ჩართული კოვიდთან ბრძოლაში, დღეს უკვე 2 ათეულზე მეტი კლინიკაა ჩართული, და კლინიკების 80% სრულ მზადყოფნაშია, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს პაციენტები. ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გვისაყვედურა, რომ კერძო სექტორია ჩართული და ვავალდებულებთ მიიღონ ამ სისტემაში მონაწილეობა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო კლინიკების უმეტესი ნაწილი გასხვისებული და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს მოცემულობა და ამ მოცემულობაში მოვხვდით, მაგრამ მთავარი მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა.  ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა  შეიძლება და რისი არა. მათ ტყულით დაიწყეს და ტყუილით ასრულებენ. ნაციონალური მოძრაობის ფსიქოემოციური აშლილობის ტოლფასი   ნერვიულობა განპირობებულია იმით, რომ მათი დრო იწურება. ტყუილია ის, რომ ქვეყანაში სიცოხლის ხანგრძლიობა შემცირდა. კი, მათი პოლიტიკური სიცოცხლის ხანგრძლიობა შემცირდა და 1 თვეს და რამდენიმე დღეს ითვლის, მაგრამ ქვეყანაში ადამიანების სიცოხლის ხანგრძლიობა არის გაზრდილი, არათუ 15 წლით შემცირებული. ეს არის ტყული, რომელსაც არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია.  შემდეგი ტყუილია ის, რომ ქვეყანაში შიმშილით იღუპებიან ბავშვები და 60-70% სიღარიბის ზღვარს ქვევითაა. რა თქმა უნდა, სოციალური ფონი არის ის, რაც არის და ეს სოციალური გაჭირვება არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, მაგრამ 2012 წელთან შედარებით, სიღარიბე არის შემცირებული. ბატონი რომან გოცირიძე 2015 წელს ადარებს სიღარიბის მაჩვენებელს დღევანდელს და არა 2012 წელს, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, სიღარიბე დღესაც პრობლემაა, მარამ სიღარიბის და შიმშილის გამო დღეს ქვეყანაში არცერთი ბავშვი არ იღუპება. არასრულფასოვან კვებასთან ჩვენც გვაქვს საქმე ისევე , როგორც მსოფლიოს - მოქალაქეების 55% არასრულფასოვნად იკვებება, მაგრამ  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იღუებიან.  მორიგი გაუგონარი ტყუილი, რომ ჯანდაცვის სერვისები დღეს ხელმიუწვდომელია ჩვენს ქვეყანაში. როცა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არსებობს და  გვახსოვს დრო, როცა ადამიანები ქუჩაში უფულობის გამო იღუპებოდნენ. დღეს ეს ასე არ ხდება. დღეის მონაცემებით, 8 მლნ სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან და  საერთო დანახარჯი 7 მლრდ ლარამდეა. ეს ის თანხებია, რისთვისაც მოქალაქეები საკუთარი ქონებით მიადგებოდნენ ხოლმე ბანკებს ჯანმრთელობის პრობლემების გამო და შემდეგ ძალიან ხშირად ქუჩაში რჩებოდნენ.  ჩვენ ვდგავართ მასშტაბური გამოწვევის წინაშე, რომელიც მსოფლიოშია შეფასებული პანდემიად. პანდემია არ არის ლოკალური, რომელსაც ქმნის ადგილობრივი მთავრობა ან მხოლოდ ადგილობრივი მთავრობები ახერხებენ საკუთარ ქვეყანაში გამკლავებას.  ხშირად გვსაყვედურობენ, რატომ ვაფასებთ საერთო ეპიდომიოლოგიურ ვითარებას და  მხოლოდ საკუთარზე არ ვსაუბრობთ. ამას სჭირდება ელემენტარული ცოდნა თუ ეპიდემიოლოგიის მიმართულებით არა, ჯანმრთელობის დაცვის დარგში მაინც. როცა პანდემიასთან გვაქვს საქმე, საერთო შეფასება უნდა მოხდეს და არა ისე ვისპეკულიროთ, როგორც  ოპონენტები აკეთებენ ამას.  ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიზანი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების  ჯანმრთელობა იმ ფონზე, როცა ეპიდემიოლოგთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ შესაძლოა იყოს მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო მეტი ზიანის მომტანი და, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა უფრო მეტი მზაობა. რა თქმა უნდა, ეკონომიკაშიც უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ რაც შეიძლება  სწრაფად დავუბრუნდეთ სასტარტო მდგომარეობას და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. ასევე მისახედია დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნები ჩასატარებელი. ჩვენს ოპონენტებს, როგორც ვხედავთ, ეშინიათ არჩევნების, ეშინიათ კოვიდთან ბრძოლის პოზიტიური  შედეგის და ამიტომ სრულიად ლოგიკურად არიან პანიკაში. როგორც ჩანს , მათ სურთ არჩევნების გადადება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ გავხადოთ შეუქცევადი ეკონომიკური პროცესები და პოლიტიკური პროცესიც იყოს ჯანსაღი.  1 თვე დაგვრჩა და საზოგადიოებას ვთხოვ, ავიტანოთ ჩვენი ოპონენტების ასეთი უმსგავსო საქციელი.  მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა და თქვენიც, საზოგადოების თითოეული წევრის, რომ ასეთი გამოხდომები, ასეთი აცდენილი მსჯელობა და უზრდელობა პარლამენტში უნდა დაასრულოთ.  რადიკალური ოპოზიციის  სტანდარტი არის უზრდელობა და საზოგადოებისთვის საზიანო ქმედება, რაშიც საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ხედავენ.  ეს მომავალი არ იქნება! - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...