ხადურის განცხადება, რომ უცხოური ინვესტიციები 20%-ით გაიზარდა, მეტწილად მცდარია

საზოგადოება

ხადურის განცხადება, რომ უცხოური ინვესტიციები 20%-ით გაიზარდა, მეტწილად მცდარია

2014 ოქტ 17 14:53:41

ეროვნული ბანკის მონაცემებით 2014 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 45%-ით შემცირდა და 151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ საკითხის კომენტირებისას ხადურმა აღნიშნა, რომ "მეორე კვარტალში მოხდა სტრუქტურული ცვლილება, ანუ "თიბისი" ბანკმა მოიზიდა არა პირდაპირი ინვესტიცია, არამედ პორტფელური ინვესტიცია, ჯამში უცხოური ინვესტიციების მოცულობა, პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების, 20%-ით გაიზარდა". მინისტრის თქმით, მდგომარეობა საგანგაშო არაა – განხორციელდა სტრუქტურული ცვლილება და პირდაპირი ინვესტიციები პორტფელურმა ინვესტიციებმა ჩაანაცვლა.

ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2014 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა ინვესტიციებმა 151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 45%-ით ჩამორჩება, ხოლო პორტფელური ინვესტიციები 209 მლნ აშშ დოლარი იყო. მთლიანობაში, მეორე კვარტალში შემოსული პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციები 360 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემს 3-ჯერ აღემატება, ხოლო პირველ კვარტალში შემოსულ ინვესტიციებზე (პირდაპირი+პორტფელური) 24%-ით მეტია. ზრდა ძირითადად საბანკო სექტორში შემოსული პორტფელური ინვესტიციების ხარჯზეა.

საბანკო სექტორში მართლაც შემოვიდა 207 მლნ აშშ დოლარის პორტფელური ინვესტიცია, თუმცა აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტფელურით ჩანაცვლებაზე საუბარი არამართებულია, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გრძელვადიანი და სტაბილურია განსხვავებით პორტფელური ინვესტიციისგან, რომელიც უფრო მგრძნობიარეა ეკონომიკური შოკების მიმართ. ამასთან, პორტფელური ინვესტიციების გადინება და შემოდინება ყოველ წელს ხდებოდა, თუმცა მათი დაჯამება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან მხოლოდ წელს მოხდა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ნოდარ ხადურის განცხადება მეტწილად მცდარად შეფასდა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაც გადაამოწმა. დეპუტატის თქმით, "საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთების რაოდენობის კლებაა, ეს ტენდენცია უკვე მეორე წელია გრძელდება".

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2014 წლის პირველ რვა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. კომპანიის ცნობით, ტვირთების მოცულობის კლების ტენდენცია გასულ წელსაც არსებობდა. 2014 წლის 7 თვის მონაცემებით, 2013 წლის 7 თვის მაჩვენებელთან შედარებით ტვირთბრუნვა 771 125 ტონითაა შემცირებული, რვა თვის მონაცემებით კი სხვაობა 900 473 ტონას შეადგენს. "საქართველოს რკინიგზის" გეგმის მიხედვით, 2014 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, გადაზიდული 11 705 321 ტონა ტვირთი უნდა ყოფილიყო. ამჟამინდელი მდგომარეობით, გეგმასთან ჩამორჩენა 2 208 710 ტონას შეადგენს. "საქართველოს რკინიგზის" 2014 წლის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 17 305 648 ტონას უნდა მიაღწიოს, რაც 2009 წლის მაჩვენებელს ოდნავ აღემატება.

რაც შეეხება "საქართველოს რკინიგზის" შემოსავლებს აშშ დოლარში, ის 2014 წლის 6 თვის მონაცემებით, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 932 000 დოლარითაა გაზრდილი, თუმცა, 2012 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 5 882 000 დოლარით ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის იანვარ-ივლისის შემოსავლებს 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავლები 6.8 მილიონი დოლარით ჩამორჩებოდა, 2013 წლის ბოლოს კომპანიის შემოსავალმა 2012 წლის მაჩვენებელს 1 559 000 დოლარით გადააჭარბა. 2014 წლის 6 თვის შემოსავლები კი წინა წლის მაჩვენებელს უკვე თითქმის 1 მლნ დოლარით აღემატება, შესაბამისად, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების ის ნაწილი, სადაც იგი დოლარში "საქართველოს რკინიგზის" შემოსავლების მნიშვნელოვან კლებაზე მიუთითებს, არაზუსტია.

2014 წლის 6 თვის მონაცემებით, "საქართველოს რკინიგზის" აქტივების ღირებულება 40 557 ლარითაა გაზრდილი. თუმცა, თუ აღნიშნულ თანხას დოლარში გადავიყვანთ, ვნახავთ, რომ 2013 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით, 2014 წელს "საქართველოს რკინიგზის" მთლიანი აქტივები 53 082 დოლარითაა შემცირებული.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით ზურაბ ჯაფარიძის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა.

ფაქტ–მეტრმა ოპოზიციის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. მისი თქმით, 2014 წლის 2 ოქტომბრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას "აბსოლუტურად ყველა ფრაქციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი".

აღსანიშნავია, რომ გიორგი ვაშაძის ამ განცხადებას წინ მმართველი კოალიციის განცხადებები უძღოდა, რომელთა აზრით რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას არ გამოხატავს და მისი მიღება "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხოლოდ "ევროპის სახალხო პარტიის" მხარდაჭერით შეძლო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სივრცეში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მოკავშირეების – "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) მხარდაჭერით ისარგებლეს და ამ პროცესში მათ საქართველოს ინტერესებზე არ უფიქრიათ.

ფაქტ–მეტრმა შეეცადა გაერკვია, თუ რამდენმა დეპუტატმა მისცა ხმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას. როგორც აღმოჩნდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 103–მა წევრმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 27 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 8 დეპუტატმა თავი შეიკავა. რეზოლუციას მხარი "სოციალისტების" 25-მა, "ევროპის სახალხო პარტიის" 48, "ალიანსი ლიბერალ-დემოკრატები ევროპისათვის" 12-მა, "ევროპელი კონსერვატორების" 13-მა, "გაერთიანებული მემარცხენეების" ერთმა და უპარტიო დეპუტატების 4-მა წევრმა დაუჭირა. "სოციალისტების" 7-მა და "ალიანსი ლიბერალ-დემოკრატები ევროპისათვის” ერთმა წევრმა რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. წინააღმდეგ კი "სოციალისტების" 18-მა, "ევროპის სახალხო პარტიის” 2-მა, "ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის" 2-მა,  "ევროპელი კონსერვატორების" 3-მა და  "გაერთიანებული მემარცხენეების" 2-მა წევრმა მისცა ხმა.

ამ ინფორმაციის საფუძველზე ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება სიმართლეა.

ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებას ეხებოდა. მინაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არ მიეცა საშუალება იუსტიციის საბჭოში კანდიდატურები საკუთარი რეკომენდაციით დაესახელებინა, როგორც ეს ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო აღნიშნული".

ფაქტ–მეტრმა საკითხი შეისწავლა და გაარკვია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის ახალი წესი 2013 წლის 20 მაისიდან შევიდა ძალაში. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით აუცილებელი იყო წევრის არჩევის ისეთი წესის შემოღება, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის მონაწილეობასაც უზრუნველყოფდა. საქართველოს პარლამენტმა ნაწილობრივ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნა წევრთა კვალიფიციური უმრავლესობით არჩევასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მეორე მოსმენით ოთხი წევრის არჩევაზე საპარლამენტო ოპოზიციას ფაქტობრივად არანაირი გავლენის მოხდენა არ შეეძლო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებდა საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგისა და კონსენსუსის კონკრეტულ ბერკეტებს.

შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობამ წევრთა არჩევის დროს არ გაითვალისწინა "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება კონკრეტული შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრი პარლამენტმა სხდომებზე ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე აირჩია. მოგვიანებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონი საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიხედვით შეიცვალა. საქართველოს პრეზიდენტმა ერთი წევრი მისი უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა. დღესდღეობით, პარლამენტს მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი რჩება შესავსები, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობასა” და "ქართულ ოცნებას” შორის კონსენსუსის მიღწევა დღემდე ვერ ხერხდება.

ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამ, რომელიც 2014 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესში საპრლამენტო ოპოზიციის მონაწილეობა აუცილებელია.

ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ აკაკი მინაშვილის განცხადება სიმართლეა.




 ახალი ამბები
  • "ესენი იყვნენ ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში" _ ზვიად კვაჭანტირაძეამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ამ ადამიანებს ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ, _ ეს განცხადება ამ წუთებში დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა. კვაჭანტირაძის თქმით, ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. "ამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. ამ ადამიანებმა თუ მოაწყვეს “აჯანყება”… ჩანს, რომ ეს იყო კონტროლირებადი ვითარება, მით უმეტეს, ის დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თავიდან ბოლომდე სუს-ის კონტროლირებადები არიან. მე ვფიქრობ, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება განწირულია დამარცხებისათვის. ბატონო ბიძინა, 15 მაჟორიტარს თუ ვერ უვლით, ქვეყანას როგორ მოუვლით? განაცხადა აქციაზე მისულმა ზვიად ... ...
  • "მოახდინეთ თქვენი ზეგავლენა ამ პროცესებზე" _ მარგველაშვილი მეგობარ პრეზიდენტებს მოუწოდებსთქვენ წაგართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენი თავისუფალი არჩევანი,, _ ეს განცხადება ამ წუთებში, თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მარგველაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას მივიდნენ აქციაზე დემოკრატიის დასაცავად.   "თქვენი თავისუფალი არჩევანია, აირჩიოთ ის ვინც მოგწონთ, მნიშვნელობა არ აქვს , ვინ მოგწონთ და როგორი მოგწონთ. დღეს ამის მცდელობა არის, თქვენი საარჩევნო მანდატი ჩაიდონ ჯიბეში. მე მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც არიან ტელევიზორებთან, ვინ უყურებს ამ ყველაფერს _ არ არსებობს თავისუფლების მოპოვება, თავისუფლების დაცვის გარეშე, არცერთი ჩვენგანი არ მოიპოვებს თავისუფლებას, თუ თავის წვლილს არ შეიტანს თავისუფლების დაცვაში. თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი და არუნდა გაჩერდეს პოლიტიკური პროცესი მანამ სანამ ჩვენ არ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ჩვენი ხმის უფლება იქნება გარანტირებული. მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ჩვენ გვიყურებს,  ხვალ, ზეგ, მასზეგ იდგნენ აქ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი დემოკრატია, სხვანაირად არ შედგება თავისუფალი საქართველო, სხვანაირად ჩვენ ვიქნებით სხვადასხვა კლანებისა და ინტერესების მუდმივ ტყვეობაში. დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებს, მათ უფლებას და ისინი უნდა გააქტიურდნენ. მე დღეს მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს, ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ ჩემო ევროპელო, ამერიკელო, დასავლელო მეგობრებო, ცდილობენ, რომ საქართველოს დაუმთავრონ მომავალი. განსაკუთრებით, მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი და არა ვართ ჩვენ ამის ღირსი. მე ვუერთდები ამ აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების და თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი, ღმერთმა დალოცოს საქართველო,"- განაცხადა გიორგი ... ...
  • გაფრთხილება თბილისში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებსდიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისი თბილისში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს აფრთხილებს. "თბილისში პარლამენტის შენობასთან მიტინგი მიმდინარეობს. თუ ამ რაიონში ხართ, იყავით ფრთხილად, მოერიდეთ მასობრივ შეკრებებს და მიტინგებს. გაითვალისწინეთ ადგილობრივი ხელისუფლების რჩევა", _ წერია ... ...
  • კობახიძე: პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის შემობრუნება წარმოუდგენელია„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის“, -ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შეხვედრის დასრულებისას გააკეთა.  პარლამენტის წევრმა ასევე კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ხმათა მხოლოდ 30 პროცენტის მიღება შეეძლო. „30 პროცენტი ეს „ნაცმოძრაობის“ ნარატივია. ამ სიცრუის კამპანიის ნარატივის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებდა 30 პროცენტზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, ვინც ერკვევა საარჩევნო სისტემებში. თუ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 30 პროცენტზე მეტს, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული არჩევნებია თუ შერეული. ამ დონის „მელკი ტყუილებითაა“ გამორჩენილი „ნაცმოძრაობა“. აბსოლუტურად წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ასეთი სიცრუით მოქმედება“, –  განაცხადა ირაკლი ... ...
  • "ჩვენ გავიღვიძებთ სხვა სახელმწიფოში" _ გიორგი მარგველაშვილი,,ჩვენ დღეს მივიღეთ ის, რომ რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ეს ასე გაგრძელდა ჩვენ გავიღვიძებთ სხვა სახელმწიფოში, ჩვენ მივიღებთ ავტოკრატიულ სახელმწიფოს. ან ჩვენ  დღეს , ხვალ, ზეგ შევძლებთ , რომ ეს ტენდენცია შევცვალოთ, ან ხვალ შევალთ სახლში, გვეგონება, რომ ყველაფერი კარგადაა, და რომ გამოვალთ სახლიდან, ჩვენ დაგვხვდება დიქტატურა, ეს შეიძლება ახლა არ ჩანს და ვიღაცას განცდა აქვს, რომ ვლაპარაკობთ მეორად თემაზე- არჩევნების ფორმაზე, მაგრამ ჩვენ რეალურად ვლაპარაკობთ ხალხის ნების გადატეხვაზე. არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას აქ დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უნდა გაიტანონ ქართული დემოკრატია. ან ასე მოხდება, ან ჩვენ გავიღვიძებთ დიქტატურაში“, _ განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?