მსოფლიოში აღიარებული სომელიე ჟერარდ ბასე "თამადას" ბრენდის ღვინოებს დააგემოვნებს

საზოგადოება

მსოფლიოში აღიარებული სომელიე ჟერარდ ბასე "თამადას" ბრენდის ღვინოებს დააგემოვნებს

17 ოქტ. 2014, 23:52:23

"ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების" კომპანიის და ღვინო "თამადა" - ს მოწვევით საქართველოს მსოფლიოში აღიარებული სომელიე ჟერარდ ბასე ესტუმრება. ცნობილი სომელიეს ვიზიტს საქართველოში, ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა წარმოადგენს.

ჟერარდ ბასე და ღვინო "თამადა" აღნიშნულ ტურს ოთხ ქვეყანაში ჩაატარებს, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საზღვრებს გარეთ. ოთხივე ქვეყნაში, ადგილობრივ შეფ-მზარეულთან ერთად სომელიე შეარჩევს და დეგუსტაციაზე წარადგენს იმ კერძებსა და დესერტებს, რომელიც აღნიშნულ გემოსთან თანხვედრაშია და სასმლის გემოვნურ თვისებებს ერგება.

ექსკლუზიარად ღვინო თამადასთვის, ფრანგმა სომელიემ, ქართველ შეფ მზარეულებთან ერთად შექმნა უნიკალური კერძთა შეხამება.

როგორც ღვინო "თამადას" ბრენდ მენეჯერი ნატა კანდელაკი აღნიშნავს კერძების შეხამების კულტურის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ღვინის არომატი და გემო უკეთ შევიგრძნოთ.

ჟერარი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა.  შეფ-მზარეულად და სომელიეს განათლების წარმატებით დასრულებისა და მუშაობის შემდეგ 1980-იანი წლების ბოლოს ის ინგლისში გადავიდა სამუდამოდ საცხოვრებლად, სადაც მან სომელიეს კარიერა წარმატებით გააგრძელა. მისი მიღწევები მოცემულ სფეროში რამოდენიმეჯერ აღინიშნა ჯილდოებით და იგი აღიარებული იქნა გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო სომელიედ, ასევე 1992 წელს იგი დასახელდა ფრანგული ღვინოების საუკეთესო საერთაშორისო სომელიედ, ხოლო 1996 წელს კი ევროპის საუკეთესო სომელიედ. ჟერარი სამჯერ მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს დაჯილდოებაზე მეორე ადგილზე გავიდა  (1992, 2004 და 2007 წელს). 2010 წლის აპრილში სანტიაგო დე ჩილეში მისი დიდი ხნის ოცნება ასრულდა და იგი მსოფლიოს საუკეთესო სომელიედ იქნა აღიარებული (სომელიეების მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება). 

"ბრენდის სახელი "თამადა" ჯერ კიდევ  2001  წელს შეირჩა. ქართული სუფრა და ქართული ღვინო სხვა ალკოჰოლური სასმელებისგან განსხვავებით, ურთიერთობებთანაა ასოცირებული.  ქართული სუფრა წარმოუდგენელია ქართული ღვინისა და თამადის გარეშე.  ქართული სუფრის გაძღოლა ერთგვარი პასუხისმგებლობაა. კარგი თამადა მოიზარება, როგორც კარგი ღვინის მცოდნე. მოკლედ რომ ვთქვათ, თამადობა ემოციების გაზიარების ხელოვნებაა, რომელიც ქართულ სუფრაზე ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს," - ქართულ სუფრაზე "თამადის" ფენომენისმნიშვენლობაზემიანიშნებს ღვინო „თამადა“ -ს  ბრენდ მენეჯერი.

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია  “GWS”,  1993 წელს შეიქმნა.  კომპანიის მისია საუკეთესო ხარისხის პრემიუმ კლასის ქართული ღვინის წარმოება და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის იმიჯის შექმნა იყო. რაცწარმატებითგანახორციელაწლებისგანმავლობში.

2001 წლიდან კომპანია ფლობს სამ ძირითად ღვინის ბრენდს:  "თამადა" , "ძველი თბილისი" და "ადამანტი". "თამადა' წარმოადგენს ადგილობრივი წარმოშობის და ჯიშური პრემიუმ კატეგორიის ღვინის ასორტიმენტს,. 2013 წლის, სექტემბერში , ღვინო "თამადა," რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული ეტიკეტითა და ახალი ენთუზიაზმით დაბრუნდა ქართულ ბაზარზე.  დღესდღეობით, თამადას პორტფელი თეთრი და წითელი, მშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოებისგან შედგება.. მათ შორის არის  6 ადგილობრივი წარმოშობის დასახელების ღვინო.

ბრენდი  "თამადას" პორტფელში  10  სახეობის ღვინოა,როგორც თეთრი ასევე წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოები.მათ შორის არის  6 ადგილობრივი წარმოშობის დასახელების ღვინო. (წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, ხვანჭკარა, ახაშენი)

ვენახების უდიდესი ნაწილი  15-25 წლისაა. (R)




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...