"ქალი, ოჯახთან ერთად, სოფელსაც აძლიერებს"

საზოგადოება

"ქალი, ოჯახთან ერთად, სოფელსაც აძლიერებს"

2014 ოქტ 20 17:47:59

მსოფლიოსთან ერთად, სოფელში  მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნა. ოღონდ ამ დღის აღნიშვნა გურიაში არ მომხდარა. ეს დღე  მსოფლიოში პირველად 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა. ის გაეროს გენერალური ასამბლეის 2007 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციით დაფუძნდა. "გურია ნიუსის" დღევანდელ ნომერში ორი ქალბატონის შესახებ მოგითხრობთ, ერთი ქალბატონი სოფელ თხინვალში ცხოვრობს, მეორე რესპონდენტი _სოფელ დვაბზუში. 
გზა დიდი სცენიდან სოფელ თხინვალისკენ
_ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კარიერა აწყობილი მქონდა, ერთ დღეს დავტოვე დიდი სცენა და მეუღლესთან ერთად, სოფელ თხინვალში ჩამოვედი.  სახლში დედამთილი და მამამთილი დამხვდა. კარგად მახსოვს, როდესაც ჩაის პლანტაციებში წავედით, ჩემი კუთხის რძლების ერთი ნაწილი სახლში იყო და ერთმანეთთან მუსაიფობდნენ, - გვითხრა სოფელ თხინვალში მცხოვრებმა, სვეტა მასლოვსკაიამ, რომელიც წარმოშობით ლიტვიდანაა.
სვეტა მასლოვსკაიამ და ლოვა ეპრიკიანმა ერთმანეთი სომხეთში გაიცნეს. გაცნობიდან ერთ წელიწადში დაქორწიდნენ.
_ ილუზიონისტი ვარ, სვეტა კი მოცეკვავეა, ბალერინა, რუსეთის კულტურის სამინისტროსთან არსებულ ანსამბლში ცეკვავდა. ორივე  ხელოვნებას ვემსახურებოდით, მაგრამ, ერთ დღეს მოხდა, რომ მშობლებთან უნდა ჩამოვსულიყავი თხინვალში და იმის შემდეგ უკვე თხინვალში ვცხოვრობთ, - გვითხრა ლოვა ეპრიკიანმა.
თხინვალში ჩამოსვლის შემდეგ, სვეტა  აერობიკას ასწავლიდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მოსწავლეებმა ვერ მოახერხეს ფორმების შეძენა. 
_ ვილნიუსში ჩემი მშობლები გვაძლევდნენ საცხოვრებელ ბინას, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე, ჩემს მეუღლესთან ერთად წამოვსულიყავი თხინვალში, ნამდვილად არ ვნანობ, ჩემს გადადგმულ ამ ნაბიჯს. დავტოვე ჩემი პროფესია და დიდი სცენიდან უცებ ჩაის პლატანციაში აღმოვჩნდი. 1981-1982 წლებში, ექვსი გოგო ალა პუგაჩოვას და იგორ ნიკოლაევის კონცერტებზე გამოვდიოდით, თითქმის, ყველა სიმღერაზე ვცეკვავდით და ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა მათთან, _ გვითხრა სვეტა მასლოვსკაიამ.
ლოვას და სვეტას სამი ქალიშვილი, ორი სიძე და სამი შვილიშილი ჰყავს. 
_ ყველაფერს ვაკეთებდი და ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შვილებისთვის სამაგალითო ქალი და დედა ვყოფილიყავი. 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გვაქვს, სადაც თითქმის ყველა ხეხილი გვაქვს გაშენებული, ასევე გვაქვს  თხილის, ციტრუსის და კივის ბაღები. თავისუფალ დროს კი ვქარგავ, _ თქვა სვეტა მასლოვსკაიამ. 
ფერმერი ქალბატონი სოფელ დვაბზუდან
მელანო ჯულაყიძე სოფელ დვაბზუს მცხოვრებია.  წარმატებული ფერმერი ქალბატონი სოფელში სეზონურად თხილის ქარხანაში მუშაობს. მასთან როცა მივედით, სახლში არ დაგვხვდა, ქარხანაში იყო, დიდხანს არ გვიცდია. ქარხნიდან,  დაახლოებით, 15 ქალი გამოვიდა. ქალბატონმა მელანომ ინტერვიუზე უარი არ გვითხრა.
_ ინდაურების ამბავი არ დაგავიწყდეს... ფოტოები გადაუღეთ, _ უთხრეს მელანოს მისმა მეგობრებმა.
მელანო ჯულაყიძე: სახლში მეუღლესთან,ზაზა ჯულაყიძესთან, შვილთან და დედასთან ერთად ვცხოვრობთ. დღე  ჩვეულებრივად იწყება, როგორც სოფელში ხდება _  იწყება შრომით. 
_ ჯერ შინაურ ცხოველებს და ფრინველებს ვპატრონობთ, შემდეგ ქარხანაში მივდივართ სამუშაოდ.   ასევე სოფლის მეურნეობაში ვართ ჩაფლული _ ბოსტანი, ყანა და ა.შ. თავიდან ასე მოვდივართ, შრომით შეძენილი ოჯახი გვაქვს.
_ თავისუფალი დრო თუ გრჩებათ? 
_ თავისუფალი დრო მოიტოვო უნდა. აბა, ისე არ იქნება, ყველა ქალს ჭირდება თავის მოვლა. 
_ ქალბატონებს ძალიან გიყვართ სილამაზი სალონი, თქვენ თუ გრჩებათ ამისთვის დრო?
_ ძირითადად ბავშვობაში დავდიოდი. ახლა უფრო ნაკლებად დავდივარ, ქალი ოჯახთან ერთად, სოფელსაც აძლიერებს, ახლა ზუსტად  ამ ასაკში ვარ.
_ რა პრობლემა გაქვთ სოფელში მცხოვრებ ქალებს?
_ ახლა სადაც ვმუშაობ, არის სეზონური სამუშაო, თხილის ქარხანაში, კარგი იქნებოდა, რომ არასეზონური სამუშაოები იყოს სოფლებში. ოჯახში ყველას სჭირდება ფინანსები და აქედან გამომდინარე, ყოველდღე დავდივართ, მეტი სამუშაო არ არის. ასევე ქირაზე დადიან ქალები სათხილეში, მაგრამ წელს თხილის მოსავალი ნაკლებად იყო. 
_ როგორც თქვენი მეგობრებიდან გავიგეთ 50-ზე მეტი ფრთა ინდაური გყავთ, მართალია?
_ მართალია, შეგიძლიათ ავუსრულოთ მეგობრებს თხოვნა და გადაუღოთ ფოტოები. 



 ახალი ამბები
  • "ქართული ოცნების 14 ნოემბერი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" _ გიორგი კვირიკაშვილისაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინმისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. კვირიკაშვილის თქმით, ეს იყო  პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება. "ქართული ოცნების 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული ... ...
  • "ესენი იყვნენ ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში" _ ზვიად კვაჭანტირაძეამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ამ ადამიანებს ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ, _ ეს განცხადება ამ წუთებში დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა. კვაჭანტირაძის თქმით, ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. "ამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. ამ ადამიანებმა თუ მოაწყვეს “აჯანყება”… ჩანს, რომ ეს იყო კონტროლირებადი ვითარება, მით უმეტეს, ის დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თავიდან ბოლომდე სუს-ის კონტროლირებადები არიან. მე ვფიქრობ, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება განწირულია დამარცხებისათვის. ბატონო ბიძინა, 15 მაჟორიტარს თუ ვერ უვლით, ქვეყანას როგორ მოუვლით? განაცხადა აქციაზე მისულმა ზვიად ... ...
  • "მოახდინეთ თქვენი ზეგავლენა ამ პროცესებზე" _ მარგველაშვილი მეგობარ პრეზიდენტებს მოუწოდებსთქვენ წაგართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენი თავისუფალი არჩევანი,, _ ეს განცხადება ამ წუთებში, თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მარგველაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას მივიდნენ აქციაზე დემოკრატიის დასაცავად.   "თქვენი თავისუფალი არჩევანია, აირჩიოთ ის ვინც მოგწონთ, მნიშვნელობა არ აქვს , ვინ მოგწონთ და როგორი მოგწონთ. დღეს ამის მცდელობა არის, თქვენი საარჩევნო მანდატი ჩაიდონ ჯიბეში. მე მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც არიან ტელევიზორებთან, ვინ უყურებს ამ ყველაფერს _ არ არსებობს თავისუფლების მოპოვება, თავისუფლების დაცვის გარეშე, არცერთი ჩვენგანი არ მოიპოვებს თავისუფლებას, თუ თავის წვლილს არ შეიტანს თავისუფლების დაცვაში. თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი და არუნდა გაჩერდეს პოლიტიკური პროცესი მანამ სანამ ჩვენ არ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ჩვენი ხმის უფლება იქნება გარანტირებული. მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ჩვენ გვიყურებს,  ხვალ, ზეგ, მასზეგ იდგნენ აქ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი დემოკრატია, სხვანაირად არ შედგება თავისუფალი საქართველო, სხვანაირად ჩვენ ვიქნებით სხვადასხვა კლანებისა და ინტერესების მუდმივ ტყვეობაში. დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებს, მათ უფლებას და ისინი უნდა გააქტიურდნენ. მე დღეს მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს, ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ ჩემო ევროპელო, ამერიკელო, დასავლელო მეგობრებო, ცდილობენ, რომ საქართველოს დაუმთავრონ მომავალი. განსაკუთრებით, მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი და არა ვართ ჩვენ ამის ღირსი. მე ვუერთდები ამ აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების და თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი, ღმერთმა დალოცოს საქართველო,"- განაცხადა გიორგი ... ...
  • გაფრთხილება თბილისში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებსდიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისი თბილისში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს აფრთხილებს. "თბილისში პარლამენტის შენობასთან მიტინგი მიმდინარეობს. თუ ამ რაიონში ხართ, იყავით ფრთხილად, მოერიდეთ მასობრივ შეკრებებს და მიტინგებს. გაითვალისწინეთ ადგილობრივი ხელისუფლების რჩევა", _ წერია ... ...
  • კობახიძე: პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის შემობრუნება წარმოუდგენელია„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის“, -ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შეხვედრის დასრულებისას გააკეთა.  პარლამენტის წევრმა ასევე კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ხმათა მხოლოდ 30 პროცენტის მიღება შეეძლო. „30 პროცენტი ეს „ნაცმოძრაობის“ ნარატივია. ამ სიცრუის კამპანიის ნარატივის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებდა 30 პროცენტზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, ვინც ერკვევა საარჩევნო სისტემებში. თუ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 30 პროცენტზე მეტს, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული არჩევნებია თუ შერეული. ამ დონის „მელკი ტყუილებითაა“ გამორჩენილი „ნაცმოძრაობა“. აბსოლუტურად წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ასეთი სიცრუით მოქმედება“, –  განაცხადა ირაკლი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?