"აჭის მონასტერი ახლოსაა ქობულეთის მუნიციპალიტეტთან და ამიტომაა ბროშურაში შეყვანილი"

საზოგადოება

"აჭის მონასტერი ახლოსაა ქობულეთის მუნიციპალიტეტთან და ამიტომაა ბროშურაში შეყვანილი"

2014 ოქტ 30 20:33:17

"დღეს ჩემმა მეგობარმა ბროშურა მაჩვენა - "ქობულეთის მუნიციპალიტეტი", რომელიც მომზადებულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ 2013 წელს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურულ ძეგლთა შორის მოიხსენიება ლიხაურის თემში შემავალი აჭის წმ. გიორგის მონასტერი და მოცემულია შესაბამისი სურათიც. როგორაა ჩვენი საქმე თუ იცით?", _ ასეთი შინაარსის კომენტარს სოციალურ ქსელში ოზურგეთელი, თამარ ღლონტი აქვეყნებს.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყველას ახსოვს, როდესაც შეკვეთილში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) პარკი “ციცინათელა“ გაიხსნა, ხშირად ამბობდნენ, რომ ეს პარკი ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. ასევე, ხშირად მსჯელობენ აჭის დედათა მონასტერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის თუ ქობულეთის.

"გურია ნიუსი" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს, სოფო გუჯაბიძეს დაუკავშირდა. მან ბროშურასთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

_ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აისახა ის ღირშესანიშნაობები, რომელიც ტურისტს შეუძლია მოინახულოს. ბროშურაში შესულია ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლი, როგორიც აჭის მონასტერია. ეს ძეგლი ადმინისტრაციულად არ ეკუთვნის ქობულეთს, მაგრამ შეიძლება მოიაზრებოდეს ახლომდებარე ღირშესანიშნაობად, რომელიც ქობულეთში ჩასულ ტურისტს შეუძლია მოინახულოს.

_ თუ იყო საუბარი, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან სხვა ღირშესანიშნაობები მოხვედრილიყო?

_ არა. აჭის მონასტერი ყველაზე ახლოს არის ქობულეთის მუნიციპალიტეტთან და ამიტომაა შეყვანილი ბროშურაში. პირიქით პოპულარიზაცია გავუწიეთ კონკრეტულ ძეგლს. თუ საზოგადოების მოთხოვნა იქნება, ახალი ტირაჟის გამოცემისას, შესაძლებელია ამოვიღოთ აჭის მონასტრის შესახებ ინფორმაცია ბროშურიდან.

_ ბოლო პერიოდში, ხშირად საუბრობენ, რომ აჭი და შეკვეთილში მდებარე “ციცინათელა“ ეკუთვნის ქობულეთის მუნიციპალიტეტს და აქედან გამომდინარე აინტერესებს საზოგადოებას რა ხდება...

_ ტურიზმის დეპარტამენტი, ტურიზმის განვითარებაზე და წარმოჩენაზე ზრუნავს. ახლომდებარე მნიშვნელოვანი ძეგლი იყო და ამიტომ არ შეგვეძლო არ შეგვეყვანა ბროშურაში. არსად არ წერია იქ, რომ აჭარას ეკუთვნის.

_ იქ წერია, რომ ბროშურა არის ქობულეთის მუნიციპალიტეტზე...

_ ეს ბროშურა არის ქართულ ენოვანი და შიდა ტურისტზე არის გათვლილი. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვრებს, ამ საკითხზე მე ვერ გიპასუხებთ.




 ახალი ამბები
  • იმერეთის ლაბორატორიაში ახალი, 17 ნიმუშის კვლევა ჩატარდა გუშინ საირმის საკარანტინო სივრცე დატოვეს ადამიანებმა, თუმცა, ,,გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ მიიღეს ახალი ნაკადი _ სარფის მხრიდან შემოსული პირები. დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგიძე ,,გურია ნიუსის" მკითხველს 29 მარტის დღის ბოლო ინფორმაციას აწვდის: ,,დღის მეორე ნახევარში ახალი, საკარანტინო ნაკადი მიიღეს, როგორც საირმის სანატორიუმში, ასევე წყალტუბოს პლაზაში. ის პირები სარფის მხრიდან არიან შემოსული. მინდა გითხრათ, რომ დღეს გაკეთდა დამატებითი, ახალი, 17 ნიმუშის კვლევა და ყველა უარყოფითია. სულ, იმერეთის ლაბორატორიაში ჩატარებულია 202 კვლევა. როგორც მოგეხსენებათ, 4 დადებითი შემთხვევა არის ... ...
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...