"დედათმოურავი" საუკუნესთან მიახლოებას ნაცადი პროფესიით გეგმავს

საზოგადოება

"დედათმოურავი" საუკუნესთან მიახლოებას ნაცადი პროფესიით გეგმავს

2014 ნოე 8 13:38:36

_ ისეთი ექთანი და ბებიაქალი ვიყავი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ მჭირდებოდა და ვერც დამეწეოდა.  ქმარი ისე მიწყობდა ხელს, სად ხარ და რატომ დაიგვიანეო, არ მეტყოდა. ჭიშკართან რომ შემეგებებოდა, ჯერ დამიძახებდა, მშვიდობა ხომააო? მერე კი მკითხავდა, რა ჰქენი ახლა, გოგო ააპწიალე თუ ბიჭიო? ასეთ  კითხვა-შეგებებასა და ფორიაქში ისე გავიარე 47 წელი, ერთი გაცუდებული მშობიარობა არ მქონია. ხუთასზე მეტი ახალშობილი ამიყვანია ლიხაურსა და ჭანიეთში, _ გვიამბობს გურიაში ცნობილი ბებიაქალი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრები, ნუნუ მჟავანაძე.

მისი პროფესია იმდენი ხნისაა, რამდენისაც თვით ადამიანის მოდგმა.  არავის შეეძლო ისე ლამაზად განემარტა ბებიაქალის სახელის რაობა, როგორც სულხან-საბა ორბელიანმა  ახსნა: "დედათმოურავი _ ყმის ამქმელი".  90 წელს მიახლოებული გურული დედათმოურავის სახელზე ხუთასზე მეტი აყვანილი ბავშვია და შედეგიც უმაგალითო _ არც ერთი მარცხი!  ეს იცის სოფელმა, იციან თაობებმა, სამედიცინო საზოგადოებამ.

მუდამ სასურველი და სანატრელი ბებიაქალი, სიცოცხლის  დარაჯი და შემოქმედი დედათმოურავი, სოფელში  "იმედის გმირს" რომ  ეძახიან და ხუმრობით ხშირად შესძახებენ ხოლმე, სად ეძებენ გმირებს, აგერ, ჩვენ თვალწინ დადიხარ, თან ჩინ-მედლებს არავის თხოვო, თავს დღესაც მხნედ გრძნობს და საუკუნესთან მიახლოებას ნაცადი პროფესიით გეგმავს.

_ ბებიაქალობა, არც ისე ახლო წარსულში, ძალიან პოპულარული პროფესია იყო. ფიზიოლოგიურ  მშობიარობას მეან-გინეკოლოგის გარეშე ვიღებდი, დანარჩენი საოჯახო შრომა? ენით უთქმელი იყო. ჩემი საოჯახო საქმე  აბრეშუმის ჭიის მოვლით იწყებოდა, ჩაისა და მანდარინის პლანტაციაში გრძელდებოდა და საღამოს შინ მოსულს სამი ძროხა მოსაწველი მხვდებოდა. მეუღლე, გრამიტო მჟავანაძე, ჩემი თანამებრძოლიც იყო, რადგან ახალშობილის ბებიაქალს მშობიარესთან ხშირად სამი დღით დარჩენა მიხდებოდა და როცა ჩავთვლიდი, დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ ვბრუნდებოდი სახლში... მიყვარდა ავადმყოფები და მათაც ვუყვარდი. მეუბნებოდნენ, შენი სიტყვა უფრო გვარჩენს, ვიდრე წამალიო, _ მშვიდად გვიამბობს  ასეულობით "ყმის ამქმელი" და  იგონებს, კაცივით როგორ გაისროდა ხოლმე თოფს, როცა ბიჭი დაიბადებოდა. თან იმასაც ამბობს, რომ ეს წესი ცოტა არ იყოს, იმიტომ არ მოსწონდა,  რომ ქალის დაბადებას იგივე სიხარულით არ  აღნიშნავდნენ.

 ქალბატონ ნუნუს მიაჩნია, რომ რუსთველისეული "ლეკვი ლომისა სწორია", სწორედ რომ ჭეშმარიტებაა და ეს საკუთარი მაგალითით დაამტკიცა: _ ფულის აღება? ქრთამი? ვინ გამიბედავდა? ამ ქვეყნად მოვლენილს დედაზე ადრე ვეგებებოდი, თვალის ახელაში ვეხმარებოდი და მისგან ფულს ავიღებდი? ეს არასოდეს მომხდარა! საჩუქრის მორთმევა კი იცოდა ხალხმა და ამაზეც ვწუხდი, თუმცა, სახლში მოსულები ისეთ სიტყვას მეტყოდნენ, აღარაფერი მეთქმოდა.

_ თუ გახსოვთ, როდის და ვინ აიყვანეთ პირველად?

_ როგორ არ მახსოვს? მიხაკო გორგილაძის ოჯახიდან დავიწყე ბებიაქალობა, 1946 წელს. ნავსი გავტეხე და მას მერე, ჭანიეთის საექიმო უბანში 46 წელი ვიმუშავე, რა თქმა უნდა, ოფიციალურად. შემდეგ, დაბნელებულ წლებში, კიდევ ბევრჯერ  ბევრი სიცოცხლის დაბადება ვიზეიმე. მადლობა უფალს, რომ ჩემი აყვანილებით სავსეა ჭანიეთი: ავთანდილ სურგულაძე, ევგენი ქავთარაძე, მადონა მახარაძე, ნუგზარი ანთიძე, მერაბ ბერაძე, ვაჟა კალანდაძე, შენი ქმარი, დათო... _ ღიმილიანი სახით მეუბნება დედათმოურავი და უცებ იღუშება _ ყველაზე მოუშუშებელი ტკივილი მისთვის მისივე აყვანილების დიდობის ასაკში გარდაცვალება იყო: _ როგორ  მოვინელო თედო მახარაძე, მერაბ კვირკველია, დათო შავიშვილი, ვალერი მამინაშვილი... მათი ამქვენად მოვლენის მოწმე და მაშველი მე ვიყავი... მათი გაპატიოსნებაც მე მარგუნა უფალმა მარადიულ სასუფეველში.  ეს ტკივილი იმიერ ქვეყანაშიც წამყვება. ახლა მხოლოდ მიცვალებულთა გაპატიოსნებისთვის მეძახიან. ბებიაქალობის დამოუკიდებლად არსებობა წარსულს ჩაბარდა, მეც წარსულისა ვარ, თუმცა, ჯერ კიდევ შემიძლია და  ხალხის სამსახურს საკუთარი ოჯახის საქმისგან არ ვარჩევ, არც არასდროს გამირჩევია, _ გვეუბნება ქალბატონი ნუნუ და ალალად გვიმხელს, რომ 100 წლამდე სიცოცხლეს მხოლოდ იმიტომ ნატრობს, საკუთარ  შვილთან, შვილიშვილებთან, შვილთაშვილებთან ერთად, ხალხის სამსახურში იდგეს, ვიღაცას რაღაცით საშველი გაუჩინოს და  რაც მთავარია, საკუთარი გამოცდილება ბოლომდე გაუზიაროს რძალს, ნატო კალანდაძეს, რომელიც პროფესიით ექთანია და გამუდმებით ცდილობს, დედამთილისგან ზუსტად შეითვისოს ახალშობილთან ქცევის და მიცვალებულის გაპატიოსნების უცვლელი და წმიდა წესები... წესები გურული დედათმოურავისა, რომლის ღვაწლიც შეუფასებელია, ისევე, როგორც სხვა, საქართველოსთვის შრომაში დაღლილი ადამიანებისა. 




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...