"თუ არსებობს ახალი შენობის აშენების საჭიროება, ალტერნატიული ტერიტორია უნდა მოიძებნოს"


საზოგადოება

"თუ არსებობს ახალი შენობის აშენების საჭიროება, ალტერნატიული ტერიტორია უნდა მოიძებნოს"

6 ნოე. 2014, 15:40:56

"ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ინიციატივით და ორგანიზატორობით საჯარო დისკუსია  გაიმართა გუბერნიის ახალი შენობის აშენების თაობაზე. ეს ინფორმაცია პირველად "გურია ნიუსის" ვებ-გვერდმა გაავრცელა _ გუბერნიის ახალი შენობის აშენების ერთ-ერთ ადგილად ოზურგეთის დასვენების და კულტურის პარკის ტერიტორია დასახელდა.

_ დისკუსიის მიზანი იყო, რომ განხილულიყო ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის საჭიროება, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, დაფინანსების წყაროები, პარკის ტერიტორიაზე მისი განთავსების მიზანშეწონილობა, _ თქვა "ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" კოორდინატორმა გრიგოლ მახარაძემ.

_ ახალი ობიექტის გახსნა ოზურგეთისთვის ძალიან მოსაწონია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ რაღაც გაფუჭდეს. თუ ეს პროექტი გახორციელდა იმ ადგილზე, სადაც დაანონსებული აქვს სამხარეო ადმინისტრაციას, ჩემთვის ძალიან მიუღებელი იქნება. ყველა ოზურგეთელისთვის ეს ტერიტორია არის ისტორიული, ამ ადგილზე ნამდვილად არ უნდა აიგოს რაიმე შენობა. აქ რეკრეაციული ზონაა და აქედან გამომდინარე, ყველას სიფრთხილე გვმართებს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობას, ქალაქს კომუნისტების დროიდან გააჩნია სამსართულიანი შენობა, რომელიც, ასე თუ ისე, ნორმალურ მდგომარეობაშია _ ყოველ შემთხვევაში, ექვემდებარება შეკეთებას და რემონტს. სამხარეო ადმინისტრაცია უნდა დარჩეს იმ შენობაში და არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისთვის ახალი შენობის შექმნა, _ განაცხადა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა ლევან მგელაძემ.

ოზურგეთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების და მშენებლობის სამსახურის უფროსი მამუკა მახარაძე ამბობს, რომ ახალი შენობის აშენებისთვის ახალი ტერიტორიაა მოსაძებნი: _ მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციული შენობა ქალაქის ცენტრში უნდა იდგას, თუმცა, ეს უფლებას არ გვაძლევს, ამისთვის რეკრეაციული ზონა გამოვიყენოთ. თუ ნამდვილად არსებობს ახალი შენობის აშენების საჭიროება, ალტერნატიული ტერიტორია უნდა მოიძებნოს.

გუბერნიის შენობის  პარკში აშენებას არ ეთანხმება ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე: _ არ მგონია, რომელიმე სამინისტროს გაუჩნდეს ისეთი აზრი, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვიტოს ქალაქ ოზურგეთში რაიმე სახის შენობის აშენება ისე, რომ არ დაეკითხოს ადგილობრივ ხელისუფლებას და მისგან არ მიიღოს თანხმობა.  ოზურგეთი გახდა თვითმმართველი ქალაქი, მას ჰყავს მერი და არჩეული საკრებულო. ამიტომ, ოზურგეთელებმა უნდა იგრძნონ უკეთესობა და ოზურგეთის წინსვლა უნდა დაინახონ იმის შემდეგ, რაც ქალაქი გახდა თვითმმართველი. აქ არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ გახორციელდება საზოგადოების ჩართულობის გარეშე, _ ამბობს ბეგლარ სიორიძე.

თამაზ ტრაპაიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი:

_ ნებისმიერი მშენებლობა როდესაც იწყება, ამას გარკვეული წინაპირობები გააჩნია და არეგულირებს რამდენიმე კანონი. თუმცა, თუ ჩვენ წავიკითხავთ მთავრობის შესაბამის დადგენილებას, აღმოვაჩენთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, მოგეხსენებათ, რომ გუბერნიაც არის ამ ჩამონათვალში, ამ შემთხვევაში ლიცენზიებისა და ნებართვების საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა, ანუ არ არის საჭირო ნებართვის გაცემა და მათ მიერ მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

ახლა, რაც შეეხება ჩემს აზრს, გუბერნიის ახალი შენობის აშენება პრობლემა არ არის, მთავარია, არ მოხდეს რეკრეაციული ზონის შემცირების ხარჯზე. ბავშვების გასართობი არათუ უნდა შევამციროთ, არამედ ფუნქციური დატვირთვა მივცეთ მას, გავალამაზოთ და გავამრავალფეროვნოთ, _ თქვა ტრაპაიძემ.

_ ცოტა შოკირებული ვარ და ცოტა გაკვირვებული. ნამდვილად არ ვეთანხმები, რომ პარკში გუბერნიის შენობა აშენდეს. ჩემთვის ყველაზე ცუდ დროს და ქვეყნისთვის ყველაზე ცუდ დროს ვიყავი გამგებლის მოადგილე. მაშინ ეს პარკი გაყიდული იყო და კარლო გუჯაბიძის ვაჟკაცობა რომ არა, ეს პარკი წაღებული იქნებოდა. შეიძლება, კეთილი მიზნით, მაგრამ იგი აღარ იარსებებდა. ჩვენ მართლა ხმალამოღებული დავდექით და მოგვარდა პრობლემა, _ საკუთარი მოსაზრება გამოხატა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ.

გუბერნიისთვის ახალი შენობის აშენების საკითხზე "ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გამოთქმულ მოსაზრებებს გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ პასუხი  გასცა G-News Tv-ს გადაცემაში _ "კვირის თემა".




 ახალი ამბები
  • ექსკლუზივი: სად და რატომ გადაჰყავთ გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი კახეთში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს. როგორც წყარო გვეუვბნება, მურადაშვილის ადგილს სამცხე-ჯავახეთის  პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დაიკავებს. მურადაშვილი აღნიშნულ პოსტს 5 წლის განმავლობაში იკავებდა, რაც უახლოეს პერიოდში იშვიათია. მან ახლახან კოვიდი დაამარცხა საკმაოდ მწვავე ფორმებში. მურადაშვილს, როგორც უწყებს ერთ-ერთ გამორჩეულ თანამშრომელს, ისე ახასიათებენ. ჩვენი წყაროს თქმითვე, მურადაშვილის გადაყვანა როტაციის პრინციპს უკავშირდება. შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. "დავაზუსტებ და დაგიკავშირდებით", _ გვითხრეს უწყებაში. ჩვენი ინფორმაციით კი, მურადაშვილი გუშინ უკვე გამოემშვიდოვბა გურულ ... ...
  • ირაკლი ზარქუა - გუბაზი პარლამენტში 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად, ეძინანაკლებად მაინტერესებს, იქნება თუ არა პარლამენტში გუბაზ სანიკიძე, დანარჩენი ოპოზიცია გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის მძევალი არ უნდა გახდეს, _ ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია და ა.შ. დროა, სწორედ ამ თემებზე გადავერთოთ. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას და მის გარკვეულ ნაწილს, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. თუ უნდათ მუშაობა, სამუშაო აქ არის. „ენდიაის“ კვლევები ხომ ნახეს, სადაც პრიორიტეტი ყოველთვის ოპიზიციის აზრს ენიჭებოდა და იცით, ჩვენი პოზიცია ამ კვლევებთან დაკავშირებით. მათ ამომრჩეველი ეუბნებათ, შედით, ილაპარაკეთ პარლამენტში და იქ გააკეთეთ საქმეო. მეტი რა უნდა ვქნათ? ოპოზიციას გონივრული ვადა მივეცით, იმ პირობებში, რა პირობებშიც შესაძლებელი იყო და წავყევით, რეფორმის ნაწილშიც, იგივე საარჩევნო თემატიკაზე. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზ სანიკიძე პარლამენტში იქნება თუ- არა. არ მაინტერესებს, რადგან ჩვენ ვნახეთ, გუბაზი 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად, ეძინა. გუბაზისნაირი ტიპები რომ არიან ოპოზიციაში ლიდერებად, დანარჩენი ოპიზიცია არ უნდა გაჰყვეს. არ უნდა გახდნენ მძევალი გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის“, – განაცხადა ირაკლი ... ...
  • ვინ არიან ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლობის კანდიდატები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.  როგორც მან აღნიშნა, ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურაა წარდგენილი.  „ვაკის რაიონში გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურას წარმოვადგენ, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ვაკის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის საჭიროებებს. ის არის ეკონომისტი, ბიზნესისა და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი.  მას არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველა პროცესში პირადად იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ  გამოწვევას, რომელიც ვაკის რაიონს აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, გლდანის რაიონის გამგეობას ხელმძღვანელობდა. „ცვლილებები გვაქვს კრწანისის რაიონში. ლევან ჯაფარიძე, რომელიც აღნიშნულ რაიონს ხელმძღვანელობდა, ამჟამად, საკრებულოში საქმიანობს. კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა, რომელიც აქამდე გლდანის რაიონის გამგებელი იყო. ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის. ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, კრწანისის რაიონში წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება გლდანს, აღნიშნულ რაიონს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „გლდანის რაიონში მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა - განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელიც გლდანის რაიონში დღემდე განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი ახალი თანამდებობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც გლდანის რაიონში არსებობს, ღირსეულად უპასუხოს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დიდუბის რაიონის გამგეობას ირმა ზავრადაშვილის ნაცვლად, ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. „მინდა, დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი - სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევან ჯღარკავას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის საქმიანობა. მინდა, მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ ლევან ჯღარკავა აქაც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ყველა მათგანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, პროექტებში ჩართულობა და მათი მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება ... ...
  • კალაძე: კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხსდედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი გადაცდომები მიუღებელია. „რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ კუთხით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. „მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ“, - განაცხადა  კახა ... ...
  • ბაღდათში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინესბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  მოქალაქეებს  ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროები დალუქეს. „ტერიტორიიდან თხმელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული და ტრანსპორტირებული მორებისგან დამზადებული 1,5 კუბური მეტრი ფიცარიცაა ამოღებული. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“,_ აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....