ფარული მოსმენების შესახებ შუამდგომლობების რაოდენობა შემცირდა

საზოგადოება

ფარული მოსმენების შესახებ შუამდგომლობების რაოდენობა შემცირდა

2014 ნოე 6 17:18:47

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულება შეასრულა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე მართლაც უპრეცედენტო სტატისტიკა გამოქვეყნა, რომელიც ფარულ მიყურადებას ეხება. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოებში 2014 წლის 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) განმავლობაში სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილულია 952 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 819 შუამდგომლობა.

ინფორმაცია გამოქვეყნებულია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების კატეგორიაში (2014 წლის 9 თვე), ქვეკატეგორიაში “მონაცემები აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ”. სამწუხაროდ, გამოქვეყნებულ ინფორმაცია არ არის დეტალიზირებული, სტატისტიკაში არ არის მითითებული, თუ რომელმა ორგანოებმა (პროკურატურა, შსს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური) დააყენეს აღნიშნული შუამდგომლობები სასამართლოს წინაშე, არ არის მითითებული სატელეფონო საუბრების ფარულ მოსმენაზე იყო დაყენებული შუამდგომლობები თუ აღნიშნული სტატისტიკა ასევე მოიცავს მიყურადების სხვა მეთოდებსაც (მაგ. კავშირგაბმულობის არხიდან ან კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შესახებ).

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) მუდმივად აკვირდება აღნიშნულ მონაცემების საჯაროობის და ხელმისაწვდომობის პროცესს. მოსმენების სტატისტიკასთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა გამოვაქვეყნეთ:

შესაბამისად, ჩვენ მიერ მიღებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შედარების საფუძველზე უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფარულ მიყურადების ნებართვებზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა 2014 წელს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.

მაგალითად თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წელს სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ მხოლოდ თბილისის პროკურატურიდან შესული იყო 7195 შუამდგომლობა, 2012 წელს 5951 შუამდგომლობა, 2013 წლის პირველ 5 თვეში 1400 შუამდგომლობა, ხოლო 2014 წლის 9 თვეში ყველა საგამოძიებო ორგანოდან მხოლოდ 952 შუამდგომლობა. სტატისტიკა აგრეთვე აჩვენებს, რომ შემცირდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელიც და თუ 2011 წელს ეს რიცხვი 99.86 % შეადგენდა, 2014 წელს სასამართლოებმა უკვე შუამდგომლობების მხოლოდ 86,03 % დააკმაყოფილეს.

IDFI მიესალმება უზენაესი სასამართლოს მიერ OGP-ის ეროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული სტატისტიკა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს თვალყური ადევნონ მოსმენების რაოდენობის ზრდისა თუ კლების დინამიკას, აგრეთვე სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რაოდენობას. ამ ტიპის მონაცემების საჯაროობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას, გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში.

აქვე გვინდა, დამატებითი რეკომენდაციებით მივმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოვუწოდოთ, გამოაქვეყნოს უფრო დეტალური მონაცემები ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

• მონაცემები გამოქვეყნდეს შუამდგომლობის წარმდგენი კონკრეტული უწყებების მიხედვით;
• გამოაქვეყნოს მონაცემები სხვა კავშირგაბმულობის არხებზე ფარული მიყურადების შესახებ;
• მონაცემები გამოქვეყნდეს კვარტალურად, თვეების მითითებით;
• მონაცემები ჩაიშალოს სასამართლოების მიხედვით;
• მონაცემები განთავსდეს ვებგვერდზე მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომ ადგილას, აღკვეთის ღონისძიებების სტატისტიკისაგან გამოცალკევებულად.




 ახალი ამბები
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული მ.შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ... ...
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...