ვლადიმერ სიხარულიძე: "ანტონმა თავის ისტორიას გადახედოს!"

საზოგადოება

ვლადიმერ სიხარულიძე: "ანტონმა თავის ისტორიას გადახედოს!"

2011 ოქტ 20 07:40:46
ჩვენ გაზეთში გაჟღერებულმა ვლადიმერ სიხარულიძის მიერ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ ბრალდებებს ხელისუფლებამ კომენტირებისას გასცა პასუხი. ამ კომენტარებს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. როგორც რედაქციაში მოსულმა რიგითმა ჩოხატაურელებმა გვითხრეს, ვლადიმერ სიხარულიძის "შეურაცხადობა" და "პრასტიტუტკობა" ჩიხში მიმწყვდეული ჩინოვნიკების გამოუვალი თავის მართლება იყო.

_ რაც არ უნდა თქვან ვლადიმერზე, მისი პროფესიონალიზმი, სისუფთავე და უანგარობა საყოველთაოდ არის ცნობილი. რაც არ უნდა დაიწეროს და ითქვას, ამას არავინ დაიჯერებს, _ აღნიშნეს რედაქციაში მოსულმა სიხარულიძის თანასოფლელებმა.

ხელისუფლების კომენტარებს ვლადიმერ სიხარულიძეც გამოეხმაურა:

_ პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რომ სპეციალურად ანტონის დანიშვნისთვის ჩოხატაურში არ ჩამოვსულვარ _ მახსოვს დასვენების დღე იყო, ამიტომ ჩამოვედი ჩოხატაურში და რამდენიმე დღე დავრჩი კიდეც. ახლა რაც შეეხება ჩემს "ავადმყოფობას" _ ეს, ალბათ, ხელისუფლების ახალი ტერმინოლოგიაა იმის მისამართით, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, კანონიერებისთვის. როგორც ჩანს, მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი ადამიანები შეურაცხადები არიან. რაც თავი მახსოვს, ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩოხატაურის და ჩოხატაურელების ინტერესი იყოს დაცული. როგორც ჩანს, ვიღაცას მართლა არ მოეწონა, რომ ეს სამსახური ამუშავდა. როცა სასამართლო პროცესზე საკითხი დადგა, არც ხუნდაძემ და არც გიორგაძემ არ იცოდნენ, რამდენი საქმე აღიძრა და საერთოდ არ ჰქონდათ ნანახი ჩემს მიერ გაკეთებული ოქმები. ეს საკითხი იმ დროს გიორგაძეს არ ეხებოდა, ხოლო ხუნდაძეს იგი არ აინტერესებდა. ხუნდაძე ამბობს, არაფერი აქვს გაკეთებულიო. ამოიღეთ დოკუმენტაცია _ ეს ძალიან მარტივი რამაა ("გურია ნიუსმა" ვლადიმერ სიხარულიძის გაკეთებული საქმეების შესახებ ვრცელი სტატია 2010 წლის მარტში გამოაქვეყნა და შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა, რომლის თანახმადაც, ზედამხედველობის სამსახურს ოქმები ჩვენი მიმართვის შემდეგ, ერთი კვირის მანძილზე, ჰქონდა დაწერილი. ავტ.)

ბახმაროსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მე საკრებულოს სხდომაზე დავაყენე. თუ არაფერს ვაკეთებდი, თავად რას აკეთებდნენ?! ხუნდაძე ბიუჯეტიდან თვეში 4 000 ლარზე მეტს იღებს. იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც ზედამხედველობის სამსახურში ვიყავი, ერთი შენიშვნაც კი არ მიმიღია. თუ ამდენ ხანს უსაქმურად ვიყავი, კონკრეტული ნაბიჯები რატომ არ გადადგეს?

მე არც ხუნდაძისთვის და არც დოლიძისთვის სამსახური არ მითხოვია. ჩემი ცოდნაც გამოვიყენე, პროფესიაც და ეს სამსახურიც ავამუშავე, რამაც მათ პრობლემები შეუქმნა. თუ შეურაცხადი ვიყავი, არც პოლიციას უნდა დავეკავებინე და არც 8 წლის განმავლობაში არ უნდა მემუშავა საკრებულოს თავმჯდომარედ.

"პოლიტიკური პრასტიტუტკა" ვინ არის, მოიკითხოს ანტონმა _ თავის ისტორიას გადახედოს. უმჯობესია, გაარკვიოს, რა ნიშნავს "პოლიტიკური პრასტიტუტკობა" და მერე ილაპარაკოს. ანტონ ხუნდაძე, როგორც პიროვნება, მეცოდება ერთი რამის გამო _ ის იმ ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის ტყვე არის, რომლებისთვისაც უკანონობა, ადამიანების უფლებების დარღვევა, უსამართლობა ყოველდღიური საქმის წესია. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე კი, არ მეცოდება.

თავართქილაძე ამბობს, რომ მე ვარ არაკვალიფიციური, არ მაქვს ცოდნა. მანახონ საქართველოს ნებისმიერ რაიონში სამსახურის უფროსი, რომელიც იქნება პროფესიით მშენებელი, ექნება სახელმწიფო მართვის მაგისტრის კვალიფიკაცია. გარდა ამისა, იქნება ეკონომისტი და საკრებულოს თავმჯდომარედ ნამუშევარი.

ჩემთვის თანამდებობა არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ჩემთვის მთავარი პრინციპების, ადამიანური ღირსებების დაცვაა. თუ თანამდებობაზე მიდგება საქმე, ჩემთვის ყველაზე პატარა პოსტი სწორედ ზედამხედველობის სამსახურის უფროსობა იყო. მინდოდა თანამდებობა იმისთვის გამომეყენებინა, რომ რაიონში არ მომხდარიყო ის ფაქტები, რაც მოხდა. იმაში, რაც ჩოხატაურში ხდებოდა, სამხარეო ადმინისტრაციაა დამნაშავე, რომელსაც თვითმმართველობის ორგანოს კონტროლი ევალება. კონტროლს ესენი ეძახიან მხოლოდ საკადრო ცვლილებებში ჩარევას, კანონით კი ამის უფლება არ აქვთ. გია გიორგაძემ მე ისე გამათავისუფლა სამსახურიდან, რომ მასთან არანაირი შეხება არ მქონია სამსახურეობრივად.

ახლა ქალზე ამახვილებენ ყურადღებას, ეს როგორ აკადრეო. მე მაქვს ხელმძღვანელზე საუბარი, რომელსაც არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, ამ საქმეებში ჩარეულიყო. მე ის ვთქვი, რაც იყო ფაქტი.

მახსოვს, თქვენ წერდით, ზაურ ოსეფაიშვილმა საკრებულოზე განაცხადა, ყველა სამ თვეში მოვისმინოთ ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშიო. რატომ არ მოუსმინეს? ერთხელაც კი არ დამიბარეს სხდომაზე. თქვენ ხომ ითხოვდით ამას? მეც ასევე ვთხოვდი, ჩემთვის მოესმინათ, მაგრამ საეჭვოდ დუმდნენ. ეს დანაშაულებრივი პოლიტიკაა და ეს პოლიტიკა ჩოხატაურს კატასტროფამდე მიიყვანს, _ დასძინა სიხარულიძემ.




 ახალი ამბები
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...
  • პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე ... ...
  • კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს _ ლევან რატიანიკორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან ... ...
  • თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტაკორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. „ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...