"ტყის კვირეული" სტარტს 15 ნოემბერს წავკისში აიღებს

საზოგადოება

"ტყის კვირეული" სტარტს 15 ნოემბერს წავკისში აიღებს

2014 ნოე 15 13:21:40

15 -23 ნოემბერს,  WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით  ტყის  კვირეული გაიმართება. კვირეულს უმასპინძლებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი "კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში".

კვირეული სტარტს 15 ნოემბერსწავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ  საცდელ სატყეო უბანზე მედიატურით აიღებს.  ღონისძიება მოიცავს  2012-2014 წწ-ში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებას და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს გაუწევენ WWF -ის წარმომადგენლები.

მედიის გარდა,  ტურში ასევე მონაწილეობენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად  გადაეცემა სერთიფიკატი.

ტყის კვირეულში ასევე დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.

17 ნოემბერს, "ტყის კვირეულს" ბაქსვუდის სკოლა უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც  მოსწავლეებისათვის  გაიმართება ეკო-გაკვეთილი. მათ WWF-ის წარმომადგენლები ბავშვებს ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან, ასწავლიან როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბავშვები წარმოადგენენ ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციებს. 

20 ნოემბერს, "ტყის კვირეულს" "ბუკიას ბაღი" უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც  მოზარდებისთვის გაიმართება ეკო-გაკვეთილები. მათ მიეწოდება ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ გაუფრთიხლდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს.  პატარებისთვის კი გაიმართება ფოკუსების შოუ. ღონისძიების სპეციალური სტუმრები იქნებიან "თბილისის მწვანე სკოლისა"  და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები.

21 ნოემბერს, ბრენდირებული ავტობუსით პანდები და  პრომო გოგონები  ბუშტებით ხალხმრავალ ადგილებში (თავისუფლების მოედნიდან _ ზოოპარკამდე) იმოძრავებენ.  გაჩერებებზე გოგონები  ბავშვებს აცნობენ "ტყის კვირეულის"  შესახებ და მოუწოდებენ ბუნების დაცვისკენ.

22 ნოემბერს, "ტყის კვირეულს" ხაშური უმასპინძლებს. ქალაქის სატყეო საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე გაიმართება ტური ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ტურის ყველა მონაწილე სპეციალურ ტერიტორიაზე დარგავს ხეს. დასასრულს, აღნიშნულ ადგილს მიენიჭება ახალი სახელი და ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად ტურში სტუმრობისთვის  გადაეცემა სერტიფიკატი.

23 ნოემბერს, "ტყის კვირეულს"  ზოოპარკი უმასპინძლებს. გაიმართება "ეკო გაკვეთილი", რომლის ფარგლებშიც მოხდება ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. მოსულ სტუმრებს სპეციალისტი გააცნობს თუ როგორ ხდება ხის ნერგის  დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს. მხატვრები ბავშვებს და სხვა მსურველებს სახეზე დაახატავენ პანდა-ტატუს, შესაბამისად, ისინი ავტომატურად ხდებიან "ტყის კვირეულის" მონაწილენი. პატარებს გაართობენ სპეციალურად კვირეულისთვის მოწვეული  "ქუჩის თეატრის" მსახიობები, ოჩოფეხიაბიანი კლოუნები და ანიმატორები.

18 ნოემბერს  არ გაგიკვირდეთ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდა დაგემგზავროთ. ის დაგიტოვებთ სპეციალურ შეტყობინებას, რომ არ გამოგრჩეთ ზემოთ აღნიშნული არცერთი აქტივობა.

19 ნოემბერს, ესტუმრეთ მეტრო "თავისუფლების" მიმდებარე ტერიტორიას თქვენც აღმოაჩინეთ "დამალული პანდა" და გახდი კვირეულის აქტიური მონაწილე.

კვირეულის განმავლობაში WWF-ის წარმომადგენლები მედიასთან შეხვედრას გამართავენ, სადაც ტყის სერტიფიცირების FSC-ის შესახებ ისაუბრებენ, გააცნობენ მის არსსა და საჭიროებას.

"ტყის  კვირეულისპარტნიორია თბილისის მერია. საინფორმაციოა მხარდამჭერები არიან "პალიტრა მედია", "ITV ჯგუფი",  გაზეთი "Caucasian Business Week”, "ფოკუს ტვ" და ჟურნალი "ფოკუსი". საკომუნიკაციო კაპმანიას უზრუნველყოფს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა".

WWF მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი კონსერვაციული ორგანიზაციაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და მოღვაწეობს 100–ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენი მისიაა, შევაჩეროთ გარემოსთვის ზიანის მიყენება და შევქმნათ მომავალი, სადაც ადამიანი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს.

რეგიონალური პროექტი "კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში" ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით . პროექტის განხორციელების პერიოდია 2011-2015 წწ-ბი.

ზემოაღნიშნული რეგიონალური პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებისადმი ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ზოგადი მიზანი უკავშირდება ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიც არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების გავლენის შედეგად ბიომრავალფეროვნების კარგვა და ამავე ფაქტორების გავლენის შედეგად ტყის ეკოსისტემების (ტყეების) სასარგებლო და დაცვითი ფუნქციებისშესუსტება. თავის მხრივ, ბიომრავალფეროვნება და ტყეების სასარგებლო და დაცვითი ფუნქციები ხელს უწყობს ადგილობრივი (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები) მოსახლეობის საარსებო პირობებისშემოსავლების წყაროების შენარჩუნებას.

აღნიშნული მიზნის განხორციელება მიღწეული იქნება ტყეებზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის თაობაზე ინფორმირებულობის დონის ამაღლებით, ხელოვნურად გაშენებული ტყის მასივების ბუნებრივ ტყეებად ტრანსფორმირებისთვის აუცილებელი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების (ტყის გაშენების) განხორციელებითა და სატყეო სფეროში უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სათანადო ტექნიკური-მეთოდოლოგიური დახმარების აღმოჩენით შემუშავებული იქნა საცდელი ნაკვეთზე არსებული ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყეების ბუნებრივ ტყეებად გარდაქმნის (ტრანსფორმაციის) გეგმა, რომლის მიხედვითაც  2012-2013 წლებში განხორციელებული იქნა შემდეგი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები.




 ახალი ამბები
  • „აუცილებლად მოვიკრებთ ძალას“_ ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე  უმრავლესობის უკვე ყოფილი  წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა. „ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა მიიღო გადაწყვეტილება კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა, ხვალ 11 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“,_ განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი, არჩევნების პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარების შესახებ პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. თალაკვაძემ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. მან პოლიტიკოსებს მოუწოდა აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობის ნაცვლად საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს კონსულტაციები ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო რეფორმის ბოლომდე ... ...
  • ცვლილება ოზურგეთის 2019 წლის ბიუჯეტში _ თანხა 7 648 426 ლარს შეადგენსდღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხომაზე,  2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე საფინანსო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა ისაუბრა.  როგორც მან განაცხადა, ამ წლის ბიუჯეტში  ბევრი ცვლილება არ მომხდარა. სულ ორი ცვლილება გახორციელდა. დღეის მდგომარეობით, პროექტის მიხედვით, შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში  ბიუჯეტი 7 648 428, 55 ლარით იზრდება. შემოსავლების ნაწილში საკუთარი შემოსავლები 851 300 ლარით,  საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხით იზრდება. სულ, 2019 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში დამტკიცებულ ბიუჯეტში განხორციელდა 2 ცვლილება. ცვლილება შეეხო სოციალური პროგრამებიდან დახმარებების გაცემის წესს, აგრეთვე მეორე ცვლილებით ბიუჯეტი, სულ შემოსავლებისა და გადასახდელების ნაწილში, გაიზარდა 16 154 702,43 ლარით. აღნიშნულ ცვლილებებს კომისიები და ფრაქციები განიხილავენ, რასაც შემდეგ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ განაცხადა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ... ...
  • ,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ - ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებსვაჟა გაფრინდაშვილი უკვე რამდენიმე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია. 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ე.წ საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, კვლავ რჩება პატიმრობაში. ოჯახმა იცოდა, რომ ის საქმეებზე მიდიოდა, მაგრამ სახლიდან წასულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა რამდენიმე საათში მეუღლესთან დარეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ აკავებდნენ. ცნობილი ექიმის დაკავების დეტალებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს. ,,როცა ვაჟა გაფრინდაშვილი(ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო?მან უპასუხა:რა საზღვარი?რის სახელმწიფო?სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო! მაგათი კანონით, თუ პირი შეგნებულად არღვევს ე.წ.საზღვარს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება. ჰო,თარჯმანი მოითხოვა კიდევ,ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია,რუსულად არ დაგელაპარაკებითო!აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა”, - წერს ლაშა ბერულავა ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. წყარო: რადიო ... ...
  • ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში უფასო გამოკვლევები ჩატარდადღეს “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრს კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკუი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები სტუმრობდნენ. ცენტრმა უფასო გამოკვლევები ჩაუტარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, წელს კომპანია “ავერსს“ დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა და მსგავსი ტიპის ღონისძიებები კიდევ იქნება. “ეს აქციის ფარგლებში ჩატარდა უფასო გამოკვლევა პაციენტების და ასევე მედიკამენტების დარიგება უფასოდ. მსგავსი აქციები პერიოდიულად კიდევ გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში არაერთ ადამიანს გაეწია დახმარება და ასე გაგრძელდება მომავალშიც.“ - გვითხრა დავით მდინარაძემ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თეა გამეზარდაშვილის თქმით, მსგავსი აქციები მოსახლეობისთვის აუცილებელი და საჭიროა. “მსგავსი სახის აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და დღეს ვიყავით ოზურგეთში. გვინდა, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ და ჩავუტაროთ კვლევები. ჩვენ თვეში ერთხელ საქართველოს რეგიონებში ვატარებთ უფასო გამოკვლევებს და ასევე პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში გადავცემთ მედიკამენტს. უფასო მედიკამენტები ჩვენ მოვოპოვებული გვაქვს “ავერსის“ საქველმოქმედო ფონდიდან.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრისას თეა ... ...
  • თქვენ ხართ თავხედი _ დაპირისპირება ლანჩხუთში წილოსანსა და აქციის მონაწილეებს შორისცხარე სიტყვიერი დაპირისპირება და ეპითეტებით ბრძოლა გაიმართა დღეს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტრ დეპუტატ ნინო წილოსანსა და ოპოზიციის გურულ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც დღეს დეპუტატის ბიუროსთან აქცია გამართეს. მათ დეპუტატის მიერ 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. „თქვენ გადააგდეთ დასავლეთი, გადააგდეთ ქართველი ხალხი. თქვენ ჩვეულებრივი მატყუარა ხართ.“ „არ შეგრცხვათ გურულების?“ „თქვენ გგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადააგდეთ ან „ევროპული საქართველო“ „რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას?“ „ჩოხატაურის მოსახლეობას რატომ არ ხვდებით?“ „გამორიცხულია, თქვენ ეს პიჯაკიც კი ჩაიცვათ ივანიშვილის თანხმობის გარეშე“ – ისმოდა შეძახილები აქციაზე მყოფთა მხრიდან. „თქვენ ხართ თავხედი. მთელი საქართველო დაინახავს ამ თქვენს საქციელს“, _ ამ სიტყვებით იგერიებდა წილოსანი ოპონენტთა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?