კამპანია "ეს შენ გეხებას" პასუხი პრემიერს

საზოგადოება

კამპანია "ეს შენ გეხებას" პასუხი პრემიერს

2014 ნოე 21 20:21:34

კამპანიაში "ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ" გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ მიმდინარე წლის 20 ნოემბერს კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით წარმოთქმულ ბრალდებებს.

ბატონო პრემიერო,

ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დროს, საზოგადოების თითოეული წევრის განსხვავებული აზრი და მისი გამოხატვისათვის თავისუფალი სივრცის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების პროცესში. სახელმწიფოს ხელმძღვანელი ვალდებულია იყოს კონსტრუქციული და საკუთარი პოზიციის სისწორეში საზოგადოების დარწმუნება მოახერხოს უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტებით. ვფიქრობთ, რომ აგრესიული ტონითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით თქვენ განსხვავებული აზრის მიუღებლობას წარმოაჩენთ, რაც დემოკრატიის მაღალი სტანდარტების ქვეყნის შენების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის.

გვსურს ასევე პასუხი გავცეთ განცხადებაში წარმოთქმულ კონკრეტულ ბრალდებებს, სადაც ითქვა შემდეგი:

"სახელმწიფო საიდუმლოება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება ისეთი სენსიტიური საკითხებია, რომელზეც ყველას ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს და მე პირადად, როგორც პრემიერმინისტრს, მავალდებულებს, რომ ეს საკითხი გადავწყვიტო გუნდთან, უმრავლესობასთან ერთად, ზედმიწევნით ყურადღებით."
არასამათავრობო ორგანიზაციებმა მრავალჯერ აღვნიშნეთ, რომ ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით ჩვენი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის დიდი ნაწილი პარლამენტმა უკვე მიიღო, გულისხმობს ისეთი დაბალანსებული სისტემის შექმნას, რითაც ერთის მხრივ დაცული იქნება მოქალაქეთა უსაფრთხოება, ხოლო მეორეს მხრივ ადამიანის უფლებები. გაუგებარია, რატომ აკეთებს აქცენტს ქვეყნის პრემიერი მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე და იგნორირებას უკეთებს დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რასაც ადამიანის უფლებები, მათ შორის კი პერსონალური მონაცემების დაცვა წარმოადგენს. ზუსტად მსგავსი დაბალანსებული სისტემები აირჩიეს ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა. სამწუხაროა, რომ მსგავსი ბალანსის მიღწევა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერ ხერხდება და მთავარი აქცენტი უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერებაზე კეთდება. საზოგადოებრივი უსაფრთხოება ვერ იარსებებს იქ, სადაც არ არის დაცული საზოგადოების წევრთა უფლებები.

"ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების უფლება, რადგან ეს საკითხი გახდა დიდი სპეკულაციის და მსჯელობის საგანი. ძალიან მარტივად არის სიტუაცია. რეალურად მსოფლიო, დემოკრატიული, ცივილიზებული სამყარო მოსმენების საკითხის რამდენიმე მოწყობას იცნობს - პირველი ეს არის, როცა ე.წ გასაღები არის მობილური ოპერატორების ხელში, მეორე - შსს-ს ხელში, მაგრამ აქვს გარე კონტროლი."
ვფიქრობთ, რომ სწორედ პრემიერის მიერ შემოთავაზებული მოდელია ექსპერიმენტი, ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არა მონაცემთა დაცვაზე კონტროლი, არამედ ფარული მიყურადების პროცესში მონაწილეობა დაევალება, რასაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. შეგახსენებთ რომ, თავდაპირველად, არასამთავრობო ორგანიზაციები შემოთავაზება იყო ერთგასაღებიანი სისტემა, რომლის მიხედვითაც ე. წ, "გასაღები" იქნებოდა მობილური ოპერატორების ხელში, ამასთან იქმნებოდა ეფექტიანი მონიტორინგის სისტემა, მათ შორის მობილურ ოპერატორებზეც. აღნიშნული შემოთავაზება ემყარებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას. მათ მიერ არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ დაუშვებელია სამართალდამცავ და უშიშროების ორგანოებს ჰქონდეთ მუდმივი წვდომა კომუნიკაციების კომპანიებში არსებულ ინფორმაციასთან თავად ამ კომპანიებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების გარეშე.

გთავაზობთ ამონარიდს ექსპერტთა დასკვნიდან:

"გაუქმდეს ყველა ის კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო ორგანოებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ელექტრონულ კომუნიკაციაზე ოპერატორისთვის შეტყობინებისა და მათ მიერ პირდაპირი კონტროლის გარეშე."

აღნიშნული პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე არის საუბარი თომას ჰამერბერგის და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაშიც, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას შეეხება.

"რაც შეეხება საქართველოს რეალობას, რა თქმა უნდა, მობილურ ოპერატორებთან ვერ და არ დარჩება, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვინაიდან, მობილური ოპერატორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამას და მეორე, ამ კომპანიების უკან დგანან უცხო სახელმწიფოები”; "ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოება გადავცეთ უცხო ქვეყანას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული."
საქართველოს პრემიერმინისტრმა ამ განცხადებით საქართველოში მოქმედ მობილური კავშირების ოპერატორებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირში დაადანაშაულა. არ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადებები მართებულია. იგივე ლოგიკით სხვა კომპანიები, რომლებსაც საქართველოში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები ეკუთვნით პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. რაც შეეხება მობილური ოპერატორებისთვის ჩვენი პერსონალური მონაცემების გადაცემას, ეს მონაცემები მათ უკვე გააჩნიათ (ტელეფონის ნომერი, ინფორმაცია ჩვენს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, სხვა აბონენტებთან კომუნიკაცია და ა.შ.) მოსმენების განხორციელების სურვილის შემთხვევაში კი ამის გაკეთება მათ მარტივად შეეძლებათ. სახელმწიფომ მათ უნდა დაავალოს მათივე აბონენტების პერსონალური ინფორმაციის დაცვა, რადგანაც ისინი აბონენტებისგან სერვისის გადასახადს ღებულობენ და მნიშვნელოვან სარგებელსაც იღებენ.

რაც შეეხება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას – ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში ფარული მიყურადება არ ხდება მობილური ოპერატორის ინფორმირების გარეშე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები საქართველოზე ნაკლებად ზრუნავენ საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე.

"გვრჩება მეორე ვარიანტი, რაც აპრობირებულია ცივილიზებულ ქვეყნებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს გასაღები, მაგრამ მას უნდა დავუწესოთ ეფექტური კონტროლი. ეს არის ვარიანტი, რომელიც შემუშავებულია ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ და ეს არის ოპტიმალური გამოსავალი. მე მას მხარს ვუჭერ, როგორც კოალიციის ლიდერი და მოვუწოდებ დეპუტატებს, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს."
გვინდა ვთხოვოთ ბატონ პრემიერს, დაასახელოს ერთი ქვეყანა, სადაც ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებული მოდელს იყენებენ. არც ერთ ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ არის ფარული მიყურადების პროცესის მონაწილე, იგი მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვას კონტროლს ახორციელებს.

"ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს მთავრობას, მთავრობას არ სჭირდება ამ გასაღების ფლობა, ეს სჭირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთოხებას, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას."
როგორც ჩანს საქართველოს პრემიერმინისტრისთვის სახელმწიფოს გაძლიერება უსაფრთხოების სამსახურებისა და მოქალაქეების ტოტალური კონტროლის გაძლიერებასთან არის გაიგივებული. ვფიქრობთ, რომ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების დაბალანსებულ სისტემას ემყარება, სადაც ყველა ინსტიტუტის მოქმედება კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რის გამოც გამოირიცხება ქვეყნის არაფორმალური მმართველობა. ძლიერია სახელმწიფო, სადაც ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, რომელთა მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის დაცვაა, მათ შორის სახელმწიფოს უკანონო ქმედებებისგან, სადაც პატივს სცემენ მედიასა და სამოქალაქო სექტორს და რაც მთავარია განსხვავებულ აზრს მხოლოდ დასაბუთებული არგუმენტებით პასუხობენ.

აქვე გვინდა პრემიერმინისტრს შევახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და უსაფრთხოებას სჭირდება გამოძიებული იქნას იმ მრავალი ათასი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიქმნა. სამწუხაროდ, არც ერთ მათგანზე ჯერ-ჯერობით პასუხისგებაში არავინ მიცემულა.

"ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ე.წ. ორი გასაღების პრინციპია - ერთია სასამართლოს ხელში, როგორც არასამთავრობოები გვთავაზობენ და მეორე - მობილური ოპერატორების ხელში. ეს არის კატასტროფა, ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყველა პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი."
გვსურს შევახსენოთ პრემიერმინისტრს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და ამ სამუშაოს დიდი ნაწილი სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ არის შესრულებული, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი. ამ ანალიზის განხორციელებისას, მნიშვნელოვანი იყო ევროპელი ექსპერტების მონაწილეობაც, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ იყვნენ მოწვეულები. სწორედ ამ საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული ის მოდელი, რომელიც ჩვენს მიერ იყო შემოთავაზებული და რომელიც წარმატებულადაა დანერგილი ევროპის არაერთ ქვეყანაში. აღნიშნული მოდელი ე. წ. "გასაღების" განთავსებას მობილურ ოპერატორებში გულისხმობდა. მაშინაც და ახლაც არ მიგვაჩნია, რომ მობილური ოპერატორების ხელში გასაღების გადაცემა კატასტროფის ტოლფასი იყო, მითუმეტეს რომ ეს მიდგომა მისაღები იყო ისეთი ევროპული ქვეყნებისთვის, როგორებიცაა: ავსტრია, ბელგია, ესტონეთი, ირლანდია, გერმანია, ესპანეთი, ისლანდია, იტალია, დანია, ინგლისი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი და ა. შ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სახელმწიფოებში სწორედ ხელისუფლებაში მყოფმა პატრიოტმა და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან კარგად ესმით ადამიანის უფლებების და ეფექტიანი დასავლური ტიპის მმართველობის მნიშვნელობა.

"ამას გეგმავენ "ნაციონალები", იყენებენ თავის არასამთავრობოებს."
ცილისმწამებლურია განცხადება, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ მოდელს რაიმე კავშირი აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან". ჩვენი მოდელის იდეა სწორედ ისაა, რომ ერთხელ და საბოლოოდ მოხდეს იმ სისტემის შეცვლა, რომელსაც ქმნიდნენ და იყენებდნენ საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლებები, რომლის ცვლილებაც დღევანდელი ხელისუფლების წინასაარჩევნო პლატფორმის ნაწილი იყო. სამწუხაროდ, რომ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით და პრემიერის არაერთი განცხადებით იკვეთება პოზიცია, რომლის თანახმად ხელისუფლებას არ სურს უკანონო მოსმენების მავნე პრაქტიკაზე უარის თქმა. აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ უარი ვთქვით ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩვენი მოდელის საკანონმდებლო ინიციატივად დარეგისტრირებაზე, რითაც რისკის ქვეშ დავაყენეთ ამ ინიციატივის საპარლამენტო სესიაზე განხილვის შესაძლებლობა, შესაბამისად, პრემიერის განცხადება არის სრულად დაუსაბუთებელი.

"მათი მთავარი მიზანია შსს-ს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშია სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ძალიან კარგად ვიცით."
სამწუხაროა, რომ პრემიერმინისტრი უკვე მერამდენედ იყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებისადმი მისივე პოზიციისათვის შეუფერებელ გამონათქვამებს. ნამდვილად ძნელი იქნება საქართველოს ევროპელი პარტნიორების დარწმუნება, რომ შეურაცხმყოფელი და საზოგადოების თვალში მაკომპრომეტირებელი გამონათქვამები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, საქართველოში დემოკრატიის მონაპოვარია და არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.

ბატონო პრემიერო, კამპანია "ეს შენ გეხებაში" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები არათუ ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის პოლიციას, არამედ წლების განმავლობაში ყველა ჩვენი მონიტორინგი, ანგარიში, განცხადება, სახელმწიფოსათვის შეთავაზებული კონცეფციები, სერვისები, მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება, თავისუფალი არჩევნებისა და თავისუფალი მედიის არსებობისათვის განხორციელებული საქმიანობები, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა იმის დასტურია, რომ ჩვენ სწორედაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესები გვამოძრავებს. და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებები იცვლებიან, სამწუხაროდ პრობლემები რჩება და ჩვენ გვიწევს, ჩვენივე საქმიანობის დღის წესრიგში კვლავ დარჩეს ზემოთხსენებული პრიორიტეტები.

მით უფრო დღეს, როდესაც საქართველო ასე ახლოსაა საუკუნოვან მიზანთან, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილები იმ საკითხის მიმართ, რომ ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ იყოს გარანტირებული, ისევე როგორც ბიზნესის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის უფლება არ იყოს თავისუფალი სახელმწიფოს უკანონო ჩარევის, მათ შორის უკანონო მოსმენებისგან.

არასამთავრობო ორგანიზაციათა მიზანი არა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, არამედ მათი გაძლიერებაა. შეუძლებელია დემოკრატია არსებობდეს იქ, სადაც მხოლოდ ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი - სამართალდამცავი ორგანო არის ძლიერი.

ფარული მოსმენების შესახებ კანონზე მსჯელობა 2013 წლის მაისიდან სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციათა ინიციატივით დაიწყო. ჩვენი საკანონმდებლო წინადადების დიდი ნაწილი გაიზიარა პარლამენტმა და კანონად აქცია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პრემიერმინისტრს არაერთხელ ვთხოვეთ შეხვედრა და მოსაზრებების გაზიარება, რაზეც მან თანხმობა არ გამოხატა. როგორც ჩანს ამ ფორმით ურთიერთობა სამოქალაქო სექტორთან მისი არჩევანია, რაც მიგვაჩნია, რომ არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის.




 ახალი ამბები
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...
  • კიბო განაჩენი არაა! _ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ იუბილე ჩოხატაურშიჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში „გამარჯვეულ ქალთა კლუბის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის დაარსების ერთი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საღამომ, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კიბოს დიაგნოზზე გამარჯვებული ქალბატონები იმყოფებოდნენ, სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. იუბილეს ესწრებოდნენ "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელი თინა ბერუჩაშვილი და ლანჩხუთის კლუბის ხელმძღვანელი მზია კვირკველია. „დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში, არც ერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არის სიცოცხლის დამარცხება. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, სრულფასოვანი ადამიანები ვართ. ჩვენი მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაავადება 21-ე საუკუნეში განაჩენი არ არის“, – თქვა მზია კვირკველიამ.  მისი აზრით, ასევე, აუცილებელია იმ ქალბატონებმა, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, საზოგადოებას მოუყვნენ პირადი ისტორიები კიბოს დამარცხების შესახებ. „ეს არ არის პირადი ცხოვრება. ეს არის ბრძოლა და თუ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკეთ, შედეგი არ გვექნება“, – ამბობს დიაგნოზზე უკვე გამარჯვებული ქალბატონი. საღამო კულტურის გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები კი იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ კლუბის დამფუძნებელმა თინა ბერუჩაშვილმა. _ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩოხატაურში დაარსების დღიდან კლუბს აქტიურად უდგანან გვერდით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს: ზაალ მამალაძეს და ირაკლი კუჭავას, _ აღნიშნა თინა ბერუჩაშვილმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც კლუბის ჩამოყალიბება ... ...
  • გია ვოლსკი: პარლამენტი "ევროპული საქართველოს" მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს_  „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც  „ევროპული საქართველოს“ დადგენილების იმ პროექტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით,  პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია ქვეყნის მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია. იგულისხმება ურთიერთობები ნატო-სთან, ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ხელისუფლება ამ არჩევანის ერთგული იყო და მომავალშიც დარჩება, პრინციპული პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე. ერთ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ მოახერხეს და ქვეყანას დაატეხეს ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი, საქართველოში რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ. არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს იმ ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატორებს, რადგან ესმით, ე.ი. ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს – საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის შესახებ“, _ განაცხადა ვოლსკიმ. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დღეს, ევროინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ... ...
  • ახალი სასწავლო წელი და "წარმატების წიგნი"ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში იზეიმეს. ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში 89 პირველკლასელი მივიდა. აქ საზეიმო შეხვედრაზე მოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე და  ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი.  როგორც მათ, ისე სკოლაში მოსულ უამრავ მოსწავლესა და მშობელს, სკოლის დირექტორი  ფატი სიორიძე მიესალმა: _ ჩვენი მარად ბებერი და მარად ახალგაზრდა სკოლა მუდამ მოწინავე პოზიციაზეა. ეს ყველამ კარგად იცით.  გილოცავთ და ულევ წარმატებას გისურვებთ. განსაკუთრებით მივესალმები 89 პირვლკლასელს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი. მინდა გითხრათ ასევე, რომ ამ ახალი სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში ამოქმედდება სიახლე _  ეს არის „წარმატების წიგნი“, რომელიც სკოლის საპატიო კუთხეში დაიდება და ყველა მშობელს, ჩვენს ყველა სტუმარს შეეძლება მასში  ჩაწეროს საკუთარი შთაბეჭდილება, თავისი აზრი, _ თქვა ფატი სიორიძემ. ახალი სასწავლო წელი მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ლელა იმედაშვილმა: _ განსაკუთრებით მოგესალმებით ახალბედა პედაგოგებს. ჩვენ მალე გვექნება შეხვედრა და იქ უფრო ახლო საუბარი, _ მიმართა მათ ლელა იმედაშვილმა. მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ კი თავის მილოცვაში აღნიშნა,  რომ ამ ახალ სასწავლო წელს მეორე სკოლა საკადრისად ვერ შეხვდა. _ ქალბატონო ფატი, ცოტა რაღაცეების კეთებას სჯობს, ერთი კარგი პროექტი შევიძინოთ და მოვახდინოთ სკოლის სრული რეაბილიტაცია. მე ვეცდები, ეს ჩემი საარჩევნო ვადის გასვლამდე მოვახერხო, _ უთხრა მან სკოლის დირექტორს. საზეიმო შეხვედრის შემდეგ საკლასო ოთახებში პირველკლასელები გააცილეს, რომლებსაც წარმატებული სწავლა და ბედნიერი მოსწავლეობის დღეები ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...