რა შენიშვნები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე

საზოგადოება

რა შენიშვნები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე

2014 ნოე 24 20:14:51

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ხინთიბიძის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მიმართა რეკომენდაციით.

"მოგეხსენებათ, რომ  "ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი" წარმოადგენს თავად ბიუჯეტის სავიზიტო ბარათს, რადგანაც ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტში ნათლად ჩანს ხელისუფლების პოლიტიკა, თუ რაზე აკეთებს ის ძირითად აქცენტებს საშუალოვადიანი დროის პერსპექტივაში. ბიუჯეტის პრიორიტეტი, როგორც საბიუჯეტო რესურსებით განსახორციელებელი პროგრამა ან პროგრამათა ერთობლიობა, ასევე თავის თავში გულისხმობს იმას, რომ, ბიუჯეტის სხვა გადასახდელებთან შედარებით, დაფინანსებაც პრიორიტეტული უნდა ჰქონდეს, ანუ იგი უნდა სარგებლობდეს მეტი ფინანსური მხარდაჭერით როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ძირითადი პრიორიტეტი", _ ამბობს ლევან ხინთიბიძე და დასძენს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი,  მსგავს რეალობას ვერ ასახავს.

"მაგალითად, ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ "სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება"; ბუნებრივია, მიუღებელი მსგავსი ხასიათის ხარჯის განხორციელებაში არაფერია, მაგრამ მისი აყვანა პრიორიტეტების რანგში მთელ რიგ გაუგებრობებს ქმნის, მით უფრო, როცა მისი დაფინანსების ოდენობა სულ რაღაც წარმოდგენილი ბიუჯეტის მხოლოდ 2%-ზე ოდნავ მეტს წარმოადგენს. აღარაფერს ვამბობთ მის შინაარსზე და მომდევნო 2016-2018 წლებში მისი დაფინანსების მოცულობის ზრდაზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამომავლოდ უფრო დიდ სტიქიურ მოვლენებს უნდა ველოდოთ.

"საკითხი ანალოგიურ კონტექსტში ეხება კიდევ ერთ პრიორიტეტს - "კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა. სპორტისა და ტურიზმის განვითარება". ჯერ ერთი, საბიუჯეტო პრიორიტეტი არ შეიძლება იყოს ნაერთი სხვადასხვა მიმართულებებისა და იგი ასევე არ შეიძლება გამოიკვეთოს მაინცადამაინც საბიუჯეტო ხარჯების ორგანიზაციული კოდის მიხედვით (მაგ. 05 00). გარდა ამისა, ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაზე მომდევნო წელს დაგეგმილია 15 ათასი ლარის მოცულობის ხარჯის გაწევა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 0,2%-ა, იგივე ეხება რელიგიას, რომლის ხარჯი 2015 წლისათვის 30 ათასი ლარია და მთლიან ბიუჯეტთან მიმართებაში იგი იკავებს ხარჯების მხოლოდ 0,4%-ს. უნდა აღინიშნოს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის პრიორიტეტების დოკუმენტში წარმოდგენილი უმეტესი საბიუჯეტო პრიორიტეტი სწორედ ასეთი სუსტი ნიშნით გამოირჩევა, რაც უბრალოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს დოკუმენტი წარმოდგენილია უბრალოდ დოკუმენტის არსებობისთვის და მას სხვა რაიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა არ გააჩნია, ანალიზი რომ არ გავუკეთოთ იმ საკითხს, თუ რამდენად შეესაბამება იგი ქვეყნის განვითარების ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს.

ჩვენ ორგანიზაციას უბრალოდ მიაჩნია, რომ არ შეიძლება ყველაფერი პრიორიტეტი იყოს, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენა მხოლოდ თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს პრეროგატივაა, რომელსაც იგი შეიმუშავებს გუბერნატორის ადმინისტრაციასთან კონსულტაციის მეშვეობით, მაგრამ თუ წარმომადგენლობითი ორგანო, ანუ საკრებულო, რჩევებსა და რეკომენდაციებს მიაწვდის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს/გამგეობას ამ მიმართულებით, მაშინ შეიქმნება პრიორიტეტების დოკუმენტის შინაარსობრივად დახვეწის შესაძლებლობა, რომელიც რეალობას არ იქნება აცდენილი.

ზემოაღნიშნულის გარდა, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი სრულად ვერ აკმაყოფილებს პროგრამული ბიუჯეტის სტანდარტებს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთან მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის #385-ე ბრძანებით. ამ ბრძანების მიხედვით, თითოეულ პროგრამაზე წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) პროგრამული კლასიფიკაციის კოდი; ბ) პროგრამის დასახელება; გ) პროგრამის აღწერა; დ) პროგრამაში შემავალი ქვეპროგრამების და ღონისძიებების აღწერა და ე) პროგრამის მოსალოდნელი საბოლოო ან/და შუალედური შედეგი. ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში ყველა ქვეპროგრამა არ გახლავთ დეტალიზებული და, რაც მნიშვნელოვანია, ყველა პროგრამა განიცდის აღწერილობით ნაწილის სიმწირესა და ინფორმაციას მათი შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ (იხ. საქ. საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 9, პუნ. 2). ბუნებრივია, მოცემულ მიზეზთა გამო, ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით გაურკვეველი რჩება მომდევნო წელს თუ როგორ და რას ახორციელებს და რისი მიღწევა სურს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ხელისუფლებას.

როგორც მოგეხენებათ, 2014 წლის 5 თებერვალს ძალაში შევიდა ახალი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", რომლის მიხედვითაც თვითმმართველობის სფეროში  განხორციელდა ცალკეული მნიშვნელოვანი რეფორმები. თავის მხრივ, რეფორმების შედეგად გარკვეულწილად შეიცვალა საკუთარი უფლებამოსილებების ჩამონათვალი და დაემატა კიდევ ერთი ახალი და საყურადღებო ფუნქცია, რომელიც გულისხმობს – უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფასა და რეგისტრაციას. გამომდინარე აქედან, ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში (გნებავთ სოციალურ პაკეტში) გაჩნდეს შესაბამისი მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახთა (პირთა) აღრიცხვიანობასა და მათი სათანადო პირობებით, მათ შორის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, განსაკუთრებით კი ზამთრის პირობებში.

გარდა წარმოდგენილი შენიშვნებისა, გვაქვს რამდენიმე ნიშანდობლივი ინიციატივა, რომელიც ეხება, მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვიანობის რეგულაციას, ასევე მათი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას და ამ თანხების განკარგვის კონკრეტულ წესს.

შესაძლებელია, დამაზუსტებელი კითხვები წარმოშვას თემის აქტუალობამ იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი ტიპის მუნიციპალიტეტში, რომლის შემადგენლობაში შედის დასახლებები, რომელთა ინფრასტრუქტურა ძირითადად ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე, რა აუციელებელი ფაქტორები განაპირობებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას?! მაგრამ, ამავდროულად, თუ მხედველობაში მივიღებთ, ერთის მხრივ, იმ გარემოებას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი თემის, შემადგენლობაში შედის ისეთი კატეგორიის დასახლებები (დაბები), სადაც განლაგებულია და ფუნქციონირებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები (მაგალითად, ურეკი, ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი), რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი, რომ იქ განვითარდეს ამხანაგობების ტიპის ორგანიზაციული ინსტიტუტები (მით უფრო იმ ფონზე, როცა ურეკში დაფუძნდა ბინათმესაკუთრეთა რამოდენიმე ამხანაგობა), ხოლო, მეორეს მხრივ კი, საქართველოს კანონი "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" ერთგვარად ავალდებულებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხელი შეუწყონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებასა და მათი საქმიანობის მხარდასაჭერად შეიმუშავოს პროგრამები, მაშინ, ცხადია, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ეს რეკომენდაცია თავის ბუნებრივ დანიშნულებას იძენს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა (იხ. საქართველოს კანონი "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ", (მუხლი 29, პუნ. 1), მოგმართავთ რეკომენდაციით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს/გამგეობას წარუდგინოთ წინადადება, რათა მან (საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტის დაბრუნების შემთხვევაში) ხელახლა წარმოსადგენი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში გაითვალისწინოს  სპეციალური მუხლი (კონკრეტული დაფინანსებით) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსებისთვის.

თუ ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე იქნება ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესი მიმართული, მაშინ ჩვენი ორგანიზაცია აცხადებს მზადყოფნას, რომ შეიმუშაოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს დასამტკიცებლად _ "მრავალბინიანი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის" დადგენილების პროექტი განსახილველად."




 ახალი ამბები
  • "ილოცეთ მისთვის" _მამა სპირიდონ გარსიას კორონავირუსი დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ეპარქიაში მეორე სასულიერო პირს, მამა სპირიდონ გარსიას დაუდსტურდა კორონავირუსი. როგორც მეუფე ამბობს, მამა სპირიდონი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. მისივე თქმით, სასულიერო პირის დაინფიცირების წყარო უცნობია.  მეუფე გვთხოვს, ლოცვებში მოვიხსენიოთ სნეულებაში მყოფი სასულიერო პირები _ მამა ანდრია და მამა ... ...
  • არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში არქიმანდიტრი იოვანე მჭედლიშვილი ავრცელებს. „გარდაიცვალა, ჩვენთვის ძვირფასი და გამორჩეული ადამიანი, არჩილ მინდიაშვილი,  წმინდა  სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი. ღმერთმა აცხონოს მისი სული. ამინ.”_ წერს ... ...
  • მეუფე საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ განცხადება მეუფემ თავად გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვისას მეუფე საბა ამბობს, ეს მას არ აძლევს უფლებას მოდუნდეს და არ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფოს მიერაა ... ...
  • სამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდასამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდა. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში კვლავ სიმშვიდე გვაქვს", _ ,,გურია ნიუსთან" ასე აფასებს 2 აპრილის მდგომარეობით შექმნილ სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი. მარინა თევზაძის განმარტებით, დღეს თვითიზოლაციიდან თერთმეტი პირი გამოვიდა: ,,ეს ნიშნავს იმას, რომ მათ 14 დღის განმავლობაში ვირუსის არანაირი ნიშნები არ გამოვლენიათ. იყო 51 და თვითიზოლაციაში დარჩა 40 მოქალაქე. იმერეთის საკარანტინე სივრცეში ჩვენი მუნიციპალიტეტის 8 პირი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად ვკითხულობთ და როგორც გვატყობინებენ, კარანტინში მყოფი სამტრედიელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 6 აპრილამდე, თვითიზოლაციაში რჩება ავტობანზე დასაქმებული 20 მარნეულელი. ყველა მათგანზე მონიტორინგი ყოველდღიურად წარმოებს და ამ ეტაპზე ისინი თავს საუკეთესოდ ... ...
  • გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, რადგან ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის, _ ამის შესახებ Galmour-ი წერს. ექსპერტების აზრით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფრჩხილების შიდა ნაწილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...