რევაზ არველაძე ქალთა მიმართ ძალადობის საპროტესტო კამპანიას უერთდება

საზოგადოება

რევაზ არველაძე ქალთა მიმართ ძალადობის საპროტესტო კამპანიას უერთდება

26 ნოე. 2014, 00:52:21

დღეს,  "ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს", სასტუმრო Holliday Inn- ში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიურ კორპუსის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეხვედრა გამართა.

ასევე, ოფიციალურად გაიხსნა ახალი გლობალური კამპანია HeforShe - კაცების სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის, რომლის მიზანია კაცების მონაწილეობის გაზრდა ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, მხარი დაუჭირონ და სხვებსაც მოუწოდონ გენდერული თანასწორობის დაცვისკენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანმა რევაზ არველაძემ,  მოძრაობის მხარდაჭერა ხელმოწერით ოფიციალურად გამოხატეს.

 "ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა ამ წამოწყების გვერდში ყოფნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ისევე როგორც მენეჯმენტში, გენდერული ბალანსი დაცულია. ჩვენთან 800 ქალი ფეხბურთელია რეგისტრირებული. აქედან 40 პროფესიონალი ფეხბურთელია.

ჩვენი სლოგანი არამარტო ცხოვრებაში, უეფაში, ფიფაში და საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციაში არის ის, რომ თანასწორობა იყოს დაფუძნებული პატივისცემაზე და ყველა ვიყოთ თანაბრები. დღეს, საქართველოს თასის გათამაშების 8 თამაშია და ყველა ფეხბურთელი ჩაიცვამს მაისურს, რომელიც სოლიდარობას უცხადებს  ქალთა მიმართა ძალადობასთან ბრძოლის კამპანიას", _  განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ,  მოძრაობა HeforShe (კაცები ქალთა უფლებებისთვის) ოფიციალურად გაიხსნა 2014 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული ერების შტაბბინაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის მსახიობი ემა უოტსონის გამოსვლით.

მას შეუერთდნენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, მსახიობები კიფერ საზერლენდი, მეთ დეიმონი და სხვები. მოძრაობაში მონაწილეობა  ნებისმიერ კაცს შეუძლია.

კამპანიის ვებ-გვერდზე www.heforshe.org ყველა კაცს შეუძლია აირჩიოს თავისი ქვეყანა და სოლიდარობა გამოუცხადოს მოძრაობას. ამჟამად, კამპანიას მთელ მსოფლიოში მხარს უჭერს 200,000-მდე კაცი, ხოლო საქართველოში -152 კაცი.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ისაუბრეს თუ რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა საქართველოზეოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა კოვიდ 19-ის გავლენას  ეკონომიკაზე. შეხვედრის მომხსენებელმა კახაბერ დაუშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა  იმ პრობლემებზე, რომელიც კორონავირუსის დროს გაჩნდა მსოფლიოში. დაუშვილის მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წელს კოვიდის გავლენით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 7 მილიარდ ლარს დაკარგავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი მიმდინარე პერიოდის ინფლაცია 6, 1 პროცენტი იქნება. კოვიდ 19 ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის სფეროები კი განსაკუთრებით დააზარალა. კოვიდის ნეგატიური გავლენები ოზურგეთსაც შეეხო.  ტურიზმი და გასართობი სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. ზარალი შეეხო გადამამუშავებელ წარმოებასაც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ  მუშავდება სპეციალური გეგმა, როგორ მოხდეს კრიზისის ... ...
  • სროლა თბილისში -დაჭრილია მამაკაცისროლა თბილისში -დაჭრილია 60 წლის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ... ...
  • თბილისი თუ გურია - ანა დოლიძე გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოს მიიღებს“მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი და დამფუძნებელი ანა დოლიძე შესაძლებელია გურიაში დეპუტატობის კანდიდატი გახდეს.  ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, თბილისში იყრის კენჭს თუ გურიაში, აგვისტოს ბოლოს მიიღებს. “ჯერჯერობით არის დრო დარჩენილი გადაწყვეტილების მიღების ვადამდე და მინდა ეს პერიოდი კარგად გამოვიყენო. მინდა კარგად შევისწავლო, დაკვეთა რა არის მოსახლეობის და მეორე მხრივ,  რამდენად თანაზომიერია ამ დაკვეთაში ჩემი საკუთარი ძალები. ყოველდღე ვმუშაობ მოხალისეთა ჯგუფთან და ყოველდღიურად გვაქვს აქტიური შეხება ხალხთან, რადგან ზუსტად გავიგოთ მათი პრობლემების შესახებ. დღეს ეს არის უსერიოზულესი ბრძოლა  იმიტომ, რომ უზარმაზარი ოლქებია. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება და დაგეგმვა". “ ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე კონკურენცია იქნება დიდი და ის ამ ბრძოლისთვის მზად ... ...
  • საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებსსაქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა. აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლოდ რეგისტრირებულ შემთხვევებს. არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც მეუღლეები ფაქტობრივ თანაცხოვრებაში აღარ იმყოფებიან, თუმცა განქორწინების დარეგისტრირება არ მოუხდენიათ. აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ანა ფუტკარაძემ განაცხადა. ანა ფუტკარაძის განმარტებით, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, მათ შორის სასამართლოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, 2019 წლის მონაცემით, საქართველოში 11, 205 პირი განქორწინდა. 3,918 განქორწინება მომხდარია ქ. თბილისშია. განქორწინების მაჩვენებელი საქართველოს რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება: აჭარა - 309, გურია - 86, იმერეთი - 580, კახეთი - 300, მცხეთა-მთიანეთი - 109, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 324, სამცხე-ჯავახეთი - 110, ქვემო ქართლი - 394 და შიდა ქართლი - 254. განქორწინებლი 11,205 პრიდან 10,039 პირი იმყოფებოდა ქორწინებაში პირველა, ხოლო 972 - განქორწინდა მეორედ ქორწინების პირობებში. სტატისტიკით, მითითებული არ არის 194 პირის შესახებ ინფორმაცია, მათი ქორწინების ხანგრძლივობის შესახებ. განქორწინებილთა მეტი რაოდენობის ასკი მერყეობს 30-35 წლის ფარგლებში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წარსულში განხორციელებული შესწავლილი თანახმად, 2018-2019 წლების განმავლობაში, საქართველოში განქორწინების სტატისტიკა შეადგენდა 37,892 შემთხვევას, თუმცა ეს სტატისტიკაც ხასიათდებოდა მზარდი მაჩვენებლით. განქორწინებების  სტატისტიკა საქართველოში 2015-2018 წლებში ასე გამოიყურება:      2015 წელი - 9 082              2016 წელი- 9 513      2017 წელი- 10 452      2018 წელი- 8 845      სულ-          37 892 „ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ... ...
  • სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გასცადასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია - 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია - 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...