შალვა ბოლქვაძე: "ჩემი მუშაობის პერიოდში სატელეფონო მოსმენები არ გამიხორციელებია"

gurianews.com

საზოგადოება

შალვა ბოლქვაძე: "ჩემი მუშაობის პერიოდში სატელეფონო მოსმენები არ გამიხორციელებია"

2011 ოქტ 26 08:32:04
შალვა ბოლქვაძე, უკვე რვა თვეა, გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსია. როგორც ამბობს, ამ დროის განმავლობაში 300-ზე მეტ სამაშველო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ბოლქვაძის პერსონის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია, რადგან ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა სახელდებოდა _ უწინასწარმეტყველებდნენ ოზურგეთის გამგებლობას, შემდეგ _ ჩოხატაურისას. თუმცა, ამის პარალელურად გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, არ არის გამორიცხული, ბოლქვაძე სამსახურიდან მალე გაათავისუფლონ.

თუმცა, ეს ფაქტი ამ დრომდე დაუდასტურებელია. თუ გავითვალისწინებთ ბოლქვაძის ყოფილ თანამდებობებს და მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი სამსახურიდან ისევ გაუშვან, რადგან ჩვენი წყაროს ცნობით, შალვა ბოლქვაძე ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების შესახებ საკმაოდ ბევრ და ამ უკანასკნელთათვის არც თუ სასიამოვნო ინფორმაციებს ფლობს.

"გურია ნიუსთან" საუბრისას, შალვა ბოლქვაძე ამ ინფორმაციებს უარყოფს და ამბობს, რომ ის ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების გუნდის წევრია.

_ ბატონო შალვა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია მალე თანამდებობის დატოვება მოგიხდეთ.

_ მსგავსი ინფორმაცია ჩემთვის არავის უთქვამს და არც შეესაბამება სიმართლეს. მე მგონი, ჯერჯერობით არაფერი არ გამიკეთებია ისეთი, რომ თანამდებობა დავტოვო და სახლში წავიდე.

_ მაშინ ისეთი რა გააკეთეთ კუდ-ში ან პოლიციის სამმართველოში მუშაობისას, რომ გაგათავისუფლეს?

_ ცუდი არაფერი. კუდ-ის რაიონული განყოფილების უფროსობის დროს გადამიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოს უფროსად, ამის შემდეგ კი მოხდა ჩემი დაწინაურება და გადავედი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. შემდეგ, რეორგანიზაციის შედეგად, გურიის ტერიტორიული დანაყოფი შეუერთდა აჭარის მთავარ სამმართველოს, გამოეყო დასავლეთ საქართველოს და ჩემი შტატი გაუქმდა.

_ თქვენ რამდენიმე ხნის განმავლობაში უმუშევარი იყავით. რა იყო ამის მიზეზი?

_ რამდენიმე თვე არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას დავიწყებული ვყავდი, ვიღაცა ყურადღებას არ მაქცევდა და არ ფიქრობდა ჩემს დასაქმებაზე. შედეგი სახეზეა _ დღეს გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ვარ.

_ თუმცა, ეს ყველაზე პატარა თანამდებობაა მათ შორის, რომელიც ამ დრომდე გეკავათ...

_ კარიერისტი არასდროს ვყოფილვარ. როგორც ჩათვლიან კომპეტენტური ადამიანები, სადაც საჭირო ვიქნები, იქ ვიმუშავებ.

_ ხშირად საუბრობენ თქვენს დაპირისპირებაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ამბობენ, რომ შალვა ბოლქვაძე პირდაპირ თუ არა ირიბად, მაინც აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას...

_ ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ სხვადასხვა სფეროებში ყოველთვის კოორდინირებულად ვაკეთებდით ბევრ სასიკეთო საქმეს. მე ვარ ამ გუნდის წევრი და ასე იქნება ყოველთვის. მე ვარ ამ ხელისუფლების და ამ გუნდის წევრი, ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლებაში ერთ-ერთი შემავალი რგოლი, რომელიც ყოველთვის მზად არის, ხელისუფლებას მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

_ არის თუ არა შალვა ბოლქვაძე ის კადრი, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნებისთვის სჭირდება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ყველა თქვენი მნიშვნელოვანი პოსტი არჩევნებს უკავშირდება...

_ ეს უბრალო დამთხვევაა. ჩემს კარიერაში იყო აღმასვლა და დაღმასვლა. ეს ყველაფერი სხვაზეა დამოკიდებული. არასოდეს ჩემი თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ჩემი ინიციატივით არ მომხდარა.

_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი კადრი ხართ?

_ მაგ კითხვაზე რომ პასუხი გაგცეთ, არ ვიქნები კომპეტენტური. ეს ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ.

_ თქვენ ამბობთ, რომ არაფერი დაგიშავებიათ და რატომ უნდა გაგიშვან. გურიაში ხშირად ისჯებიან ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ შემთხვევებში ბრალი არ მიუძღვით. ბახმაროს სკანდალს მამუკა დოლიძე შეეწირა, არადა, კომისია და მისი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს ძებნილია, ანგარიშვალდებული საკრებულოს თავმჯდომარესთან იყო; თუნდაც გია ტაკიძე გავიხსენოთ _ მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების სამსახური საკრებულოს ექვემდებარებოდა, გამგებელი დაისაჯა... ფაქტები მოწმობს, რომ ხელისუფლებამ ეს ადამიანები გაწირა...

_ მე ვარ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსი და არა სამართალდამცავი, მით უმეტეს ექსპერტი. ჯერჯერობით ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმპციას და ზემოთ აღნიშნულ ორთავე ფაქტზე დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

_ თქვენზე ამბობენ, რომ ხელისუფლებისთვის საშიში ხართ, რადგან მუშაობდით ისეთ სტრუქტურაში, სადაც ისმენდით სატელეფონო საუბრებს, ნახულობდით ელექტრონულ ფოსტას, კითხულობდით სმს-ებს... ლოგიკურია, რომ ყველა საჯარო პირზე ბევრი ინფორმაცია გექნებათ. რატომ უნდა იყოს ვინმე დარწმუნებული, რომ თქვენ ახლაც არ გაქვთ კონკრეტული პირების მამხილებელი დოკუმენტები და შესაბამისად, არ ხართ საშიში?

_ ვერ ვხვდები, თქვენ რას ეძახით საშიშს. რაც შეეხება მოსმენებს, ჩემი მუშაობის პერიოდში მსგავსი ოპერატიულ ტექნიკური ღონისძიებები არ გამიხორციელებია, ხოლო საიდუმლო ინფორმაციის და დოკუმენტაციის გავრცელება ან რაიმე ფორმით გამოყენება, რომელიც ჩემი მუშაობის პერიოდში გამაჩნდა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. ასე რომ, არასდროს ვაპირებ რაიმეს გახმაურებას.


ნახვა: 567


 ახალი ამბები
  • რატომ გადაუხადა პრემიერმა მადლობა გურიის გუბერნატორს, მერებს და დეპუტატებსდაბა ურეკში, „ქართული ოცნების“ დღეს გამართულ ყრილობაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების მერებს და მაჟორიტარ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია: „მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც რწმუნებულს გურიის რეგიონში, ასევე, მუნიციპალიტეტების მერებს, მაჟორიტარ დეპუტატებს. მათი ჩართულობა თქვენი პრობლემების ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოტანის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია და მე არა ერთი შეხვედრა მქონია მათთან ამ პრობლემების მოგვარების მიზნით. დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით, ჩვენ გვექნება ის კონსოლიდაცია, რომელიც მოგვიტანს იმ ლოგიკურ შედეგს, რომელიც ჩვენს ბრძოლას უნდა მოჰყვეს საბოლოოდ აუცილებლად. ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები _ “ქართული ოცნება” არჩევნებზე ღირსეული კანდიდატით წარდგება და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იმ გამარჯვებათა ჯაჭვში, რომლებსაც დღემდე ერთად მივაღწიეთ. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმამაღალი სიტყვა, რომ “ქართული ოცნება” აკეთებს საქვეყნო საქმეს და ეს საქვეყნო საქმე გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე”, _ განაცხადა გიორგი ... ...
  • პრემიერმა ბახმაროს განვითარება დააანონსა: "მართლაც უნიკალური კურორტია""ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას" _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაბა ურეკის კულტურის სახლში, "ქართული ოცნების" რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბახმაროში მალე გარე ელექტრომომარაგების სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება: _ ზაფხულში დაიწყება კურორტ ბახმაროს გარე ელექტრომომარაგების სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები. ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას. მზად არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და განვითარება მოხდება არა ქაოტურად, არამედ კანონზომიერად და გეგმის მიხედვით, _ განაცხადა გიორგი ... ...
  • " მნიშვნელოვანია პარტიის განახლებაც" _ პრემიერის მოწოდება გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების და პარტიის ხელმძღვანელებს„პარტია „ქართული ოცნება“ სერიოზულ რეფორმებს გადის და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი“, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაბა ურეკში, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, სადაც ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს. სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა რეგიონში გახორციელებულ და გასახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და პარტიის განახლების აუცილებლობაზეც ისაუბრა: _  რა თქმა უნდა, პირველ რიგში დასაფასებელია იმ ადამიანების ღვაწლი და როლი, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდში “ქართული ოცნების” გვერდით დადგნენ და ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანეს.  რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია პარტიის განახლებაც და სწორედ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდობის როლი. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო რწმუნებულს, პარტიის ხელმძღვანელებს, ყველას _  მაქსიმალურად გავაძლიეროთ კომუნიკაცია ახალგაზრდობასთან, ჩავრთოთ ახალგაზრდობა აღმშენებლობის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთო საქვეყნო კონსოლიდაციისთვის, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ რომ დღეს გამართულ კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ოზურგეთის  ორგანიზაციის თავმჯდომარედ გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე ... ...
  • პრემიერი: "ჩვენ ნამდვილად გვაქვს სათქმელი ჩვენი მოსახლეობისთვის""მადლობა ყველა თქვენგანს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ აღმშენებლობის პროცესში, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” გაძლიერების პროცესში. თქვენი წვლილი მომავალშიც იქნება უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ჩვენ გვმართებს, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენი საქმის შედეგი უნდა იყოს კეთილდღეობა საქართველოს თითოეულ ოჯახში," _ ასე დაიწყო პრემიერმა თავისი გამოსვლა დაბა ურეკში, პარტია ქართული ოცნების" რეგიონულ კონფერენციაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობისთვის სათმელი ბევრი აქვს: "დღეს ჩვენ შეგვიძლია სიამაყით გადავხედოთ განვლილ პერიოდს და ჩვენ ნამდვილად გვაქვს სათქმელი ჩვენი მოსახლეობისთვის.  21 აპრილს 6 წელი შესრულდა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” დაფუძნებიდან. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდა საქართველოს მოსახლეობა, რათა შეეცვალა ჩვენს ქვეყანაში მანამდე არსებული რეალობა. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ცვლილება უპირველეს ყოვლისა აისახა მეტი თავისუფლების მოტანაში და ეს თავისუფლება დღეს ყველა ნაბიჯზე იგრძნობა.  დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარ ართმევენ ქონებას, არ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე, მოსახლეობას აღარ აქვს ხელისუფლების შიში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც ვითარდება იმ სწორი გზით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის არჩევნებით" _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  პრემიერმა ვრცლად ისაუბრა ხელისუფლების მიერ გახორციელებულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე: "ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ იმ პრობლემებსაც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია. პრობლემა უამრავია, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ კეთილდღეობა მივა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.  ჩვენი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა, გახლავთ ასევე ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა - ეს არის პრაგმატული, სწორი და გონივრული საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება. ამას ვახორციელებთ ჩვეენ თქვენთან ერთად, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით და ეს აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე" _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. სიტყვის გამოსვლისას მთავრობის მეთაურს არც გურიის კურორტები დავიწყებია: _ გურიას აქვს ისეთი სიმდიდრე, რომლითაც არათუ რეგიონი, არამედ ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის - ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და დავტვირთოთ არსებული რესურსი და პოტენციალი. ეს ხალხისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, _ თქვა პრემიერ-მინისტრმა და იმ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც გურიაში ფონდ "ქართუს" დაფინანსებით გახორციელდა.   ... ...
  • ოზურგეთში ეკა ნინიძის სასამართლო პროცესი დასრულდა, მექვაბიშვილის _ გადაიდოდღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში კარგა ხანს გაგრძელდა სასამართლო პროცესი, რომელიც სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილი დირექტორის, ეკატერინე ნინიძის სარჩელს  განიხილავდა. მოსამართლე მარინა კიკნაძემ განაცხადა, რომ გრძელდება საქმის განხილვა და   წინა პროცესზე გაცხადებული მოსაზრება, ორი მსგავსი სარჩელის გაერთიანების შესახებ, როგორიცაა ავთანდილ მექვაბიშვილის და ეკა ნინიძის საქმე, სასამართლომ გააანალიზა და  არ დაეთანხმა, რადგან ეს გამოიწვევს საქმის გაჭიანურებას. მხარეს არ აქვს გასაჩივრების უფლება.  რაც შეეხება მესამე პირის ჩართვას, სასამართლო არც ამ მოთხოვნას  დაეთანხმა, ოღონდ მხარეს აქვს გასაჩივრების უფლება.  მოსამართლემ ამის შემდეგ მოსარჩელე მხარეს მოუსმინა. თვითონ ეკა ნინიძე, სხდომას არ ესწრებოდა. მისმა ადვოკატმა,  გიორგი ხუროშვილმა კიდევ ერთხელ გააცნო სასამართლოს დავის არსი: მოსარჩელე ეკა ნინიძე მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია შესაძლოა იყოს მუშაკის გათავისუფლების საფუძველი, არასწორია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი მტკიცებულებები ცალსახად მიუთითებენ, რომ  რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ მოითხოვდნენ სასამართლო წესით  ეკატერინე ნინიძის აღდგენას და ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ამასთანავე, გიორგი ხუროშვილმა აღნიშნა, რომ აქ მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეკა ნინიძე არჩევნების პერიოდში არ იყო ახლანდელი მერის კოტე შარაშენიძის მხარდამჭერი და ამ გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი პოლიტიკური მოტივია. მუნიციპალიტეტის მერიის იურისტებმა ლაშა თავაძემ და მიხეილ შილაკაძემ, რომლებიც მოპასუხე მხარეს წარმოადგენენ,  ისაუბრეს ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ ერთ სტრუქტურაზე, სადაც, ასევე, ორი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი გაერთიანდა და აქედან გამომდინარე, ვაკანტური იყო მხოლოდ ერთი ადგილი. „ეკა ნინიძის სამსახურიდან საავადმყოფო ფურცელზე გასვლა შეუტყობინებლად მოხდა და თუ თავად არ შეეძლო, ვინმეს მეშვეობით მაინც უნდა მომხდარიყო“, _ აღნიშნა ლაშა თავაძემ. ლაშა თავაძემ,  ასევე, ისაუბრა იმ გარემოებაზე, რომ თუ ეკა ნინიძეს სამსახურის გაგრძელების სურვილი ჰქონდა, იმ ათი დღის ვადაში უნდა შეეტანა განცხადება, სანამ ახალი კადრი დაინიშნებოდა  და შესაძლებელი იყო, სხვა შედეგი დამდგარიყო. მიხეილ შილაკაძემ თქვა, რომ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად სამსახურებიც გაერთიანდა და შეიქმნა ახალი ა(ა)იპ ორგანიზაცია  და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მობილობა არ ვრცელდებოდა. „რომ შემოეტანა ეკა ნინიძეს განცხადება, მერი განიხილავდა. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ მაკა ჭყონიას განცხადება იყო და მერი არ იყო არანაირად ვალდებული, რომ ადგილი შეეთავაზებინა. ამიტომ მოსარჩელის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“, _ თქვა მან. გია ხუროშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ  ეს ახალი ორგანიზაცია არის  უფლებამონაცვლე  იმისა, რომელიც გაუქმდა. ამიტომ ორი დირექტორიდან შეიძლებოდა ერთის დატოვება ან სულაც ორივესი - არსებობს გენერალური დირექტორის და დირექტორის პრეცედენტი. ყოველ შემთხვევაში,  არანაირი საჭიროება არ იყო გარედან ახალი კადრის შემოსაყვანად, _ თქვა მან.  საბოლოოდ, როგორც მოსამართლე მარინა კიკნაძემ აღნიშნა, ეკა ნინიძის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწეილი 27 აპრილს, პარასკევს, 2 საათზე გამოცხადდება. რაც შეეხება ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესს, ის გადაიდო მოსამართლის ავადმყოფობის გამო.   როგორც ცნობილია, მექვაბიშვილი  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი იყო და  გაათავისუფლეს. ახლა კი  აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ... ...

არქივი

ზაფრანი

კაზუარი - საშიში ფრინველი დედამიწაზე

კაზუარი - ერთადერთი სახეობაა კაზუარისებრთა...

როგორ შევაწყვეტინოთ ბავშვს ტირილი?

ბევრი ახალგაზრდა მშობელი შეშფოთებულია იმის...

22 წლის მოდელი აუქციონზე ქალიშვილობას ყიდის

22 წლის პორტუგალიელი მოდელი აუქციონზე...

რა სარგებელი მოაქვს საღეჭ რეზინს

 აშშ-ში, მშრალი კანონის დროს, არომატული...

ახალგაზრდობის ელექსირი

ცოტა ხნის წინ მღრნელებზე ჩატარებული...

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გენეტიკაზე უფრო...
კარმიდამო ჩემი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...

გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა გულის სიდამპლის წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება  თხილის...

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ...

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო,...