დაპორტირდით ავტო ლომბარდის სესხით ლიბერთი ბანკში


საზოგადოება

დაპორტირდით ავტო ლომბარდის სესხით ლიბერთი ბანკში

5 დეკ. 2014, 22:47:25
31 დეკემბრამდე, დაპორტირდით ავტოლომბარდის სესხით ლიბერთი ბანკში და ისარგებლეთ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, თვეში 3%-ის ოდენობით
(R)



 ახალი ამბები
  • ვინ და რაში ადანაშაულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესაფხაზეთის მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები, მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებენ  და ქვემოთ ჩამოთვლილ და სხვა უმძიმეს დარღვევებთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლებისაგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ. ფოტო: თაკო ჩხეიძის ფეისბუქგვერდიდან შესაბამის განცხადებას ხელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, კულტურის  მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და კულტურის  მინისტრის  მოადგილე აწერენ. „თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რაღაც ერთ თვეში, 23 მაისს უნდა გამართულიყო ჩვენი უწმინდესის მიერ დადგენილი ,,აფხაზეთის დღე“, ამ ღონისძიების გამართვის ადგილი და დაფინანსება შეიცვალა უშუალოდ აბაშიძის მიერ, რაც ყველაზე საინტერესოა, ღონისძიების ორგანიზებისათვის გამოყოფილი თანხები, მოულოდნელად გაიზარდა და კანონდარღვევით გადაირიცხა აბაშიძის მეუღლესთან (აბაშიძის მეუღლე მოდელი, დიზაინერი და უკვე რამდენიმე ბიზნესკომპანიის მფლობელი თაკო ჩხეიძეა. (რედ.)) დაკავშირებული ორგანიზაციის ანგარიშზე, ამ ფაქტმა ასახვა პოვა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის აუდიტის ჯგუფის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთა 2020 წლის 7 დეკემბრის შეხვედრის ოქმში N2 . (იხ. დანართი 1, გვ. 2-3); ამავე დოკუმენტში საუბარია სხვადასხვა სახის ფინანსურ დარღვევებზე რომელიც ბუნებრივია მოქმედი თავმჯდომერის უშუალო მითითებით ხორციელდებოდა. ყურადღებას იქცევს აფხაზეთის მთავრობაში საეჭვო კომბინაციებით ავტომობილების შეძენისა და მოხმარებულ საწვავთანდაკავშირებული საკითხიც, რამაც ასევე ასახვა პოვა  ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტის  ფინანსურ ანგარიშში (20 ოქტომბერი, 2020  წ. N28/36. იხ დანართი 2, გვ. 18-19.) ცნობისთვის, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანიზაციის (ფინანსთა სამინისტრო) არასათანადო კონტროლის პირობებში, 2019 წელს ავტომანქანის შესყიდვისას საბიუჯეტო სახსრების (65,0 ათასი ლარი) ხარჯვაში დაფიქსირდა დარღვევა-ნაკლოვანებები. კერძოდ: აფხაზეთის სავაჭრო პალატამ 2019 წლის ოქტომბერში აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების განსახორციელებლად, მსუბუქი ავტომანქანის შეძენის მიზნით, შესაბამისი წერილით  მიმართა ფინანსთა სამინისტროს. ხაზგასასმელია, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე თანდართულ ახნა-განმარტებით ბარათში ცვლილებების აუცილებლობის სათანადოდ არგუმენტირებული დასაბუთება წარმოდგენილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, სავაჭრო პალატას დაუმტკიცდა25 „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით ასიგნებები 67,5 ათასი ლარის ოდენობით. სავაჭრო პალატამ ერთ პირთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით ფიზიკური პირისაგან 65,0 ათას ლარად შეისყიდა26 მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება. აღსანიშნავია, რომ ავტომანქანის შესყიდვიდან ფაქტობრივად, ერთ თვეში აღნიშნული ავტომობილი, მაღალი გამავლობის ავტომობილის სანაცვლოდ, სავაჭრო პალატამ გადასცა ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ უკვე იგივე მანქანა გადასცა  აფხაზეთის მთავრობის აპარატს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეზე გასაპიროვნებლად. როგორც აუდიტის პროცესში გაირკვა, ზემოაღნიშნულ ავტომანქანას, 2019 წლის 9 იანვრიდან 2019 წლის 8 ოქტომბრამდე ფლობდა პირი, რომელიც დაკავშირებული მხარე აღმოჩნდა იმ პირთან, ვისზეც გაპიროვნებული იქნა მოცემული ავტომობილი. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სავაჭრო პალატის მიერ შესყიდვის განხორციელებამდე არ იქნა წინასწარ მკაფიოდ განსაზღვრული, თუ როგორი ტიპის ავტომობილი ესაჭიროებოდა სავაჭრო პალატას მისი საქმიანობიდან გამომდინარე − „სედანი“ თუ მაღალი გამავლობის ავტომობილი. ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია. არ იქნა მოპოვებული სრული ინფორმაცია ავტომანქანის შესახებ და არ მოხდა ამ ინფორმაციის გათვალისწინება ავტომანქანის შეძენისას გარიგების ფასის დადგენის დროს, კერძოდ:  აუდიტის ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შესყიდული სატრანსპორტო საშუალების ანგარიშიდან ირკვევა, რომ ავტომანქანის გარბენის მონაცემების ისტორიით, 2015 წლის 10 აპრილს ავტომობილების აუქციონზე გასაყიდად გატანისას, ავტომანქანა იყო ავარიულ მდგომარეობაში და გარბენი შეადგენდა 86,914 ამერიკულ მილს (139,0 ათას კილომეტრს) და არა 50,0 ათას კილომეტრს, როგორც ეს დაფიქსირდა სავაჭრო პალატის მიერ ავტომანქანის შესყიდვის მომენტისათვის;  ინტერნეტსაიტზე: http://myauto.ge არქივიდან ამოღებული შესყიდული მსუბუქი ავტომობილის შესადარისი ავტომობილების 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადებული ფასებიდან გაირკვა, რომ სავაჭრო პალატის მიერ შესყიდულ იქნა ყველაზე ძვირი ავტომობილი (გამოცხადებული ფასი 70,0 ათასი ლარი; შევაჭრების შემდეგ ფასდაკლებული 65,0 ათასი ლარი). ამრიგად, ზემოაღნიშნული დარღვევების გამომწვევი ფაქტორების შესწავლით გამოვლინდა, რომ რესპუბლიკურ ბიუჯეტში არასათანადო, დაუსაბუთებელი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა და კონტროლის სისუსტეები ზრდის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს. მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების პირობებში მთავრობას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში გახშირდა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში მთელი რიგი უზუსტობები, რაც ასევე ასახულია,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტის  ფინანსურ ანგარიშში (20 ოქტომბერი, 2020  წ. N28/36. იხ დანართი 2, გვ. 22-23.) რომელშიც ეჭვია გამოთქმული თაღლითურ შეთანხმებებზე და საუბარია რომ: ,,ვახორციელებთ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არსებითი უზუსტობის რისკის იდენტიფიცირებას და შეფასებას, რომელიც შესაძლოა დაშვებულ იქნეს თაღლითობის ან შეცდომის გამო, ვსაზღვრავთ და ვატარებთ ამ რისკების შესაფერის აუდიტორულ პროცედურებს და მოვიპოვებთ ჩვენი დასკვნის გამოსატანად საკმარის და შესაფერის აუდიტორულ მტკიცებულებებს. რისკი იმისა, რომ თაღლითობით გამოწვეული არსებითი უზუსტობა არ იქნება აღმოჩენილი, უფრო მაღალია, ვიდრე შეცდომით დაშვებულის, რადგან თაღლითობა შესაძლოა მოიცავდეს მოლაპარაკებას, გაყალბებას, განზრახ ინფორმაციის გამოტოვებას, დამახინჯებასან დადგენილიში და კონტროლის მექანიზმების იგნორირებას“ ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ აბაშიძემ მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, სულ მოკლე დროში მოახერხა კიკეთში მისი მეუღლის სახელზე გაფორმებულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა აგარაკი, სადაც ამ ბოლო დრომდე სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა (იხ. დანართი 2, გვ. 22) ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის 18 აპრილის N200 ბრძანებულებით შეიქმნა „საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო - სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 მარტის №208 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კომისია, რომლის ერთერთი წევრი გახლდათ რუსლან აბაშიძე; ეს ის კომისიაა, რომელმაც დაადგინა და ხელი მოაწერა დავით-გარეჯის პერიმეტრზე საქართველოს ისტორიული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილის აზერბაიჯანისათვის მიკუთვნებას. ამ აქტმა განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა ამ ბოლო პერიოდში. წარმოადგენდა რა კომისიის წევრს, რა თქმა უნდა რუსლან აბაშიძესაც ხელი აქვს მოწერილი ამ მოღალატეობრივ, ანტისახელმწიფოებრივ დოკუმენტზე. (განცხადებას თან ახლავს ვრცელი დამატებითი დოკუმენტები).                                                                                                                                                      აბაშიძის მოღვაწეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში წითელ ხაზად გასდევს უწყვეტი რეორგანიზაცია, გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლების უმოწყალოდ დათხოვნა სამსახურებიდან, თუმცა ყვავის ნეპოტიზმი. 2019 წელს, თავმჯდომარის მითითებით გაუქმდა სსიპ. ,,კულურისა და ხელოვნების ცენტრი“ და  სსიპ. ,,აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი“, აქ დასაქმებულთადან უმრავლესობა დათხოვნილ იქნასამსახურებიდან, უმეტესი მათგანი დარჩა მხოლოდ დევნილთა შემწეობის იმედად, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი  „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთასააგენტო“ (იხ. დანართი 6), ამას თან დაერთო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირება, რომელიც გაუქმებული სსიპ-ბის ბიუჯეტთან გაერთიანებულად გადაეცა ახლადშექმნილ სააგენტოს, რამაც გამოიწვია სამინისტროს ფუნქციების დაკნინება. რეორგანიზაცია განხორციელდა არა მხოლოდ ხსენებულ სამინისტროში არამედ სხვა გარკვეულ სამთავრობო სტრუქტურებშიც. სააგენტოს 2020 წლის მეორე ნახევარში ისევ დაემატა გარკვეული თანხა და მან დაახლოებით 700 000 ლარი შეადგინა. ზემოხსენებული სააგენტოზე ფინანსური კონტროლი უნდა განახორციელოს აფხაზთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, თუმცა ეს უფლება თავმჯდომარის მხრიდან მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული, რამაც შემდგომ განაპირობა მთელი რიგი პროცესები. თუმცა გვინდა მანამდე თავმჯდომარის უპრინციპულობასა და წინადუხედაობას  რამდენიმე სიტყვით შევეხოთ: 2019 წლის 28 მაისს იმ დროისათვის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნა ამავე სამინისტროს მინისტრის მოადგილედ (განცხადებას თან ახლავს დამატებითი დოკუმენტი) ხოლო მეორე დილით თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება  ი. გელენავას გათავისუფლების შესახებ. ((განცხადებას თან ახლავს დამატებითი დოკუმენტი) რაზეც მან პირად საუბრებში მოიხადა ბოდიში და ამით მისი აზრით ღირსეულად წარმოაჩინა თავი      2020 წლის 19 მარტს ირაკლი გელენავა კვლავ დაინიშნა აღნიშული სამინისტროს მინისტრის პირველ მოადგილედ (განცხადებას თან ახლავს დამატებითი დოკუმენტი)      აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და მისი გუნდი ვცდილობდით შეგვეცვალა თავმჯდომარის ფინანსური პოლიტიკა და შეგვეჩერებინა თანამშრომელთა გნუწყვეტელი დათხოვნა-ჩანაცვლების პროცესი. განსაკუთრებით კი ჩვენთვის უხერხულობას იწვევდა ზემოხსენებული სააგენტოს ფინანსური ხარჯვის პროცესი, თან ვიცოდით, რომ აუდიტი თუ დარღვევებს აღმოაჩენდა პასუხისმგებელი დარჩებოდა ჩვენი სამინისტრო, 2020 წლის 17 ივლისს, როდესაც ი. გელენავა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა და მინისტრთან, მინისტრის მოადგილეებთან, გუნდთან შეთანხმებით მომზადდა წერილი (განცხადებას თან ახლავს  დამატებითი დოკუმენტი) თხოვნით მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას სახელზე, რათა განეხილათ აღნიშნული სააგენტოს მთავრობის დაქვემდებარებაში გადაყვანის საკითხი, რადგან მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა. აღნიშნულ წერილს მოჰყვა ი. გელენავას თანამდებობიდან გათავისუფლება. (განცხადებას თან ახლავს ვრცელი დამატებითი დოკუმენტი) აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ი. გელენავას 2020 წლის 26 ივნისს გამოეცხადა მადლობა ,,კორონავირუსის (covid-19) გავრცელება პრევენციისა და ნეგატიური საზოგადოებრივი შედეგების შმცირების მიზნით  თავისი მოკრძალებული წვლილის შეტანაზე და სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ, კეთილსინდისიერად და ეფექტურად შესრულებისათვის“. (განცხადებას თან ახლავს დამატებითი დოკუმენტი      შემდომ თამჯდომარემ კვლავ დაიწყო კადრების შემცირებაზე საუბარი, რაც ათობით ადამიანის ოჯახს ფინანსური სახსრების გარეშე დატოვებით ემუქრებოდა, თან რაც მთავარია არანაირი ახსნა, არგუმენტი ამ ახირებისა თავმჯდომარემ ვერ წარმოადინა. აღნიშნულ გეგმას ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, რასაც მოჰყვა 2020 წლის 24 დეკემბერს მინისტრის გათავისუფლება (განცხადებას თან ახლავს ვრცელი დამატებითი დოკუმენტი)      იხელთა რა დრო რუსლან აბაშიძემ, 2020 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით გამოსცა განკარგულება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში (მინისტრის აპარატში) რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ“. (განცხადებას თან ახლავს ვრცელი დამატებითი დოკუმენტები) აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავმჯდომარის ძალისხმევით ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის“ კოლექტივზე, რომლებიც ისედაც მწირ გასამრჯელოს იღებენ,  2020 წლის ნოემბერსა-დეკემბერში არ გაიცა კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება. ასეთი საახალწლო საჩუქარი მიართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტული ერთეულების თანამშრომლებს, რითაც დასტურდება ჩვენს მიერ წარმოდგენილი საინფორმაციო წერილის დასაწყისში დაფიქსირებული მოსაზრება, რომ თავმჯდომარეს არანაირი კავშირი არ ჰქონია აფხაზეთთან, მას ვერ წარმოუდგენია დევნილთა დიდი ნაწილის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა ახერხებენ პროფესიულ ზრდას და წარმატებით ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. ჩვენ მივმართავთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რათა მოახდინოს შესაბამისი რეგირება წარმოდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ინფორმაცია მცირე ნაწილია იმისა თუ რა დარღვევებსა და განუკითხაობას, თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი აფხაზეთის მთავრობის მავმჯდომარის - რუსლან აბაშიძის თავმჯდომარეობის პირობებში. წარმოდგენილ ,,აუდიტის ანგარიშში“ არა ერთი დასკვნაა წარმოდგენილი ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით. აუცილებლად მიგვაჩნია პასუხი    გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით. P.S აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ამჟამინდელი თავმჯდომარე სათავეში ჩაუდგა 2019 წელს. თავისი ,,მოღვაწეობის“ მოკლე პერიოდში მან მოახერხა მიეღწია იმ შედეგისათვის რომელსაც ჰქვია თუ არა დამანგრეველი, ნულოვანი მაინც, და ეს მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე მწვავედ დგას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა და ამ პროცესში აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების როლი უნდა იყოს ერთერთი წარმმართველი. თავის დროზე, დევნილ მოსახლეობაში აფხაზეთის მთავრობის  მეთაურად აბაშიძის დანიშვნამ  დიდი პროტესტი და მოულოდნელი გაკვირვება გამოიწვია, რადგან მის ბიოგრაფიაში არ არსებობს მინიშნებაც კი, რომელიც აფხაზეთთან ყოფილიყო დაკავშირებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის ქ. გაგრაშია დაბადებული, ხოლო როდესაც ჩვენი გმირები აფხაზეთის ომში სამშობლოს ეწირებოდნენ, ბატონი აბაშიძე საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა. მას არ იცნობდა დევნილი მოსახლეობა და მათ ის დღემდე ვერ აღიქვეს თავიანთ წარმომადგენლად, რასაც ადასტურებს რეგიონებში სტუმრობისას მის მიმართ არაერთგზის დევნილების მხრიდან დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ ეს განწყობა გააძლიერა ამ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე აბაშიძის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, მოადგილეები და მათი გუნდის წევრები გამოვთქვამთ მზაობას მივიღოთ მონაწილეობა რუსლან აბაშიძესთან დებატებში, ასევე წარმოდგენილ და სხვა პრობლემებზე ვესაუბროთ მედია საშუალებების წარმომადგენლებს“, - ნათქვამია განცხადებაში. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რას უპასუხებს აღნიშნულ ბრალდებებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მაგრამ მის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებენ. „ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. თუ დანაშაულია, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებოდნენ“,_  გვითხრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურში. მოჰყვა თუ არა რაიმე სახის რეაგირება აღნიშნულ წერილს _  ამის გასარკვევად ირაკლი გელენავას დავუკავშირდით. „ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია. მე არავინ დამკავშირებია. გავავრცელეთ გაზეთებში, სააგენტოებში და ჯერ არ გამოქვეყნებულა.  პირველი ხართ თქვენ,  ვინც დამირეკა“,_ გვითხრა ... ...
  • ექსკლუზივი: სად და რატომ გადაჰყავთ გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი კახეთში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს. როგორც წყარო გვეუვბნება, მურადაშვილის ადგილს სამცხე-ჯავახეთის  პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დაიკავებს. მურადაშვილი აღნიშნულ პოსტს 5 წლის განმავლობაში იკავებდა, რაც უახლოეს პერიოდში იშვიათია. მან ახლახან კოვიდი დაამარცხა საკმაოდ მწვავე ფორმებში. მურადაშვილს, როგორც უწყებს ერთ-ერთ გამორჩეულ თანამშრომელს, ისე ახასიათებენ. ჩვენი წყაროს თქმითვე, მურადაშვილის გადაყვანა როტაციის პრინციპს უკავშირდება. მურადაშვილის კახეთში გადაყვანის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. ჩვენი ინფორმაციით კი, მურადაშვილი გუშინ უკვე გამოემშვიდოვბა გურულ ... ...
  • ირაკლი ზარქუა - გუბაზი პარლამენტში 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად, ეძინანაკლებად მაინტერესებს, იქნება თუ არა პარლამენტში გუბაზ სანიკიძე, დანარჩენი ოპოზიცია გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის მძევალი არ უნდა გახდეს, _ ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია და ა.შ. დროა, სწორედ ამ თემებზე გადავერთოთ. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას და მის გარკვეულ ნაწილს, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. თუ უნდათ მუშაობა, სამუშაო აქ არის. „ენდიაის“ კვლევები ხომ ნახეს, სადაც პრიორიტეტი ყოველთვის ოპიზიციის აზრს ენიჭებოდა და იცით, ჩვენი პოზიცია ამ კვლევებთან დაკავშირებით. მათ ამომრჩეველი ეუბნებათ, შედით, ილაპარაკეთ პარლამენტში და იქ გააკეთეთ საქმეო. მეტი რა უნდა ვქნათ? ოპოზიციას გონივრული ვადა მივეცით, იმ პირობებში, რა პირობებშიც შესაძლებელი იყო და წავყევით, რეფორმის ნაწილშიც, იგივე საარჩევნო თემატიკაზე. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზ სანიკიძე პარლამენტში იქნება თუ- არა. არ მაინტერესებს, რადგან ჩვენ ვნახეთ, გუბაზი 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად, ეძინა. გუბაზისნაირი ტიპები რომ არიან ოპოზიციაში ლიდერებად, დანარჩენი ოპიზიცია არ უნდა გაჰყვეს. არ უნდა გახდნენ მძევალი გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის“, – განაცხადა ირაკლი ... ...
  • ვინ არიან ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლობის კანდიდატები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.  როგორც მან აღნიშნა, ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურაა წარდგენილი.  „ვაკის რაიონში გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურას წარმოვადგენ, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ვაკის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის საჭიროებებს. ის არის ეკონომისტი, ბიზნესისა და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი.  მას არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველა პროცესში პირადად იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ  გამოწვევას, რომელიც ვაკის რაიონს აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, გლდანის რაიონის გამგეობას ხელმძღვანელობდა. „ცვლილებები გვაქვს კრწანისის რაიონში. ლევან ჯაფარიძე, რომელიც აღნიშნულ რაიონს ხელმძღვანელობდა, ამჟამად, საკრებულოში საქმიანობს. კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა, რომელიც აქამდე გლდანის რაიონის გამგებელი იყო. ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის. ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, კრწანისის რაიონში წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება გლდანს, აღნიშნულ რაიონს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „გლდანის რაიონში მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა - განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელიც გლდანის რაიონში დღემდე განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი ახალი თანამდებობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც გლდანის რაიონში არსებობს, ღირსეულად უპასუხოს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დიდუბის რაიონის გამგეობას ირმა ზავრადაშვილის ნაცვლად, ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. „მინდა, დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი - სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევან ჯღარკავას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის საქმიანობა. მინდა, მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ ლევან ჯღარკავა აქაც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ყველა მათგანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, პროექტებში ჩართულობა და მათი მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება ... ...
  • კალაძე: კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხსდედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი გადაცდომები მიუღებელია. „რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ კუთხით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. „მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ“, - განაცხადა  კახა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....