10 ყველაზე საშიში დაავადება, რომელთაც გაანადგურეს მილიონობით სიცოცხლე

საზოგადოება

10 ყველაზე საშიში დაავადება, რომელთაც გაანადგურეს მილიონობით სიცოცხლე

2014 დეკ 12 15:15:47

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიცინა საკმაოდ განვითარებული დარგია, მაინც არსებობს დაავადებები, რომელთა წინააღმდეგაც იგი უძლურია. ცოტა ხნის წინ, გამოყვეს 10 ყველაზე საშინელი დაავადება, რომელიც ქვეყნიერების ისტორიაში განუკურნებელ დაავადებად მიიჩნეოდა და  რამდენიმე მათგანი დღესაც  იკიდებს ფეხს.

გთავაზობთ ისტორიაში შესულ ყველაზე საშინელი ეპიდემიებისა და დაავადებების ათეულს, რომელთაც გაანადგურეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

ტიფი
ტიფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც იწვევს ბაქტერია Rickettsia. სიტყვა ტიფი- “typhos” კი ბერძნულიდან მომდინარეობს და პირდაპირი თარგმანით ნისლს, ბურუსს ნიშნავს. პირველად დაავადება აღწერეს ესპანეთის ბლოკადაში 1489 წელს, რომელიც ხასიათდებოდა ცხელებით და წითელი ლაქებით ხელებზე, გულ-მკერდსა და ზურგზე. ალყის დროს ესპანელებმა დაკარგეს 3000 მეომარი, თუმცა 17 000 სწორედ  ტიფით გარდაიცვალა. მთელს ევროპაში დაავადება ფართოდ იყო გავრცელებული 16-19 საუკუნეებში ინგლისის სამოქალაქო ომის, ოცდაათწლიანი ომისა და ნაპოლეონის ომების დროს. ორმოცდაათწლიანი ომის დროს 8 მილიონი გერმანელი დაიღუპა ტიფით. აღსანიშნავია, რომ 1812 წელს რუსეთ-საფრანგეთის ომის დროს, ამ დაავადების გამო, ნაპოლეონმა უკან დაიხია, ვინაიდან  ტიფით დაიხოცა იმაზე მეტი ფრანგი მეომარი, ვიდრე რუსების ტყვიით.

ვირუსი ებოლა

სახელწოდება “ებოლა” დაავადებამ მიიღო ადგილიდან, სადაც იგი პირველად აღმოაჩინეს. სწორედ მდინარე ებოლაში დაფიქსირდა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში მძვინვარებს, მისი გამავრცელებელი ცხოველებიც სწორედ იქ ბინადრობენ, თუმცა არის საშიშროება, რომ ვირუსი გავრცელდეს. ორი ამერიკელი დაინფიცირდა აფრიკაში დაავადებულების მოვლის დროს, რომლებიც უმალ მოათავსეს ატლანტას საავადმყოფოში (აშშ) და ახლა ისინი გამოჯანმრთელების გზას ადგანან.

ამჟამად ვირუსის კლინიკური ვაქცინა არ არსებობს, თუმცა, იმუნოლოგიის და ვაქცინაციის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით კი 2015 წლისთვის მიღებული უნდა იქნას ვაქცინა. ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია დაიწყებს ტესტირებას მომდევნო თვეში.
ვირუსის გამავრცელებელი მფრინავი მელიაა, რომლის ხორციც მიირთვა მოსახლეობამ. ამიტომ მედიკოსები რეკომენდაციას იძლევიან მივირთვად ღრმად შემწვარი ხორცი, ხოლო როდესაც საქმე ინფექციებს ეხება, უმჯობესია იკვებოთ მხოლოდ ბოსტნეულით.

ებოლას ერთ-ერთი მთავარი ფაქტია ის, რომ სიკვდილიანობის მაღალი 50-90% მაჩვენებელი გააჩნია, საფრთხე კი ძირითადად ეხება მათ, რომელთაც უკვე გადაიტანეს ეს დაავადება.

ადამიანებს შეუძლიათ ასევე გადასდონ ერთმანეთს ეს ვირუსი, თუ ვირუსმა შეაღწია მათ სისხლში. ხოლო როდესაც სიმპტომები ისპობა, მამაკაცს “სპერმის” საშუალებით მაინც შეუძლია ვირუსი გადასდოს სხვას 60 დღის განმავლობაში.

ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებია კუნთების, თავის, ყელის ტკივილი, ისე როგორც ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპს ახასიათებს, შემდეგ კი იწყება გულისრევა, დიარეა, ღვიძლის და თირკმლის დაზიანება, ზოგიერთის შემთხვევაში კი შიდა და გარე სისხლდენა.

მიმდინარე ეპიდემიებს შორის ებოლა უმსხვილესია მედიცინის ისტორიაში. 2014 წლის 6 აგვისტოს მონაცემებით 1779 ადამიანი იყო დაინფიცირებული ებოლას ვირუსით, რომელთაგან 961 დაიღუპა.

მალარია

მალარიის დამახასიათებელი სიმპტომებია ანემია, ცხელება, ციება, კომა და სიკვდილიც კი. მისი გამავრცელებელი კი კოღოა, რომელმაც დაკბინა ჯერ ინფიცირებული და შემდეგ ჯანმრთელი ადამიანი. ყოველ წელს 400 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება მალარიის, რასაც დღემდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მალარია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სერიოზული პრობლემები ახასიათებს. ამჟამად არ არსებობს ვაქცინა, რომელიც პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას დაეხმარება, თუმცა მისი განვითარება ხორციელდება მუდმივად.

ქოლერა

ქოლერა სერიოზული ეპიდემიის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია კანის სიმშრალე, შოკი, ფეხების კრუნჩხვა, ღებინება, ცხვირიდან სისხლდენა, დიარეა და სიკვდილიც კი. თუ დაავადების გამოვლინების შემთხვევაში სამი საათის მანძილზე არ ჩაუტარდა პაციენტს სამედიცინო დახმარება, ის იღუპება. ქოლერა პირველად დაფიქსირდა ბენგალში, საიდანაც ის გადაედო ინდოეთს, ჩინეთს, მალაიზიასა და კასპიის ზღვის ქვეყნებს. 1826 წლისათვის მხოლოდ ინდოეთში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ 15 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. დღეს კი მისი განკურნება შესაძლებელია რეჰიდრატაციული თერაპიისა და ანტიბიოტიკების მეშვეობით.

ყვავილი

ყვავილი ის უძველესი დაავადებაა, რომელიც გამოჩნდა ჩვ.წ. აღრიცხვამდე. იგი ყოველწლიურად კლავდა 400 000 ადამიანს. მისი დამახასიათებელი თვისებაა ჭრილობები კანზე. დაავადებას თან ახლავს ღებინება, ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და სიბრმავე. მოიაზრებენ, რომ ყვავილი გაჩნდა ძველი ეგვიპტური მუმიებისგან და ინდოეთში ის ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს, სადაც დაავადებამ 2000 წელზე მეტ ხანს დაჰყო. 19-20 საუკუნეებში წარმატებულმა ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და 1979 წლის დეკემბერში ის სამუდამოდ გაანადგურეს. უნდა ითქვას, რომ ყვავილი ერთადერთი დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთლიანად განადგურდა.

ესპანური გრიპი

1918 წელი სპეციფიკური იყო გრიპის პანდემიით, რომელსაც ესპანური გრიპი შეარქვეს და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ისტორიული და ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ვირუსის გეოგრაფიული წარმოშობა. პანდემია გრძელდებოდა 1918 წლის მარტიდან 1920 წლის ივნისამდე და საერთო ჯამში ოცი მილიონ ასი ათასი ადამიანი დაიღუპა მთელს მსოფლიოში. ამ სასიკვდილო ვირუსის ქვეტიპია H1N1, რაც იგივეა, რაც დღევანდელი ღორის გრიპი. მსხვერპლი უმეტესად ჯანმრთელ და მოზარდ ადამიანებში იყო, ვიდრე ხანდაზმულებს, დასუსტებულებსა და ბავშვებში.

ყვითელი ცხელება

ყვითელი ცხელების სიმპტომებია შეკრულობა, ციება, ცხელება, ღებინება, გულის ნელი ცემა. დაავადება იწვევდა 30 000 ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად. ყვითელი ცხელების ეპიდემია იყო ფილადელფიასა და პენსილვანიაში 1973 წელს. მხოლოდ ფილადელფიაში 10 000 ადამიანი დაიღუპა ერთ თვეში. შეშინებული მოსახლეობა და მათ შორის პრეზიდენტიც ქალაქიდან გაიქცნენ, თუმცა ისევ აღდგა ქვეყნის ხელისუფლება.

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზმა, როგორც ირკვევა ყველაზე დიდი შეშფოთება გამოიწვია მოსახლეობაში 19-ე საუკუნის ადრეულ ხანასა და 20 საუკუნეებში. 1815 წელს ყოველი მეოთხე ფატალური შემთხვევა ინგლისში დაკავშირებული იყო ტუბერკულოზთან. 1918 წელს კი ყოველი მეექვსე ფატალური შემთხვევა სწორედ ტუბერკულოზის მიზეზით ხდებოდა საფრანგეთში. 20-ე საუკუნისთვის კი ამ მიზეზით 100 მილიონზე ადამიანი დაიღუპა ჯამში. ტუბერკულოზი დღესაც ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც მედიცინა კვლავ ებრძვის. ტუბერკულოზი როგორც მოგეხსენებათ ფილტვის დაავადებაა, რომელსაც ახლავს ხველა, წონის დაქვეითება (კლება), ოფლიანობა, სისხლიანი ნერწყვი. ძვლის ნაშთები აჩვენებს, რომ ტუბის ჩხირი ჩვ.წ. აღ-მდე 7000 წლით ადრე გამოჩნდა. ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. ტუბერკულოზური პროცესი უხშირესად ვითარდება ფილტვებში, გარდა ამისა იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში (თავის ტვინის გარსები, ძვლები, სახსრები, თირკმელები, შარდის ბუშტი და ა.შ. – ე.წ. ფილტვგარეშე ტუბერკულოზი). ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად.

პოლიომიელიტი

პოლიომიელიტი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ხერხემალზე. ამიტომ ხშირად, პილიოთი დაავადებულები პარალიზებულნი რჩებიან. სიმპტომები – თავის ტკივილი, კისრის, ზურგის და მუცლის ტკივილი, ღებინება, ცხელება და გაღიზიანება. 1952 წელს ეპიდემიის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 000 ბავშვი დარჩა პარალიზებული, ხოლო 3000 დაიღუპა. მას შემდეგ კი, რაც ვაქცინა შეიქმნა, დაავადების განვითარების რისკი ნაკლებია. პოლიომიელიტი (პოლიოს – რუხი, მყელოს – ზურგის ტვინი; სინონიმები: ბავშვთა მწვავე ავ-ზურგტვინის დამბლა, ბავშვთა მწვავე სპინალური დამბლა, ჰეინე-მედინის დაავადება) მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის (უმეტესად – ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების) დაზიანება, ასევე – ნაწლავებისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებები. პოლიომიელიტის გამომწვევი (პოლიოვირუს ჰომინის) ეკუთვნის ენტეროვირუსების გვარს, პიკორნავირუსების ოჯახს.

ბუბონის ჭირი

დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია- ლიმფური კვანძების გადიდება, კანის გაწითლება და შემდეგ გაშავება, მძიმე სუნთქვა, კიდურების ლპობა, სისხლის ღებინება და საშინელი ტკივილი. 1300 წლებში ევროპაში ყველაზე საშინელ პანდემად ითვლებოდა ეს დაავადება, რომელსაც 200 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მას “შავი სიკვდილი” შეარქვეს. დაავადების გამავრცელებელია ინფიცირებული რწყილი. დღეს შექმნილია ვაქცინა, რომელიც კურნავს შავ ჭირს, თუმცა, გასულ საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე საშიში იყო დაავადებათა შორის.

წყარო: internetmedia.ge




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...