უცნობი ბარაკ ობამა

საზოგადოება

უცნობი ბარაკ ობამა

2014 დეკ 12 20:26:57

ცოტა ხნის წინ ამერიკულ მასმედიაში ბატონ ბარაკ ობამას ბიოგრაფიის რამდენიმე უცმობი დეტალი გამოქვეყნდა.

გენეალოგიის საკითხებში ცნობილი სპეციალისტის, უილიამ ადამს რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას წინაპრები, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დასახლებული ერთ-ერთი პირველი რეგისტრირებული მოსახლეები – ედვარდ ფიცრანდოლფი (1607-1684) და მართა ელტონჰედი (1628-1689) იყვნენ, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე გადასახლებული, დიდი ბრიტანელი მეფეების – ვილჰელმ (ლომი) პირველი შოტლანდიელის (ფიცრანდოლფის მხრიდან) და ედუარდ პირველი ინგლისელის (ელტონჰედის) შთამომავლები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ვილჰელმი და ედუარდი, რიურიკების სამეფო საგვარეულოს, რუსეთის მეფის იაროსლავ ბრძენის ქალიშვილების  შთამომავლები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ობამა შესაძლოა, რუსეთის სამეფო ოჯახის შთამომავალი იყოს. ასევე, რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას შესაძლო წინაპარია ბრეტონელი ჰერცოგი ედ პირველი, რომელიც მეფეების – კარლ და ალფრედ დიდების შთამომავალია.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა კატეგორიულ უარს აცხადებს იმ ფაქტზე, რომ მისი მეუღლე თმას იღებავს. ბარაკ ობამას თმის გაჭაღარავება მას შემდეგ დაეწყო, რაც თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში დაიდო ბინა. პრეზიდენტობის განმავლობაში გადაღებულ ფოტოებზე  ობამას ხშირად ეცვლებოდა ვარცხნილობა, იგი ხან ჭაღარაშეპარული, ხან კი სრულიად შავი თმით ჩნდებოდა. თმის შეღებვის ფაქტს თავად ობამაც უარყოფს, თუმცა ფოტოებიდან აშკარად ჩანს, რომ პრეზიდენტი თმის საღებავს მოიხმარს. საინტერესოა, რომ ობამას მსგავსად, თმის შეღებვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა რონალდ რეიგანი, რომელიც ასევე განიცდიდა ჭაღარა თმების გაჩენას.

ამერიკულ პრესაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა პერიოდულად გეი-სკანდალის მონაწილე ხდება. გაზეთ „ვაშინგტონ ინსაიდერის” ცნობით, 90-იან წლებში, ჯერ კიდევ ილინოისის შტატის სენატორობისას ბარაკ ობამა ხშირად სტუმრობდა ერთ-ერთ კლუბს, სადაც გავრცელებული ვერსიით მდიდარი „ცისფერები” იყრიდნენ თავს. გარდა ამისა, ამერიკულ პრესაში გავრცელდა ობამას სავარაუდო საყვარლების ვინაობაც. ესენი არიან: მავანი ლარი სინკლერი, რომელსაც თითქოს ინტიმური კავშირი ჰქონდა ობამასთან, თეთრი სახლის აპარატის უფროსი, რემ ემანუელი და ობამას პირადი მწვრთნელი კალათბურთში, რეჯი ლავი, რომელიც თვეში ხელფასის სახით 104 ათას დოლარს იღებდა.

ერთხელ ბარაკ ობამამ მონაწილეობა მიიღო ტელეარხ „დისქავერის” ცნობილ გადაცემაში „ლეგენდების მსხვრეველები”. პრეზიდენტმა პირადად დაავალა გადაცემის წამყვანებს – ექსცენტრიკულ ადამ სევიჯს და ჯეიმი ჰაინემანს შეემოწმებინათ ძველი ლეგენდა, რომლის თანახმადაც ანტიკურმა მეცნიერმა არქიმედემ გადაწვა რომაული საზღვაო ფლოტი მზის სხივებისა და სარკეების სისტემის გამოყენებით.

მიშელ ობამა მეუღლის გაპრეზიდენტების შემდეგ მუდმივად მოდის კრიტიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მსოფლიო მოდის ფოკუსში მყოფი მიშელი ცნობილ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას, ძირითადად, „კელვინ კლაინს”, „იზაბელ ტოლედოს”, „ნარცისო როდრიგესსა” და „ნინა რიჩის”. სამკაულებიდან კი ბოლო დროა, ერთ-ერთ ჩინურ საიუველირო ბრენდს ირჩევს. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორესთან შეხვედრის დროს, მიშელ ობამას სწორედ ჩინური ბრილიანტებითა და ჟადეიტით მორთული ბეჭედი ეკეთა.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...