ოზურგეთის ტუბდისპანსერის სამ პაციენტს სხვა ქალაქებში მოუწევს მკურნალობა

gurianews.com

საზოგადოება

ოზურგეთის ტუბდისპანსერის სამ პაციენტს სხვა ქალაქებში მოუწევს მკურნალობა

2011 ოქტ 29 10:50:01
"გურია ნიუსი" უკვე წერდა, რომ ოზურგეთის ტუბდისპანსერი გაუქმდა და იქ მყოფ პაციენტებს სახლში მოუწევთ წასვლა. ამჯერად ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ ავადმყოფებთან ერთად, სახლში წასვლა მედიცინის რამდენიმე ათეულ მუშაკსაც მოუხდა და ვინც ტესტირებას გაივლის, მხოლოდ მათ შეეძლებათ ამ სფეროში მუშაობა. "გურია ნიუსისთვის" ისიც გახდა ცნობილი, რომ "ტუბის" ორი ექიმიდან, ერთმა უარი თქვა ტესტირებაზე.

"მედალფას" ოზურგეთის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ანთაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს: _ ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და კომპანია "მედალფას" შორის, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო შპს-ების ლიცენზიების გადაცემას. ოზურგეთის ექვსივე სამედიცინო შპს-ს ლიცენზია გადაეცა "ალფას." რაც შეეხება ფთიზიატრიას, როგორც მოგეხსენებათ, პროგრამას აფინანსებს სახელმწიფო და ამის გამო, ჩვენს დაწესებულებას ეს ლიცენზია არ მიგვიღია.

_ ბატონო ლევან, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უკვე სამი პაციენტი წავიდა სახლში, რომლებიც საჭიროებდნენ სტაციონარულ მკურნალობას.

_ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საავადმყოფო კეთდება. თბილისში ეს საავადმყოფო გაკეთებულია. ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში კი ფთიზიო საავადმყოფოები კეთდება, რომელიც ამ ადამიანების სტაციონარული მკურნალობისთვისაა გამიზნული.

_ მანამდე რა ქნას პაციენტმა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება?

_ ჩვეულებრივად შეუძლია, გააგრძელოს მკურნალობა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში სახელმწიფოს ხარჯზე.

_ სანამ მათი ბედი გადაწყდება და ისინი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გააგრძელებენ მკურნალობას, მათ ჯანმრთელობას საშიშროება არ დაემუქრება?

_ საშიში უფრო იმ პირობებში ყოფნაა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. თბილისის ფთიზიატრიის საავადმყოფო თანამედროვე დონეზეა გაკეთებული და მოთხოვნას აკმაყოფილებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე მიმდინარეობს, რადგან ტუბერკულოზი _ ეს არ არის მარტო ინდივიდუალური დაავადება, ეს არის სოციალური დაავადება, გადამდები და ა.შ., _ გვითხრა ლევან ანთაძემ.

ტუბდისპანსერის თანამშრომლების ჯგუფი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებს", კონკრეტულად ფრაქციის თავმჯდომარეს, კახა ღლონტს დაუკავშირდა.

_ მათი განმარტებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შპს "მედალფას" შორის 2011 წლის 12 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება _ კოლექტივს გაუფორმეს ერთთვიანი ხელშეკრულება, რომელიც თარიღდება 1 ოქტომბრით. სამსახურის რეორგანიზაციასთან (ლიკვიდაციასთან) დაკავშირებით არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ. ოზურგეთის რაიონის მასშტაბით უქმდება ტუბერკულიოზით დაავადებულთა სტაციონარული მკურნალობა; ამ სენით დაავადებულთა სტაციონარული მკურნალობა შესაძლებელი იქნება იმერეთში, აჭარაში ან სამეგრელოში. მიუხედავად იმისა, რომ სტაციონარში იმყოფებოდა ავადმყოფები, ტუბდისპანსერს შეუწყვიტეს დაფინანსება, რის გამოც კოლექტივი იძულებული გახდა, გაეწერათ ავადმყოფები. შპს "ოზურგეთის ტუბდისპანსერის" ლიკვიდაცია მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით, რაც სტაციონარის ახალაგებულ "ავერსის" კლინიკასთან შერწყმაში მდგომარეობს.

საკითხის შესწავლის მიზნით, გადავწყვიტე ადგილზე მისვლით გამერკვია არსებული სიტუაცია. იმის გამო, რომ სტაციონარში თბილისიდან ჩამოსული კომისია უნდა მოსულიყო, არ მომეცა საშუალება შევხვედროდი შპს "ოზურგეთის ტუბდისპანსერის" მთავარ ექიმს, რომელიც არამარტო ჩემთვის, ყველა მისი კოლეგისა და პაციენტებისთვის მაღლკვალიფიცირებულ პროფესიონალს წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ ქალბატონ ჯულისთან შეხვედრის შემდეგ, მე მექნება ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს კახა ღლონტმა, _ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მივმართე ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ ირინა საჯაიას, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით. ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ გაკეთდა განცხადება, მიმდინარე პროცესებში გარკვევის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოწვეულ იქნას შპს "ოზურგეთის ტუბდისპანსერის" კოლექტივი და "მედალფას" წარმომადგენლები. ჩვენი განცხადების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაავალა შესაბამის კომისიას, უმოკლეს ვადაში შეესწავლა საკითხი.

სამედიცინო დაწესებულებებში უკვე წლებია, რეფორმები მიმდინარეობს. რეფორმა, რომელიც ნოვატორული ხასიათის იქნება და გამიზნული იქნება ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მომსახურების გასაუმჯობესებლად და მოსახლეობის ყოფითი პრობლემების შესამსუბუქებლად, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას და მოწონებას იმსახურებს, მაგრამ ასეთი სახით გატარებული რეფორმა, ჩემი აზრით, არანაირ მოწონებას არ იმსახურებს. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც არამარტო ტუბდისპანსერის მედპერსონალს, არამედ მთლიანად ოზურგეთში მოღვაწე სამედიცინო კოლექტივებს, რა პირობებში უხდებოდათ მუშაობა, რამდენი პაციენტის სიცოცხლე გადაურჩენიათ და მათი ასეთი სახით "ამაგის დაფასება" ჩემთვის მიუღებელია. აღნიშნული რეფორმის გატარების შემთხვევაში, ტუბერკულოზით დაავადებულებს მოუწევთ ისედაც შეჭირვებული ყოფის ფონზე სამეგრელოს, აჭარის ან იმერეთის შესაბამის კლინიკებში წასვლა, ხოლო ტუბდისპანსერის მედპერსონალის უმრავლესობას უმუშევრობა ემუქრება. რაც შეეხება ტუბერკულოზით დაავადებულთა კაბინეტურ მომსახურებას, სხვა დაავადებულებთან შეხების დიდი ალბათობით, საყურადღებო იქნებოდა პროფესიონალთა მიერ რისკფაქტორების შეფასება, _ ამბობს კახა ღლონტი.


ნახვა: 511


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...