„ბერი კლდეების მიმდებარედ წიაღის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია“

gurianews.com

საზოგადოება

„ბერი კლდეების მიმდებარედ წიაღის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია“

2014 დეკ 23 00:04:01

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ქარელის რაიონის სოფელ დოღლაურის ე.წ. ბერი კლდეების მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესაძლო გამოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

განცხადებას "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით აუქციონის გამოცხადებისა და შესაბამისი რესურსით სარგებლობის საკითხები რეგულირდება "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" და "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონებით.

აღნიშნული კანონების თანახმად, დადგენილია აუქციონის გამოცხადების პროცედურები, შესაბამისი სალიცენზიო პირობები და ყველა ის შემაკავებელი და აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც ეკისრება საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში.

"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, დაინტერესებული პირი გამოვლინდება მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების აუქციონის გამოცხადების შემდგომ, რომელსაც აუქციონში გამარჯვებისას უფლება ეძლევა განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ამავდროულად უდგინდება ვალდებულებები, მათ შორის - დაიცვას "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლი და დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამუშაოები კულტურული ან არქეოლოგიური ღირებულების ობიექტის გამოვლენის შემთხვევაში. თავის მხრივ, აგარა-ზემო ოსიაურის და რუისი-აგარას გზის საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ ავალდებულებს საქმიანობის განმახორციელებელს დაიცვას კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" და სამშენებლო სამუშაოების დროს კულტურული მემკვიდრეობის/არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენის შემთხვევაში შეწყვიტოს საქმიანობა და აცნობოს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ ეხება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელს, კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებას "დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისათვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ" სახელმწიფო ორგანოებს.

მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს, სამინისტროში ინფორმაციის შემოსვლისთანავე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სალიცენზიო ფართობის შემოწმება და დადგინდა, რომ სარგებლობა ხორციელდებოდა ლიცენზიის პირობების დარღვევით, კერძოდ ლიცენზიის მფლობელის მიერ წიაღით სარგებლობის პროცესში არ იყო დაცული "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ კომპანიას წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის საფუძველზეც წიაღით მოსარგებლეს აეკრძალა საექსპლუატაციო სამუშაოების განხორციელება კომპეტენტური ორგანოს დადებითი დასკვნის გარეშე. ასევე, შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ამ ეტაპზე წიაღის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია.

მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტო" კიდევ ერთხელ მოახდენს ლიცენზიანტების ინფორმირებას მოქმედი კანონის მოთხოვნებზე. პარალელურად, ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა წიაღით სარგებლობისა და მასთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები უახლოეს პერიოდში ევროპული სტანდარტებით დარეგულირდეს",_ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში..


ნახვა: 42


 ახალი ამბები
  • ელჭექი, სეტყვა, წყალმოვარდნები _ როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. "18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", _ ნათქვამია ეროვნული სააგენტოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა უნდა გაითვალისწინონ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმასაქართველოში ნადირობის სეზონი დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას, თან უნდა იქონიონ დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 15 თებერვლამდე. სამინისტროს ნორმატიულ აქტში ცვლილებაა. ხანძრების გამო, სანადიროდ ნებადართული ადგილები შემცირდა. საქართველოში, დღეისათვის, 40 000-ზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ ... ...
  • ოზურგეთში აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოაბრძანეს ოზურგეთში აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოაბრძანეს. ხატს მორწმუნეები ქალაქის ცენტრში გალობით დახვდნენ და ეპარქიის სამღვდელოების მიერ  დოქსოლოგიის შესრულების შემდეგ, ხატი ოზურგეთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს. დღეს ხატს ბახმაროს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ კი ხატის მოლოცვა მომლოცველებს ჩოხატაურის წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში ... ...
  • ქალი ფრინველის ფეხებზე - "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი ახალი სახიფათო თამაში "მომო" ინტერნეტ სივრცეშისაშიში ქალი სახელად "მომო," უკვე საქართველოშია. ბოლო რამდენიმე კვირაა მან მსოფლიოს ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საშიში „მომოს“ შესახებ ვიდეომასლა ქართულ ენაზეც არის. "მომო" ტოკიოს ვანილას გალერეის ექსპონატის პროტოტიპია - ქალი ფრინველის ფეხებზე. კავშირს საშიშ ინტერნეტ ბოტთან მობილური ტელეფონით ამყარებენ, შემდეგ კი აგზავნის საშიშ ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებს. "მომო" იძლევა მითითებებსაც და უკანასკნელი დავალება მისგან, მსგავსად "ლურჯი ვეშაპისა" თვითმკვლელობაა. „მომოსთან“ კონტაქტობენ საქართველოშიც. "კურიერის" რეპორტაჟის გმირი ამბობს, რომ ხშირად ინტერნეტ ბოტი მოზარდებს აშანტაჟებს და მათ სუიციდს აიძულებს. ჯერჯერობით, დაუდგენელია საშიშ ინტერნეტთამაშის უკან რეალური პიროვნებაა თუ ვირუსი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ადამიანს უკავშირდება. მსგავსი სახიფათო თამაშებისთვის მოწყვლად ჯგუფებს ძირითადად არასრულწლოვნები წარმოადგენენ.  ფსიქოლოგები მოუწოდებენ მშობლებს, შეეცადონ დაამყარონ შვილებთან მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობები, რადგან მოიპოვონ მათი ნდობა და ისაუბრონ მათ გატაცებებსა თუ შიშებზე. საქართველოში ბავშვებმა „მომოს“ შესახებ ბევრი იციან. ზოგი მონსტრს ინტერესის გამო თავადაც უკავშირდება, თუმცა, ინტერნეტ ბოტის შესახებ არაფერი იცის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. წყარო: ... ...
  • თვითმკვლელობა ოზურგეთში _ შანტაჟი ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებითა და ვიდეოკადრებითრამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 15 წლის ნ.ბ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...