ხელისუფლებას 40 წლის ახლა აღარ ეზარება?

gurianews.com

საზოგადოება

ხელისუფლებას 40 წლის ახლა აღარ ეზარება?

2011 ოქტ 31 09:48:30
ვარდების რევოლუციის შემოქმედთა მიერ მოძულებული, "დაკარგული თაობა" _ 45-დან 60 წლამდე ადამიანები სააკაშვილის რეჟიმმა უსარგებლო მასად შერაცხა და სამსახურებიდან პანტაპუნტით გაყარა. მთელ საქართველოს ახსოვს, "ვარდნარიდან" შობილმა ერთმა ნორჩმა მინისტრმა როგორ ყინჩად ბრძანა, 40 წლის მუხაც მეზარებაო!

ახლა კი 45-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეთა დასაქმება, უეცრად პრეზიდენტის ინიციატივა გახდა და იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ამ მისიას იკისრებენ, საშემოსავლო გადასახადისაგან გაათავისუფლებენ.

საინტერესოა, რამ უბიძგა პრეზიდენტს "ჩარეცხილების" ამოსარეცხად, ისინი ხომ კარგა ხანია, საჭირო და სრულფასოვან მოქალაქეებად აღარ ითვლებიან ჩვენი ხელისუფლების დიდი ნაწილის თვალში? მათ იმის მოსმენაც კი არასოდეს უნდათ, რომ ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში, 50-65 წლის ასაკის ინტელექტუალური ელიტა ოქროს კაპიტალად ითვლება და იმავე ქვეყნების საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში "შევერცხლილ თავებს" ხედავენ მხოლოდ.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, ოზურგეთში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, რამდენი შტატი შემცირდა ამა თუ იმ სამსახურში. სრულყოფილი დათვლა გაჭირდა, მაგრამ ათეულობით ადამიანი, ზოგან კი მთლიანად სამსახურებია გაუქმებული, თან უბოდიშოდ _ ასე გვინდა და მორჩა! ახლახან სკოლების შემცირებაც დაიწყეს, მიზეზად კი კონტიგენტი სახელდება. თუ დიდ სკოლებს შეამცირებენ ან გააერთიანებენ, ამას ოპტიმიზაციას არქმევენ!

ერთ კონკრეტულ ფაქტს გავიხსენებ ადამიანის სამსახურიდან უბოდიშოდ გაგდების შესახებ: "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. გურიის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მაშინდელი უფროსი, პროფესიით ისტორიკოსი, არა ერთი ნაშრომის ავტორი გაიოზ კუჭავა სამსახურიდან დაითხოვეს. მერე კი მხოლოდ იმიტომ დაიბარეს, რომ მისი (და სხვებისაც) გათავისუფლების შესახებ ბრძანება დააწერინეს! და ეს იმიტომ, რომ თვითონ არ იცოდნენ, ასეთი ბრძანება როგორ იწერებოდა!!

57 წლის ასაკში სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვილი გაიოზ კუჭავა ამ შეურაცხყოფას შეეწირა _ იგი მალევე გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი მეუღლე მზია ნინიძე დღესაც იხსენებს, როგორ სინანულით ამბობდა ბატონი გაიოზი: _ რატომ მათავისუფლებენ, "ასტრას" რომ ვეწევი, იმიტომ? თუმცა თხოვნით, სამსახურში დამაბრუნეთო, არავისთან მისულა, მეუღლეს უთხრა მხოლოდ: "მე თუ ვერ დამინახეს, მაგათთან ლაპარაკი არც ღირს".

არა ერთ ჩვენ რესპონდენტს, რომლებიც ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაუშვეს სამსახურიდან, არაერთგვაროვან რეაქცია აქვთ პრეზიდენტის ინიციატივაზე _ ზოგი მიიჩნევს, რომ საარჩევნოდ ხმას მომთხოვენ და მერე სახლში ისე გამიშვებენ, არც გაწითლდებიან სირცხვილითო; ზოგიც ფიქრობს _ საარჩევნოდ იბანს პირს, რის სამსახურის მომცემიაო. ზოგმა იუმორითაც გვიპასუხა _ 7 წელია, უმუშევარი რომ დამტოვეს, იმ შემთხვევაში ჩავდგები მაგათ სამსახურში, ამ 7 წლის ხელფასს პლიუს კომპენსაციას თუ მომცემენ, როგორც უმიზეზოდ და განზრახ დაზარალებულსო.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, რამდენად რეალურია პრეზიდენტის ინიციატივა, რატომ მოიფიქრა ეს და უწერია თუ არა ახდენა, "რესპუბლიკელი" მარინე სუნგულია პასუხობს: _ პრეზიდენტისგან 45-60 წლის ასაკის ხალხის სამსახურში დაბრუნებაზე განაცხადი ორი მიზეზის ზედდებით არის გამოწვეული _ უპირველესი არის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელმაც დისბალანსი გამოიწვია ნაციონალების აზროვნებასა და საქციელში. ამ ხელისუფლებას ხომ უზარმაზარი არმია ჰყავს განაწყენებული, ასაკობრივი ბარიერის დაწესების გამო. მიშას მოსვლის დღიდან, 40 წლის ადამიანებს, ლამის, დამლაგებლადაც არ იღებდნენ სამსახურში, ჩვენ კაცთა მოდგმის სიიდან ამოგვშალეს. მეორე მიზეზი ამ განცხადებისა არის ის, რომ სააკაშვილის გუნდი, ძირითადად, კარგა ხანია, ასაკით გადაახტა 40 წელს.

მაშინ ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა უკეთ აზროვნებდა, ახლა კი შეუდგებიან მტკიცებას, რომ დაბრძენებულ ასაკში უკეთ არის შესაძლებელი სახელმწიფოს მართვა! ანუ ქოთანს ყურს სასურველ მხარეს მოაბამენ.

"გურია ნიუსი" პრეზიდენტის ამ ინიციატივის შესახებ ბიზნესმენთა მოსაზრებითაც დაინტერესდა და "შპს ვასაძის პურის" მფლობელ ბიძინა ვასაძეს და "მოდერნის" ხელმძღვანელ მერაბ ვასაძეს გაესაუბრა:

_ დაასაქმებთ თუ არა 45-60 წლის ადამიანს საკუთარი სურვილით, ან ვინმეს, ვთქვათ, პრეზიდენტის დავალებით, თქვენს საწარმოში?

ბიძინა ვასაძე: _ თუ მისი კვალიფიკაცია შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც მე მჭირდება, აუცილებლად დავასაქმებ, როცა მექნება ადგილი.

მერაბ ვასაძე: _ მეც მაგ ასაკის ვარ და თავს მოხუცად არ ვთვლი. რა თქმა უნდა, დავასაქმებ, თუ დამჭირდება. ასაკით შეზღუდვა არ დამიწესებია. ახლა არ მაქვს ადგილი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, 60 წლამდე ასაკის ადამიანსაც მივიღებ სამსახურში.



 ახალი ამბები
  • ​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა აცნობეს. პირველი არხი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. სპეცოპერაცია ... ...
  • არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს. ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს.  "ჩვენ გვაქვს ორი ტიპის წინადადება დღეს: ერთი ეხება პერსონალიებს, მეორე - პროცესს. პერსონალიებთან დაკავშირებით ჩვენ შევჯერდით ოთხ კანდიდატზე, ესენია: ვახუშტი მენაბდე, ზვიად ქორიძე, ნინო ლომჯარია და ანა ნაცვლიშვილი. ეს არის ჩვენი შეჯერებული ოთხი კანდიდატი. პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები. ამ ოთხ კანდიდატს ჩვენ ვთავაზობთ მთლიანად პარლამენტს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ეს კანდიდატურები განიხილოს უმრავლესობამ, რადგან ისინი იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარლამენტში. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ამ ოთხ კანდიდატს მოუსმენენ ფრაქციები. დღეს კანონი ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, თუმცა ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული",- განაცხადა ლაშა ტუღუშმა შეხვედრის ... ...
  • "დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ" _ ილია მეორე სპეცოპერაციას ეხმაურებასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე,ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. "გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი ჩვენი მფარველია. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და გვაშოროს შინაური და გარეული მტერი", - ამბობს  ილია მეორე. ... ...
  • ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში  დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები,  ტრაპეზი და შესაწირიდან თანხა მოიპარეს.  როგორც ირკვევა,  ინციდენტის შესახებ პოლიციაში მღვდელმა განაცხადა.  აღნიშნულ ინფორმაციას ცხინვალის დეფაქტო ძალოვნებზე დაყრდნობით ერთ-ერთი მედიასაშუალება იუწყება.  აღსანიშნავია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ოკუპირებულ ცხინვალში, ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესია მე-17 საუკუნით ... ...
  • ვინ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარიასარაოფიციალური ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს - ამ ინფორმაციას  ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ლომჯარიას კანდიდატურას ყველაზე მეტად ლობირებს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ ვისზე შეჩერდება საბოლოოდ არჩევანი, მიღებული ჯერ კიდევ არ არის. ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა სამთავრობო გუნდში, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.  “მე მარტო ის ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთ კანდიდატად აპირებენ ჩემს შეთავაზებას. სხვა არაფერი ვიცი, ვინ რას აპირებს“, _  გვითხრა ნინო ... ...

არქივი

ზაფრანი

ტრაქტორიდან „ლამბორჯინამდე“

საქვეყნოდ ცნობილი საავტომობილო გიგანტის, "ლამბორჯინის",...

როზალინდა ჩელენტანოს საიდუმლო

რამდენიმე ხნის წინ ადრიანო ჩელენტანოს...

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...