"ერთადერთ გზად საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად ისევ “პატრონი“ რჩება"

საზოგადოება

"ერთადერთ გზად საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად ისევ “პატრონი“ რჩება"

30 დეკ. 2014, 22:18:26

30 დეკემბერს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო შემაჯამებელი სხდომის ოქმი გამოქვეყნდა, სადაც ასახული იყო  იმ საჯარო მოხელეების სახელობითი სია, რომელიც კომისიის წევრებმა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგინეს.

აღნიშნულ ადამიანებზე თანამდებობების დასაკავებლად ბრძანებები რამდენიმე დღეში დაიწერება.
მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, დილიდანვე უკმაყოფილებას და პროტესტს გამოთქვამდა რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც სიაში ვერ მოხვდა.

ასევე, ის აპლიკანტებიც, რომელთა განცხადებით ტესტირებაში მაღალი ქულები მიიღეს.

კონკურსანტმა რევაზ ჩხაიძემ თავისი აზრის დასაფიქსირებლად "გურია ნიუსს" მიმართა:

"მინდა გავაკეთო ერთი განცხადება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დღეს გავეცანი ინფორმაციას, რომელიც  გამოქვეყნდა გამგეობაში, პრესაში, ეს არის ბოლო სია, სადაც აღნიშნულ თანამდებობზე  საჯარო სამსახურებში უკვე დაინიშნებიან  ადამიანები.
ასევე, ამ კონკურსს წინ უსწრებდა ქალაქ ოზურგეთის მერიაში გამოცხადებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი,სადაც უკვე  გამოცხადებულია საბოლოო შედეგები და სია დანიშნულ პირთა,  რაც მაძლევს იმის საფუძველს, რომ განვაცხადო -როგორც წინასწარ იყო ცნობილი, ვინ სად დაინიშნებოდა, ისე დაემთხვა საბოლოო შედეგებიც, ანუ ვინც წინასწარ  იყო შერჩეული დაინიშნა ისინი, ქალაქ ოზურგეთის მერიასა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც", _ განაცხადა რევაზ ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ტესტირებაში ყველაზე მაღალი შეფასება - 59 ქულა მიიღო.

"ვღებულობდი აღნიშნულ კონკურსებში მონაწილეობას,  დავაგროვე ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, თითქმის  100 პროცენტიანი შედეგი  მივიღე - 59 ქულა, საუბარი მაქვს კონკურსის მეორე ეტაპზე, ტესტირებაზე, გავედი გასაუბრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით ვიყავი ყველაზე მაღალი შეფასებით, გასაუბრებაზე არ ყოფილა შეკითხვა, რომლისთვისაც თავი ვერ გამერთვას,  ყველა კითხვას გავეცი კომპეტენტური პასუხი, საბოლოო შედეგების მიუხედავად მე ვერ მოვხდი საჯარო სამსახურში, მოკლედ მაინც არ დამნიშნეს.

შეტანილი მქონდა განცხადებები როგორც განყოფილების უფროსად ასევე მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

ვფიქრობ, რომ კომისიის გადაწყვეტილება არის  სრულიად არაკომპეტენტური, არასამართლიანი, ტენდენციური და მიკერძოებული.

რაც დღეს ხდება ეს არის არაობიექტურობის ზეიმი.

ბუნებრივია ჩემით არ იწყება და არ მთავრდება ყევლაფერი, არ არის აქ საუბარი მარტო ჩემს პირად ამბიციებზე, შეგვიძლია ვთქვათ,  ნიჭიერი და ღირსეული კადრები ყოველთვის იქნებიან იგნორირებულები, მე საუბარი მაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორივე აღმასრულებელ ორგანოზე, ქალაქის მერიასა და გამგეობაზე, ორივე კომისიის გადაწყვეტილება  იყო არაობიექტური, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ მუნიციპალიტეტის გამგეობას, რადგან აქ მქონდა უმაღლესი შედეგი 59 ქულა.

არსებული მდგომარეობით ყოველთვის იგნორირებულნი იქნებიან მაღალი კვალიფიციურობის კადრები, ეს არის კვლავ ნიჰილიზმი, იმედგაცრუება,  სამწუხაროდ ჩვენთან ერთადერთი გზა საჯარო სამსახურში დაწყებისა  ისევ რჩება ე.წ. " პატრონი". მე დავიცავ ჩემს ინტერესებს და ვაცხადებ პროტესტს ამ უსამართლობის წინააღმდეგ,  მე ვიბრძოლებ ყველანაირად ყველანაირი ხერხებით და კანონიერი გზით დავამტკიცო ჩემი სიმართლე, ვაპირებ მივმართო კიდეც სასამართლოს.

ვწუხვართ, რომ გასაუბრებას არ ესწრებოდენენ ჟურნალისტები.

მივმართავ ნებისმიერ აპლიკანტს, კონკურსანსტს, რომელიც ფიქრობს, რომ დაირღვა მისი უფლებები, მათ მიმართ იქნა არაობიექტური გადაწყვეტილება მიღებული იბრძოლოს ბოლომდე დაადაამტკიცოს მისი სიმართლე", _ განაცხადა რევაზ ჩხაიძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო გოგუაძე.
მერაბ ჭანუყვაძე: "მე გავაკეთე ოფიციალური განცხადება, სადაც ვფიქრობ, რომ ამომწურავად ვისაუბრე.

თუმცა, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით დაგიკონკრეტებთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გაასაჩივროს, მაგრამ რაც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებას, რევაზ ჩხაიძის განცხადებით, რომ იყო არაობიექტური, ამაში მე ვერავის ვერ დავეთანხმები, რადგან რა შედეგიც დადგა და მივიღეთ ეს იყო კომისიის გადაწყვეტილება და სრულიად ობიექტური.

ეს პიროვნება, ბატონო რევაზ ჩხაიძე  იყო დღეს ჩემთან მობრძანებული,  ჩვენ ვისაუბრეთ, როდესაც ტენდენციურობაზე საუბრობს, იქნებ გაიხსენოს, როგორ მთხოვდა, რომ მას ეკუთვნოდა ერთი ადგილი და თუ რატომ, იქნებ ეს დაეკონკრეტებინა თვქენთან საუბრის დროს" ტენდენციურობა სწორედ ეს არის.

თუ ამაზე გამცემს ის პასუხს, რატომ ითხოვდა  ერთ ადგილს კი ბატონო", _ გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.

ნინო გოგუაძე: "ამ და სხვა შემთხვევაში, როდესაც ადგილი ექნება იმ კონკურსანტების პრეტენზიებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ მათ მიერ შერჩეულ ვაკანსიებზე, გაცნობებთ, რომ  კომისიამ იმსჯელა და წარადგინა დასანიშნად კონკურსანტები მათი შესაძლებლობების წარმოჩინების მიხედვით.

გასაუბრება მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში,ყოველგვარი ალბათობის გამორიცხვით -"ვინმე-ვინმეს წინააღმდეგ. რამდენად სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილება, თითოეულ თანამდებობის მიღმა დარჩენილს,სუბიექტური განცდა ექნება, სავარაუდოდ. ამიტომ, არსებობს სასამართლო და შესაბამისად, შეუძლიათ მიმართონ მას."




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?