გასული წლის სტიქიის შედეგები 2015 წელს აღმოიფხვრება

საზოგადოება

გასული წლის სტიქიის შედეგები 2015 წელს აღმოიფხვრება

15 იან. 2015, 18:09:28

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი დაისვა. საუბარია გასული წლის სექტემბრის ბოლოს მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღდგენისთვის საჭირო თანხების მობილიზაციაზე, რომელიც ორი მილიონი ლარით განისაზღვრა. საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ შარშან აპირებდა აღნიშნული თანხის გადმორიცხვას, მაგრამ ეს გასულ წელს ვერ მოხერხდა და ახალი წლის დასაწყისიდან გამოინახა შესაბამისი სახსრები.

როგორც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ გვითხრა, მას შემდეგ, რაც საკრებულო აღნიშნულ თანხას დაამტკიცებს, შესაბამისი კომისია გადაწყვეტს, თუ რა ფორმით გახორციელდება პროექტები.

ჩხაიძის თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები თექვსმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში გახორციელდება. კერძოდ, აკეთში მხოლოდ ერთი პროექტი იგეგმება, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი _ საუბარია სოფლის ცენტრალური გზის აღდგენით სამუშაოებზე, რაზეც პროექტით გათვალისწინებულია 126 ათას 659 ლარი.

აცანის ადმინისტრაციული ერთეულის სამი პროექტი მოხვდა ნუსხაში _ ე.წ. "კვიჭიძეების უბანში" ხიდის მოწყობას 17 ათას 111 ლარი უნდა მოხმარდეს; მე-8 ბრიგადაში მილხიდის რეაბილიტაციას _ 5 898 ლარი; შიდა გზების მოწესრიგებას 112 616 ლარი მოხმარდება.

სუფსაში იგეგმება შიდა გზების შეკეთება და სანიაღვრე არხების გაწმენდა. საამისოდ 85 540 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ნაგუზალოვების საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის _ 15 995 ლარი.

მამათის ადმინისტრაციულ ერთეულშიც ორი პროექტი უნდა გახორციელდეს. აქედან, 120 ათას 359 ლარი გზების აღდგენითი სამუშაოებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა-მოწყობისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო 27 159 ლარი  _ შიდა სასოფლო გზების შეკეთებისთვის.

რაც შეეხება ღრმაღელეს, აქ სამი პროექტი ფიგურირებს _ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 64 004 ლარია დაგეგმილი, გზის აღდგენითი სამუშაოებისთვის _ 52 807 ლარი, ხოლო სოფელ წყალწმინდაში რკინიგზის მაგისტრალთან ხიდის მოწყობა 18 800 ლარი ჯდება.

ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც 75 480 ლარის ღირებულებისაა. ასევე, მოხდება გზის აღდგენითი სამუშაოებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა-გაწმენდა 21 919 ლარით და ნაპირსამაგრი სამუშაოების გახორციელება  _ 41 877 ლარი.

ნიგვზიანში ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ არჩეულში ორ ადგილზე დაზიანებული გაბიონის კედლის აღდგენა 85 294 ლარი ეღირება. სოფელ წიაღობანში შიდა სასოფლო გზების შესაკეთებლად 6 740 ლარია გათვალისწინებული. ხოლო ნიგვზიანში 22 147 ლარით მოხდება ყორე-ქვის გაბიონის მოწყობა, 35 946 ლარით _ ხიდის აღდგენა, ხოლო 39 573 ლარით _ შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა-მოწყობა.

ჩოჩხათის თემში 197 420 ლარი დაიხარჯება, მათ შორის, ყორე-ქვის გაბიონის მოწყობისთვის 131 794 ლარი, გზის აღდგენითი სამუშაოებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდისთვის _ 55 792 ლარი, ხოლო ხიდებისა და მილხიდების მოსაწყობად _ 9 834 ლარი.

ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში სამი პროექტი უნდა გახორციელდეს. ხიდების აღდგენისთვის 66 697 ლარია გათვალისწინებული, შიდა გზების აღდგენისთვის _ 54 857 ლარი, ყორე-ქვის გაბიონის მოწყობისთვის კი _ 56 860 ლარი.

იგივე სამუშაოების შესრულება იგეგმება ლესაშიც, რაც 119 626 ლარი დაჯდება.

ნინოშვილს ხიდის მოწყობისთვის და მეწყერსაწინააღმდეგო გაწმენდა-გამაგრებითი სამუშაოებისთვის 37 841 ლარი ერგო.

 ჯურუყვეთში 211 681 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. მათ შორის, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 183 867 ლარი დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი _ გზების, არხების რეაბილიტაციასა და მილხიდის მოწყობას მოხმარდება.

გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების აღდგენასა და სანიაღვრე არხების გაწმენდაზე 34 515 ლარი უნდა დაიხარჯოს, ხოლო ხიდის აღდგენაზე _ 7 650 ლარი.

მაჩხვარეთის ადმინისტრაციისთვის  სულ 119 029 ლარია განსაზღვრული. აქედან, ნაპირსამაგრ სამუშაოებს 53 656 ლარი უნდა მოხმარდეს, შიდა გზების აღდგენას _ 42 191 ლარი, ხოლო ხიდის რეაბილიტაციას _ 23 182 ლარი.

სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან შედარებით ძალიან მცირე თანხა გამოიყო შუხუთისთვის. აქ  10 761 ლარით უნდა მოხდეს ხიდის აღდგენა და სანიაღვრე არხების გაწმენდა.

რაც შეეხება ქალაქს, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 75 499 ლარია დაგეგმილი, ხოლო შიდა გზებისა და არხების რეაბილიტაციისთვის _ 31 680 ლარი.

_ რამდენიმე დიდი პროექტი ამ ნუსხაში ვერ მოხვდა და ველოდებით სტიქიის სალიკვიდაციო თანხების მეორე ეტაპს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გამოგვიყოს. ამაზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ და უახლოეს მომავალში შედეგებიც ცნობილი იქნება, _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?