„პროტესტის რეალური მიზეზი ხშირად განსხვავებულია მედიისთვის მიწოდებულისგან“

gurianews.com

საზოგადოება

„პროტესტის რეალური მიზეზი ხშირად განსხვავებულია მედიისთვის მიწოდებულისგან“

2015 იან 20 19:13:42

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სასჯელაღსრულების № 7 დაწესებულებაში 6 მსჯავრდებულის შიმშილობის ფაქტს ეხმაურება.

"მსჯავრდებულთა ნაწილი, შიმშილობის მიზეზად არასათანადო სამედიცინო მომსახურებას ასახელებს, ხოლო მეორე ნაწილი - ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ თითოეულ მათგანს შიმშილობის მართვის დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად სრულყოფილი სამედიცინო სერვისი მიეწოდება.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ   მსჯავრდებულთა პროტესტის რეალური მიზეზი ხშირად განსხვავებულია მედიისთვის   მიწოდებული შიმშილობის საბაბისგან. უმეტესად მოშიმშილე პატიმრების ქმედებები  არაკანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ადამინისტრაციაზე  გავლენის მოპოვებას ემსახურება. მათი სურვილები რეალურად უფრო შორს მიდის და სხვადასხვა ბერკეტით კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ   არ დაუშვებს  მსჯავრდებულების  არალეგიტიმური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

რაც შეეხება შიმშილობის ისეთ მოტივებს, როცა მჯავრდებულები ითხოვენ თავიანთი სისხლის სამართლის საქმეების გადახედვას, არ ეთანხმებიან ბრალსა და განაჩენს, ასეთი სახის  საკითხები ცდება სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის სამინისტროს კომპეტენციას და მათი გადაწყვეტა სხვა უწყებების პრეროგატივაა.

მოგეხსენებათ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხშირია შიმშილობის ფაქტები.

მსჯავრდებულების მიერ პროტესტის ამგვარად გამოხატვის უფლება ვერ იქნება აკრძალული. ცხადია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაცია ყურადღებით მოუსმენს მსჯავრდებულებს, ზრუნვა გაგრძელდება მათ ჯანმრთელობაზე, თუმცა ვერ იქნება დაკმაყოფილებული წამოყენებული უკანონო მოთხოვნები. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება და ამ ფონზე სარეჟიმო პირობების დარღვევა შესაბამის სანქციებს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები და ამ მიმართულებით გეგმაზომიერად გაორმაგებული ძალისხმევით ვმუშაობთ.

ამის მაგალითია №6 დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დაწყება, რომლის მიზანს საცხოვრებელი პირობებისა და უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესება წარმოადგენს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2 წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბათუმის №3 დაწესებულებას; დაბალი რისკის დაწესებულებად გარდაიქმნა №16 დაწესებულება, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება; სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა ტუბერკულოზის სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი; რეაბილიტაციის შემდეგ ამოქმედდა ლიცენზირებული სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო.

დაიხურა ყველა ის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულის განთავსება არაადამიანურ მოპყრობას უტოლდებოდა. №7 დაწესებულება მაღალი რისკის მსჯავრდებულთათვისაა განკუთვნილი და სწორედ ასეთი კატეგორიის პატიმრებისთვის შენდება ლაითურის ციხე, რომელიც დასავლური სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა.

ასევე, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია №7 დაწესებულების მსჯავრდებულ დ.გ.-თან დაკავშირებით, რომელსაც თითქოს თვითდაზიანების მიყენების შემდეგ სათანადო ყურადღება არ ექცევა. სამინისტრო  ხაზგასმით აცხადებს, რომ მოცემულ პაციენტს  მიეწოდება კანონით გათვალისწინებული სრული სამედიცინო მომსახურება და   პერსონალის მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული დ. გ.   კუჭნაწლავის  ტრაქტში  უცხო  სხეულის  არსებობის  გამო, ოპერაციული  მკურნალობის  ჩატარების  მიზნით, 2014 წლის 8 დეკემბერს  გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  №18  სამკურნალო  დაწესებულებაში. სამედიცინო პერსონალმა პაციენტს განუმარტა  ჯანმრთელობის  როგორც  არსებული  მდგომარეობა,  ასევე,  სავარაუდო გართულებებიც, თუმცა მსჯავრდებულმა უარი განაცხადა ოპერაციულ  მკურნალობაზე, რაზეც შედგა  შესაბამისი  აქტი. 

2015 წლის 5 იანვარს მსჯავრდებული №18  სამკურნალო დაწესებულებიდან  №7  დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის მიერ შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მას დაენიშნა   შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც დღემდე აგრძელებს.

მსჯავრდებულ დ.გ. - ს შემთხვევა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როცა მსჯავრდებული მიზანმიმართულად ქმნის სამედიცინო პრობლემებს, შეგნებულად არ სარგებლობს შეთავაზებული ქირურგიული მკურნალობით იმისთვის, რომ დაიმძიმოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე. ესაა კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილ მსჯავრდებულებში გავრცელებული საკუთარი პირობების კარნახის აპრობირებული საშუალება, რომელსაც დღევანდელი ადმინისტრაცია არ წაახალისებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, თუმცა სამინისტროს პოზიცია  ადმინისტრაციაზე მანიპულირების  უკანონო მცდელობებთან დაკავშირებით შეუვალი და უკომპრომისოა. ჩვენი ყოველი ქმედება დაწესებულების შიგნით უსაფრთხოებისა და ადამიანების უფლებების დაცვას ემსახურება და კანონის უზენაესობას ემორჩილება."




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?