ზურაბ ჩხაიძე:"სახელმწიფოს თანადგომამ და მეწარმეს შიშისგან გათავისუფლებამ უდიდესი წარმატება მოიტანა"

gurianews.com

საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძე:"სახელმწიფოს თანადგომამ და მეწარმეს შიშისგან გათავისუფლებამ უდიდესი წარმატება მოიტანა"

2015 იან 22 14:38:47

კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა” (KTW) ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ქართული კომპანიაა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში მეღვინეობის დარგის განვითარებასა და ისეთი საშვილიშვილო საქმის კეთებაში, რასაც მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნება და ტრადიციული ქართული მეღვინეობის აღორძინება ჰქვია.

კომპანიისთვის გასული ორი წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა – ახალი ინვესტიციები, ახალი ტექნოლოგიები, ახალი ქარხნები, ხელახლა დაბადებული ქართული ვაზის უძველესი ჯიშები და მრავალი ახალი პროექტი – ეს ის მიღწევებია, რომლებიც "ტრადიციული კახური მეღვინეობის” სამომავლო წარმატების გარანტად უნდა იქცეს.

კომპანიის საქმიანობის შესახებ გვესაუბრება KTW -ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე-ასკანელი, რომელიც 2013–2014 წლებში წარმოების მხრივ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს.

_ 2013 წელი KTW-სათვის წარმოების კუთხით გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან შარშან ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინვესტიცია დავიწყეთ. პირველ რიგში, მინდა სოფელ პატარძეულში განხორციელებული ინვესტიცია დავასახელო. ინვესტირების ეფექტიანობის გამოცდის მიზნით აქ დავამონტაჟეთ წამყვანი იტალიური ფირმის "დელატოპოლას” კონიაკისა და ღვინის ჩამომსხმელი ხაზები ცალ-ცალკე, შევავსეთ ღვინის საცავები და ამით დავასრულეთ ტესტირება. შედეგიც კარგი მივიღეთ. ჩვეულებრივ რეჟიმში 70 ათას ბოთლს ვასხამთ, 3-ცვლიანი მუშაობის რეჟიმში კი დღე-ღამეში 100 ათასამდე ავდივართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ შარშან განხორციელებულმა ინვესტიციამ გაამართლა და ეს სწორად გათვლილი ნაბიჯი იყო. მოგეხსენებათ, პატარძეული კახეთის ერთგვარი ტურისტული კარიბჭეა და აქ ორივე მიმართულებით ჩამოსული სტუმრების დიდი ნაკადები მოძრაობს. ამიტომ პატარძეულის ქარხანასთან გავხსენით სადეგუსტაციო დარბაზი და თანამედროვე აღჭურვილობის საფირმო მაღაზია "ღვინის გზა”, ერთი ოთახი კი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადავეცით, სადაც ტურისტული ცენტრი განთავსდა.

_ როგორც ვიცით, კახეთში, კერძოდ ველისციხეში, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელეთ...

_ 2014 წლის მარტის თვეში დავიწყეთ და ამავე წლის სექტემბერში დავასრულეთ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან მდებარე, 5000 ტონა ყურძნის გადამამუშავებელი ქარხნის ინვესტირება. ინვესტიციის მოცულობა 8 მილიონი ლარია და იგი მომავალ წელსაც გაგრძელდება. აქვე დავიწყებთ ქართული მარნის ტიპის ტურისტული ობიექტის მშენებლობასაც, რომელსაც 2016 წელს დავასრულებთ და მას პირობითად "როიალ მუკუზანი” დაერქმევა.

რადგან კახეთზე ვსაუბრობთ, მინდა, კიდევ ერთი სიახლის შესახებ გითხრათ. წელს, წინანდლის რაიონში, შევიძინეთ ჩვენი სასიქადულო და საყვარელი მომღერლისა და ქველმოქმედის, ჩემი მეგობრის პაატა ბურჭულაძის მიერ გაშენებული და მიმდებარედ არსებული ვენახები. ამ მიმართულებით ინვესტირებას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ.

_ გადავიდეთ აჭარის რეგიონზე, სადაც თქვენ არაერთი საინტერესო პროექტი საქველმოქმედო საქმეები განახორციელეთ...

_ კარგით, ჩვენთვის საინტერესო ახალ ზონაში – გურია-აჭარაში გადავინაცვლებ. აქ ყურძნის ძალიან ბევრი მივიწყებული ჯიშია. შარშან ქედაში ძველი ამორტიზებული ღვინის ქარხანა შევიძინეთ და თანამედროვე ტიპის ღვინის ქარხნის მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც აჭარის მაღალმთიან რეგიონს მოემსახურება. აქ ძალიან კარგი "ჩხავერი” და "ცოლიკაური” მოდის და გვინდა, ამ დარგის განვითარებაშიც მივიღოთ მონაწილეობა. ადგილობრივ მევენახეებთან ინტენსიური თანამშრომლობა დავიწყეთ. ამ მიმართულებით წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით - "ჩხავერის”, "ცოლიკაურისა” და "ბუტკოს” 60 000 ნერგი შევიძინეთ და 12 000 გლეხებს უფასოდ გადავეცით. დანარჩენი 50 000 ნერგიც მალე გადაეცემათ. ჩვენ მათ ვენახის მოვლის საკითხებზე კონსულტაციებსაც გავუწევთ, ხოლო როცა ვაზი მსხმოიარობის ფაზაში შევა, გლეხებთან წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებებით, მათგან ყურძენს საბაზრო ფასებში შევიძენთ. ამ საქმიანობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამას გნებავთ ქველმოქმედება დავარქვათ, გნებავთ სოციალური პროექტი ან უბრალოდ, ყურადღება მივიწყებული ძველი ჯიშების ასაღორძინებლად, ფაქტი ერთია ჩვენს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა შედგა. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს. ვფიქრობ ჩვენს მიერ აჭარაში განხორციეებული 1-მილიონიანი ინვესტიცია _ სამაცივრე მეურნეობა და ყურძნის გადამამუშავებელი ტექნიკა _ ამ ეტაპზე აჭარის მოთხოვნილებას სავსებით დააკმაყოფილებს.

_ თქვენს მშობლიურ გურიაში რა ხდება, რას მიანიჭეთ პრიორიტეტები?

_ რაც შეეხება გურიას, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია საიმისოდ, თუ სად შეიძლებოდა დასავლეთ საქართველოში ღვინის მოყვარული ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილის პოვნა _ ძველი მარნით, ღვინის გადასამუშავებელი მოწყობილობებითა და კომფორტული პირობებით. ამ ყველა პირობას სრულად აკმაყოფილებდა ჩემი მშობლიური, ულამაზესი სოფელი ასკანა, სადაც ჩემი წინაპრები მეღვინეობას საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მისდევდნენ. სწორედ აქ არის ბაბუაჩემის ანთიმოზ ჩხაიძის მარანი, სადაც 1883 წლით დათარიღებული ქვევრია. დამუშავდა პროექტი, რომელიც ორ წელიწადზეა გაწერილი. ეს პროექტი - ასკანას ღვინის მარანი "როიალ ასკანა” - აუცილებლად ჩაჯდება ტურისტულ "ღვინის გზაში". როდესაც ჩვენ "როიალ ასკანას” პროექტი წარვადგინეთ, საღმა აზრმა გაიმარჯვა და სამი სოფლის წყალმომარაგების დაფინანსების საკითხი დაუყოვნებლივ გადაიჭრა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა ამორტიზებული, 50-70 წლის წინათ გაყვანილი წყლის მილები. მთავრობა მონდომებულია, რომ სოფლამდე გზის ახალი საფარის დაგება განახორციელოს, რათა ტურისტებმა ასკანამდე ჩასვლა შეუფერხებლად შეძლონ.

_ როგორც ვიცით, აჭარის გარდა ე. წ "მწვანე პროექტი" გურიაშიც განხორციელდა. აპირებთ თუ არა ისევ გაგრძელებას...

_ ვფიქრობ, გურიაშიც საინტერესო და საჭირო იქნება ჩვენს მიერ აჭარაში დაწყებული ე.წ. "მწვანე პროექტი”, რომელიც მოსახლეობისთვის ვაზის დარიგებას ითვალისწინებს. ამიტომ ვაზების დარიგების პროექტს ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონებში მომდევნო წლებშიც განვახორციელებთ.

_ საგურამოში თქვენ ჭავჭავაძისეული ნავენახარი გაყიდვას და გავერანებას გადაარჩინეთ, ამჟამად რა ხდება საგურამოში?

_ რაც შეეხება საგურამოს პროექტს, იგი უფრო პატრიოტულ და სულიერ მოთხოვნილებას განეკუთვნება. სხვადასხვა ინსტანციებთან 6-7 წლიანი ბრძოლა დაგვჭირდა საიმისოდ, ჭავჭავაძისეული ნავენახარი გაყიდვისა და გავერანებისგან რომ გადაგვერჩინა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ილია ჭავჭავაძის საგურამოს მუზეუმის დირექტორს, ბატონ ანდრო ბედუკაძეს და მის მეგობრებს KTW-ს უხუცესთა საბჭოდან თამაზ ტყემალაძის მეთაურობით. ჩვენი დაჟინებული მცდელობით, როგორც იქნა, იჯარით გადმოგვეცა ჭავჭავაძეების სავენახე ტერიტორია, აგრეთვე თადეოზ გურამიშვილის ძველი მარანი, რომელიც, ფაქტობრივად, 30 წლის მანძილზე უპატრონოდ იყო მიტოვებული და ჩვენ მისი რესტავრაცია დავიწყეთ. პროექტის დასრულების შემდეგ საგურამოში იქნება არა მხოლოდ ღვინის მარანი, არამედ აქ თავს მოიყრის სრულყოფილი ინფორმაცია ამ დიდებული გვარის შესახებ. ეს მხოლოდ ტურისტებისთვის არ კეთდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბავშვებმა და ახალგაზრდობამ უკეთ გაიცნონ საკუთარი ქვეყნის ისტორია და რაც შეიძლება ბევრი შეიტყონ თავიანთი სახელოვანი წინაპრების შესახებ.

ბევრჯერ მითქვამს და გამეორებით კვლავაც არ დავიღლები _ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო "მწვანე პროექტის” სულისჩამდგმელსა და უპირობო, ერთპიროვნულ ავტორს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 7 წლის წინათ შეუფერხებლად დააფინანსა ვაზის უძველესი ქართული ჯიშების აღორძინების ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან ლევან უჯმაჯურიძე და მისი გუნდის წევრები ბატონ იური ნოზაძის ხელმძღვანელობით. შედეგმაც არ დაყოვნა და დღეისათვის ქართული ვაზის 437 ჯიშია აღდგენილი. ეს პროექტი საქართველოს ნებისმიერ კუთხეს საშუალებას აძლევს, რეგიონულად განავითაროს მევენახეობა. ეს მევენახეობისთვის, ფაქტობრივად, ახალი სულის შთაბერვაა.

_ თქვენ გაქვთ კიდევ ერთი ახალი მიმართულება _ ხილის საკონსერვო წარმოება, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულ და გრძელვადიან პროექტად მოიაზრება...

_ აჭარის და გურიის რეგიონები მდიდარია მრავალი სახეობის ხილით, რაც ხილის გადამამუშავებელი სიმძლავრეების უქონლობის გამო ხშირად უპატრონოდ ლპება და იკარგება. KTW-მ ხილის გადამამუშავებელი მცირე წარმოების მშენებლობაზე პროექტები წარადგინა და ორ რეგიონში გაიმარჯვა: აჭარაში - ქედაში და გურიაში - ჩოხატაურში. ამ თემაზე ამჯერად ბევრი ლაპარაკი არ მინდა, რადგან აღნიშნულ საკითხზე ამჟამად ვმუშაობთ და თან ვსწავლობთ, თუმცა წელს ორივე ქარხანას ავაშენებთ, ჩვენ ვიცით, რა უნდა მივიღოთ, რა უნდა გავყიდოთ და ამის შესახებ მომავალ წელს, უფრო მეტის მოყოლას შევძლებ.

_ რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ რუსეთის ბაზრის გახსნა?

_ თუ შარშანდელ წელს გადავავლებთ თვალს, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ კარგი იმპულსი მოგვცა რუსეთის ბაზრის გახსნამ. ჩვენ შარშან რუსეთის ბაზარზე პირველები შევედით და განვლილ პერიოდში საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ძალიან გამოცდილი პარტნიორები გვყავს, ზოგიერთ მათგანთან ემბარგომდე გვქონდა დამყარებული კარგი ურთიერთობა. მათაც და სხვებმაც KTW-სთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი გამოხატეს, რაც ჩვენთვის ერთგ-ვარი სტიმული აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენ არ გვინდა, მთლიანად რუსეთის ბა-ზარზე ვიყოთ დამოკიდებულნი, რადგან იგი მეტად პოლიტიზებულია და ხვალ რა იქნება, არავინ იცის, ამიტომ ალტერნატიულ გზებს ვეძებთ. უკვე მე-5 წელია, ჩინეთთან ვმუშაობთ და არც ერთ წელიწადს არ გვქონია გაყიდვების კლება. შარშან ჩინეთიდან ახალი პარტნიორებიც დაგვემატნენ, რომლებთანაც ეფექტიანად ვმუშაობთ და საქმე ისე მიდის, რომ მომავალი წლისთვის გაყიდვების გაორმაგებას ვგეგმავთ.

_ რამდენად გაიზარდა ხელისუფლების მხარდაჭერა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით?

_ პრესაში არაერთგზის აღმინიშნავს, რომ მეწარმის გათავისუფლებამ შიშისგან და დარგისადმი სახელმწიფოს შარშანდელმა თანადგომამ დიდი შედეგი მოიტანა _ ზოგადად დარგი გაფართოვდა და 170 მილიონზე მეტის პროდუქცია შეიქმნა. ეს ძალიან დიდი შედეგია, თანხობრივად ასეთი შედეგი ჩვენ რუსეთის ემბარგომდეც არ გვქონია.

(R)


ნახვა: 86


 ახალი ამბები
  • “ერთი საზაფხულო ჯგუფის გახსნა არასაკმარისი იქნება კონტიგენტისთვის“მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოთხოვნა იყო საზაფხულო ბაღები ყოფილიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ეს საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა. “შიდა მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა გამოკითხული მშობლების 70-80% -ს სურს, რაც ნიშნავს შემდეგს: ერთი საზაფხულო ჯგუფის გახსნა არა საკმარისი იქნება კონტიგენტისთვის და არასამრთლიან პირობებში ჩააყენებს მათ, ხოლო სრული დატვირთვის ამუშავებისთვის ბიუჯეტით ეს შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება ინიციატივას კერძო ბაღბეთან მოლაპარაკების შესახებ, ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას განვახორციელოთ ეს ინიციატივა" - განაცხადა მერის თანაშემწემ ალექსანდრე ბერიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ა.(ა).ი.პ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის  ხელმძღვანელმა მაკა  ჭყონია იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ეს პროექტი განხორციელდება და 2019 წლის ბიუჯეტში გმოიყოფა თანხები. “მოთხოვნა იყო დიდი, როგორც ქალაქიდან და ასევე სოფლის საბავშვო ბაღებიდან, რომ ზაფხულშიც მიგვეღო ბავშვები, მაგრამ 2018 წლის ბიუჯეტში არ იყო ამისთვის თანხა ჩადებული. წელს დავიწყებთ ამ თემაზე მუშაობას, რომ მომავალ წელს ეს საკითხი მოგვარებული იყოს.“ განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლელა საჯაიას თქმით, საკრებულო აქტიურად იმუშავებს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში ეს პრობლემა გადაწყვეტლი იყოს. “იყო მცდელობა წინა წლებში, რომ ურეკში ყოფილიყო საზაფხულო ბაღი, მაგრამ ეს საკითხი ვერ გადაწყდა. ამ დრომდე ასეა, რომ არც წელს იქნება საზაფხულო ბაღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მაგრამ დაწყებულია მუშაობა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გამოინახოს თანხები და დაფინანსდეს ეს პროექტი.“ - გვითხრა ლელა ... ...
  • ბათუმში დახრჩობას 17 წლის ბიჭი გადაარჩინესბათუმში მაშველმა გიორგი მიხნომ 17 წლის ბიჭი გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მოზარდი ზღვის სანაპიროდან 15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და შველას ითხოვდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • ,,ქალბატონი თეას პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება“_ კობა კობალაძემმართველი გუნდის წარმომადგენელი, კობა კობალაძე  სამინისტროების სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესძლო გადადგომას გამოეხმაურა. როგორც კობალაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, წულუკიანს პიროვნულად დიდ პატივს სცემს და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება, ამიტომ, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის გადადგომა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ,,ქალბატონ თეას, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს, პიროვნულად საკმაოდ დიდ პატივს ვცემ, აქედან გამომდინარე, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება და არ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო. გამობრძანდა ქალბატონი თეა და განაცხადა, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია,  მაინც დარჩება ჩვენი გუნდის შემადგენელ ნაწილში. შემდეგი საკადრო ცვლილებები როგორი იქნება, ეს უკვე პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქალბატონმა თეამ უნდა შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია და დანარჩენი ახალი სამთავრობო გუნდის გადასაწყვეტია. რა შეეხება, სამინისტროების გაერთიანებას, ჩემი დამოკიდებულება ოპტიმიზაციის მიმართ არის დადებითი. ამ შემთხვევაშიც მოგახსენებთ, რომ უმთავრესი სიტყვა დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრს იმიტომ, რომ ზუსტად მისი პასუხისმგებლობაა ეფექტური გუნდის შექმნა, რომელიც მთავარი სახელმწიფო ამოცანების გადაწყვეტაზე იქნება ორიენტირებული“, _ განაცხადა კობალაძემ. ცნობისთვის, დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, ამ დრომდე, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ... ...
  • ახალი ვებგვერდი და 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსია შსს-შიშინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან აცხადებს განცხადებების მიღებას 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე. მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება. ასევე, დღეიდან, ფუნქციონირებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. მისი მეშვეობით მოხდება მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განცხადებების მიღება. ამასთანავე, ხსენებული ვებგვერდის გამოყენებით მოქალაქეებს შეეძლებათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია. "გარდა ამისა, იწყება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის საინფორმაციო კამპანია. მედიაში განთავსდება სარეკლამო ვიდეორგოლი, ხოლო უახლოეს კვირებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო ღია კარის დღე გაიმართება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, უშუალო კომუნიკაციის ფორმით, დეტალური ინფორმაცია მიიღოს მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიის, მისი ფუნქცია-მოვალეობების, სამუშაო პირობების და სხვა საკითხების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების პროცესი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია კრიმინალური პოლიციის რეფორმა. სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა და რეაქტიული მიდგომის ეტაპობრივი ჩანაცვლება პროაქტიული მიდგომით. ასევე, პოლიციასთან ერთად, საზოგადოების ორიენტირება უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე, დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცერი არის პოლიციელი, რომელიც ორიენტირებულია სხვა საპოლიციო დანაყოფებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობით იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოს მართლწესრიგი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოქალაქეებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო პრობლემების გადაწყვეტაში. ეს ინსტიტუტი პირველ ეტაპზე თბილისში, საპილოტე რეჟიმში დაინერგება, სადაც 365 მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად დაიწყებს მუშაობას. შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამის მომზადების კურსს გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც, ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით. პერმანენტული მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, იგეგმება ინსტიტუტის შემდგომი გაფართოება ქვეყნის მასშტაბითაც. მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელშიც არსებითია საზოგადოების ჩართულობა. შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცერი იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და ჩამოყალიბდეს მეტი ნდობა, რაც დანაშაულის პრევენციისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, არა მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული კვლევა და სწორედ ხსენებული მიზეზების გადაჭრა, რაც დანაშაულის პრევენციის აუცილებელი პირობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, ვაკანსიების გამოცხადებით, ამ პოზიციაზე მოიზიდოს ახალი კადრები, მოტივირებული, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ემსახურონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში" _ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ... ...
  • ,,იუსტიციის მინისტრი საკმაოდ წარმატებული მინისტრია“_ბუკიაფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე, გიგა ბუკია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას არამიზანშეწონილად მიიჩნევს, რადგან, როგორც ბუკია აცხადებს, იუსტიციის მინისტრმა საქართველოში ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა. ,,ვთვლი, რომ იუსტიციის მინისტრი საკმაოდ წარმატებული მინისტრია, მან ძალიან ბევრი სერიოზული რეფორმა განახორციელა და ის დამოკიდებულება, რომ თეა წულუკიანი უნდა გადაგდეს, ან არ უნდა იყოს  ქვეყნის მმართველობთ ორგანოებში, არასწორია. განსაკუთრებით, არასამთავრობოების მიერ საკითხის ასე დაყენება არ შეეფერება მათ სტატუსს. მიმაჩნია, რომ წულუკიანი საკმაოდ კვალიფიციური და წარმატებული მინისტრი იყო აქამდე, ხოლო, რაც შეეხება მომავალში რა ადგილს დაიკავებს, ეს  პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი იქნება“,_ გვითხრა ბუკიამ. ცნობისთვის, დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, ამ დრომდე, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...