ომბუდსმენი პარლამენტს წინადადებით მიმართავს

საზოგადოება

ომბუდსმენი პარლამენტს წინადადებით მიმართავს

2015 იან 28 19:21:19

საქართველოს სახალხო დამცველი "პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს რამდენიმე წინადადებით მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

"კერძოდ: პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს პენიტენციალური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო–ვიდეო ტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აზრით, ამ კუთხით არსებითი ცვლილებების გატარებაა აუცილებელი.

საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, პატიმრობის კოდექსში და საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს, პატიმრის სხეულზე დაზიანებების კვალის დაფიქსირების მიზნით, უნდა მიენიჭოს ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩაწერის საშუალებების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეტანის, გადაღებისა და აუდიო ჩაწერის უფლება. საქართველოს სახალხო დამცველისთვის პრინციპულად მნიშნველოვანია, რომ აღნიშნული წინადადება განხილულ იქნეს ამ ცვლილებებთან ერთად და პარლამენტმა იმსჯელოს საქართველოს სახალხო დამცველისთვის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

პროექტის მიხედვით, სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია უქმდება და ეს ფუნქცია დარჩება მხოლოდ ადგილობრივ საბჭოებს. სახალხო დამცველის აზრით, მხოლოდ სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმება ვერ აღმოფხვრის დღეს არსებულ პრობლემებს. მნიშვნელოვანია, კანონში პრინციპის დონეზე აღინიშნოს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და, რომ საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ზეპირი მოსმენის საფუძველზე.

შემოთავაზებული პროექტი, კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მსგავსად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრას. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, პატიმართა განთავსების საკითხებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამოსწორების მიზნით უმჯობესია, თუ პირველ ეტაპზე მსჯავრდებულს სასამართლო განუსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს.

საგულისხმოა, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საფუძველთა ჩამონათვალი. შესაძლებელი ხდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის 90 დღე–ღამემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. თვისობრივად ერთი და იგივე ქმედებისთვის შესაძლებელი ხდება თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში განთავსებული პატიმრებისთვის აშკარად არაპროპორციული სახდელების გამოყენება. ამასთან, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების სამართალწარმოება კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. არსებული რეგულაციებით პატიმარს არ ეძლევა საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი დაცვის მოსამზადებლად, რაც ეწინააღმდეგება ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6 მუხლს. თუ ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც სასჯელის ვადა, დარჩება პატიმრობის კოდექსში, აუცილებელია, გადაიხედოს პატიმრობის მაქსიმალური ვადა და 90 დღიდან შემცირდეს 15 დღემდე.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის წინადადებაში იდენტიფიცირებულია კანონის პროექტის სხვა პრობლემური საკითხები, რომლებიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გამოსწორდეს კანონის პროექტის ხარვეზები მისი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და გამოთქვამს სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • "ქართული ოცნების 14 ნოემბერი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" _ გიორგი კვირიკაშვილისაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინმისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. კვირიკაშვილის თქმით, ეს იყო  პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება. "ქართული ოცნების 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული ... ...
  • "ესენი იყვნენ ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში" _ ზვიად კვაჭანტირაძეამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ამ ადამიანებს ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ, _ ეს განცხადება ამ წუთებში დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა. კვაჭანტირაძის თქმით, ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. "ამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. ამ ადამიანებმა თუ მოაწყვეს “აჯანყება”… ჩანს, რომ ეს იყო კონტროლირებადი ვითარება, მით უმეტეს, ის დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თავიდან ბოლომდე სუს-ის კონტროლირებადები არიან. მე ვფიქრობ, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება განწირულია დამარცხებისათვის. ბატონო ბიძინა, 15 მაჟორიტარს თუ ვერ უვლით, ქვეყანას როგორ მოუვლით? განაცხადა აქციაზე მისულმა ზვიად ... ...
  • "მოახდინეთ თქვენი ზეგავლენა ამ პროცესებზე" _ მარგველაშვილი მეგობარ პრეზიდენტებს მოუწოდებსთქვენ წაგართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენი თავისუფალი არჩევანი,, _ ეს განცხადება ამ წუთებში, თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მარგველაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას მივიდნენ აქციაზე დემოკრატიის დასაცავად.   "თქვენი თავისუფალი არჩევანია, აირჩიოთ ის ვინც მოგწონთ, მნიშვნელობა არ აქვს , ვინ მოგწონთ და როგორი მოგწონთ. დღეს ამის მცდელობა არის, თქვენი საარჩევნო მანდატი ჩაიდონ ჯიბეში. მე მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც არიან ტელევიზორებთან, ვინ უყურებს ამ ყველაფერს _ არ არსებობს თავისუფლების მოპოვება, თავისუფლების დაცვის გარეშე, არცერთი ჩვენგანი არ მოიპოვებს თავისუფლებას, თუ თავის წვლილს არ შეიტანს თავისუფლების დაცვაში. თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი და არუნდა გაჩერდეს პოლიტიკური პროცესი მანამ სანამ ჩვენ არ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ჩვენი ხმის უფლება იქნება გარანტირებული. მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ჩვენ გვიყურებს,  ხვალ, ზეგ, მასზეგ იდგნენ აქ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი დემოკრატია, სხვანაირად არ შედგება თავისუფალი საქართველო, სხვანაირად ჩვენ ვიქნებით სხვადასხვა კლანებისა და ინტერესების მუდმივ ტყვეობაში. დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებს, მათ უფლებას და ისინი უნდა გააქტიურდნენ. მე დღეს მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს, ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ ჩემო ევროპელო, ამერიკელო, დასავლელო მეგობრებო, ცდილობენ, რომ საქართველოს დაუმთავრონ მომავალი. განსაკუთრებით, მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი და არა ვართ ჩვენ ამის ღირსი. მე ვუერთდები ამ აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების და თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი, ღმერთმა დალოცოს საქართველო,"- განაცხადა გიორგი ... ...
  • გაფრთხილება თბილისში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებსდიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისი თბილისში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს აფრთხილებს. "თბილისში პარლამენტის შენობასთან მიტინგი მიმდინარეობს. თუ ამ რაიონში ხართ, იყავით ფრთხილად, მოერიდეთ მასობრივ შეკრებებს და მიტინგებს. გაითვალისწინეთ ადგილობრივი ხელისუფლების რჩევა", _ წერია ... ...
  • კობახიძე: პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის შემობრუნება წარმოუდგენელია„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის“, -ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შეხვედრის დასრულებისას გააკეთა.  პარლამენტის წევრმა ასევე კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ხმათა მხოლოდ 30 პროცენტის მიღება შეეძლო. „30 პროცენტი ეს „ნაცმოძრაობის“ ნარატივია. ამ სიცრუის კამპანიის ნარატივის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებდა 30 პროცენტზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, ვინც ერკვევა საარჩევნო სისტემებში. თუ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 30 პროცენტზე მეტს, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული არჩევნებია თუ შერეული. ამ დონის „მელკი ტყუილებითაა“ გამორჩენილი „ნაცმოძრაობა“. აბსოლუტურად წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ასეთი სიცრუით მოქმედება“, –  განაცხადა ირაკლი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?