შემთხვევა ჩოხატაურში

gurianews.com

საზოგადოება

შემთხვევა ჩოხატაურში

2015 იან 31 19:09:22

მრავალი ქართველი მსახიობის მიერ განსახიერებული როლები ჩვენი კინოხელოვნების ოქროს ფონდშია შესული. უბადლო პროფესიონალიზმის გარდა ისინი შესანიშნავი იუმორითაც იყვნენ დაჯილდოებულები. ზოგიერთი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან-თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა.

ბატონი იპოლიტე ხვიჩია ერთხელ გადაღებებზე ოზურგეთში მიდიოდა და თავს ერთი უჩვეულო შემთხვევა გადახდა.

“მახარაძეში გადაღებაზე მივდიოდით. ერთი ფეხმძიმე გოგონა ტირილით ამოვიდა ვაგონში. ეროსიმ დაუყვავა და მიეფერა. როცა გაიგო, რომ გოგონასთვის ჯიბის ქურდებს 30 მანეთი ამოუცლიათ, ფულიც მისცა. გოგონა საჯავახოში ჩავიდა. მე მივაძახე: ბიჭი თუ შეგეძინოს, ეროსი დაარქვი-მეთქი.

და მოხდა საოცრება – ჩოხატაურში გამოგვეცხადა ეს გოგონა მეუღლითა და პატარა ეროსით. დავულოცე დიდი ეროსის პატარა მოსახელე და ვუთხარი: ეროსის ნიჭიც დაგნათლოდეს, ჩვენო პატარავ-მეთქი”.

მსახიობი ლეილა აბაშიძე მრავალ მხატვრულ ფილმშია გადაღებული და როგორ იქნებოდა რომ კურიოზულ სიტუაციებშიც არ აღმოჩენილიყო. ერთ-ერთ მათგანს ამჟამად გავიხსენებ. რეჟისორ სიკო დოლიძის სურათის “შეხვედრა წარსულთან” გადაღება გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მიმდინარეობდა. ლეილა აბაშიძე მასში ღატაკი და უთვისტომო ქალიშვილი ნინოს როლს ასრულებდა.

ერთხელაც დილით, დაკონკილ კაბაში ჩაცმული ქალბატონი ლეილა, დაგლეჯილი ჩუსტებიდან ფეხის თითები რომ უჩანდა, ჩოხატაურის სასტუმროს წინ მანქანის მოლოდინში კიბეზე იჯდა და ერთი კვირა დიეტით ნაშიმშილევი, ცარიელ პურს შეექცეოდა. კვირა დღე იდგა და ქუჩაშიც ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ადგილობრივი ქალები მსახიობს დაჟინებით უყურებდნენ და გაოცებულები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ მათ რიგებს ერთი შუახნის ქალი გამოეყო, ლეილასთან მივიდა, ჩანთიდან გურული კეცის მჭადი და ჭყინტი ყველი ამოიღო და სევდიანი სახით მსახიობს მიაწოდა. “—ამფერი კაი ციცა რეიზა დაგჩაგრა ცხოვრებამ? ამ დროებაში მასე რა გაგიჭირვა”—უთხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. რამდენი წელია გასული იმ შემთხვევიდან და ლეილა აბაშიძეს ჩოხატაურული მჭადისა და ჭყვინტი ყველის დაუვიწყარი გემო დღემდე ახსოვს.

რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებდა: “ნატვრის ხეს” ვიღებდით. უცებ, ბატონმა თენგიზმა დაიძახა, “მზად არის”. დასტაცეს ასისტენტმა ბიჭებმა ხელი სესილია თაყაიშვილს და ჩასვეს ტალახში. ამაზე ირგვლივ სიცილ – ხარხარი ატყდა. თენგიზმა ისევ დაიძახა: “მატორ!“ სესილია ნამდვილი მსახიობი იყო. უცებ მონუსხა ყველა. იჯდა სესილია ტალახში, დასვრილ ხელებს ასავსავებდა, თითოეულ მათგანს თვალებში უყურებდა... მის თვალებში იკითხებოდა, აი, შენ ხარ დამნაშავე, შენც... უცებ თითქოს გაიყინა ყველა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იმდენად გასაოცრად, დამაჯერებლად გაითამაშა ეს სცენა, ერთი დუბლის მეტი არ დაგვჭირვებია.

რადგან ხელები დიდხანს ჰქონდა ტალახში, სცენის გადაღების შემდეგ საშინელი ალერგია დაეწყო. სთხოვდნენ ხელთათმანების ჩაცმას, მაგრამ არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, მის ხელებს ერთ წელიწადს მკურნალობდნენ, ინფექცია ჰქონდა შეჭრილი”.

მშვენიერი ქალბატონი დოდო ჭიჭინაძეც გავიხსენოთ.

“საგარეჯოს კულტურის სახლში “მეფე ერეკლეს” ვთამაშობდით. ვასრულებდი ანა ბატონიშვილის როლს. სცენა ასეთი იყო: ანა ბატონიშვილი თავს იკლავს, ბესიკი – იაშა ტრიპოლსკი დასტირის სატრფოს.

გავითამაშეთ ეს სცენა. უცებ სცენაზე ამოვარდა 8-9 წლის ბიჭი. აღელვებული დამაკვირდა, მერე გახარებულმა მაყურებელს ამცნო: სუნთქავს, სუნთქავს! უცებ გაისმა მთელ დარბაზში სიცილი“.

ერთ-ერთ ადრინდელ საბჭოთა კინოსურათში, მსახიობი ბორის წიფურია დიდი სტალინის როლს ასრულებდა და უნებლიედ ყველას ყურადღებასაც იპყრობდა. თუ ლეილა აბაშიძე საკუთარი “კინოიმიჯით” გარშემო მყოფთა სიბრალულს იწვევდა, ბატონ ბორისს  საბჭოთა ქვეყნის ჭაობიდან ამოთრევა და ძველ დროში დაბრუნება მოსთხოვეს. ალბათ მაინც უმჯობესი იქნება თუ სიტყვას თავად მსახიობს გადავცემთ.

„სტალინის როლს ვთამაშობდი. პირველი გადაღება წითელ მოედანზე მქონდა.

სპასკის ჭიშკრიდან გამოვედი, მისი ზუსტი “სახით”—სრულ გრიმსა და კოსტიუმში. ამ დროისათვის მოედანზე უკვე მოსულიყვნენ პირველი დამთვალიერებლები. ყველამ “ცოცხალ სტალინს” მიაპყრო მზერა. ბოლოს ცხადია შეამჩნიეს, რომ კინოგადაღება მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა ომის ვეტერანმა მთხოვა, თავის ბავშვთან ერთად გადაეღო ჩემთან სურათი სამახსოვროდ.

შემდეგ ვიღაცამ სასოწარკვეთით დაიყვირა: “ მამა! მამა! როდესაც შენ ცოცხალი  იყავი, მე მაძღარი გახლდით და საერთოდ ადამიანი ვიყავი, დღეს კი მშიერი ვარ. მამა, გვიშველე მამა, გადაგვარჩინე!”. ყველა მხიარულ გუნებაზე დადგა და მერწმუნეთ, არც ერთი ბოროტი გამოხედვა არ შემიმჩნევია “სტალინის” მისამართით”.

ჩვენი შემდეგი რესპოდენტი ქალბატონი ნინო ჩხეიძეა, რომელიც ერთ უჩვეულო ამბავს გაიხსენებს.

“მარჯანიშვილის თეატრში გადიოდა კიტა ბუაჩიძის არაჩვეულებრივი პიესა “ეზოში ავი ძაღლია”. პრემიერაც და რიგითი სპექტაკლებიც ანშლაგით მიდიოდა. მშვენიერი მსახიობები თამაშობდნენ: მედეა ჯაფარიძე, ვახტანგ ნინუა, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე. სოფიკო ხომ ბრწყინვალე იყო, მისი ცეკვის შემდეგ ტაში დიდხანს არ ცხრებოდა დარბაზში. ამ სპექტაკლში მე და ჩემი შვილიც ვმონაწილეობდით. ჩემი შვილიშვილი პატარა იყო, სამი წლის. ბავშვის მიმხედი არავინ გვყავდა და ამიტომ თეატრში მომყავდა ხოლმე. როცა სცენაზე გავდიოდი, დავსვამდი კულისებში სკამზე და ჩავაბარებდი სცენის მუშებს – თქვენი ჭირიმე, მიმიხედეთ, სცენაზე არ გამოვარდეს-მეთქი. დარბაზი ხომ სავსე იყო მაყურებლით და კულისებშიც უამრავი ხალხი იდგა. მსახიობები, ტექნიკური პერსონალი, სცენის მუშები სიცილით იხოცებოდნენ სპექტაკლის მსვლელობისას.

მე ვთამაშობდი ცაცანას, სპეკულიანტს, შინაბერას. ჩემი პარტნიორი იყო გივი ბერიკაშვილი. სპექტაკლში გივის ვეხვეწები, ცოლად შემირთე-მეთქი. ის კი მეკითხება, რამდენი წლის ხარო და მეც ისე ვპასუხობდი, ვერ გაიგებდით, ოცდათექვსმეტის ვიყავი თუ ორმოცდათექვსმეტის. სცენაზე შემოდიოდა სოფიკო – ქურთის გოგო, შენ კი არა, მე უნდა შემირთოსო და იწყებოდა ჩვენი პაექრობა. მე ვეჭვიანობდი და იკვრებოდა არაჩვეულებრივი ტრიო: სოფიკო, გივი და მე.

ერთხელაც, მიმდინარეობს სპექტაკლი, მე ვეხვეწები გივის, შემირთე-მეთქი და ველოდები სოფიკოს გამოსვლას, ის კი არ ჩანს. რა ვქნათ, აღარ ვიცით მე და გივიმ.

ჩემი შვილიშვილი, რა თქმა უნდა, კულისებში ზის, ჩაბარებული მყავს რამდენიმე მეთვალყურისთვის. ისიც ცნობისმოყვარეობისგან აღარ არის. იმას კი ხედავს, კულისებში რა ხდება, მაგრამ ვერ ხვდება, დარბაზში ხალხი რატომ იცინის და უნდა მათი დანახვა. წამოიწევა სკამიდან, წაიგრძელებს კისერს და ის არის უნდა გამოიხედოს პარტერში, რომ მე ამის შემხედვარე ვიწყებ ყვირილს: ვაი, ვაი, ვაი. გავრბივარ სცენიდან, გამომეკიდება გივი - სად მიდიხარ, ცაცან-ჯან. მივალ ბავშვთან, დავსვამ ისევ თავის ადგილას და ვაგრძელებთ სცენას.

მიმდინარეობს სპექტაკლი. სოფიკოს გამოსვლის დროა, ის კი არ ჩანს. თურმე ვერიკო ცუდად გამხდარა და სახლში გაქცეულა. ჩვენ კი სიტყვებს წინ და უკან ვატრიალებთ, სად არის, რატომ არ მოდის? ჩემს შვილიშვილს ჰგონებია, მე მეძებენო. გამოტუსტუსდა სცენაზე და მეუბნება: აქა ვარ, ბებოო!

ეს რომ გივიმ დაინახა, თვალები დამიქაჩა და იყვირა - რაო, შენ ბებია ხარ და თავს გასათხოვრად ასაღებ, ამხელა შვილიშვილი გყოლია, მატყუებ, გინდა შეგირთო და ცოლად მოგიყვანოო? ათი წუთი მე და გივის ისეთი დიალოგები გვქონდა, რაც საერთოდ არ ეწერა პიესაში. ამაზე რაღა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი და ხმა ვერ ამოვიღე.

გივიმ კი “იმარჯვა”. ხელში აიყვანა ბავშვი და სამივე სიმღერ-სიმღერ გავედით სცენიდან. მაყურებელმა ვერ გაიგო ჩვენი “ხულიგნობის” ამბავი. იფიქრა, ალბათ ასე იყო სათამაშო სცენა და ამგვარად დავამთავრეთ. იმ დღეს ხალხმა ვერ ნახა სოფიკო ჭიაურელის არაჩვეულებრივი ცეკვა, მაგრამ მაყურებელი მაინც მხიარული გავისტუმრეთ, ისეთი ეფექტური იყო ამ პატარა გოგოს გამობაჩუნება სცენაზე.”




 ახალი ამბები
  • „სისხლის წყურვილია თუ რა არის?“_ „ოცნება“ სისტემებში ,,ნაციონალების“ კადრების არსებობას ხსნისმმართველი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს საგამოძიებო წყებებში ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა მაღალჩინოსნების არსებობასთან დაკავშირებით კითხვები არ უჩნდებათ _ რატომ?_ საკითხზე ,,გურია ნიუსთან“ ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია საუბრობს. _ ბატონო გიგა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოქმედი პროკურორი მირზა სუბელიანი, რომელიც 2013 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გენინსპექციის უფროსის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, სოზარ სუბარის ინიციატივით დაინიშნა, დღეს დაკავებულია, თუმცა მანამდე, როგორც ჩანაწერებში აცხადებს, ,,ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა. მიგაჩნიათ თუ არა, რომ  უწყებებში დღესაც რჩებიან წინა ხელისუფლების დროს გახმაურებული საქმეების პროკურორები, მოსამართლეები და სხვა მაღალჩინოსნები, როგორ ფიქრობთ და მმართველი პარტიითვის რამდენად დამაზიანებელი და საფრთხის შემცველია სისტემაში იმ რეჟიმის წარმომადგენელთა არსებობა, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ დანაშაულებრივ ძალად მოიხსენიებს? _ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ცვლილების დროს მოსამართლეები უნდა გაგვეშვა სახლში და ახალი მოსამართლეები მოგვეყვანა? ასე მისვამთ კითხვას? ჯერ საიდან უნდა მოიყვანო მოსამართლეები, პროკურორები ან სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. რადგან პროკურატურაში მუშაობდა, არ ნიშნავს, რომ დამნაშავეა. სუბელიანის მიმართ თუ რამე პრეტენზია არსებობს, ციხეში ზის და თვითმკვლელობა სცადა. გარშემო ვისაც რამე შეხება ჰქონდა, ციხეში ზის და სისხლის წყურვილია თუ რა არის? კაცი ამბობს, რომ ხელისუფლება არაფერში მინდობსო და მეტი რა გინდათ, მგონი ამ ბოლო დროს ძალიან აგრესიული საზოგადოება გავხდით. რატომ ვართ ამაზე მონდომებულები, რომ მუდმივად ეს თემა ვატრიალოთ, ვერ ვხდები, მართლა ხომ უნდა დაფიქრდეთ რაღაც მომენტში. _ ხელისუფლება ,,ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმზე  ხშირად საუბრობს.. თუკი თვლით, რომ მათი რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, რატომ დატოვეთ  ამ პარტიასთან აფილირებული კადრები სასჯელაღსრულების და სხვა სისტემებში? იგივე, თუ კონკრეტულად  მირზა სუბელიანზე ვსაუბრობთ, ის გახლდათ  გახმაურებული საქმეების, მათ შორის, 26 მაისის საქმის პროკურორი _ ეს კითხვებს არ გიჩენთ ? _ არ ვიცი, ვინ ვისი პროკურორი იყო. მიმაჩნია, რომ წინ უნდა ვიყუროთ. ოცდაოთხი წელი ვიყავი ოპოზიციაში და ბევრი რაღაც გადავიტანე, მაგრამ მგონია, რომ მაინც წინ უნდა წავიდეთ. ასე არ გამოგვივა, ეს ქვეყანა ერთად უნდა ავაშენოთ. თუ დამნაშავეა, პასუხი უნდა ვაგებინოთ, მაგრამ არა ისე, რომ მუდმივად სისხლის წყურვილი ჩანდეს ყველა ადამიანში. სადღაც ჩვენც ვცოდავთ და ამიტომ ვართ ასეთი აგრესიულები. _ მირზა სუბელიანისა და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მონაწილეობით პირველი ფარული ჩანაწერი ,,რუსთავი 2“ -მა გაავრცელა. როცა ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი (ჯაფარიძე) ამბობს, რომ ეთერში გასული მასალა ავთენტურია, მმართველ პარტიაში ამ მასალის ავთენტურობაზე რატომ ხდება მუდმივად აპელირება? ეთერში გასული ყველა მასალა მონტაჟდება, მაგრამ მონტაჟი არ ნიშნავს, რომ საუბრის ტექსტი შეცვლილია... _ როგორ უნდა გვქონდეს ნდობა? როცა ადგილს უცვლი, უკვე შინაარსი სხვაგვარია. მე ,,რუსთავი 2“-ს არ ვენდობი და მგონია, რომ  გარკვეული ფრაგმენტი, შესაძლოა, ისე იყოს დამონტაჟებული, რომ სხვა შინაარსი მიიღოს. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე მოლოდინები რაღაც მანიპულაციის შექმნად აღიქმება“, _გვითხრა ბუკიამ. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში, მირზა სუბელიანი ხელისუფლებას ემუქრება და ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები  აქვს შემონახული. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში კი, რომელიც საზოგადოების ნაწილში უნდობლობას იწვევს, მირზა სუბელიანი ამობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ რეალური კომპრომატი არ ... ...
  • გამოკითხვა: ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას?გიორგი ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ არ ვარ ჯერ ჩამოყალიბებული. ბაგრატ ლოდია, ოზურგეთი: _  ავირჩევდი ერთ ჭკვიან გურულ გლეხს _ მაგათ ყველა ჯობს. ზაზა სირაძე, ოზურგეთი: _ კაბინაში გადავწყვეტ _ ვისი რა საქმეა?! ანზორ სალუქვაძე, ოზურგეთი: _ ჩემი საქმეა, ვის მივცემ ხმას. ლონდა ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ არც ერთს არ მივცემ ხმას. თამილა ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ მე თვითონ გადავწყვეტ, ვის მივცე ხმა. მედეა სარიშვილი, ოზურგეთი: _ კაბინაში გადავწყვეტ. ჯუმბერ როყვა, ოზურგეთი: _ ვაშაძეს! ირაკლი ქერქაძე, ოზურგეთი: _ ეს ჩემი საქმეა. თემურ ურუშაძე, ლანჩხუთი: _  პრეზიდენტი ყოველგვარი ფუნქციის გარეშეა დარჩენილი და ამიტომ, საერთოდ არ ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ნინო ზენაიშვილი, ლანჩხუთი: _ ასე ღიად რატომ უნდა ვთქვა?! ნონა გობრონიძე, ლანჩხუთი: _   ნამდვილად არ ვიცი, რა არჩევანს გავაკეთებ _ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. დათო ჩხაიძე, ლანჩხუთი: _ ხმის მიცემა ფარულია და არჩევანს  საარჩევნო ურნასთან დავაფიქსირებ. ირა კვირიკაშვილი, ჩოხატაური: _ ჯერ არ ვიცი. ბოლო დღეებში გადავწყვეტ,  ვინ უნდა ... ...
  • "შარაშენიძეს მივეცი ხმა, შემპირდნენ, რომ სახლის რეაბილიტაციაში დამეხმარებოდნენ, რატომ მატყუებენ?!"ოზურგეთში, ბათუმის ქუჩაზე მცხოვრები  ორმოცდაცხრა წლის  ზაზა მუჯირი ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას სთხოვს. როგორც თავად გვიყვება, გასულ წელს,  ცხრამეტ აპრილს, სტიქიის შედეგად მოთხრილმა ალვის ხემ მისი სახლის სახურავი მთლიანად დააზიანა. მისივე თქმით, მართალია, სახლის სახურავი შეცვალეს, თუმცა, ორი თვის განმავლობაში, სახლი დაუხურავი იყო და წვიმამ მთლიანად დააზიანა  ყველა ოთახი, უმეტესად ჭერი.  ზაზა მუჯირს მოახლოებული ზამთრის ეშინია და ხელისუფლებისგან შეპირებული ორი ათასი ლარის ჩარიცხვას ითხოვს, რაც მას შემდეგ შეჰპირდნენ, რაც მუნიციპალიტეტის ახლანდელ ხელმძღვანელობასთან არაერთგზის თხოვნით მივიდა. _ მე ვითხოვ ჩემი სახლის რეაბილიტაციას. მაგათ აქვთ ისეთი პროექტი,   რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ადამიანებს ეხება. მე ვარ დიაბეტით დაავადებული ადამიანი, საკუთარი ოჯახი არ მყავს. მოხუცი დედა, რომელმაც ახლახან ფეხი მოიტეხა, საცოდავად, სკამით გადაადგილდება. მივმართე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს. მან კოტე შარაშენიძესთან მიმიყვანა და უთხრა, „იმ სიიდანააო“. მერმაც უპასუხა, „ააა, გასაგებია, აუცილებლად დავეხმაროთო“ თუმცა, ჯერჯერობით, მატყუებენ. მოვითხოვე, კონკრეტული დღე მითხარით, როდის მოვიდე, როდის მაძლევთ ფულს-მეთქი. სირაძე გაბრაზდა და მითხრა, დამანებე თავი, თორემ ამ ოქმს დავხევო. რა უფლებით მითხრა ეს ადამიანმა, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სოციალური კუთხით ემსახურება?! ან რა სიას გულისხმობდა, თქვან! _  ვერ მიხვდით, რა სიაზე იყო საუბარი? _ არ ვიცი, თქვან. _ არჩევნებზე ხმა თუ მიეცით, შესაძლოა, ამაზე იყო საუბარი. _ კი, რა თქმა უნდა, მე ამომრჩეველი ვარ, შარაშენიძეს მივეცი ხმა. იმასაც გეტყვით, რომ სირაძემ ორჯერ ჩამირიცხა ასი ლარი, ასევე, შარაშენიძემ ასი ლარი ჯიბიდან ამოიღო და მომცა. უმადური არ ვარ. _ და რა კი ხმა მიეცით, სულ უნდა დაგეხმარონ? იქნებ, არ არის ამდენი თანხა... _ მაშინ თქვან, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვთ. მე მატყუებენ, მპირდებიან და კონკრეტულ დღეს არ მეუბნებიან, როდის ჩამირიცხავენ. ჩემთან ერთად ორმოცდასამი ოჯახია სიაში, ვისაც უნდა  დაეხმარნონ. ზაზა მუჯირის თქმით, სტიქიამ მისი სახლი ჯერ კიდევ მაშინ დააზიანა, როცა ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე იყო. კითხვაზე, მიმართა თუ არა მან ყოფილ მერს, ამბობს, რომ მიმართა და დაეხმარნენ კიდეც. _ ბეგი სიორიძე წელიწადში ორჯერ მეხმარებოდა. მერე ხმა შარაშენიძეს მივეცი. შემპირდნენ, რომ   სახლის  რეაბილიტაციაში დამეხმარებოდნენ და რატომ მატყუებენ? დედაჩემის პენსიაზე ვართ მე და ჩემი ძმა. სხვათა შორის, აქ ჩემი ძმაც ცხოვრობს, მარტოხელაა ისიც და უმუშევარი. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ჯანმრთელობა მასაც შერყეული აქვს. ფაქტობრივად, სამი ავადმყოფი ვართ ერთმანეთს ჩამოკიდული, _ ამბობს ზაზა მუჯირი. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიაში თექვსმეტ აგვისტოს  დაწერა განცხადება და ორიათასი ლარის ფარგლებში დახმარებას შეპირდნენ. ამბობს, რომ ყოველ მისვლაზე ჰპირდებიან დახმარებას. თუმცა, იგი დაჟინებით ითხოვს კონკრეტული თარიღის დასახელებას, როდის ჩაურიცხავენ შეპირებულ თანხას  და  რაკი ზუსტ დროს არ ეუბნებიან, ეჭვობს, რომ ატყუებენ. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ირაკლი სირაძეს დაუკავშირდა და ზაზა მუჯირის შესახებ ესაუბრა. _მე და ზაზა მეგობრები ვართ. ჩვენ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ხვალ ან ზეგ მას ჩაერიცხება შეპირებული თანხა. გაიკეთებს, მოაწყობს საცხოვრებელ ოთახებს  და ზამთარს მომზადებული შეხვდება“, _ გვითხრა ... ...
  • ბაქრაძე: ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ზურაბიშვილის არჩევა (R)ჰააგაში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ახალ ფაქტებს ასაჯაროებს, რომლითაც დასტურდება, თუ რამდენად სახიფათოა ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოსთვის. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს პრესას აჩვენა საბუთი, ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან.  „დღეს წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტი, ნაწილი, ამონაბეჭდი რუსეთის საპასუხო სარჩელიდან და ამ სარჩელში ციტატის და არგუმენტის სახით პირდაპირ არის მითითებული ქალბატონ ზურაბიშვილის წიგნი. კერძოდ ამ ფრაგმენტში რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ მითითებული არის 137 – 139 გვერდები, ის მოსაზრებები რომელიც მას აქვს ჩამოყალიბებული. ამით, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს რომელიც უნდა იყოს ჩვენი დეოკუპაციის და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების გარანტი და ამ დროს ხელისუფლება გვთავაზობს კანდიდატს, რომლის ციტატებსაც არგუმენტის სახით იყენებს ოკუპანტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი მთლიანობის წინააღმდეგ და ჩვენი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად, ვინაიდან ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი. დღეს წარმოვადგენთ საჯაროდ ამონაწერს რუსეთის სარჩელიდან, რომ ყველა დარწმუნდეს,  ეს არის ფაქტი და მართლაც რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს“, _ განაცხადა დავით ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილი პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში შეხვედრა გაიმართა. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, რაიცენტრალურისა და ზვანის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. „სალომე ზურაბიშვილი არის ის კანდიდატი, რომელსაც აქვს პოლიტიკაში დიდი გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები. ის პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს“, _  აღნიშნა მერაბ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?