ჩვეულებრივი და "ლენტის გაჭრამდე საჭირო ექიმების" გასაჭირი


საზოგადოება

ჩვეულებრივი და "ლენტის გაჭრამდე საჭირო ექიმების" გასაჭირი

18 ნოე. 2011, 06:54:43
ოზურგეთში, სამედიცინო სფეროდან მრავალი მუშაკის დათხოვის თაობაზე, კარგა ხანია, ხმაურია. აღნიშნული პრობლემის გარდა, ხშირად საუბრობენ სახელფასო დავალიანებაზეც. "გურია ნიუსი" ამ მეტად მწვავე თემაზე სასაუბროდ ოზურგეთის კლინიკურ საავადმყოფოს ესტუმრა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულად ითვლება, თუმცა, ჯერჯერობით, ფუნქციონირებს.

საავადმყოფოს შესასვლელში, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის შპს "მედალფას" გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან ანთაძე მოულოდნელად შეგვხვდა და სტუმრობის კონკრეტული მიზანი გავაცანით _ გვაინტერესებდა, რა მდგომარეობაა საავადმყოფოში, რამდენად სამართლიანად გაათავისუფლეს ექიმები თუ მედდები, კმაყოფილია თუ არა ჩაბარებული გამოცდების ხარისხით მედპერსონალი. ასევე, გვაინტერესებდა გადაგვემოწმებინა ფაქტი, რომელიც წყარომ შეგვატყობინა: წყაროს თქმით, ამ საავადმყოფოში, 9 ნოემბერს, ავადმყოფი პირდაპირ იატაკზე ეწვათ. ლევან ანთაძემ სერიოზულად გაიკვირვა ეს ფაქტი და უყოყმანოდ შემოგვატარა ყველა სართული, თან დაინტერესდა, საიდან მოიტანეთ ეს ამბავი, აქ იმდენი პალატა და საწოლია, ავადმყოფს იატაკზე რა უნდოდაო.

_ ბატონო ლევან, ექიმთა გამოცდების შესახებ დიდი აჟიოტაჟია. კონკრეტულად კი ამბობენ, რომ მოულოდნელი ტესტირების დროს, რისთვისაც სულ რაღაც ერთი კვირა მისცეს მედპერსონალს, ტესტები ყველა პროფილის ექიმისთვის ერთნაირი იყო _ ქირურგს, თერაპევტს, პედიატრს ერთნაირი ტესტებით ცდიდნენ, რასაც კურიოზად მიიჩნევენ... ბევრს საუბრობენ ასევე, მიუღებელ ხელფასებზეც...

_ ეს სიცრუეა. აი, ვკითხოთ ახლა ექიმებს, როგორ ჩააბარეს გამოცდები და იყო თუ არა შეუსაბამო კითხვები.

რუსუდან ურუშაძე, ენდოკრინოლოგი: _ გამოცდა კარგად ჩავაბარეთ; ვინ ამბობს, რომ ზოგადი კითხვები იყო?! მე ტესტირება ჩემი სპეციალობის შესაბამისი კითხვებით გავიარე, არ გამძნელებია.

_ ქალბატონო რუსუდან, ხელფასს თუ იღებთ დროულად, ბოლოს რომელი თვის ხელფასი მიიღეთ?

_ ოქტომბრის 20 რიცხვამდე.

თუმცა ბატონმა ლევანმა შეუსწორა, რომ ეს ოქტომბრის თვის არ იქნებოდა, რაზეც ექიმმა თქვა, რომ ალბათ, წინა თვის იყოო.

ზაზა გაბუნია, უროლოგი: _ ტესტირება ჩემი პროფესიის მიხედვით გავიარე და არაფერი გამჭირვებია. რაც შეეხება ხელფასს, სამშაბათს ავიღეთ, ეს იყო ივლისისა და აგვისტოს ანაზღაურება. სექტემბრის თვის კი აწი უნდა ავიღოთ.

ქეთევან სტურუა, თერაპევტი: _ გამოცდები ადვილი არ იყო, თუმცა არ გამჭირვებია, ტესტებიც ჩემი პროფესიის შესაბამისი იყო. ხელფასი ოქტომბერში ავიღე, მგონი ივლისისა იყო.

ჩვენ დავინტერესდით, რა მოხდა მესამე სართულზე, იწვა თუ არა წინა ღამით იქ ავადმყოფი იატაკზე დადებულ ლეიბზე. აქ, შედარებით კარგი პირობებია, ეს ერთადერთი გარემონტებული სართულია, სადაც ავადმყოფის მოთავსება შეიძლება. მედპერსონალი გაკვირვებული გვეკითხებოდა _ ვინ ხართ და ეს ვინ თქვაო? ამ ჩვეულებრივ საურთიერთობო დიალოგში ლევან ანთაძემ რამდენჯერმე "პასუხი" დაგვასწრო: ეს "გურია ნიუსია" _ ჩვენ ვიყიდეთო.

_ ბატონო ლევან, "გურია ნიუსი" არ იყიდება.

_ ხუმრობით ვამბობ.

_ ხუმრობითაც არ იყიდება... ყველა სართულზე რატომ იმეორებთ, ეს ხუმრობის რა ფორმაა?

_ არა, იატაკზე ავადმყოფი იწვაო, ეს ვინ თქვა...

ამასობაში ცნობილი ქირურგი, ტიტე მგელაძეც გამოჩნდა, რომელმაც ღიმილით აღნიშნა, რომ იატაკზე მართლაც იწვა ავადმყოფი, რომელსაც ბარძაყის ამოვარდნილობა ჰქონდა და ეს პოზა იყო საჭიროო(?).

ჩვენი წყარო კი ამბობს, რომ ავადმყოფი საკაცეზე კი არა, პირდაპირ იატაკზე იწვა, რადგან შტატების შემცირების შემდეგ, მხოლოდ ერთი _ მესამე სართულის ფუნქციონირება საკმარისად მიიჩნიეს და თითო განყოფილებას სამ-სამი პალატა მიაკუთვნეს. ამიტომ, ადგილები საკმარისი არ აღმოჩნდა.

ტიტე მგელაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი გამოცდები ყოველ წელს უნდა ტარდებოდეს, რომ პროფესიონალები გვყავდეს.

ლევან ანთაძე ამჯერად კოლეგებს "გაეხუმრა", აქ აგენტი გყოლიათო, ჩვენ კი გვითხრა, რომ მიუღებელ ხელფასებზე ის არ არის პასუხისმგებელი. აღნიშნა ისიც, რომ თავად ელაპარაკა შესაბამის ინსტანციას და ეს სახელფასო დავალიანება მალე დაიფარება.

რაც შეეხება ტესტირების და ექიმთა შემცირების საკითხს, ანთაძემ თქვა, რომ "ეს მას არ მოუგონია. არსებობს კონკურენციაც; ჯანდაცვის მონაცემებით ახლა საქართველოში 22 ათასი ექიმია! ყოველწლიურად 100 მედდა და 1500 ექიმი გამოდის სასწავლებლებიდან. რეალურად კი, სულ 1500 ექიმია საჭირო!"

ბატონმა ლევანმა "ავერსის" ახალი კლინიკის ნახვაც შემოგვთავაზა. შევპირდით, რომ მაშინ ვესტუმრებით, როცა კლინიკა ოფიციალურად გაიხსნება.

რას ამბობენ პირად საუბრებში მოულოდნელად უსამსახუროდ დარჩენილი ექიმები? ჩვენთან საუბარში ისინი საჯაროდ ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ; აღნიშნავენ იმასაც, რომ "არაფრის ეშინიათ, თუმცა ახლა ასე თვლიან საჭიროდ":

_ რა გამოცდები, რის გამოცდები?! ეს გამოცდა იყო? რაღაც კითხვები მოიტანეს ერთი კვირით ადრე. პედაგოგებს უთხრეს მაინც, ერთი წლით ადრე _ მოემზადეთო. მე პროფესიონალი ვარ და ესენი, რაც მთავარია, თეთრ ხალათს ვერ გამხდიან... ახლა რას ვგრძნობ? არც დამწუხრებული ვარ და არც აღტაცებული, უბრალოდ, გაოგნებული ვარ. ისე კი, შინაგანად არ მგონია, რომ სამსახური სამუდამოდ დავტოვე.

_ რა გამოცდებზე საუბრობენ? ეს არის მხოლოდ წმინდა წყლის ფორმალობა. არავის აინტერესებს პროფესიული დონე, ვისაც ეს აინტერესებს, პროფესიულ კითხვებს სვამს. რას ნიშნავს, თუ ამ გამოცდებს ჩააბარებთ, მერე გადაგამზადებთო? ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, ცალკე სალიცენზიო გამოცდა ჩავაბარეთ, 5 წელში ერთხელ კი გადამზადებას გავდიოდით, ვინ ვის უტარებს გამოცდას?

_ ერთი ეს მითხარით, ვინ არის ეს "ალფა" თუ "ცალფა", ექიმებს რომ გამოცდას უტარებს? ვინც ის ტესტები შეადგინა, აქეთ ჩაგვაბაროს გამოცდა.

_ ეს რაღაც ტესტირება მიმართულია იქითკენ, რომ კადრები გაცხრილონ. ბევრ ექიმს უთხრეს, რომ ბარიერი გადალახეს, მაგრამ არაერთი მათგანი მაინც შიშით ამბობს, როცა ახალ კლინიკაში გადავალთ, შეიძლება, მაინც გვითხრან, თბილისიდან მითითებაა, შინ წადითო. ვფიქრობთ, ლენტის გაჭრამდე ვჭირდებით.

_ ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება გადამზადება, მით უფრო ექიმს, მაგრამ ღირსების შემლახველი გადამზადება არავის სჭირდება.

"გურია ნიუსი" ასევე შეხვდა და აღნიშნულ პრობლემებზე ესაუბრა ექიმ დავით მდინარაძეს, რომელიც კარგი ექიმი და ძალიან კარგი მენეჯერია. ახალ კლინიკაში ის მუშაობას კლინიკური დირექტორის რანგში გააგრძელებს.

_ ბატონო დავით, რა რაოდენობის მედპერსონალი ჰყავდა საავადმყოფოს და რამდენი წავიდა ატესტაციის შემდეგ?

_ სულ 350-მდე თანამშრომელი იყო, წავიდა 108 _ ექიმები, მედდები, სანიტრები... თუ სახელმწიფოს სურს, სოციალურად უნდა დაიცვას, ცივილურ ფორმებს მივესალმები.

_ სულ რამდენი სამედიცინო დაწესებულება იყო ოზურგეთში?

_ ოზურგეთში ექვსი სამედიცინო დაწესებულება იყო და ახლა ერთად მოიყარა თავი. ესენია: კლინიკური საავადმყოფო, სამშობიარო სახლი, ნარკოლოგიური, ფსიქო-ნევროლოგიური, ტუბდისპანსერი და სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

_ ტუბდისპანსერის შემცირება მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?

_ ტუბდისპანსერი შეამცირა ტუბერკულოზის ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ოზურგეთს ჰქონდეს ტუბსაავადმყოფო საწოლებით.

_ ახლა ვინ მოემსახურება ამ სპეციფიკურ ავადმყოფებს?

_ სტაციონარი ანუ საავადმყოფო დარჩა ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. ამბულატორიულ ავადმყოფს კი ადგილობრივ კაბინეტში უმკურნალებენ.

_ ძალიან გთხოვთ, გულწრფელი იყოთ _ ბევრს საუბრობენ ექიმების გამოცდების შესახებ. ბევრი შინ წავიდა... დაგწყდათ თუ არა გული, რომ მათ შორის იყვნენ პროფესიონალები და ძალიან კარგი ექიმები?

_კი. მათ შორის არიან უბადლო, უძლიერესი ექიმები. მათ უარი თქვეს ტესტირებაზე, ისინი პროფესიონალები არიან და ხალხის სამსახურში ყოფნაც დიდხანს შეუძლიათ, მაგრამ რა ვქნა?!

_ ახალ კლინიკაში როდის გადახვალთ?

_ მაქსიმუმ, საახალწლოდ იქ ვიქნებით.

_ ფასადი კარგად გამოიყურება, შიგ რა ვითარებაა?

_ მფლობელის აზრი ასეთია _ არაფერი ძველი! ინვენტარი თუ სამედიცინო აღჭურვილობა ძველი საავადმყოფოდან არ უნდა გადავიტანოთ, იქ ყველაფერი ახალი უნდა შეიტანონ, ახალი სტანდარტით, როგორც ევროპაშია.

_ და მიიჩნევთ, რომ ეს ყველაფერი საქმეს უშველის?

_ ვთვლი, რომ ოზურგეთის გადარჩენა ეს არის კლინიკა, რომელიც იქნება მრავალპროფილიანი. როგორც გითხარით, ჩვენთან ექვსი სამედიცინო დაწესებულება იყო, ოღონდ სხვადასხვა ადგილზე და ახლა ყველამ აქ მოიყარა თავი.

_ თუ ამ კლინიკაში არ გეყოლებათ ისეთი სპეციალისტი, რომელიც კრიტიკულ მომენტში საჭირო აღმოჩნდება, რას იზამთ?

_ არ იქნება პრობლემა, ჩამოვიყვანთ განსაზღვრული დროით. კლინიკას აქვს სასტუმროც და მოწვეული მედიკოსები იქ განთავსდებიან.

_ ახლა უმთავრესზე უნდა გკითხოთ, რაც საზოგადოებას აღელვებს: გაიზრდება თუ არა იქ მკურნალობის საფასური?

_ ფასების შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით. ალბათ, იგივე დარჩება.

_ ვრცელდება ხმები, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც ფასიანი გახდება და სულ ცოტა, გამოძახება 40 ლარი ეღირება...

_ ვინ ამბობს ამას?! ჯერ ამაზე საუბარი არ არის და არც რაიმე დირექტივა მიგვიღია. სახელმწიფო პროგრამა მუშაობს 2012 წლამდე და მერეც არის ჩადებული ისეთი მიმართულება, რომ ისევ ისე გაგრძელდეს ყველაფერი. ეს კავშირში არ არის შენობის შეცვლასთან.




 ახალი ამბები
  • ჯო ბაიდენი: “…როცა საკითხებზე დებატები (საქართველოს) პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში!““თ "თქვენი ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა მთავრობა გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონაწილეობრივი იქნება; როცა საკითხებზე დებატები პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში. როცა გადაჭრით მთავარ კონსტიტუციურ საკითხებს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების ბალანსის თაობაზე; და როცა საარჩევნო ასპარეზი თანასწორი იქნება. როცა მედია სრულად დამოუკიდებელი და პროფესიონალური გახდება, რომელიც ხალხს მიაწვდის ინფორმაციას, ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად და საკუთარი მთავრობისგან მიღებულ გადაწვეტილებებზე ანგარიშვალდებულებას მოითხოვს; როცა სასამართლო გარე გავლენისგან გათავისუფლდება და კანონის უზენაესობა დამყარდება, და როცა ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი, კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცესით მოხდება და არა ქუჩაში“, _ ასე მიმართა ქართველ პოლიტიკოსებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას 2009 წლის 23 ივლისს. მაშინ, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის რანგში, უკვე მეორედ იყო სტუმრად საქართველოში. როგორც ვხედავთ, 12 წლის შემდეგაც ეს გამოწვევები კვლავ აქტუალურია საქართველოსთვის. ფოტო: ... ...
  • აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს წმინდა გიორგის ორდენის კავალერია“მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუნებულმა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა, კომუნიზმის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, _ თქვა ჯო ბაიდენმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ. ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში. ვიზიტის მიზანი ქვეყნის მხარდაჭერა და ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემა იყო. მალე, ჯო ბაიდენი ობამას შეთავაზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გახდა. პირველი ვიზიტის წლისთავზე, ბაიდენი სწორედ ამ რანგში ეწვია მეორედ საქართველოს. ამ დროს, პრეზიდენტი ობამა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ბაიდენის ვიზიტს სწორედ მოსკოვთან “გადატვირთვის“ პოლიტიკას უკავშირებდნენ და შეშფოთებასაც გამოთქვამდნენ, რომ რუსეთთან ახალი ურთიერთობები  საქართველოს “ხარჯზე“ არ დამთბარიყო. ამ შეშფოთების გასაფანტად, ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: “თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს... მე ვიცი, ბევრი წუხს, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს ხარჯზე მოხდება. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ _ არა, საქართველოს ხარჯზე არ მომხდარა, არ მოხდება და ვერ მოხდება“. სწორედ ამ ვიზიტისას, ჯო ბაიდენი საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვეს. ფოტო: ... ...
  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.  როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს,  საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.  „ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად  ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნავს გიორგი ... ...
  • ანა აბრამიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება35 წლის რუსთაველ ახალგაზრდას, ანა აბრამიშვილს მოქალაქეების დახმარება ესაჭიროება. გასული წლის თებერვალში, ჰემორაგიული ინსულტის გადატანის შემდეგ, ექიმებმა ანა აბრამიშვილს სისხლძარღვების არტერიო-ვენური მალფორმაციისა და თავის ტვინის ცერებრული ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროიდან. ის მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას _ ექიმების მკაცრი რეკომენდაციით დაუშვებელია მისი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რამაც შეიძლება ნებისმიერ დროს რისკის ქვეშ დააყენოს მისი სიცოცხლე. მდომარეობა დღითი-დღე კრიტიკული ხდება, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება. ანა აბრამიშვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 68 000 აშშ დოლარია საჭირო. ანა აბრამიშვილს ექიმები აძლევენ გარანტიას, რომ ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე თვეში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ „თიბისი ბანკსა“ და "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშებზე. თანხის ჩარიცხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. თიბისი ბანკი: #GE21TB7671645061100002; საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000100997087.  მიმღები ანა აბრამიშვილი. მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც მაგთის, ბანის და ბილაინის აბონენტებისთვის _0901701322. Paypal: Anna.abramishvili85@gmail.com, პირადი ნომერი: ... ...
  • თელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ხანძარი იყო - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადები დროულად მივიდნენ, მეორე სართული სრულად დაიწვა.როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ომარ აჩუაშვილმა განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....