რიგი არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ანა დოლიძის დასახელებას ითხოვენ

საზოგადოება

რიგი არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ანა დოლიძის დასახელებას ითხოვენ

5 თებ. 2015, 17:16:45

რიგი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ მომზადდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი მიმართვის ტექსტი, რომლითაც საინიციატივო ჯგუფის წევრები პრეზიდენტს თხოვნით მიმართავენ უზანაესი სასამართოს თავმჯდომარის პოსტზე წარადგინოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ყოფილი თავმჯდომარის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანა დოლიძის კანდიდატურა.

"ჩვენ ქვემორე ხელისმომწერი ორგანიზაციები და ინდივიდუალები ვთვლით, რომ დღეს საჭიროა სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება სამართლიანობის და კანონის უზანაესობის რეალურ გარანტად. საქართველოში გამჭირვალე და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, ისევე როგორც საერთო სასამართლოების სისტემის სრულფასოვანი, საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული რეფორმირებისათვის უაღრესად საჭიროა მაღალი საზოგადოებრივი ნდობისა და ლეგიტიმაციის მქონე თავმჯდომარის შერჩევა. 

ვფიქრობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების ფონზე უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ მაღალი რეპუტაციის, სიღრმისეული ცოდნისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირის შერჩევა, რომელის საქმიანობაც არ იქნება დაკავშირებული რომელიმე დაინტერესებული მხარის ინტერესების წახალისებასთან და რომლის უმწიკლო რეპუტაციის წყალობით შესაძლებელი გახდება სასამართლო სისტემის მიმართ წლების განმავლობაში საზოგადოებაში დაგროვილი ნიჰილიზმის, იმედგაცრუებისა და უნდობლობის განწყობის გაქარწყლება, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას.

წინა წლებში სწორედ სასამართლო გვევლინებოდა მმართველი პოლიტიკური ელიტისა და მასთან ასოცირებული ჯგუფების  ინტერესების გამტარებლად და  შესაბამისად არ ითვალისწინებდა ან უმეტეს შემთხვევაში იგნორირებას უკეთებდა საქართველოს რიგითი მოქალაქეების ლეგიტიმურ ინტერესებს. 
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანა დოლიძე.

საზოგადოებას ანა დოლიძე ახსოვს როგორც ცნობილი იურისტი და უფლებადამცველი, იგი 2004-2006 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ პერიოდში, ერთ-ერთი პირველი, ვინც იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად და გასააქტიურებლად  სწორედ ანა დოლიძე გახლდათ. 2004-2006 წლებში მისი თაოსნობით დაიწყო საქართველოში სამართალდამცავების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების წინააღმდეგ კამპანია და საზოგადოებირვი მოძრაობა სხვადასხვა რეზონანსულ საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით.

ანა დოლიძეს გამოვლენილი აქვს პრინციპულობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, სისხლის სამართალში მხარეთა თანასწორობის და ბრალდებულთა უფლებების დაცვის, საკუთრების უფლების გარანტიის, გამოხატვის თავისუფლების დაცვის, სასჯელაღსრულებითი სისტემის გამჭირვალობასა და წამების აკრძალვასთან დაკავშირებულ მრავალ საჯარო საკითხთან დაკავშირებით.

ანა დოლიძე გამოირჩევა პროფესიონალიზმით და უმაღლესი იურიდიული კვალიფიკაციით. მას მიღებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მსოფლიოს ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტის, კორნელის უნივერსიტეტისგან, სამართლის მაგისტრის ხარისხი ლეიდენის უნივერსიტეტისგან და სამართლის ბაკალავრის ხარისხი (წარჩინებით) თბილისი სახელმიწიფო უნივერსიტეტისაგან. ამჟამად ანა დოლიძე სამეცნიერო მოღვაწეობას განაგრძობს  კანადაში, არის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და სამართლის დარგში მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ატარებს ლექცებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და საქართველოში.

მიუხედავად  მაღალი კვალიფიკაციისა, ანა დოლიძე აქამდე არასდროს ყოფილა პოლიტიკურ თანამდებობაზე და თავის საქმიანობას მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ, იურიდიულ ჭრილში აწარმოებდა. ის არ  ასოცირდება არანაირ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ელიტიზმთან და განსაკუთრებით კარგად იცნობს საერთაშორისო სამართალს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იურიდიული პრაქტიკის მრავალ კუთხეს.

მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რათა განიხილოს ანა დოლიძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარის პოსტზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ის აუცილებლად შეძლებს უზენაესი სასამრთლოს სისტემის ცვლილებას საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების მხრივ და საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის მართლმსაჯულების სისტემას გახდის სანდოს.

ანა დოლიძე თავისი კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით, გამოცდილებითა და მიუკერძოებლობით, ვფიქრობთ, რომ საუკეთესო კანდიდატია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.
ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და დააყენოთ ანა დოლიძის კანდიდატურა პარლამენტის წინაშე“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენკონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN); საერთო-სამოქალაქო მოძრაობა-მრავალეროვანი  საქართველო (PMMG); ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა; მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი -საქართველო (IMTD-Georgia); ტრანსცენდ-საქართველო (TRANSCEND-Georgia).




 ახალი ამბები
  • კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები"დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა. მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა. „სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების" კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა „ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი ... ...
  • პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს- კობახიძე"ეს არ იყო ანგარიში, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა  ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს",_ აღნიშნული განცხადება გააკეთა  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის შეფასებისას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამინისტროების ეფექტურ მუშაობას კრონავირუსის წინააღმდეგ ... ...
  • ტრანსპორტის გახსნის გადაწყვეტილება გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მიიღო- ბაქრაძე„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, პრემიერ მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც 29 მაისიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. მისი განცხადებით, ეს გიორგი გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა რიგითი ადამიანების გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება. „დღევანდელი დღის მთავარ შედეგად ალბათ უნდა ჩაითვალოს ის განცხადება, რომელიც პრემიერმა პარლამენტში მოსვლამდე გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შესახებ. ამ თემაზე უკვე დიდი ხანია არსებობს საზოგადოებივი ზეწოლა და მოთხოვნა, რომ ტრანსპორტის გახსნის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეს არის რიგითი ადამიანებისთვის გადაადგილების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება. როგორც ჩანს პრემიერმა გადაწყვიტა, რომ სწორედ პარლამენტში მოსვლის წინ გაეხმოვანებინა ეს გადაწყვეტილება. ეს გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა და იმისთვის, რომ კიდევ ერთი თავმოსაწონებელი განცხადება ჰქონოდა პარლამენტში, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ნიშანია, არა იმიტომ, რომ თავს იწონებს, თუ ეს შეძლო პარლამენტში მოსვლამდე ერთი საათით ადრე გაეკეთებინა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არა ექსპერტული, რომელიც ჯანდაცვის კუთხიდან იქნებოდა აუცილებელი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. წყარო: ... ...
  • ზაზა გაბუნია ოპოზიციას- თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რამდენიმე დიდი მწერლის ციტატა მოიყვანა თავის პოზიციის განმტკიცებისთვის, მაგრამ არაფერი ისე არ უხდება ოპოზიციის  დიდი ნაწილის დღევანდელ გამოსვლებს, როგორც თომას მანის სიტყვები „დოქტორ ფაუსტუსიდან", რომ „არსებობს ხალხი, ვისაც ხმა არ ამოეღება  თავისუფლებაზე  და ჰუმანურობაზე. ჰიგიენური თვალსაზრისით მათ თავის უნდა დაანებონ ამაზე ქაქანს". ეს არის მისი ციტატა და დიახ, თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს. ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდით, რომ არ გახსოვთ რა ჩაიდინეთ 2016 წლის 26 მაისს. უნდა შეეშვათ, რადგან ეს თქვენი პოლიტიკური ილეთები უკვე ყავლგასულია და არაფერზე აღარ მეტყველებს და აღარ საუბრობს",_ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე, პრემიერ- მინისტრის მიერ ანგარიშის  წარდგენის შემდეგ, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციისგან ისმის პოპულისტური გამოსვლები და უსაგნო კრიტიკა. „რა ისმის ასეთ დროს თქვენგან? პოლიტიკური ენიგმა, დიადი და უპრეცედენტო შეთავაზებების სახით, რა თქმა უნდა, პოპულისტული, რომ ბევრი ფული უნდა იქნას გაცემული დახმარების სახით, მაგრამ არ ვიცით საიდან. ეს არის თქვენი პათოსი. რა ლოგიკაზეა საუბარი, როდესაც მთელი კვირაა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე მარჩიელობდით. მე არ ვიცი, არ მესმის ამ ხალხს, ოპოზიციის ამ ნაწილს რა ადეკვატურობაზე უნდა ველაპარაკოთ. ესაა სრულიად უსაგნო კრიტიკა და ეს ხდება სურათის გაბუნდოვანებისთვის და სოლიდური დისკუსიის შესაძლებლობის მოსპობისთვის, თორემ მაშინ ამგვარად არ უნდა წარემართა ოპოზიციას აქ დისკუსია და ასე არ უნდა ელაპარაკა, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითზე, როგორიც არის ეკონომიკა. რადგან ისეთი ქვეყნებისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას განაპირობებს ისეთივე ეკონომიკური საქმიანობა, როგორიც ეს საქართველოს შემთხვევაშია, რა თქმა უნდა, კოვიდ-19-მა მოახდინა თავისი გავლენა და არ თუ ჩვენი ეკონომიკის მსგავს ქვეყნებზე, შტატებშიც კი უმუშევრობამ 1930 წლის შემდეგ მიაღწია ყველაზე მაღალ 14 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პანდემიას იქ ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ქონდა „დიდი დეპრესიის" დროს. და რას აკრიტიკებს ოპოზიცია არ მესმის ჩვენი გადაწყვეტილებების შემთხვევაში. იმდენად უსაგნო იყო კრიტიკა, რომ ვერ გავიგე რა იყო ის, რასაც გვთავაზობენ",_ განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, სოციალური პოლიტიკის და ანტიკრიზისული პოლიტიკის არსებული მასშტაბი, მისასალმებელია და ამასთან ერთად, უნდა მოხდეს მისი ზრდა, რაზეც მთავრობას ექნება სამუშაო. ზაზა გაბუნიას შეფასებით, მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაო არის ეფექტური, სწრაფი, დროული და შესაძლებლობების მაქსიმუმი. „პროაქტიური და ეფექტური, პროგნოზირებადი, სწრაფი და დროული, შესაძლებლობების მაქსიმუმი. ეს ის სიტყვებია, რომელიც არის ასოციაციური შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით და ვისაც სურს ეს სამუშაო დაინახოს, ის დაინახავს კიდეც, რადგან შესრულებული სამუშაო არის ჩვენს წინაშე",_ განაცხადა ზაზა ... ...
  • შსს-მ ბათუმში მომხდარი ხულიგნობის ფაქტის ამსახველი კადრები გაასაჯაროვამაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას. პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?