დაჯარიმებული სკანდალური წყვილი დაქორწინდა

საზოგადოება

დაჯარიმებული სკანდალური წყვილი დაქორწინდა

2015 თებ 9 22:50:47

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში მცხოვრებმა ჯუდუ ქაჯაიამ და დაბა ნასაკირალში მცხოვრებლებმა  მზია ვანაძემ, ხელი ოფიციალურად მოაწერეს, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" ბრალდებულის ინტერსების დამცველმა, მანუჩარ გოგრიჭიანმა აცნობა.

რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები, 19 წლის მზია ვანაძე, დაბა ლაითურში მცხოვრებმა ჯუდუ ქაჯაიამ მოიტაცა.

შემთხვევა დაბა ნასაკირალის ცენტრში, 27 იანვარს მოხდა. პოლიციას აღნიშნული ფაქტის შესახებ დაზარალებული მზია ვანაძის მამამ, სულიკო ვანაძემ აცნობა და  სთხოვა დაედგინათ გატაცებული შვილის ადგილსამყოფელი.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატაცებულს სოფელ ბაილეთში მიაგნეს. გამტაცებლებს 7 -დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მანამდე კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს 9 ათასი ლარი გირაოს სახით დაეკისრათ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 18 მარტს გაიმართება.

ამავე თემაზე: ვინ ჩაიდინა დანაშაული - გამტაცებლებმა, დაზარალებულის მამამ თუ პოლიციამ?




 ახალი ამბები
  • ჭიაბერაშვილი:წამლის ყიდვა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა“საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ფასების გაძვირების გამო საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, ოჯახების შემოსავალი კი არ იმატებს, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული იკლებს პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა იმ დროს, როდესაც წამლის ყიდვა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა,”_ აღნიშნული განცხადება  “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, მედიკამენტების პროგრამაზე გამოყოფილი 14 მილიონი ლარდან ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ 7 მლნ ლარი ჰქონდა ათვისებული. ჭიაბერაშვილი აზრით, გაუმართლებელია, როდესაც ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი რჩება, ათასობით ადამიანი კი ამ დროს წამალს ვერ ყიდულობს. იგივე პრობლემა იდგა 2017-18 წლებშიც და ჯანდაცვის სამინისტრომ მესამე წელსაც ვერ მოახერხა, წამლის პროგრამა მოქალაქეთა დიდი ნაწილის დახმარების ინსტრუმენტად ექცია. “2019 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად პროგრამაში 4 ათასამდე ახალი მოსარგებლე რეგისტრირდებოდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წლის აგვისტოში ეს რიცხვი უცბად 26 ათასი გახდა, რამაც იმედი ჩაგვისახა, რომ პროგრამა მართლაც მასობრივი გახდებოდა. სამწუხაროდ, ნომებერში ეს რიცხვი 6 ათასამდე დავიდა,” - ამბობს ჭიაბერაშვილი და ჯანდაცვის სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს, რატომ იკლებს მედიკამენტების პროგრამაში ჩართულ მოსარგებლე პირთა რაოდენობა მაშინ, როდესაც ადამიანებს მასობრივად აწუხებთ წამალზე ხელმისაწვდომობა. “საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო 7 წლის განმავლობაში წამლებზე ფასები საშუალოდ 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ჯერ ისევ მიუწვდომელია ათიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც პროგრამის დაწყებას იმედით ელოდა,”_ აცხადებს ჭიაბერაშვილი. მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები  ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ.
 ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე ... ...
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს-ს ხელმძღვანელი დააკავასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის, წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, მდინარე სუფსის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ახდენდა ქვიშა - ხრეშის მოპოვებას, რომელიც შემდგომ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ფორმალურად აისახებოდა ერთ-ერთი კომპანიის სახელზე. დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, უკანონოდ იქნა მოპოვებული 15 775 კუბური მეტრი ქვიშა - ხრეში, გარემოზე მიყენებული ზიანი 15 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე, 299-ე, 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების ... ...
  • სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი - 1969 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღო. პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • შემოქმედში დანგრეული ეკლესიის ქვები აღმოაჩინესსოფელ შემოქმედში, ყოფილი კოლმეურნეობის ავტოპარკის ტერიტორიაზე, კომუნისტური მმართველობის დროს დანგრეული ეკლესიის ქვები აღმოაჩინეს. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყოფილი ავტოპარკის ტერიტორია გაყიდულია და იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ქვები კი, იქვე მდინარე ნაბჟუარაში ნახეს. სოფელ შემოქმედში მცხოვრები, ცნობილი მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზუსტად არ არის ცნობილი, სოფლის ცენტრში რომელ საუკუნეში იდგა ეკლესია. “დანგრეული ეკლესიის ადგილზე ჯერ დადგეს სოფლის კლუბი, რომელიც კომუნისტების დროს, 1950 წელს დაანგრიეს, შემდეგ ააშენეს კულტურის სახლი. ეს ქვები, რომელიც ახლა აღმოაჩინეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სოფლისთვის და მთელი გურიისთვის. კარგი იქნება, იმ ადგილას, სადაც ჯვართამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარი იყო, თავიდან აშენდეს ეკლესია. ვიცი, რომ ბევრი მხარდამჭერი გამოჩნდება“, _ გვითხრა ვახტანგ ... ...
  • სიდედრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ი. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 ივნისს, ა.ი.-ს სიძემ ბ.ნ.-მ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეუღლეს მ.ი.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალიშვილის შეურაცხყოფით განაწყენებულმა ა.ი.-მ, შურისძიების მიზნით, ბ.ნ.-ს დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ბ.ნ. გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.ი. 2019 წლის 24 ივნისს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'.109-ე მუხლის მერე ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ა.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...