საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში

საზოგადოება

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში

12 თებ. 2015, 22:33:15

IDFI-ის გუნდის მიერ 2014 წელს პროექტის განხორციელებისას  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 5 466 განცხადება 308  საჯარო დაწესებულებაში.

პროექტის სტატისტიკური შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

სულ გაიგზავნა - 5466 მოთხოვნა

Ø  სრულყოფილი პასუხი - 3 628(66,4%)

Ø  არასრულყოფილი პასუხი -356(6,5%)

Ø  უარი -85(1,5%)

Ø  უპასუხო-1 397(25,6%)

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საწყის ეტაპზე, (2012 წლის ოქტომბერი - 2013 წლის სექტემბერი)  სრულყოფილად გაცემული პასუხების 81%-იანი მაჩვენებელი მიმდინარე პროექტის ფარგლებში 66% - მდე შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 11%-დან  26%-მდე გაიზარდა და  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ ნიშნულს მიუახლოვდა.

პრეზენტაციაზე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც. დასახელდა საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ყველაზე ღია და დახურული უწყებები.

IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის გადაეცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელმაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მეტად გააუმჯობესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. 2012-2013 წლების მაჩვენებელთან (75%) შედარებით მიმდინარე პროექტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა 23%-ით და შეადგინა 98%.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კი დასახელდა, როგორც 2014  წელს ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება.

IDFI-ის გაუმჭვირვალობის სერტიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

სპეციალური ჯილდოები (სიგელები) „2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის" მიიღეს შემდეგმა ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებებმა:

·         საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

·         საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

·         საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

·         აჭარისა/რ-ისგანათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ასევე, IDFI-ს სიგელი  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომლებმაც პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს (სულ 38 დაწესებულება). მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საჯარო სამსახურის ბიურო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სახალხო დამცველის აპარატი, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური და სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, რომლებმაც 2012-2013 წლების მსგავსად კვლავ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირეს.

2014 წელს საჯარო ინფორმაციის  პროაქტიულად საუკეთესო  გამოქვეყნებისთვის IDFI-ის სიგელი გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

დაწესებულების კატეგორიების მიხედვით აგრეთვე, დასახელდა  ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე არაანგარიშვალდებული უწყებები. მათ შორის არიან:

·         საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო

·         სსიპ-   შსს  ჯანმრთელობისდაცვისსამსახური

·         სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

·         წალკის გამგეობა

·         ხობის გამგეობა

·         თეთრიწყაროს საკრებულო

·         მარნეულის საკრებულო

·         მარტვილის საკრებულო

·         ქობულეთის საკრებულო

·         შუახევის საკრებულო

·         წალკის საკრებულო

·         ბოლნისის საკრებულო

ანგარიში „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში" ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.




 ახალი ამბები
  • კორონავირუსზე დიაგნოსტიკის ცენტრი ოზურგეთში იქნებაორ დღეში ოზურგეთში, ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში კორონავირუსზე ანალიზის შემოწმება დაიწყება. “ბიომეტიკა გეორგია“ ლაბორატორია უკვე ოზურგეთში არსებობს, სადაც C ჰეპატიტზე მოწმდებოდა ანალიზი. ახლა კი შესაძლებლობა გვეძლევა მოხდეს კორონავირუსზე ანალიზის შემოწმება და 4 საათში გვეცოდინება პასუხი. ანალიზებს იღებს გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ჩვენთან მოხდება ანალიზის შემოწმება. ბატონ ამირან გამყრელიძის დიდი ჩართულობით უკვე მოხდა ლუგარიის ლაბორატორიისაგან მონიტორინგი, ხარისხის კონტროლიც გავიარეთ და ორ დღეში დავიწყებთ ანალიზების შემოწმებას.“- გვითხრა ოზურგეთის ბავშვთა საავამდყოფოს დირექტორმა დავით ... ...
  • „ბოდიში, თქვენ გელით კისრის მოტეხა“- უცნაური ზებრა გადასასვლელები ლანჩხუთშიუკვე ბევრი წელია, რაც ლანჩხუთში წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ მიმდებარედ, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე არსებული  ზებრა გადასასვლელი მოსახლეობის კრიტიკას იმსახურებს. საქმე ისაა, რომ  „ბიბლუსის“ მხრიდან ზებრაზე გადასვლისას ადამიანებს საკმაო სიმღლის მქონე ბორდიურზე უწევთ შეჯახება,  რომელიც მერიის წინ მდებარე სკვერს  ეკვრის გარს. თუმცა, ლანჩხუთელთა თქმით,  ეს არაფერია იმასთან  შედარებით, რაც ახლახანს აღმაშენებლის ქუჩაზე გაკეთდა-აქ ზებრა ისეა დახაზული, დიდია ალბათობა, რომ  თავი პირდაპირ სანიაღვრე არხში ამოყო. აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლითაც ავტობანი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება და საამისოდ ორი მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯა, ახლახანს დასრულდა. ჰოდა, ამ ახალგაკეთებულ გზაზე  ქუჩაზე გადასასვლელები ისეა გაკეთებული, რომ ქვეითად მოსიარულეს დიდი ყურადღება მართებს, სანიღვრე არხში არ ჩავარდეს და კისერი არ მოიტეხოს. „ახლა კიდო რა გვიჭირს, გზა რომ გაიხსნება და მანქანები დაიწყებენ ინტენსიურ მოძრაობას, მაშინ აღმოვჩნდებით ცუდ დღეში. თან ტროტუარი გზიდან საკმაოდ დაბალზეა და მანქანების მოძრაობის ფონზე, ქვეითს კვალზე გადახტომის გარდა, ამის გათვლაც მოუწევს. ვინ დაგეგმა ნეტა, რომ ზებრის ბოლოს კვალი ყოფილიყო?! ყველა გადასასვლელი ასეა, მარტო ერთი რომ იყოს რა გვიჭირს. „ზებრა„ ხომ ასეა დახაზული და ტროტუარად დატოვებული ადგილი მთლად საკაიფოა“-ირონიით დასძენს ... ...
  • საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ პარტნიორობა დაიწყეს. თანამშრომლობა მეთხილეობის მიმართულების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობის ან მოსავლის აღებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებას განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ. აგროსესხი მეთხილეებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ  დაფინანსების მიღების მარტივი პროცედურით, ასევე, მიიღონ საკრედიტო ლიმიტის გაზრდილი მოცულობა. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ იმისათვის რომ ფერმერმა ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით, საჭიროა: • ის გაწევრიანებული იყოს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში; • ხელმძღვანელობდეს ასოციაციის მიერ წინასწარ შედგენილი აგრო ტენოლოგიური რუკის გამოყენებით; •იზიარებდეს ასოციაციის მიერ რეკომენდირებულ შხამქიმიკატების, დოზირების და პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს; „საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მეთხილეობის  ხელშეწყობის მიზნით  თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარნიორობა დაიწყო. თანამშრომლობა ფერმერებს აგროსესხის მიღებისას მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. რაც გულისხმობს  დაფინანსების მიღების მარტივ პროცედურასა და გაზრდილ საკრედიტო ლიმიტს.  ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება ფერმერებს კიდევ უფრო განავითარონ და სწორად მართონ  საკუთარი ბიზნესი. ბანკისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი შეთავაზება  მათ  საჭირო ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/agroloan?fbclid=IwAR2G7K8YUQcKU49uKv4OV-uFV2Nx-0Fyg9j8We27XyYp_X3ZHGvZWmXEUEc ... ...
  • თიბისი ღვინის საწარმოებს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობსაქ.ახლა, აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების  საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, მომზადებულები შეხვდნენ 2020 წლის რთველს. კერძოდ, პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის"  გაუმჯობესებული პირობებით, ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ, საწარმოს გადაიარაღებისთვის, ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე, საბრუნავი საშუალებებისთვის ყურძნის შესაძენად ისარგებლონ 20 000 ლარიდან - 15 000 000 ლარამდე სესხით. პროექტის  განახლებული პირობები ითვალისწინებს აღნიშნული სექტორის 48 თვემდე ვადით, სესხზე დარიცხული წლიური პროცენტის 11% -მდე თანადაფინანსებას და მას  ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო უზრუნველყოფს. სიახლეა ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების მიმართულებითაც. აღნიშნულ სფეროში ჩართულ საწარმოებს  წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით ჩაის ნედლეულის შესაძენად. პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთწლიანი კულტურების, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, მრავალწლოვანი ბაღების დაფინანსებას. პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ასევე, გაუმჯობესებული პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/agro-credit-better-conditions „შეღავათიანი აგროკრედიტი"  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანი ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფაა,  რაც სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. თიბისი უკვე 7 წელია პროექტის პარტნიორია და  მის ფარგლებში 11 000-ზე მეტი ფერმერი და გადამამუშავებელი საწარმო დააფინანსა. ... ...
  • ბეტონზმიდი ამობრუნდა და ეზოში შევარდა - ავტოსაგზაო შემთხვევა ხობშიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბეტონმზიდის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელ ეზოში შევარდა. ინფორმაციას სოფლის რწმუნებული  ადასტურებს. ბესიკ კორტავას განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...