"ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით" _ დასაფიქრებელი ისტორია დედებისთვის

საზოგადოება

"ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით" _ დასაფიქრებელი ისტორია დედებისთვის

2015 თებ 15 17:15:32

ერთხელაც მე მეყოლება შვილი და ყველაფერს ვიზამ პირიქით:

სამი წლიდან დავუწყებ მტკიცებას – ,,საყვარელო, შენ არ ხარ ვალდებული გახდე ინჟინერი, არ ხარ ვალდებული გახდე იურისტი, სულაც არაა მნიშვნელოვანი, თუ ვინ გამოხვალ. გინდა გახდე პათოლოგანატომი? კი ბატონო, ფეხბურთის კომენტატორი? როგორც გენებოს! კლოუნი სავაჭრო ცენტრში? მშვენიერი არჩევანია.

ოცდაათი წლის ასაკში ის მოვა ჩემთან – ეს საყვარელი მელოტი ჯამბაზი, საღებავის ლაქებით სახეზე და მეტყვის: ,,დედა მე ოცდაათი წლის ვარ და კლოუნად ვმუშაობ  სავაჭრო ცენტრში, ჩემთვის ასეთი ცხოვრება გინდოდა? რაზე ფიქრობდი, როცა მეუბნებოდი, რომ უმაღლესი განათლება აუცილებელი არ არის? რაზე ფიქრობდი, როცა ნებას მაძლევდი მათემატიკის მეცადინეობის ნაცვლად  ბავშვებთან მეთამაშა ?”

მე კი ვუპასუხებ: ,,საყვარელო, მე ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც შენ გსურდა, არ მინდოდა შემეზღუდე. არ გიყვარდა მათემატიკა, გიყვარდა ბავშვებთან თამაში..”

,,მე ხომ არ ვიცოდი, ამას რა შედეგი მოჰყვებოდა. მე  ბავშვი ვიყავი, რომელსაც არაფრის გადაწყვეტა არ შეეძლო, შენ კი ცხოვრება დამინგრიე ” – მიპასუხებს ის ნაწყენი  და ბინძური ხელებით ჩამოიწმენს სახიდან პომადას.

მაშინ მე ავდგები,  ყურადღებით შევხედავ  და ასეთ რამეს ვეტყვი:  ,,ასე არა? კარგი. ამ სამყაროში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ  - ერთნი ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენები ეძებენ დამნაშავეებს. თუ ეს არ გესმის, შტერი ყოფილხარ.”

ის იყვირებს  და გული წაუვა. დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება ფსიქოთერაპიას.

შესაძლოა სულ სხვა სცენარიც - ერთხელაც მე მეყოლება შვილი  და ყველაფერს ვიზამ პირიქით:

სამი წლიდან დავუწყებ დარწმუნებას: ნუ იქნები უგნური, იფიქრე მომავალზე, ისწავლე მათემატიკა, თუ არ გინდა რომ გაიზრდები, ოპერატორი იყო ქოლცენტრში.”

ოცდაათი წლის ასაკში ის მოვა ჩემთან – ეს საყვარელი, მელოტი პროგრამისტი, ღრმა ნაოჭებით სახეზე და მეტყვის: ,,დედა, მე ოცდაათი წლის ვარ, ვმუშაობ ,,გუგლში”, სამსახურში ვატარებ 20 საათს, არ მყავს ოჯახი… რაზე ფიქრობდი, როცა მეუბნებოდი, რომ კარგი სამსახური იქნებოდა ჩემი ბედნიერების გარანტია? რისი მიღწევა გინდოდა, როცა მაიძულებდი მესწავლა მათემატიკა?”

მე კი ვუპასუხებ: ,, საყვარელო, მე ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც შენ გჭირდებოდა.  მინდოდა გქონოდა უმაღლესი განათლება. მინდოდა, რომ ყველა შესაძლებლობა გქონოდა.”

,,რა ჯანდაბად მინდა ეს შესაძლებლობები, თუ უბედური ვარ?  როდესაც სავაჭრო ცენტრში კლოუნებს ჩავუვლი, მათი მშურს; ისინი ბედნიერები არიან.  შემეძლო მეც ასე მეცხოვრა, მაგრამ შენ დამინგრიე ცხოვრება, დედა”- მეტყვის ის და სათვალის ქვეშ გაიმშრალებს ცხვირს თითებით.

მაშინ მე ავდგები, ყურადღებით შევხედავ და ვეტყვი:   ,,ასე არა? კარგი. ამ სამყაროში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ  - ერთნი ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენები ეძებენ დამნაშავეებს. თუ ეს არ გესმის, შტერი ყოფილხარ.”

ის იყვირებს  და გული წაუვა. დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება ფსიქოთერაპიას.

და კიდევ ერთი ვერსია:

ერთხელაც მეყოლება შვილი  და ყველაფერს ვიზამ პირიქით:

სამი წლიდან დავუწყებ დარწმუნებას: მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რამე გიმტკიცო, მე მხოლოდ უნდა მიყვარდე.  მიდი მამასთან,  საყვარელო,  და მას ჰკითხე.  არ მინდა ვიყო რადიკალური, სხვისი შეცდომების გამეორება არ მინდა.

ოცდაათი წლის ასაკში ის მოვა ჩემთან –  ეს საყვარელი, მელოტი რეჟისორი, ნაღვლიანი თვალებით და მეტყვის: ,,დედა, მე ოცდაათის ვარ, ვცდილობ მივიპყრო შენი ყურადღება, მოგიძღვენი ათი ფილმი და ხუთი სპეკტაკლი, დავწერე შენზე წიგნი და  მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი შენთვის სულერთია.  რატომ არასოდეს არ გამოხატავდი შენს აზრს? ყოველ ჯერზე მამასთან რატომ მაგზავნიდი?”

მე კი ვუპასუხებ: ,,ძვირფასო,  მე არ მინდოდა,  რამე შენ მაგივრად გადამეწყვიტა.  მე უბრალოდ მიყვარდი, ხოლო რჩევებისთვის გვყავდა მამა.”

,,რა ჯანდაბად მინდა მამის რჩევები, თუ მე შენი აზრი მაინტერესებს? მთელი ცხოვრებაა ვცდილობ შენი ყურადღების მიპყრობას, დედა.. ლამისაა ჭკუიდან შევიშალო, მზად ვარ ყველაფერი გავიღო, ოღონდაც მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ გავიგო შენი აზრი ჩემზე. შენ დამინგრიე ცხოვრება შენი სიჩუმით..” მეტყვის ის და თეატრალურად შემოიდებს შუბლზე ხელს.

მაშინ მე ავდგები, ყურადღებით შევხედავ და ვეტყვი:   ,,ასე არა? კარგი. ამ სამყაროში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ  - ერთნი ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენები ეძებენ დამნაშავეებს. თუ ეს არ გესმის, შტერი ყოფილხარ.”

ის იყვირებს  და გული წაუვა. დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება ფსიქოთერაპიას.

ჩვენი დედური პერფექციონიზმი – მისწრაფება იყო იდეალური დედა, პროფილაქტიკას საჭიროებს. არ არის საჭირო მუდმივად დაძაბული ყოფნა. მოდუნდით.  როგორც არ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ კარგი დედები, ჩვენს შვილებს რაღაც მაინც ექნებათ სათქმელი ფსიქოთერაპევტისთვის.

წყარო: dare.ge



 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...