რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებები რომ საჩქარო არაა, FactCheck.ge სიმართლედ აფასებს

საზოგადოება

რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებები რომ საჩქარო არაა, FactCheck.ge სიმართლედ აფასებს

17 თებ. 2015, 16:36:37

FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 10-დან 17 თებერვლამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებას ეხებოდა. ხადურის თქმით, „მინისტრების ხელფასები არის ორჯერ-სამჯერ შემცირებული… ასევე, შემცირებულია მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურება“.

ფაქტ-მეტრის მიერ ათი სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურებამ 2013 და 2014 წლებში, 2011 და 2012 წლებთან შედარებით, 10-დან 7 შემთხვევაში მცირედი კლება განიცადა. განხილული სამინისტროებიდან არცერთში მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების შრომის ანაზღაურება 2-ჯერ ან 3-ჯერ არ შემცირებულა. ამასთან, განათლების და მეცნიერების მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის ხელფასები თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი. შრომის ანაზღაურების მატება აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრსაც.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ნოდარ ხადურის განცხადება მცდარად შეფასდა.

ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთი განცხადება ლარის გაუფასურებას ეხებოდა. ნოდარ ხადურის თქმით ბიუჯეტის ხარჯებს ლარის გაუფასურება არ გამოუწვევია.

ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, რომ ლარის კურსის გაუარესებაზე  გავლენა დეკემბერში გაზრდილმა ფულის მასამ, კერძოდ ბიუჯეტიდან მიმოქცევაში დამატებით გაშვებულმა 264 მლნ ლარმა მოახდინა. ამას თან ერთვის დოლარის გლობალურად გამყარების ტენდენციის გავლენა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება და დოლარის შემომავალი ნაკადების კლება. მომავალში, თუ საგარეო ფაქტორები მეტად არ გაუარესდება, შემცირებული ლარის მასა კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურება სხვადასხვა ფაქტორებითაა გამოწვეული, ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ ლარის კურსის გაუფასურებაში ბიუჯეტის ხარჯებს ბრალი არ მიუძღვის, მეტწილად მცდარია.

ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავდა: „ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და გვაქვს 4.7-4.8% ეკონომიკური ზრდა გასულ წელს, ეს არის ძალიან დიდი წარმატება“.

2014 წლის ეკონომიკური ზრდის კვლევისას ფაქტ-მეტრმა გასული წლების სტატისტიკაც მიმოიხილა.
საქართველოში თითქმის ყოველთვის ხდებოდა მოვლენები, რომლებიც ქვეყნის მშვიდად განვითარებას უშლიდა ხელს – რევოლუციები, ტერაქტები, ომი, ფინანსური კრიზისი, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და სხვა. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2004-2007 წლებში 9.4%, ხოლო 2004-2012 წლებში – 7% შეადგინა. 2013-2014 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 4%-ია. რუსეთის და უკრაინის მოვლენებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან მათი წილი საქართველოს ექსპორტ-იმპორტში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს.

შედარებისთვის, რუსეთთან ექსპორტი 2006 წელს 55%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, 2006 წელს საქართველოს 9.4%-იანი, ხოლო 2007 წელს – 12.6%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპი ჰქონდა. ამიტომ, პრემიერის განცხადება, რომ რუსეთში და უკრაინაში მიმდინარე კრიზისი საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპის მთავარ მიზეზს წარმოადგენს, მცდარია.

ასევე, არამართებულია პრემიერის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შედარება ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპთან. ერთ სულ მოსახლეზე ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ბევრად აღემატება ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მშპ-ს და მათი მშპ-ს 1%-იანი ზრდა აბსოლუტურ რიცხვებში გაცილებით მეტია საქართველოს 1%-იან ზრდასთან შედარებით. ირაკლი ღარიბაშვილის პათოსი, რომ თუ წამყვან ევროპულ ქვეყნებს აქვთ დაბალი ეკონომიკური ზრდა, მაშინ საქართველოში 5%-იანი ზრდა მიღწევას წარმოადგენს, არასწორია.

ამ ლოგიკით, თუ 2004-2012 წლებს გადავხედავთ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ბევრად მაღალი ტემპი ჰქონდა, ვიდრე წამყვან ევროპულ ქვეყნებს, თუმცა ამგვარი შედარებები არც მაშინ იქნებოდა სწორი.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მცდარია.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებაც გადაამოწმა. ბაქრაძის თქმით, რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს და მის მყისიერ განხორციელებას ევროკავშირის რეგულაციები არ ითხოვს.

ასოცირების შეთანხმების მე-6 კარი აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველო ვალდებულია ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, კერძოდ კი, 2010 წლის 10 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/13/EU აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივასთან დაახლოვოს. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ამ დირექტივის იმპელემენტაციისთვის საქართველოს სამიდან ხუთ წლამდე ვადა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმების ეს ნაწილი ჯერ ძალაში შესული არ არის, სამწლიანი ვადის ათვლაც ჯერ არ დაწყებულა.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გარკვეულწილად იმეორებს დირექტივით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, თუმცა დამატებით რეგულაციებსაც აწესებს. ევროკავშირის დირექტივის თანახმად, 12 წუთიან სარეკლამო ჭრაში სატელევიზიო პროგრამებთან დაკავშირებულ ანონსი არ შედის. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები კი, დირექტივით არსებულ რეგულაციას კიდევ უფრო ზღუდავს, რადგან სამაუწყებლო კომპანიებს აიძულებს პროგრამების ანონსებიც 12 წუთიან სარეკლამო ჭრაში ჩაატიონ. გარდა ამისა, სპონსორზე მითითებასთან დაკავშირებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ევროკავშირის დირექტივაში გათვალისწინებული საერთოდ არაა.

ბაქრაძე სწორად მიუთითებს, რომ დაჩქარებული წესით დირექტივის იმპლემენტაცია ამ ეტაპზე აუცილებელი არ იყო. ევროკავშირის მიერ დაწესებული სამიდან ხუთ წლამდე ვადა სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ საქართველომ არსებული რეალობის საკანონმდებლო ცვილებებთან ადაპტირება უმტკივნეულოდ შეძლოს.

შესაბამისად, დავით ბაქრაძის განცხადება სიმართლეა.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...