"მასწავლებელს, პრაქტიკის მანძილზე, საგნობრივი გამოცდის ერთხელ ჩაბარება მოუწევს"

საზოგადოება

"მასწავლებელს, პრაქტიკის მანძილზე, საგნობრივი გამოცდის ერთხელ ჩაბარება მოუწევს"

2015 თებ 17 18:33:17

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმწიფო კომისიამ ზოგადი განათლების კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე მუშაობა დაასრულა. აღნიშნული დოკუმენტები არეგულირებენ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფუნქციონირებას და განსაზღვრავენ მასწავლებლებისთვის სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელ გზებსა და საშუალებებს, სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალს, კრედიტქულების განაწილების პრინციპებსა და გაანგარიშების წესს, მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და კრედიტქულების დაგროვების ვადებს.

დოკუმენტები მთავრობას განსახილველად გადაეგზავნა.  როგორც ცნობილია, 2014 წლის ნოემბერში პარლამენტმა მასწავლებელთა შეფასების სქემა არ მიიღო და  განათლების სამინისტროს გადასამუშავებლად ისევ  უკან დაუბრუნა.

რა ცვლილებები შეიტანა სახელმწიფო კომისიამ სქემაში, ძირითად აქცენტებზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი მანანა რატიანი გვესაუბრება.

_რა ცვლილებები განიცადა მასწავლებელთა სქემამ?

_პირველი ცვლილება ვადებს უკავშირდება. განისაზღვრა თითოეული კატეგორიისთვის  ვადები. თუკი ადრე დადგენილი იყო წლების მინიმუმი და მაქსიმუმი პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის, ამ შემთხვევაში მინიმალური ვადები მოიხსნა და მაქსიმუმი განისაზღვრა. პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლისთვის ამჯერად 4-4 წელი, ხოლო ზედა კატეგორიებისთვის 5 წელია შემდგომ საფეხურზე გადასვლისთვის

_ კატეგორიების რაოდენობაც ხომ არ შეიცვალა?

_ კატეგორიებში ძირითადი პრინციპები დარჩა იგივე. პრაქტიკოსი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი და მენტორი, - ეს დარჩა იგივე. ერთი ცვლილება, რაც შევიდა,  2015-16 წელი არის საპილოტე წელი, შესაბამისად, მასწავლებლები, რომლებიც ამ პერიოდში დადებითად შეფასდებიან, კრედიტ ქულები არ დაეკარგებათ. მაგრამ თუკი შემთხვევით ჩაიჭრებიან, ეს წარუმატებლობა არ ჩაეთვლებათ.

_ პედაგოგებს ვინ შეაფასებს?

_ არის ორი ტიპის შეფასება, ერთია გარე და მეორე - შიდა შეფასება. ადრეც იყო ამაზე მიმართება, რომ მასწავლებლის მთავარი შემფასებელი უნდა იყოს სკოლა. ყველაზე კარგი ინფორმაცია მასწავლებლის შესახებ, როგორ ატარებს გაკვეთილს, რა წარმატებები აქვს, სკოლამ ყველაზე უკეთ იცის, მოსწავლეებისგან, მასწავლებლებისგან, მშობლებისგან და აშ. შესაბამისად, ეს პრინციპი ისევ დარჩა. ამ მხრივ, სკოლების ავტონომიურობა მეტად იზრდება. ყველა სკოლას ეყოლება მასწავლებლის შეფასების ჯგუფი.

რაც შეეხება გარე შეფასებას. სქემის ფარგლებში 2 ტიპის გარე შეფასება იქნება. პირველია საგნობრივი გამოცდა, რომლის ორგანიზებას გააკეთებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ გამოცდას ჩააბარებენ მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლები, იმისათვის რომ შემდეგ საფეხურზე გადავიდნენ, ან საერთოდ, პროფესიაში დარჩნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  მასწავლებელს გამოცდის ჩაბარების რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ,  ხელახლა მოთხოვნას არავინ წაუყენებს, რომ კვლავ დაადასტუროს თავისი საგნობრივი კომპეტენციები. მასწავლებელი თავისი პრაქტიკის მანძილზე ერთხელ აბარებს საგნობრივ გამოცდას და ადასტურებს, რომ მან ის საგანი იცის, რომელსაც მოსწავლეს ასწავლის.

რაც შეეხება მეორე ტიპის - გარე შეფასებას,  ეს არის საკლასო დაკვირვების კომპონენტი, რომელიც ასევე მასწავლებლის მთელი პრაქტიკის მანძილზე მოხდება ერთჯერადად. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი მასწავლებელს პრაქტიკის მანძილზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საფეხურზე იმყოფება ის, დააკვირდება ერთჯერადად, თუ როგორ გაკვეთილს ატარებს. პრაქტიკოს მასწავლებლებზე საკლასო, გარე დაკვირვება არ ხდება. ისინი მხოლოდ საგნობრივ გამოცდას აბარებენ. როდესაც უკვე მოიპოვებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს,  მათზე შემდეგ, ერთი წლის მანძილზე მოხდება გარე დაკვირვება.

_ რაც შეეხება სასერთიფიკაციო გამოცდას, რჩება იმ სახით, რაც ადრე იყო?

_ სასერთიფიკაციო გამოცდა იმ ფორმატში, რაც ადრე იყო, არ რჩება. ადრე შედგებოდა 2 კომპონენტისგან. ერთი იყო პროფესიული უნარები და საგნობრივი გამოცდა. საგნობრივი გამოცდა რჩება აქტუალური. პრაქტიკოს მასწავლებელს მისი ერთჯერადად ჩაბარება მოუწევს. თუ მასწავლებელს ეს გამოცდა ჩაბარებული აქვს, ის მეორედ ამ გამოცდას არ ჩააბარებს. რაც შეეხება სერთიფიცირებულ მასწავლებელს, ის ზედა კატეგორიაში ხვდება. თავდაპირველად უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს სქემაში. მათ გამოცდის ჩაბარება აღარ უწევს. უბრალოდ მათზე გარე დაკვირვება მოხდება ერთჯერადად. დანარჩენ კომპონენტში მისი შემფასებელი იქნება სკოლა.

_ საგნობრივი გამოცდის ჩაბარება ყველა მასწავლებელს მოუწევს?

_ მათ, ვისაც სასერტიფიკაციო გამოცდების დროს ჩაბარებული აქვს საგნობრივი გამოცდა, იგულისხმება, რომ აღარ მოუწევთ კიდევ მისი ჩაბარება. თუკი მას მხოლოდ უნარების გამოცდა აქვს ჩაბარებული, იმ წლების მანძილზე, სანამ იგი პრაქტიკოსი მასწავლებლის კატეგორიაშია, ანუ 4 წლის მანძილზე, უნდა ჩააბაროს გამოცდა. როგორც კი ჩააბარებს საგნობრივ გამოცდას, დანარჩენი კრედიტების დაგროვება არ დასჭირდება და მაშინვე უფროსი მასწავლებლის კატეგორია მიენიჭება.

_რა ვადებში უნდა ჩააბარონ მასწავლებლებმა საგანში გამოცდა?

_ პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის განკუთვნილია 4 წელი, ამ პერიოდში უნდა აიმაღლოს კვალიფიკაცია. დროის ათვლა  სქემის მიხედვით, 2015 წლის სექტემბრიდან იწყება.

როგორც აღვნიშნეთ, ესაა ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც სახელმწიფო კომისიამ მასწავლებელთა სქემაში შეიტანა. როდის ამოქმედდება ეს ცვლილებები, ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს.

ამავე თემაზე: მასწავლებელთა სქემაზე მსჯელობა გრძელდება

"მასწავლებლის შეფასება, პირველ რიგში, თავად სკოლების მიერ უნდა მოხდეს"




 ახალი ამბები
  • რატომ მოიხსნა მასალა “გურია ნიუსის“ ვებგვერდიდანდღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა. იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის. მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ... ...
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...
  • "ყველაზე ყლ....ბა ტელევიზიაა" _ აქციის მონაწილე POST ტვ-ს ჟურნალისტსერთ-ერთი მოქალქე პირდაპირი ჩართვისას პოსტივის გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რომელმაც იკითხა _ აქციაზე მოსვლა და დღევანდღელი ცხოვრება რამდენი კილო კარტოფილი დაუჯდა ხელისუფლებას? შემდგომ ჟურნალისტს ჰკითხა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ლოგოს ნახვის შემდეგ კი თქვა,რომ ყველაზე ყლ....ბა ტელევიზია, რასაც გადამღები ჯგუფის და აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის პროვოკაციაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...