7 რამ, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას უნდა ვიცოდეთ

საზოგადოება

7 რამ, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას უნდა ვიცოდეთ

2015 თებ 17 21:03:35

2015 წლის 17 ივნისისათვის, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ ევროპაში მოსახლეობა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა.

თუმცა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი სხვადახვა სირთულეებთან არის დაკავშირებული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველო" გვთაზობს 7 მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მაუწყებლობაზე გადასვლისას მოსახლეობამ უნდა იცოდეს:

1. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გადაწყვეტილება საერთაშორისო ვალდებულებაა.

2006 წელს, საქართველო და ყველა მეზობელი ქვეყანა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირთან (ITU) დადებული ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმდა, რომ 2015 წლის 17 ივნისს ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობა გამოირთვება და მთელი რეგიონი ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადავა.

ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი, რომელსაც დღეს ტელევიზორის საყურებლად ვიყენებთ, თავდაპირველად მონოფონური ხმის მქონე შავ-თეთრი გამოსახულების მისაღებად დაინერგა. ტელევიზიის განვითარებასთან ერთად, როცა მას ახალი ფერები, სტერეო ხმა და მრავალი არხი დაემატა, დადგა ამ სიგნალების ადაპტაციის საჭიროება, რათა მას მრავალფეროვანი ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა მისცემოდა. დღეისათვის სატელევიზიო მაუწყებლობამ ისეთ პროგრესს მიაღწია, რომ ანალოგური სიგნალით უკვე შეუძლებელია მრვალფუნქციური მომსახურებების სრული სპექტრის მოცვა. სწორედ ამიტომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა (ITU) მსოფლიოს ყველა ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რაც სიხშირეების გაცილებით ეფექტურად გამოყენების საშუალებას მოგვცემს, უკეთეს გამოსახულებასა და ხმის ხარისხს უზრუნველყოფს და ასევე, ფუნქციათა ბევრად უფრო მდიდარ არჩევანს შემოგვთავაზებს.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უკვე გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე, მათ შორის ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ამერიკაში; ზოგ ქვეყანაში კი, საქართველოს მსგავსად, ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. გადამცემი ინფრასტრუქტურის მდებარეობიდან და გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ცალკეული ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულ ქვეყანათა უმეტესობამ გასულ წლებში DVB-T1 სტანდარტი (ციფრული ვიდეო მაუწყებლობა - მიწისზედა მაუწყებლობის პირველი თაობა) დანერგა და მხოლოდ ახლა გადადის DVB-T2-ზე (ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის მეორე თაობა) – გაუმჯობესებულ და უფრო ეფექტურ სტანდარტზე. საქართველო კი ანალოგიდან პირდაპირ DVB-T2 სტანდარტზე გადავა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა კომპლექსური პროცესია და გავლენას იქონიებს ყველა იმ ოჯახზე, რომელიც სატელევიზიო სიგნალს ანტენის საშუალებით იღებს. ტრანზიციის პერიოდში სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს, ტელეკომპანიებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა წარმატების აუცილებელი პირობაა. საჭიროა ფართომასშტაბიანი და ინტენსიური კამპანიის წარმოება, რათა საზოგადოებას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე საკმარისი დროით ადრე ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მიწისზედა ციფრულ ტელემაუწყებლობაზე გადასვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის – სატელევიზიო ანძებისა და ტელეკომპანიების აღჭურვილობის – განახლებასაც მოითხოვს.

2. გაციფრულებას ბევრი სარგებელი ახლავს თან:

ციფრული მაუწყებლობა მეტი არხის გადაცემისა და მიღების საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებლებს გაცილებით მეტი უფასო სატელევიზიო პროგრამის ხილვის საშუალება ექნებათ;

სატელევიზიო არხებზე ხმისა და გამოსახულების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება;

თქვენს ეკრანებზე აღარასოდეს გამოჩნდება ვიზუალური წუნი, ე.წ. „თოვლი“. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ დავიწყებას მიეცემა ის დრო, როდესაც წვიმიან ამინდში ტელევიზორის თავზე დაბრახუნებით სასწაულებრივად ბრუნდებოდა ხოლმე ეკრანზე გამოსახულება. ციფრული ტექნოლოგიის ეპოქაში, უბრალოდ, აღარ იარსებებს ცუდი გამოსახულების მიღების პრობლემა, რადგან ციფრული სამაუწყებლო დაშიფრვა იმის გარანტიას იძლევა, რომ ან მკაფიო გამოსახულებას მიიღებთ, ან მას საერთოდ ვერ მიიღებთ – შუალედური ვარიანტი არ არსებობს. ეს მოვლენა ციფრული cliff („ციცაბო კლდის“) ეფექტის სახელითაა ცნობილი: სუსტი ციფრული სიგნალის სრულად დაშიფვრა ვერ ხდება, რის შედეგადაც სიგნალის გადაცემა წყდება და ეკრანზე სიცარიელე ჩნდება;

ციფრული მაუწყებლობის პერიოდში ხელმისაწვდომი გახდება მაღალი გარჩევადობის (HD) არხები;

გაჩნდება ახალი ტიპის სერვისები, როგორიცაა, მაგალითად, ელექტრონული პროგრამების კატალოგი. ეკრანზე გამოისახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გადის აღნიშნულ დროს და რა გადაცემები გავა მომდევნო დღეების განმავლობაში, რისი წყალობითაც შეგეძლებათ, დაგეგმოთ ტელევიზორის ყურება და მეტიც, გამოიყენოთ შეხსენების რეჟიმი;

მხედველობისა და სმენის შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის უზრუნველყოფილი იქნება აუდიო აღწერილობა და სუბტიტრები;

DVB T-2 სტანდარტი შესაძლებელს გახდის ტელეარხების ყურებას ლეპტოპებსა და კომპიუტერებზე სიგნალის მიმღები USB მეხსიერების დისკის გამოყენებით და, ასევე, უზრუნველყოფს უკეთეს გამოსახულებას უამინდობის დროს ან პორტატული ტელევიზორების ყურებისას (მაგ., მანქანებში დამონტაჟებული ტელევიზორების).

ციფრული მაუწყებლობა სიხშირეების ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა. ის სიხშირეები, რომლებიც ახლა მაუწყებლობისთვის გამოიყენება, გათავისუფლდება და მათი სხვა მიზნით გამოყენება გახდება შესაძლებელი. მარეგულირებელ კომისიას შეეძლება გამოაცხადოს აუქციონი 4G ფართოზოლიანი მობილური კავშირებისთვის, რაც, ერთის მხრივ, სახელმწიფოსთვის დამატებითი შემოსავალია, მეორეს მხრივ კი, ქვეყანაში მაღალსიჩქარიან მობილურ ინტერნეტს განავითარებს.

3. სიგნალს ანტენის მეშვეობით იღებთ? მაშინ ეს თქვენ გეხებათ.

სატელევიზიო სიგნალის მიღების რამდენიმე გზა არსებობს: კაბელით, ინტერნეტით, სატელიტური თეფშის ან ანტენის საშუალებით, რომელიც სიგნალს სატელევიზიო ანძიდან იღებს. მიწისზედა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მხოლოდ იმ ოჯახებს შეეხება, რომლებიც სატელევიზიო სიგნალს ანტენის მეშვეობით იღებენ. მომხმარებლებმა, პირველ რიგში, უნდა გაარკვიონ აკმაყოფილებს თუ არა მათი ტელევიზორი DVB-T2 სტანდარტს. თუ პასუხი ნეგატიურია, ასეთ ოჯახებს სეტ-ტოპ ბოქსის (ეს მოწყობილობა ახდენს ციფრული სიგნალის დეკოდირებას/გარდაქმნას ანალოგურ სიგნალად, რის შედეგადაც ციფრული სიგნალი ანალოგურ ტელევიზორზეც გამოისახება), ან DVB-T2 სტანდარტზე მომუშავე ახალი ტელევიზორის შეძენა მოუწევთ. თუმცა არის კიდევ ერთი გზა: შეგიძლიათ აირჩიონ სხვა პლატფორმები და საკაბელო ან სატელიტური ოპერატორების მომხმარებლები გახდეთ – სატელიტისა და საკაბელო კომპანიების კლიენტებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა პირდაპირ არ შეეხებათ.

2013 წლის მიწურულს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ოჯახების 44% სატელევიზიო სიგნალს სატელიტური თეფშით იღებს, 35% – ანტენით, 25% – საკაბელო ტელევიზიით და მხოლოდ 5% იღებს სატელევიზიო სიგნალს ინტერნეტით.

4. ახალი ტელევიზორის შეძენა საჭირო არ არის.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, ციფრული სიგნალის მისაღებად ნებისმიერი ტელევიზორის გარდაქმნა შეიძლება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ არხების საყურებლად თქვენს ტელევიზორს სეტ-ტოპ ბოქსი დასჭირდება, თუ რა თქმა უნდა თქვენი ტელევიზორი ისედაც არ აღიქვამს DVB-T2 სტანდარტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ციფრული სიგნალის მისაღებად ეს მოწყობილობა აღარ დასჭირდება. სეტ-ტოპ ბოქსის შეძენისას შეამოწმეთ, არის თუ არა ის სერტიფიცირებული (ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე პასუხისმგებელი უწყება, სერტიფიცირებული პროდუქტებისა და საცალო გაყიდვის ობიექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოგვიანებით უფრო დეტალურ სპეციფიკაციებსა და რჩევებს გამოაქვეყნებს). თუმცა თუ მაინც მოისურვებთ ახალი ტელევიზორის შეძენას, დარწმუნდით, რომ ის შესაბამისობაშია DVB-T2 სტანდარტთან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სიგნალს ანტენის საშუალებით იღებთ, თქვენი ტელევიზორი DVB-T2 სტანდარტს არ აკმაყოფილებს და არც სეტ-ტოპ ბოქსს შეიძენთ, ანალოგური სიგნალის გამორთვის შემდეგ (2015 წლის 17 ივნისი) ტელევიზორის ყურებას უბრალოდ ვეღარ შეძლებთ. ამასთან, დარწმუნდით, რომ ოჯახში არსებული ყველა ტელევიზორი მიერთებულია სეტ-ტოპ ბოქსთან ან გააჩნია ინტეგრირებული გადამყვანი.

5. HD ტელევიზორი არ არის ციფრული ტელევიზია.

HD ტელევიზორის ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად. HD ტელევიზორი ეკრანის რეზოლუციის ახალ სტანდარტზე მიუთითებს, რომელიც გამოსახულების მეტ სიმკვეთრეს უზრუნველყოფს. იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა თქვენს ტელევიზორს ციფრული მაუწყებლობის პირობებში მუშაობა, უნდა შეამოწმოთ აკმაყოფილებს თუ არა ის DVB-T2 სტანდარტს.

ამჟამად მხოლოდ სატელიტურ და საკაბელო ტელევიზიებს შეუძლიათ HD პროგრამების გადაცემა.

6. სოციალურად დაუცველი ოჯახები სუბსიდიებს, დანარჩენები კი შესაბამის ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ხელისუფლებამ ორი ძირითადი მიმართულებით უნდა იმუშაოს. პირველი მიმართულება ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიის წარმოებას გულისხმობს, რომლის დანიშნულებაც უნდა იყოს ხალხის ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის, როგორ და რატომ ხდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.

ხელისუფლების მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა იმის უზრუნველყოფაა, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს ციფრული სიგნალის მიღებისათვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული გზებით ხდება მოქალაქეების დახმარება, სოციალურად დაუცველი ჯგუფების სუბსიდირებით დაწყებული და მთელი მოსახლეობისათვის სეტ-ტოპ ბოქსების შესაძენად ვაუჩერების დარიგებით დამთავრებული.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური სტრატეგიის თანახმად, ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და რეიტინგში 70 000-ზე დაბალი ქულა აქვთ მინიჭებული (ამჟამად ასეთი ოჯახების რიცხვი 225 000-იდან 240 000-მდე მერყეობს) სპეციალური დახმარებით ისარგებლებენ და სეტ-ტოპ ბოქსებს უფასოდ მიიღებენ.

სსიპ ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მართვაზეა პასუხისმგებელი, მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისა და სათანადო დახმარების გაწევისათვის შემდეგ ღონისძიებებს გაატარებს:

ამოქმედდება საინფორმაციო ცხელი ხაზი 24/7, რომელიც სხვადასხვა ენაზე იფუნქციონირებს;

შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი (www.digitaltv.ge), რომელზეც განთავსებულია შესაბამისი ტექსტური და ვიდეო მასალა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით;

მოხდება მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება სერტიფიცირებული ტექნიკით მოვაჭრე საცალო ობიექტებთან დაკავშირებით;

უკვე შეიქმნა სოციალური სარეკლამო რგოლები და ვიდეო მასალა, რომელიც მედიასაშუალებებით ვრცელდება;

ჟურნალისტებსა და დაინტერესებულ მხარეებს ჩაუტარდებათ სპეციალური ტრეინინგები;

საცალო მოვაჭრეთა და მომხმარებლებისათვის დაიბეჭდება საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებიც საცალო ვაჭრობის ობიექტებში გავრცელდება.

 7. დათქმული ვადის დარღვევა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს საფრთხის ქვეშ დააყენებს.

თუ ქვეყანა დათქმულ ვადაში, ანუ 2015 წლის 17 ივნისისათვის, ვერ მოახერხებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები საფრთხის წინაშე დადგება. ამის მიზეზი ის იქნება, რომ შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგური სამაუწყებლო სიგნალებს  ხელშეშლებისაგან იცავს, ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება. თუ ქვეყანა ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფს ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის გათიშვას, მაშინ საქართველოს სიხშირეთა ნაწილის გამოყენებას, დიდი ალბათობით, მისი მეზობელი ქვეყნები დაიწყებენ, რაც გამოიწვევს ხელშეშლებს და შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვა მოხდება. მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდება მეზობლებთან ხელახალი ორმხრივი მოლაპარაკებები წამოიწყოს სიხშირეთა გამოყენებასთან დაკავშირებით. თუმცა მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველო მეტად არამომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება.




 ახალი ამბები
  • ერთიანობა ჩვენთვის გადამწყვეტია – რ2 “P.S”-ის გუნდმაც დატოვარუსთავი 2 P.S-ის გუნდმაც დატოვა. განცხადება გადაცემის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.  "რუსთავი 2-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. პირველიდან უკანასკნელ დღემდე ჩვენ ვირჩევდით საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემებსა და მოვლენებს, გიყვებოდით არა მხოლოდ იმას, რა მოხდა, არამედ იმას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რა გაგრძელება ექნებოდა. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირას, 9 საათზე ელოდა და რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა. რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრთხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს - მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა, ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ. სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთიანობა და გუნდურობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხელით ნაშენები დაცარიელებული ტელევიზია და გუნდისგან დაცლილი „პოსტსკრიპტუმი“ - მხოლოდ ლოგო და მხოლოდ სახელი - იმისთვის, რომ ისევ ერთად გავაგრძელოთ იმავე საქმის კეთება. ჩვენს მაყურებელს არ ეღალატება. არ გემშვიდობებით! გვინდა გითხრათ - ნახვამდის. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე! სულ მალე!", - წერია ... ...
  • უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი გომისმთაზე 13 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "გომისმთობა 2019" გაიმართა, თუმცა, სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად, გომისმთაზე ასულს ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ მიწაზე დაყრილი ბოძები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთი მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ბულდოზერებით მოთხარეს. ამის პარალელურად, ახლად ამოთხრილი ორმოებიც ჩანს, რომელსაც, აქაურთა თქმით, ნაწვიმარზე სოკოც ვერ ასწრებს ამოსვლას, ისე სწრაფად ჩნდებიან _ რაც მეტია ზეწოლა, უფრო სწრაფად ჩნდება ახალი ორმოები. _ აგერ მოთხრილია ბოძი, გვერდით დატოვებულია. კიდევ იქით მოთხრილი, მერე ისევ დატოვებული. ვინც მოთხარა, როგორ მიხვდა _ რომელია კანონიერი და რომელი უკანონო? აქ ხომ ყველაფერი მოსწრებაზეა უკვე და დღეს რომ მოთხარო, ხვალ დილას ორმოს ვიღაც მაინც ამოიღებს, რომ სასწრაფოდ მოინიშნოს სამოსახლო და ასევე, ჩქარა დაიწყოს სახლის მშენებლობა _ იმედოვნებენ, რომ აშენებულს ვერავინ წაართმევთ. ვის დააჯერებ, რომ ამ განუკითხაობისას, აქ ყველაზე მეტად ხელისუფლების წარმომადგენლები არ იხეირებენ?! ამიტომ, მაქსიმალურად უნდა იქნეს მიღებული გადამწყვეტი ზომები, რომ უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი რაიმე რეგულაციით შეჩერდეს, _ გვეუბნებიან გომისმთაზე მყოფი დამსვენებლები, რომლებიც, ძირითადად, გურიის მცხოვრებლები არიან. როგორც ყოველდღიურობა გვიჩვენებს და ადგილზე მისვლისას ჩანს, მოთხრის პროცესმა უკანონო მშენებლობები უფრო დააჩქარა _ გომისმთაზე ასულთ არაერთი სამშენებლო მასალით დატვირთული მანქანა დაგვხვდა. გარდა ამისა, აქ მიმდინარე მშენებლობებს შორის, უკვე იციან, რომელს არ უნდა შეეხოს არავინ. მაგალითად, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც, დაახლოებით, 400 კვ.მ. ფართობზე ფუნდამენტის ჩასხმის სერიოზული სამუშაოებია დაწყებული, გვითხრეს, რომ ეს ერთ-ერთი მღვდლისაა, რომელიც იქით გვერდზე ცოლისძმას უშენებს სახლს, აქეთ _ ცოლისდას და კიდევ სხვა ახლობელსაც, მაგრამ როგორ ეტყვიან რაიმეს, უხერხულიაო. ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ წარმოადგინა რეკომენდაციების პროექტი, რომლითაც სააგარაკო სახლების იმ მშენებლებს, რომლებსაც კურორტზე სახლის 30 პროცენტი აქვთ აშენებული, არ შეუშლიან ხელს და ნებას დართავენ, გააგრძელონ მშენებლობა(?),დანარჩენებს კი _ არა... რაკი კურორტზე არსებული განუკითხავი ვითარების დასაძლევად, ბარიერი მისივე დღევანდელი სტატუსია, კომისიის წევრებმა უმწეობა გამოთქვეს დღევანდელი მდგომარეობის მოსაგვარებლად. კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავას მოსაზრება ასეთია: "აუცილებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა, არსებული მძიმე მდგომარეობის კანონის ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და სხვა ნორმატიული აქტების მიღებამდე, დაგეგმოს და განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, რომელიც არც სააგარაკო სახლების მეპატრონეებს დააზიანებს და არც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუშლის ხელს". ეს წინადადება ოფიციალურად კარგად ჟღერს, თუმცა, ეწინააღმდეგება 30%-იან შეღავათს, რომლის დადგენა რა მოსაზრებას ექვემდებარება, ბუნდოვანია. ასევე, ბუნდოვანია კომისიისა და უმრავლესობის ფრაქციის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება _ შემუშავდეს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება. გაურკვეველია, რა უნდა დაადგინოს სამხარეო ადმინისტრაციამ და მუნიციპალიტეტის მერიამ _ როგორ დართავს ნებას მას, ვინც სახლის 30% ააშენა, ან როგორ შეუშლის ხელს, ვისაც მხოლოდ ახლად ჩაბეტონებული ბოძები აქვს და თუ ის სასულიერო პირი იქნება?! გომისმთაზე უკანონო მშენებლობის პროცესი, ჯერჯერობით, შეუქცევადია, რასაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხი _"გომისმთაზე არსებული მდგომარეობა და მიღებული გადაწყვეტილება", ალბათ, ძნელად შეაჩერებს. "გურია ნიუსი" გომისმთაზე არსებული უკანონო მშენებლობების რთულ პროცესს აქტიურად ... ...
  • ფეშენებლური ვილების მიღმა _ რა ხდება შეკვეთილში და რა პრეტენზიები აქვს დამსვენებელს ხელისუფლებასთანშავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ზღვის დონიდან 2 მეტრზე, ოზურგეთიდან 21 კილომეტრის დაშორებით მდებარე კურორტ შეკვეთილის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები _ ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და მაგნიტური ქვიშაა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ჰაერის, მზისა და ქვიშის აბაზანები გულსისხლძარღვთა, ნერვიული სისტემის ფუნქციური დაავადებებს, მეორად ანემიას, რაქიტს, პერიფერიულ ნერვულ სისტემისა და სახსრების დაავადებებს შველის. შესაბამისად, წლების განმავლობაში კურორტი დამსვენებელს არ უჩიოდა. ბოლო წლებში, შეკვეთილის სახელი საერთაშორისო საძიებო სისტემებშიც გამოჩნდა, რასაც ხელი"ციცინათელამ","მინიატურულმა საქართველომ","მუსიკოსების პარკმა","ბლექ სი არენამ" და სასტუმრო"პარაგრაფმა" მნიშვნელოვნად შეუწყვეს. თუ ინტერნეტმასალებს დაეყრდნობით, გაიგებთ, რომ შეკვეთილში დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია. თუმცა, ეს ყველაფერი ერთ ზოლში _ იქ, სადაც ფეშენებლური ვილები და გასართობი ობიექტებია. დანარჩენი უბნები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ აქვს მიტოვებული _ იქ არც გზაა, არც სანაგვე ურნები, არც დასასვენებელი ადგილები. უფრო მეტიც, იმ ადგილებში, სადაც უამრავი ტურისტი კარვებითა და მანქანებით მიდიან, ბალახის მოთიბვითაც კი არავინ იწუხებს თავს. ამ ადგილებში გზა ისეა დაზიანებული, რომ ძლიერ სიცხეშიც კი ტალახია... ტყეში, ეკალ-ბარდებთან ერთად უამრავი ნაგავი ყრია, რაც დამსვენებლების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს: _ უნიკალური კურორტია ძალიან დიდი პოტენციალით, თუმცა, მის კეთილმოწყობაზე, როგორც ჩანს, შერჩევით ზრუნავენ _ მდიდარი ხალხის სახლებთან გზაცაა, განათებაც და სისუფთავეც. ის ადგილები კი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღიურად დადიან, როგორც ჩანს, არავის ადარდებს, _ აღნიშნავენ დამსვენებლები. მოუწესრიგებელ კურორტზე ყურადღებას უცხოელი ტურისტებიც ამახვილებენ: _ არაჩვეულებრივი კურორტია _ კარგი ზღვა, ჰაერი, თუმცა, ძალიან მოუწესრიგებელი. საპიკნიკე ადგილები არ არსებობს, კარავსაც ვერ ვშლით ნორმალურად, რადგან ყველგან ტალახი და ეკლებია. არადა, ინტერნეტში სხვა რამ იძებნება, _ აღნიშნეს"გურია ნიუსთან" საუბრისას პოლონელმა ტურისტებმა. მათ მსგავსად ფიქრობენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც და ადგილობრივებიც: _ დასუფთავების მანქანა მხოლოდ მდიდრულ ვილებთან და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დადის. ალბათ, იმისთვის, რომ ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებსაც შეკვეთილში ფეშენებლური კოტეჯები აქვთ, დაანახონ, თუ როგორ მუშაობენ. იმ მხარეს ასუფთავებენ, უვლიან და აქეთ, სადაც უამრავი ტურისტია და ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღე მოდიან, არც კი იყურებიან. არაერთხელ ვთხოვეთ ოზურგეთის მერიას, რომ ეს ტერიტორიებიც დაესუფთავებინათ, გზა მოეწესრიგებინათ, ეკალ-ბარდები მოეჭრათ, თუმცა, უშედეგოდ. არადა, ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ტურიზმის განვითარება მათი პრიორიტეტია. ეს პრიორიტეტი როგორაა დალაგებული, თქვენც ხედავთ, _ გვიყვებიან შეკვეთილში ჩასულებს. იმის გასაგებად, თუ რატომ ასუფთავებენ მხოლოდ ერთ ნაწილს და რატომ არ ითვალისწინებენ ჩვეულებრივი ადამიანების თხოვნას, ოზურგეთის მერთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა, კონსტანტინე შარაშენიძემ, ჩვეულებას არ უღალატა და "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ თავდაპირველად გვითხრა, რომ შეკვეთილი ერთი კვირის წინ დასუფთავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ საპირისპირო სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა გაგვაჩნდა და რომ ის ადგილები, სადაც ფეშენებლური ვილები არ დგას (განსაკუთრებით ე. წ."კაპროვანი") ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გვითხრა, რომ აუცილებლად გაარკვევდა: _ ზუსტად არ ვიცი, ლოკაციები სად დაასუფთავეს. ამიტომ, დავუძახებ დასუფთავების სამსახურს, გავერკვევი და შესაბამის მითითებებს მივცემ, _ აღნიშნა ... ...
  • ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი: "გურულები ძაღლების მიმართ აგრესიულები ხართ!"მიუსაფარი ძაღლების საკითხი მწვავედ დგას ოზურგეთში _ აქ, უახლოეს თვეებში, გასულ წლებზე რომ არაფერი ვთქვათ, არაერთი მოქალაქე დაკბინა ქუჩაში მოხეტიალე ძაღლებმა, მათ შორის, ბავშვიც იყო. 16 აგვისტოს, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მიუსაფარმა ძაღლმა მოქალაქე დაკბინა _ მელექედურელი მამაკაცს, რომელიც ბაზარში შევიდა, მოულოდნელად ძაღლი უკნიდან ეცა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კაცი შემობრუნდა და მოგერიებას შეეცადა, თუმცა, დაეცა და ძაღლი ზემოდან მოექცა. კაცმა იმდენი მოახერხა, რომ ყელში წვდა და სახეზე კბენის საშუალება არ მისცა. ცხოველის მოგერიება ვერც ირგვლივ შემოხვეულმა ხალხმა მოახერხა და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. _ სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, ისეთი ამბავი იყო. აგერ, ბაზარში მომუშავე ავთო ჩხაიძემ იმარჯვა და ძაღლი მოაშორა წაქცეულ კაცს. თუ აქაურობას არ მოაშორეს ეს ძაღლები, შეჭამს ვიღაცას და მერე მიხედავენ, ალბათ, _ ამბობს ბაზარში დასაქმებული აბელ ფრანგულაშვილი. ბაზარში მომუშავე ქალბატონის, მანანა ფერცულიანის თქმით, ისიც დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობს. _ ამ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა ქალბატონმა მანანამ. ბადრი ჭაფოძე, ბაზარში მომუშავე: "მეც მახსოვს ამ ძაღლების კბილი. ვის დატოვებენ ესენი, რომ არ უკბინონ? მანქანიდან გადმოვედი და მეცა უცებ. დაგელაპარაკება თუ რა? მიუსაფარი ძაღლებიაო, რომ იძახიან, მიუსაფარი ადამიანი დაკბინა, აგერ, აჩიკო ჭაფოძე _ არც სახლი აქვს, არც არავინ ჰყავს და იმას უპატრონონ. ძაღლიც ცოდოა და ადამიანიც. შეგვჭამონ მაშინ. გამოუშვან, რაც ძაღლებია, "ბირკის" დაბნევა შველის?!" ლილი დოლიძე, ბაზარში მომუშავე ქალბატონი: "საშინელებას ვუყურე! ბაზარში შესულ კაცს პირდაპირ ეცა, კაცი წაიქცა და ძაღლი ყელში წვდა. ვკიოდით. ისევ კაცმა იმარჯვა და არ მისცა საშუალება, სახეზე ეკბინა. სამაშველო სამსახურში დავრეკეთ... აქ თითქმის ყოველდღე ასეთი ამბავია. რაღაც ღონისძიება გაატარონ, სასწრაფოდ. ხალხს ვერ გაუვლია _ ყველგან ძაღლი დადის ან წევს..." დალი ქერქაძე, მაღაზიაში მომუშავე ქალბატონი: "ფეხით სიარულს ვინ დაეძებს, ველოსიპედით ვერ გაუვლიათ ღამით ადამიანებს. იკითხეს ამბავი? რომ დაწერთ, ვიღაცამ ხომ უნდა გაატაროს ღონისძიება? თუ საპროტესტო აქცია მოვაწყოთ მაინცდამაინც?" ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ "გურია ნიუსთან" თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში: _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა და თუ იქიდან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიბას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა ქუტიძემ. "გურია ნიუსი" ცხოველთა დაცვის ფედერაციის, გურია-აჭარის ზონის წარმომადგენელს, გულო ფუტკარაძეს დაუკავშირდა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. _ ძაღლი არავის კბენს, თუ არ უყვირე და დაარტყი. გურულები განსაკუთრებით აგრესიულები ხართ ძაღლების მიმართ (?!) მე ერთი თვის განმავლობაში დავდივარ მთელ გურიაში. ლიხაურის გადასახვევიდან ვიწყებ, ურეკსა და ნატანებში ჩავდივარ. ოზურგეთის ბაზარში ყვირიან ქალები, ძაღლები წაათრიეთო. ერთხელ არ მითხრა რომელიმემ, რა ცოდოაო. პირიქით, ოზურგეთში აწამებენ ძაღლებს (?!). რამდენს მე თვითონ მოვხსენი ყელზე თოკი. კისერში აქვთ წაჭერილი და ქუჩაშია გადმოგდებული, თითქოს, ის სულიერი არ იყოს. ყველას ფოტოები მაქვს. ვაგროვებ და გამოფენა უნდა გავაკეთო, ოზურგეთის რომელ სოფელში და რომელ ქუჩაზე ვნახე ეს ნაწამები ცხოველები. _ ქალბატონო გულიკო, ვინ სცემს ასე გააფთრებით, ან სად წერია, რომ გურულები არიან განსაკუთრებით აგრესიულები ძაღლების მიმართ? ბავშვი დაკბინა ამას წინათ და გიკვირთ, მშობელი რომ უკმაყოფილო იყოს? _ კი, ოზურგეთელები არიან ძალიან აგრესიულები. მე ეს ვნახე. მეოთხე კლასიდან ძაღლებს ვმფარველობ, ახლა პენსიონერი ვარ. ჩემთვის არ უკბენია ძაღლს. რაღა მანდ დაკბინა ყველა? მოფერება უნდა. სადაც მიჩვეულია, იქ უნდა იყოს და უნდა აჭამონ. კანონი იცავს და ძაღლს ვერსად წავიყვანთ. როგორც ვიცი, ოზურგეთში დაგეგმილია თავშესაფრის აშენება. მანამდე კი, თეატრის რეაბილიტაცია რომ დასრულდება, უნდა შეკრიბოთ მთელი მოსახლეობა და ტრენინგი ჩავუტაროთ, თუ როგორ უნდა მოუარონ ძაღლებს. _ გურულებს ძაღლების მოვლა ესწავლებათ? _ კი, კი, ნამდვილად... აგერ მოვიდა ჩემი "სერი", ასე ქვია. ... მოდი, მოდი, გენაცვალე. ქუჩაში ვიპოვე, 7 კილო თუ იქნებოდა, გატყავებული, გადაგდებული, დავბანე, ვუმკურნალე, ვაჭამე და ახლა უზარმაზარი ბომბორაა. მოდი, შემოგევლე, მოდი (ეტყობოდა, ძაღლს მიეფერა გურულებზე გაბრაზებული ქალბატონი გულიკო, რომელიც ვერანაირად ვერ დავარწმუნეთ, რომ ოზურგეთში ძაღლების ცემას მასობრივი ხასიათი არ აქვს და აგრესიული ხშირად თვით ეს მიუსაფარი ცხოველები არიან. ავტ.). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ თავშესაფრის აშენება 2020 წლის იანვრისთვის იგეგმება, მანამდე კი უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, რომ მოქალაქეების დაკბენის ფაქტები აღარ ... ...
  • ერთი კილოგრამი თხილის ფასი ოთხი ლარი გახდა: "დაბრუნებული დიდება"გასული ერთი კვირის განმავლობაში, ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილის ფასი ერთი ლარით გაიზარდა და ოთხი ლარი გახდა. ყველა აღნიშნავს, რომ წელს კი არა, მომავალ წლებშიც არ ელოდნენ თხილის ფასის მატებას, რადგან თხილის სიდამპლემ და მის მიერ მოყენებულმა ზარალმა ადამიანებს რწმენა ისე შეურყია, რომ ზოგან პლანტაციების აჩეხვაც დაიწყეს. თხილის მიღება, ჩვეულებრივ, კვლავ პრიმიტიული ფორმით ხდება _ ერთი საღი მარცვლის ღირებულება 40 თეთრია. ყოველი გატეხილი ათი ცალიდან, რამდენიც იქნება საღი, მომტანი იმდენ ორმოც თეთრს მიიღებს. ზოგან გაუტეხავადაც იბარებენ, რადგან თხილს ხარისხი ეტყობა და სიმძიმეც მოქმედებს. თუ გასულ წლებს გადავხედავთ, მხოლოდ 2005 წელს და მომდევნო პერიოდში, თხილის ფასი ასეთ ნიშნულზე, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში იყო. _ 2005 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო და მაშინ ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვფიქრობდით, ავშენდითო და ამ ყველაფერს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას ვუკავშირებდით. თუმცა, ორ წელიწადში თავდაღმა წავიდა თხილის ფასის საქმე. ბოლო სამი წელია კი, ამ ყველაფერს თხილის სიდამპლე მიემატა, თითქოს, დაბალი ფასი არ გვყოფნიდა და იქამდე მივიდა საქმე, ხალხმა თხილის აჩეხვაც კი გადაწყვიტა. თუმცა, ახლა უზომოდ გვიხარია _ მგონი, გვეშველება და თხილი ძველ დიდებას დაიბრუნებს. შიში მაინც გვაქვს, რადგან უცებ ვიღაც გამოხტება და ფასს დააგდებს. ამიტომ, ჟურნალისტები თუ იქნებით ფხიზლად და ასე ხშირად ჩამოივლით, იქნებ, ვერ დაგვჩაგრონ. უნდა მოგვეხმაროთ! _ გვეუბნებიან თხილის ჩასაბარებლად რიგში მდგომი მოქალაქეები: ჩოხატაურელი ნონა შათირიშვილი, ოზურგეთელები: მარგო ნინიძე, ვახტანგ ერქომაიშვილი და ხათუნა ცქვიტინიძე. თხილის სეზონზე, მიმღებ პუნქტებში ხშირად ამბობენ, რომ არ იციან, შეიცვლება თუ არა თხილის ფასი უარესობისკენ ან პირიქით. უმეტესად, საუბრობენ ქარხნების ამუშავების შესახებ, რაც, თუ გასული წლების პრაქტიკას გადავხედავთ, ფასზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთანავე, აგვისტოს დღესასწაულების და შემდეგ, მოახლოებული სასწავლო წლის დაწყებისას, ჩვეულებრივი ამბავია თხილის ფასის დაწევა, რაც არასდროს კონტროლდება, თუ ვის მიერ ხდება. _ ვერაფერს გეტყვით. მანამდე ჩააბარონ, ვიდრე დღესასწაულები დადგება. ნედლ თხილს რომ ასეთი ფასი აქვს, ურიგოა? ჩვენ არ ვქმნით ამ გარემოს, ფასების ზევით-ქვევით მონაცვლეობას არ ვაკონტროლებთ და არც არავინ გვეკითხება. უბრალო ადამიანები ვართ და ლუკმა-პურის ფულისთვის ვათენ-ვაღამებთ, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ ჯიხურებში. ფასის მატების მიუხედავად, ხალხი მაინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ თხილს სათითაოდ ტეხენ და ცალობით ითვლიან: _ კარგს და ცუდ თხილს ეტყობა, როგორი ხარისხიც აქვს. ესეც ხალხის საწვალებლად მოგონილი ხერხია და არ გვგონია, ხარისხს ზუსტად განსაზღვრავდეს, _ ამბობენ ისინი. რაც შეეხება თხილის გადამამუშავებელი ქარხნების ამუშავებას, ზოგიერთი უკვე ამოქმედდა. თხილის მიმღებ პუნქტებში გვითხრეს ისიც, რომ ქარხნებმა უკვე გააშრეს თხილი და წონაში სხვაობა დიდია. უვარგისიც ბევრია და შესაძლოა, ფასმა მოულოდნელადაც დაიწიოს. თუმცა, რიგითი მოქალაქეები ამ ყველაფერს მორიგ ფანდს უწოდებენ და როგორც წლების მანძილზე, ახლაც ითხოვენ განსაკუთრებულ რეგულაციას, რომელიც არც ერთ მხარეს _ არც გლეხს და არც მიმღებს არ დააზარალებს. 14 აგვისტოსთვის, ოზურგეთში, თხილის ფასმა 5-10 თეთრით დაიწია; ასევე, მოხდა, ფასების მინიმალური სხვაობით,"გულშიშველას" და"ბერძნულას" გაყოფა ერთმანეთისგან _ ერთი კილოგრამი"ბერძნულა", თუ გატეხილი ათი ცალიდან, ცხრა ან ათი საღია, ოთხი ლარი ღირს, ანუ ერთი ცალი 40 თეთრად ფასდება."გულშიშველას" ერთ ცალს 35 თეთრად ანგარიშობენ, ანუ ერთ კილოგრამში სამლარნახევარს იხდიან. თუ გატეხილი თხილის რაოდენობიდან საღი გული ნაკლებია, შესაბამისად, იკლებს ფასიც. ოზურგეთის ბაზარზე, ჯერჯერობით, თხილის ფასის გამოანგარიშების ეს მარტივი, პრაქტიკული და შესაძლოა, პრიმიტიული წესი დომინირებს. დღეისთვის, ოზურგეთში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეზობელ რეგიონებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 2-3 ლარით მეტია, რაც არანაირად არ დასტურდება"გურია ნიუსის" მიერ გადამოწმებული ინფორმაციით. შედარებით მეტი ფასი აქვს სამეგრელოში, კონკრეტულად, ზუგდიდში, რაც წლების განმავლობაში ასე ხდება. _ ოზურგეთში, რომ შეხვიდე სხვადასხვა მაღაზიაში, შაქარი 10-15 თეთრით, ზოგან მეტი ღირს, ზოგან _ ნაკლები. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებს დღევანდელ კონიუნქტურაში, ჯერჯერობით, ვერაფერი ცვლის. თუმცა, ორი ან სამი ლარით მეტი იყოს თხილის ფასი რომელიმე რეგიონში, მტკნარი ტყუილია, ჩვენზე უკეთ ეს არავინ იცის, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...