გურული ავტობუსი

gurianews.com

საზოგადოება

გურული ავტობუსი

2015 თებ 28 16:11:38

ავტობუსი, ე.წ „მარშუტკა“, მეტროდა  სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მათი გამოგონების დღიდან საუკეთესო საშუალებაა სოციალური ურთიერთობებისთვის, ინფორმაციის გაცვლისთვის, ახალი ადამიანების გასაცნობად... გურულები  სიცოცხლის უნარიანობით, სისხარტით და ენერგიით გამოვირჩევით და ახლა წარმოიდგინეთ ავტობუსი ან „მარშუტკა“ დატვირთული უამრავი გურულით, ცალკე სამყაროა. ალბათ, ყველა ადამიანს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც უმგზავრია საზოგადოებრივი ტრანსპორტით და პირადი გამოცდილების საფუძველზე შთაბეჭდილებები გასჩენია. ზოგს ძალიან უყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ზოგსაც არა.

ხშირად საუბრობენ იმაზე რომ ქალაქი და სოფელი ბევრი რამით განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგი ამბობს ქალაქში „ცივი“ ხალხი ცხოვრობს,  მეზობლობა არ იციან, კარის მეზობლები არ იცნობს ერთმანეთსო. ზოგი ამბობს ქალაქში ხალხი ერთმანეთის არ აწუხებს, ყველა თავისი საქმით არის დაკავებული და უბრალოდ ურთიერთობისთვის  არ სცალიათო.

ქალაქსა და სოფელს შორის სხვაობებზე საუბრისას აუცილებლად აღნიშვნის ღირსია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სოფლის, თუნდაც პატარა ქალაქის ავტობუსი ან ე.წ მარშუტკა ფაქტიურად  ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ისე აღიქმება როგორც პირად საკუთრებაში მყოფი. ქალაქში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში შედარებით მეტი ხალხი ცხოვრობს, სოფელში ცოტა, ხშირად ზედმეტად ცოტაც, ამიტომ ავტობუსში მგზავრების უმეტესობა ერთმანეთს იცნობს. სახლამდე გრძელი გზა მგზავრების მიერ  ერთმანეთის მოკითხვით, ამბების მოყოლით გადის.

გურულ ავტობუსში ყოველთვის, ყოველთვის განიხილავენ პოლიტიკას. მაგრამ, გურიაში პოლიტიკაზე არა მხოლოდ ავტობუსში არამედ ყველგან, ნებისმიერი თავშეყრის ადგილას მსჯელობენ. თუმცა, არა არც ეგ არის მართალი, გურულები პოლიტიკაზე არამხოლოდ გურიაში, არამედ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და მის ფარგლებს გარეთაც საუბრობენ. მგონი არ არსებობს გურული  ერთი წინადადებით სხარტად და  ლაკონურად რომ ვერ შეაფასებდეს მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. „მარშუტკაში“ აქტიური განხილვის საგანს მიმდინარე აქტიური მოვლენები წარმოადგენს, ამ ბოლო პერიოდში კი ყველაზე აქტიური „დოლარის“ ციებ-ცხელების  და გაზრდილი ფასების თემა მნიშვნელობას. 

ყველაზე მთავარი რითიც სოფლის ავტობუსი განსხვავდება ეს არის გარემო რომელიც მასში სუფევს. ყველა ერთმანეთს იცნობს, თუ ისე მოხდა რომ უცხო მგზავრი ამოვიდა, გურულების მოუთმენლობის ამბავი კი მოგეხსენებათ და  ცალ ფეხამოდგმულ მგზავრს უმალვე მიაგებენ „ვისი ხარ ნენა შენ?“
ავტობუსის განრიგი სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებმა იცის, რადგან ბევრი ოჯახისთვის, განსაკუთრებით ხანშიშესულებისთვის ავტობუსი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა. 

ყველამ იცის დღის განმავლობაში რამდენჯერ და რომელ საათებში უნდა ელოდონ ავტობუსს. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი სამუშაო განრიგს ავტობუსის განრიგს უთანხმებს. ავტობუსების კატეგორიზაცია ხშირად  არა უბრალოდ მათი მიმართულების, მარშუტის მიხედვით არამედ მძღოლების სახელების მიხედვით ხდება. მძღოლი ერთგვარი მამასახლისია, რომელმაც ყოველთვის იცის მისი მუდმივი მგზავრების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ელოდება მათ, თუ მგზავრს მძიმე ტვირთი აქვს ცდილობს გზაზე არ დატოვოს და სახლამდე მიიყვანოს. რახან მარშუტკებს მუდმივი მგზავრი ყავთ, მსგავსი  მგზავრები ე.წ პრივილეგიებითაც სარგებლობენ და მათთვის განკუთვნილი ადგილებიც აქვთ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, გურიაში სტუმრად თუ ჩამოხვალთ, მარშუტკით მგზავრობას გადაწყვეტთ და ამ დროს რომელიმე გურული თავზე დაგადგებათ და ადგილის შეცვლას მოგთხოვთ.

შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოგწონდეთ, მაგრამ გურული ავტობუსით მგზავრობისას არასდროს მოიწყენთ, არ გაგიკვირდეთ ისე გაერთოთ რომ თქვენ გაჩერებასაც გასცდეთ. გურულ მარშუტკაში უამრავ ახალ ინფორმაციასაც გაიგებთ, ძალიან ბევრ საინტერესო ანალიზსაც მოისმენთ, აი ისეთებს ცნობილი ექსპერტებიც რომ ვერ გააკეთებენ  და ბოლოს რაც მთავარია მიუხედავად იმ უამრავი საფიქრალისა და პრობლემისა, რომელიც არა მხოლოდ გურულებს არამედ მთელ საქართველოს აწუხებს აუცილებლად შეიგრძნობთ გურულების საოცრად კეთილ ბუნებას და მათ მებრძოლ ხასიათს.


ნახვა: 22


 ახალი ამბები
  • ე.წ. მუხიანის აგარაკებზე 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. მას შემდეგ რაც მამაკაცთან დაკავშირება შვილმა ვერ შეძლო მეზობლებმა ფანჯარა შეამტვრიეს და კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არ არის გამორიცხული ის რამდენიმე დღის დაღუპული იყოს. სიკვდილის მიზეზს ექსპერტები იკვლევენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ... ...
  • ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების თოვის, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე იკრძალება  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ... ...
  • საზარელი ავარია თბილისში დაახლოებით, ერთი საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. კინო საქართველოსთან, 25-წლამდე ბიჭს, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა, "volksvagenis" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. "საშინელების შემსწრე გავხდი, შოკში ვარ, ერთიანად დაკეცილი იყო, ხელ-ფეხი მომტვრეული ჰქონდა", _ თქვა მან. მისივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე ... ...
  • შსს-მ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ზ., ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტზე ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, გ.ზ.-მ მაღაზიის შესასვლელი კარის მინა დააზიანა და მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.ზ. სოფლიდან რამდენიმე დღით გაუჩინარდა. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მხილებული პირი გამოკითხეს, რომელმაც სოფელ შემოქმედში, ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი აღიარა და ჩადენილის მოტივად ანგარიშსწორება დაასახელა. გ.ზ.-მ გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, აღნიშნული მაღაზიის მეპატრონის კუთვნილი სხვა ობიექტიდან დედამისი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მან მომხდარი ასეთი ფორმით გააპროტესტა. გამოძიება აფეთქებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარიაამ წუთებში, თბილისში,  ე.წ. "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი სახურავიდან გაჩნდა.  თბილისის სახანძრო სამსახურის უფროსის, ანდრო გუჯაბიძის თქმით, ხანძარი საავადმყოფოს უმოქმედო ნაწილში გაჩნდა. ადგილზე მუშაობს 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მისივე თქმით, დაშავებული არავინაა და ხანძარი რამდენიმე წუთში იქნება ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...