საარჩევნო სიის დაზუსტების მომდევნო ეტაპი იწყება

საზოგადოება

საარჩევნო სიის დაზუსტების მომდევნო ეტაპი იწყება

2015 მარ 2 19:40:33

იუსტიციის სამინისტრო საარჩევნო სიის დაზუსტების მომდევნო ეტაპს იწყებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, შედეგად კი მოხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და საარჩევნო სიების ამ გზით სრულყოფა.

“პირველ რიგში, შემოწმდება გაორებული ჩანაწერები − მოხდება გარდაცვლილთა ფოტოსურათების შედარება, გაორებების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. გაორებული ჩანაწერების შემოწმება განხორციელდება სრულწლოვნებისა და იმ არასრულწლოვნების მიმართაც, რომლებსაც 2016 წლის ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის უკვე განხორციელდა პროექტის პირველი ეტაპი “მონაცემთა ბაზაში არსებული გაორებების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა”, რომლის ფარგლებშიც გაუქმდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე სრულწლოვან პირთა გაორებული ჩანაწერები. იმავე პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად შეიქმნა ბიომეტრული ფოტოსურათებიანი საარჩევნო სია, რაც საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელების თავიდან აცილების ერთ-ერთი მექანიზმია”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საარჩევნო სიების დაზუსტების ამ ეტაპზე, ასევე შედარდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არსებული მონაცემთა ბაზები სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან, რის შემდგომაც მოხდება გარდაცვლილ პირთა იდენტიფიცირება და შემდგომი საქმისწარმოება.

უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, მცირე რაოდენობით, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მონაცემთა ბაზაში ინახება გარდაცვლილი მოქალაქის აქტიური ჩანაწერი. ასეთი შემთხვევები, ძირითადად, გვხვდება მაშინ, როდესაც მოქალაქე გარდაცვლილია საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არ არის დარეგისტრირებული გარდაცვალების აქტი.

სამინისტროში განმარტავენ, რომ საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში პრობლემას ქმნის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული ისეთი დოკუმენტები, რომლებზეც არ ირიცხება ფოტოსურათები. ამიტომ მოხდება საკონსულო არქივების დიგიტალიზაცია და მოქალაქეთა ფოტოსურათების მონაცემთა ბაზაში განთავსება, რაც მასშტაბური სამუშაოა.

“მაქსიმალურად შემცირდება მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე ან უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერები. ის სრულწლოვანი პირები, რომელთა ფოტოსურათებიც არ ირიცხება არც სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და არც მატერიალურ არქივებში, გათავისუფლდებიან პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან, საპროექტო გუნდი კი კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეთა ინფორმირებისა და დოკუმენტირების პროცესს. ბიომეტრული ფოტოსურათების ბაზის არსებობა აუცილებელია სრულყოფილი საარჩევნო სიის შესაქმნელად. ამიტომაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი ტემპებით გაიცა ასეულობით ათასი ელექტრონული პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი. დღეს 1,7 მილიონ მოქალაქეს აქვს ბიომეტრიული ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი უსაფრთხო დოკუმენტი”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ასევე, შემცირდება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ურთიერთშეუსაბამო პერსონალური მონაცემები. ამ მიზნით მოხდება საპასპორტო და სამოქალაქო აქტების ბაზაში არსებული მონაცემების შედარება, რის შემდგომაც გამოვლენილ სავარაუდო შეუსაბამობაზე პროექტზე მომუშავე ჯგუფი დაუკავშირდება მოქალაქეს და კოორდინაციას გაუწევს უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილ სამუშაოებს.

უწყების ინფორმაციით, საარჩევნო სიის დახვეწა სამისამართო რეესტრის შემდგომ მოწესრიგებასაც ითვალისწინებს. დამისამართების მასშტაბურ პროექტზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საჯარო რეესტრი ერთობლივად მუშაობენ. სამისამართო რეესტრის ამოქმედებამდე ქვეყანაში უამრავი აღურიცხავი, უმისამართო, არარსებული გეოგრაფიული ობიექტი და, ხშირ შემთხვევაში, დუბლირებული მისამართი არსებობდა. დაუზუსტებელი იყო თითოეულ მისამართზე მცხოვრებთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, არსებობდა ბევრი ხარვეზი საარჩევნო სიაში.

ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს 20 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ბოლნისი, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, გორი, ახალციხე, ზესტაფონი, სამტრედია, ქუთაისი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ქობულეთი, ბათუმი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, მცხეთა და ხაშური) მთლიანად დაასრულა ქუჩებისა და მათი დასახელებების, გზების პარამეტრებისა და საგზაო ნიშნების აღწერა-ინვენტარიზაცია. აქედან 18 ქალაქის (400 000-მდე ობიექტი) დამისამართება 2013-2014 წლებში დასრულდა. სრულად დაინომრა ამ ქალაქების ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები და ბინები. დამისამართების პროექტის ფარგლებში ბევრ უმისამართო და დაუნომრავ უძრავ ქონებას მისამართი მიენიჭა, ათასობით მოქალაქემ შეძლო პირადობის მოწმობის და სხვა დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისში მისამართების სისტემური ნუმერაცია და არასწორი მისამართების კორექტირება ხორციელდება. მიმდინარეობს ისეთი მისამართების გასწორება, რომლებსაც არ აქვს ნუმერაცია და მისამართად მითითებულია რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მაგალითად, მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ.). გარდა ამისა, ხდება დუბლირებული მისამართებისა და ე.წ. იტალიური ეზოების ნუმერაცია. ამ ეტაპზე დასრულებულია ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთის, ისნის, სამგორისა და ნაძალადევის რაიონებში არსებული მისამართების კორექტირება, სამუშაოები მიმდინარეობს კრწანისის რაიონში.

“გარდა ამისა, საჯარო რეესტრი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიასთან. სააგენტოს მიერ მომზადებული ელექტრონული რუკების საფუძველზე ხდება კომისიის მიერ უსახელო ქუჩებისათვის სახელის მინიჭება. 2014 წლის განმავლობაში საჯარო რეესტრიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიას გაეგზავნა 250 უსახელო ქუჩის სამისამართო პროექტი, რომლის საფუძველზეც მოხდა ქუჩების სახელდება”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, 2015 წელს დაგეგმილია 19 მუნიციპალიტეტის დამისამართება (აჭარა − 5, გურია − 3, იმერეთი − 11), დამისამართება შეეხება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა დასახლებულ პუნქტს (ქალაქი, სოფელი, დაბა).

უწყების განმარტებით, იმისათვის, რომ დამისამართების პროცესი წარიმართოს შეფერხების გარეშე, საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტების) აქტიური ჩართულობა და საზოგადოების შესაბამისი ინფორმირება (მოსახლეობამ უნდა მიაწოდოს საველე ოპერატორებს ზუსტი ინფორმაცია).

მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრი ასრულებს გეოგრაფიული მონაცემების აღწერას ამა თუ იმ ადგილას, სერვისების განვითარების სააგენტო თითოეულ დაზუსტებულ მისამართზე ახდენს მასზე რეგისტრირებული პიროვნების აღწერას/ მიბმას.

“კოორდინირებული მუშაობის შედეგად დამისამართების ერთიანი სისტემა უზრუნველყოფს დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ერთხელ და სამუდამოდ ფორმირებას. მოცემული წესით მომზადებულ საარჩევნო სიებში გამორიცხული იქნება ისეთი სახის ხარვეზი, როგორიცაა: არარსებულ გეოგრაფიულ ობიექტზე ამომრჩევლების რეგისტრაცია; მრავალი წლის წინ გარდაცვლილი ადამიანების არსებობა მონაცემთა ბაზებში, რომელთა აღრიცხვაზეც ოჯახმა დროულად ვერ იზრუნა; ბაზაში რიცხული უსურათო პირები, რომელთა იდენტიფიკაციაც საარჩევნო უბანზე გაძნელდება და სხვა”, – აცხადებენ სამინისტროში.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 8 მარტს 40 ქალს მიქსერს გადასცემს საჩუქრად8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალაქ ოზურგეთში საღამო-კონცერტია დაგეგმილი. როგორც ცნობილი ხდება, ამ დღეს 40 ქალი დაჯილდოვდება სხვადასხვა ნომინაციაში. უკვე გამოცხადდა ტენდერი ღონისძიების ჩასატარებლად _ ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 460 ლარი გამოყო. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს დასაჯილდოებელ 40 ქალბატონს უნდა გადაეცეს ფასიანი საჩუქრები: სამზარეულო ტექნიკა _ მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით (ქვაბის ზომა არანაკლებ 2 ლიტრისა). დანართი #2-ში მოცემულია საჩუქრის ვიზუალური მხარე _ მიქსერი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მუშა მდგომარეობაში. საგარანტიო ვადა _ არანაკლებ, 6 თვე. აღნიშნული საჩუქარი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული და ინდივიდუალურად მოთავსებული ა2 ფორმატის ზომის, სასაჩუქრე ჩანთაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დასაჯილდოებელი 40 ქალბატონი შერჩეულები არიან სხვადასხვა სფეროდან: “როგორც ყოველწლიურად კეთდება, წელსაც ასე იქნება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით და ისინი გვაძლევენ კანდიდატების სიას. ამ სიაში არიან მრავალშვილიანი დედები, სამედიცინოს სფეროს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე, იქნებიან საჯარო სამსახურში დასაქმებული ქალები, დასახელდება საუკეთესო ბებია ქალი, საუკეთესო ბიზნესმენი ქალი და ა. შ.“, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ შეირჩა საჩუქრად მაინცდამაინც მიქსერი. “ვცდილობთ, რომ საჩუქარი იყოს საოჯახო ტექნიკა და ამ საჩუქრით, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საჩუქარი ოჯახისთვის“, _ აღნიშნა სატელეფონო საუბრის დროს მარინა ჯაფარიძემ. გასულ წელს 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 50 ქალი დაჯილდოვდა, საჩუქრად კი ყავის ელექტრო მადუღარა დაურიგდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას მალე ... ...
  • საზეიმო წირვა მელექედურში _ სოფელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გაიხსნადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში  სოფლის მკვიდრ, ბიზნესმენ კახა ხინთიბიძის ინიციატივითა და ძალისხმევით იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გიხსნა. საზეიმო წირვა შემოქმედელის მიტროპოლიტმა,  მეუფე იოსებმა აღავლინა. მან აქ  მრევლის წინაშე მეტად ემოციური ფრაზა წარმოთქვა: „რა უნდა გააკეთო იმაზე დიდი სიკეთე ადამიანმა, რომ ააგო ტაძარი და ხალხი ქრისტეს სისხლს და ხორცს აზიარო?“  თვით კახა ხინთიბიძემ, რომელიც სოფელ მელექედურის მკვიდრია და სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული, მოკრძალებული უარი გვითხრა კომენტარის გაკეთებაზე. სამაგიეროდ აქტიურობდნენ მელექედურელები: ელისო ბენდელიანი, მელექედურის მკვიდრი:   ასეთი თავმდაბალი კაცია, საუცხოო საქმე გააკეთა. ეს ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო.  დღესასწაულია დღეს მელექედურელთათვის. მადლობა მინდა, ვუთხრა მას და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი კენჭი დადო მშენებლობის დროს. ლენა ქადეიშვილი, მლექედურის მცხოვრები: ბედნიერი დღეა მელექედურელთათვის. კახა ხინთიბიძე მთელი ოჯახით იყო ჩართული ამ საქმეში. 90-ან წლებში აქ დაშალეს ეკლესია, ქვები წაიღეს და ნასაკირალში საწყობი ააშენეს. მერე ახლგაზრდებმა უკან მოიტანეს და ამ ეკლესიის ეზოა შემოღობილი. გია ხმელიძე, მელექედურის მკვიდრი: ბედნიერი დღეა. უკეთესი რა უნდა,  გააკეთოს კაცმა. უდიდესი საქმეა. ახალგაზრდობისთვის  განსაკურებით კარგი საქმე გაკეთდა. შემოვლენ აქ, სულიერება ხომ აუცილებელია და უმთავრესი ადამიანისთვის. იოანე ნათლისმცემლის  სახელობის ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც ადრიდანვე იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. არის  ბაზილიკა. სწორკუთხედი, სამნავიანი.  შუა ნავი მაღალია, დარბაზი განიერი და  დარბაზში სინათლე კარგად ... ...
  • ცოტნე ანანიძე: საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეხმაურება. “არავის ციხეში ყოფნა არ მახარებს მაგრამ, ბევრი ჰქონდა ფიქრის დრო ივანე მერაბიშვილს სამარტოო საკანში... საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე (ასეულობით უდანაშაულო პატიმარზე) მისი მინისტრობის დროს? 7 და 8 ნოემბერზე(2007), 21 და 26 მაისზე(2011),“ _  წერს ფეისბუქზე ცოტნე ... ...
  • არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავეებად ცნესარასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავედ იქნენ ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულები ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ"  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულში. ბრალდების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ ქ.პ-მ  და მისმა დამ ა.პ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარგებლის მიღებისა და ექსპლუატაციის მიზნით, 2018 წლის ივნისში გადაიბირეს ქ.პ-ს არასრულწლოვანი  - 8, 9, 6 და 11 წლის შვილები, რომლებსაც იძულებითი მათხოვრობით 2019 წლის 18 ივლისამდე უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ხოლო ბავშვების მიერ მათხოვრობის შედეგად შეგროვებულ თანხებს დედა და დეიდა სრულად ისაკუთრებდნენ. სამართალდამცველებმა ქ.პ და ა.პ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 18 ივლისს, ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ორი ან მეტი არასრულწლოვანის მიმართ იძულებით ჩადენილი შრომითი ექსპლუატაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.    ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ქ.პ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით.   ა.პ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით,“_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა (R)თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი  - 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის  საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში. 2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020  წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.  Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია. უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი  - სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს. 2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს - სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს. გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში. „ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს.  2019 წელს  ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...