სერგო რატიანი: „მასწავლებელთა სქემა სასკოლო განათლების რეფორმის სტაგნაციაა“

საზოგადოება

სერგო რატიანი: „მასწავლებელთა სქემა სასკოლო განათლების რეფორმის სტაგნაციაა“

2015 მარ 5 21:35:23

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სერგო რატიანი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს:

"ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, წლის განმავლობაში იგეგმება დაახლოებით, 5 000 მასწავლებლის განთავისუფლება, რაც ალოგიკური განაცხადია. არგუმენტად მოჰყავთ საბიუჯეტო ციფრები, თუმცა ბიუჯეტში, რომელიც გათვალისწინებულია 2015 წლისთვის, არსად იკითხება მასწავლებლების რაოდენობა, რომელთათვის გათვალისწინებულია ესა თუ ის საბიუჯეტო სახსრები", _ ამბობდა მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებაზე.

"ქალბატონო თამარ, მართალს ბრძანებთ — ბიუჯეტში არსად იკითხება მასწავლებელთა რაოდენობა, მაგრამ ის სრულიად ცხადად იკითხება "მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით განმარტებით ბარათში, სადაც მოცემულია ცხრილი და მასწავლებელთა სავარაუდო რაოდენობა – 60100. სხვათა შორის, იქვე გიწერიათ, რომ მასწავლებელთა დღეს არსებული რაოდენობა არის 65000 და მათ შორის სერთიფიცირებულია მხოლოდ 17000. უნდა შევნიშნოთ, რომ თუ სამინისტრო არ გეგმავს შემცირებას და ამ თანხებს გარკვეული მიზეზებით უფრო მეტ ადამიანზე ანაწილებს, მაშინ, რეალურად, მასწავლებელს გაცილებით დაბალი ხელფასები გამოუვათ, ვიდრე ცხრილშია მოცემული.

(მაგალითისთვის 45 200 მასწავლებლისთვის სამინისტროს 2015 წლის სექტემბრამდე განსაზღვრული აქვს 15 551 133.70 ლარი და, შესაბამისად, საშუალო ხელფასი — 344 ლარი. მაგრამ, თუ მასწავლებელთა რეალური რაოდენობა არის 48000, მაშინ იგივე ბიუჯეტის პირობებში საშუალო ხელფასი იქნება არა 344, არამედ 324 ლარი).

სხვათა შორის, ქალბატონ თამარს გამორჩა ჩემი შეფასება, რომელიც უფრო გასაგები გახდება საზოგადოებისთვის ამ ცხრილის ნახვის შემდეგ: სქემის შედგენით, სამინისტრო და მთავრობა ეუბნება სასკოლო საზოგადოებას, რომ დღეს სკოლაში არ არსებობს არცერთი ადამიანი, რომელიც იმსახურებს მათ მიერ აღიარებულ უმაღლეს სტატუსს, ხოლო მესამე საფეხურის სტატუსს შეესაბამება მხოლოდ 100 მასწავლებელი", _ აცხადებს რატიანი.

განათლების მინისტრის მეორე ბრალდება სქემის შედეგებს შეეხებოდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სქემის პირველი შედეგები 2017-2018 წელს დაიდება და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა კარიერული წინსვლა და ფინანსური მდგომარეობა ორი წლით გადაიწევს, რაც სიცრუეა, რადგან 2015 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია პედაგოგთა სახელფასო ზრდა.  შესაბამისად, ნორმატიულ დოკუმენტებში დამტკიცებულია 2016 და 2017 წლების სახელფასო ზრდა", _ აღნიშნავდა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, რაზეც სერგო რატიანი პასუხობს:

"ქალბატონ თამარს, ალბათ, კარგად ესმის, რომ მე არ ვსაუბრობდი სამინისტროს მიერ დეკლარირებულ ხელფასების ზრდაზე 2015 სექტემბრიდან, 2016 აპრილიდან და 2017 წელს პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის 55-55 ლარით და უფროს მასწავლებლებისთვის შესაბამისად 150, 80, და 160 ლარით, რაც დღევანდელი კრიზისის ფონზე აშკარად შთამბეჭდავი მატებაა (მაგალითად, 2014 წელს პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასი 344 ლარი იყო 197 დოლარი, დღეის მდგომარეობით — დაახლოებით 156. თქვენ გეგმავთ სექტემბრისთვის ამ კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასების 55 ლარით ზრდას, დღევანდელი კურსით კი, 400 ლარი უკვე 182 დოლარია).

მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული სქემით მასწავლებელი მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ვერ შეიცვლის სტატუსს (მინისტრმა თავადაც აღნიშნა, რომ საუბარი შეეხებოდა მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას და აქედან გამომდინარე ფინანსური მდგომარეობის შეცვლას) და ვერ გადავა სხვა საფეხურზე, მაგალითად პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროს მასწავლებლად, ხოლო უფროსი – წამყვანად. რადგან, 2015-2016 სასწავლო წელი განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად. ანუ სქემის პირველი შედეგები დაიდება რეალურად, მხოლოდ 2016-2017 წლის ბოლოსთვის, 2017-2018 წელს.

გამომდინარე აქედან, ეს სქემა შექმნილია იმისთვის, რომ არჩევნებამდე, 2015-2016 წლებში არ მოხდეს მასწავლებელთა გადასვლა ერთი კატეგორიიდან მეორეში და მთავრობას არ დასჭირდეს დამატებითი თანხების გამოყოფა. ამდენად, კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, რომ მთავრობის ეს დადგენილება შეიძლება შეფასდეს, როგორც სასკოლო განათლების რეფორმის სტაგნაციის, დამადასტურებელი საბუთი.




 ახალი ამბები
  • გორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლაგორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდი ,,წიგნების თაროს“ მე-8 სეზონში მიიღებს მონაწილეობასახალგაზრდებში მეტად პოპულარული სატელევიზიო  ლიტერატურული შოუს ,, წიგნების თაროს“  მე-8 სასკოლო სეზონის შესარჩევი ტური  დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 32  სკოლა შეირჩა. რჩეულთა შორის  სამტრედიიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდა, N3 საჯარო სკოლის გუნდი. ელენე ალფაიძე, მარიამ  რუხაძე და ანი  ჯღამაძე,   მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო,  ასევე, კლასგარეშე ღონისძიებებში. ,,წიგნების თაროში“  მონაწილეობას  სიხარულით შეხვდნენ, თუმცა,  ორმაგ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მათ ხომ არა მარტო სკოლის, არამედ  მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვაც ევალებათ. ,,თაროელები’’ საინტერესო  სეზონს გვპირდებიან. წარმატებები ... ...
  • კონკურსში, „სუფთა რეგიონი“ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. 27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.  გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა - შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.  კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.  ... ...
  • საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალაფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. 27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო. წყარო: ... ...
  • რა მდგომარეობაა ჩოხატაურში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესიზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას. „მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. როგორც  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი,  ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან. ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში. „სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა. გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ  სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე. რამდენად არის გავრცელებული  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ. შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს. „მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო. „წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...