როგორ ცდილობენ „სიცხიანი დედამიწის მკურნალობას“ რუსთავში


საზოგადოება

როგორ ცდილობენ „სიცხიანი დედამიწის მკურნალობას“ რუსთავში

13 მარ. 2015, 03:00:25

ქალაქ რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის გარშემო, "განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტის" ფარგლებში, განათების არსებული ძველი სისტემა ეკონომიური შუქდიოდური (LED) განათებით შეიცვალა.

სამუშაოები "BP საქართველოსა" და მისი პარტნიორების დაფინანსებით, ენერგოეფექტურობის ცენტრმა განახორციელა.

განხორციელებული პროექტი რუსთავს, როგორც "მერების შეთანხმების“ ხელმომწერ ქალაქს, აღებული იმ ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება, როგორიცაა მის ტერიტორიაზე 2020 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიის 20%-ით შემცირება და სუფთა ენერგოტექნოლოგიების გამოყენების 20%-ით გაზრდა.

აღნიშნული პროექტი რუსთავს ყოველწლიურად 20 ათასი ლარის ეკონომიას გაუკეთებს, რომელის ქალაქს ელექტროენერგიაში უნდა გადაეხადა.

"ენერგოეფექტურობის“ ცენტრის დირექტორმა, "მერების შეთანხმების“ წარმომადგენელმა საქართველოში, გიორგი აბულაშვილმა "გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ  უკვე 5 წელია "BP საქართველოსთან“ ერთად ქვეყანაში მსგავსი ენერგოეფექტური პროექტები ხორციელდება.

"ვახორციელებთ ენერგოეფექტურ პროექტებს, რომელსაც სოციალური დატვირთვაც აქვს. რუსთავში განხორციელებული პროექტის ღირებულება დაახლოებით 40 ათას დოლარამდე იყო. ამ პროექტის შედეგად ყოველწლიური დანაზოგი რუსთავისთვის, ელექტროენერგიის გადასახადი, 20 ათასი ლარი იქნება. ამასთანავე, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ნახშიროჟანგის ემულსიის დაზოგვაც“, _ აღნიშნა აბულაშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი პროექტები  "მერების შეთანხმების“ 9 ქალაქში განხორციელებული და დაგეგმილია.

"თელავში განხორციელდა სკოლის დათბუნების პროექტი, გორში - სამხედრო ჰოსპიტალის ცხელი წყლით მომარაგება მზის ენერგიაზე. ბათუმში ახლა ვახორციელებთ თბური ტუმბოებით ენერგიების მიღებას“, _ განაცხადა აბულაშვილმა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის ლაშა ლობჯანიძის განცხადებით, მსგავსი ეკონომიური პროექტების განხორციელება რუსთავისთვის დიდი შეღავათი  იქნება.

"ამ ტერიტორიაზე  შეცვალა 120 სანათი. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი ენერგოეფექტურობის ფარგლებში კიდევ აპირებს მსგავსი ღონისძიებების გატარებას. მსგავსი პროექტის მიმდინარე სამუშაოები უკვე წარმოებს 21-ე ბაღში. ამ კუთხით ქალაქს სერიოზული ეკონომია ექნება. დაახლოებით, საუბარია, 40% ეკონომიაზე“, _ აღნიშნა ლობჯანიძემ.

როგორც პრეზენტაციისას ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა აღნიშნა, "პატარ-პატარა ენერგიების დაზოგვითა და მსგავიი პროექტების განხორციელებით, იქმნება ის ენერგია, რომლითაც პროგრესის მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია“.

როგორც გუმერნატორმა აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.  ქვემო ქართლში, კერძოს, დმანისსა და წალკაში მცირე ჰესების განვითარების პროექტზე  მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

"გუშინ შევხვდი ენერგეტიკის მინისტრს, რომელიც თავად არის დაინტერესებული მცირე ჰესების მშენებლობის საკითხით. მისგან მივიღე დაპირება, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ამ საკითხს. დიდი დაინტერესებაა ინვესტორების მხრიდანაც. ამიტომ მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ველოდებით“, _ აღნიშნა ხიზანაშვილმა.

რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული ტბის გარშემო მდებარე განათების განახლებული სისტემა ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა დამსწრე საზოგადოებას ეკონომიური შუქდიოდური განათების ხილვის შესაძლებლობა არ მიეცა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განმარტეს, კომპანია BP-ს მოთხოვნა იყო,რომ ღონისძიება სამუშაო საათებში, 6 საათამდე დასრულებულიყო, დღის შუქზე კი, განათების ხილვა არაეფექტური იქნებოდა.

მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში, რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ჩატარდა ველოგარბენი სპორტის ამ სახეობის მოყვარულთათვის, ადგილობრივი საჯარო სკოლების ეკოკლუბების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე "რუსთავი-ენერგოეფექტურობა-მე“.

სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ახალი პროექტების, "სიცხიანი დედამიწის მკურნალობის“ და  - "10 ათასი მზის სახურავი რუსთავში“ იდეები შესთავაზეს.

ღონისძიებას ქალაქ რუსთავის მერიის ხელმძღვანელი პირები -მერი დავით ჯიქია, ვიცე-მერი ნოდარ შეროზია, კომპანია "BP საქართველოს“ და ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა საინფორმაციო დაფა, მდგრადი ენერგეტიკის დღის ყველა მონაწილეს კი, სამახსოვრო საჩუქრები და საცნობარო ინფორმაცია გადაეცა.




 ახალი ამბები
  • აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს წმინდა გიორგის ორდენის კავალერია“მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუნებულმა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა, კომუნიზმის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, _ თქვა ჯო ბაიდენმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ. ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში. ვიზიტის მიზანი ქვეყნის მხარდაჭერა და ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემა იყო. მალე, ჯო ბაიდენი ობამას შეთავაზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გახდა. პირველი ვიზიტის წლისთავზე, ბაიდენი სწორედ ამ რანგში ეწვია მეორედ საქართველოს. ამ დროს, პრეზიდენტი ობამა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ბაიდენის ვიზიტს სწორედ მოსკოვთან “გადატვირთვის“ პოლიტიკას უკავშირებდნენ და შეშფოთებასაც გამოთქვამდნენ, რომ რუსეთთან ახალი ურთიერთობები  საქართველოს “ხარჯზე“ არ დამთბარიყო. ამ შეშფოთების გასაფანტად, ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: “თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს... მე ვიცი, ბევრი წუხს, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს ხარჯზე მოხდება. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ _ არა, საქართველოს ხარჯზე არ მომხდარა, არ მოხდება და ვერ მოხდება“. სწორედ ამ ვიზიტისას, ჯო ბაიდენი საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვეს. ფოტო: ... ...
  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.  როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს,  საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.  „ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად  ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნავს გიორგი ... ...
  • ანა აბრამიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება35 წლის რუსთაველ ახალგაზრდას, ანა აბრამიშვილს მოქალაქეების დახმარება ესაჭიროება. გასული წლის თებერვალში, ჰემორაგიული ინსულტის გადატანის შემდეგ, ექიმებმა ანა აბრამიშვილს სისხლძარღვების არტერიო-ვენური მალფორმაციისა და თავის ტვინის ცერებრული ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროიდან. ის მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას _ ექიმების მკაცრი რეკომენდაციით დაუშვებელია მისი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რამაც შეიძლება ნებისმიერ დროს რისკის ქვეშ დააყენოს მისი სიცოცხლე. მდომარეობა დღითი-დღე კრიტიკული ხდება, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება. ანა აბრამიშვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 68 000 აშშ დოლარია საჭირო. ანა აბრამიშვილს ექიმები აძლევენ გარანტიას, რომ ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე თვეში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ „თიბისი ბანკსა“ და "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშებზე. თანხის ჩარიცხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. თიბისი ბანკი: #GE21TB7671645061100002; საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000100997087.  მიმღები ანა აბრამიშვილი. მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც მაგთის, ბანის და ბილაინის აბონენტებისთვის _0901701322. Paypal: Anna.abramishvili85@gmail.com, პირადი ნომერი: ... ...
  • თელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ხანძარი იყო - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადები დროულად მივიდნენ, მეორე სართული სრულად დაიწვა.როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ომარ აჩუაშვილმა განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა ... ...
  • თევზის სუნი _ მოუგვარებელი პრობლემა ფოთშითევზის სუნი ქალაქ ფოთის მოსახლეობისთვის ყოველდღიურ პრობლემად იქცა. ჩატარდა არა ერთი აქცია, მაგრამ ამ აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და დღესაც ქალაქ ფოთის მოსახლეობის მოუგვარებელ პრობლემად რჩება. „ფანჯარასაც ვერ ვაღებთ, რომ ოთახი გავანიავოთ. გარეთ სარეცხიც გაფენაც შეუძლებელია“, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ქალაქ ფოთის ერთ-ერთი მცხოვრები. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯგერენაია ამბობს, რომ ქალაქში არსებულ თევზის სუნის პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა ჯგუფი და პირველი შეხვედრა ჩატარდა. სამუშაო ჯგუფმა შეადგინა გეგმა, რის მიხედვითაც უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა: „გვაქვს გეგმა, რომლი მიხედვითაც პრობლემის მოგვარების  სამუშაოებში უნდა ჩავრთოთ სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პეტიციის ავტორი და ასე შემდეგ. სამუშაო გემის მიხედვით გათვალისწინებულია საქმეში შესაბამისი სააგენტოების ჩართვა, რის შემდეგაც დაიდება სპეციალისტების დასკვნები. ამ ეტაპზე კუთხით ვმუშაობთ„, _ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....