მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაციის თანდართვა სავალდებულო ხდება

საზოგადოება

მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაციის თანდართვა სავალდებულო ხდება

2015 მარ 16 17:09:46

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო.  

შედეგები საზოგადოებას დაახლოებით, ერთ კვირაში წარედგინება. ცვლილებებით,  მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაციის თანდართვა სავალდებულო ხდება. განცხადება ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის თქმით, კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები, მომხმარებლისთვის  ქართულ ენაზე მედიკამენტების ანოტაციის მიწოდების საკითხს დაარეგულირებს.

"კანონპროექტის შემუშავება  მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაციის დართვის საკითხმა განაპირობა. დღეს,  უმეტეს  შემთხვევაში,  მომხმარებელს არ აქვს საშუალება გაეცნოს ქართულ ენაზე ანოტაციას და გაიგოს მედიკამენტის  უკუჩვენებები, შენახვის ვადა,  ვარგისიანობა და ა.შ.“  – განაცხადა კობახიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებების შეტანის აუცილებლობა მომხმარებლის მაქსიმალურად დაცვის აუცილებლობამ გამოიწვია.

"უნდა გამოირიცხოს უკუჩვენებენი, რისკ–ფაქტორები, რამაც შეიძლება  მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას“, – აღნიშნა კობახიძემ.

დედაქალაქის საკრებულოში აღნიშნეს, რომ კანონპროექტი  ევროსტანდარტით არის  მომზადებული, ხოლო  ევროკავშირისა და ევროპარლამენტის დირექტივა პირდაპირ ითვალისწინებს, რომ  მედიკამენტს აუცილებლად უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ენაზე ნათარგმნი ანოტაცია.

"კვირის ბოლომდე, საკრებულოში,  კომისიებთან კანონპროეტის პირველადი ვერსიის გაცნობა დაიწყება.
მომდევნო კვირიდან  კანონპროექტის განხილვა   სახელმწიფო უწყებების, ფარმაცევტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,  მედიკამენტების მწარმოებლებთან, აფთიაქების ქსელების ხელმძღვანელებთან გაიმართება. კანონპროეტქის საბოლოო, შეჯამებული ვერსია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება“
, –  აცხადებს  თედო კობახიძე.

კანონპროექტის მიხედვით, შეფუთვის დაშლის შემთხვევაშიც  მომხმარებლისათვის ქართულ ენაზე შედგენილი ანოტაციის მიწოდება ასევე  სავალდებულო იქნება.

ნორმის დარღვევა დაჯარიმებას გამოიწვევს.  შესაბამისი მითითება აფთიაქში თვალსაჩინო ადგილზე იქნება გამოკრული.

ახალი კანონპროექტის ფართო საზოგადოებრივი განხილვა ერთ კვირაში დაწყება.




 ახალი ამბები
  • "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა" _ თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალადღეს დილით, თბილისში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. თუმცა, რა ვითარებაში უცნობია. ამ ეტაპზე ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მცირეწლოვანი სახლში გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ ... ...
  • „უარეს სიას მივიღებთ, თუ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული დარჩა“_ გია ხუხაშვილი „პრობლემის ძირი პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეებში კი არ არის,  მოსამართლეთა შერჩევის ალგორითმშია. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანო დარჩა, შესაძლოა, უარესი სია მივიღოთ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი. „მხოლოდ ბრძოლის მოგება პრობლემას არ წყვეტს. კრიტერიუმები, რომლებიც პარლამენტში გაიწერება, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა შეეხოთ, არამედ ყველა ინსტანციის მოსამართლეებს. სიის ფორმირებასთან დაკავშირებით,  ფაქტია, რომ პოლიტიკური შეკვეთის სუნი ტრიალებდა. არავინ ჩათვალოს, რომ ბრძოლა მოგებულია, ამ თემასთან დაკავშირებით თავშეკავებულად ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“, _ აღნიშნა ... ...
  • გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის - კალაძე"გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის", _ აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში კუსტარული გამათბობლების დამონტაჟებისგან თავი შეიკავონ.  „მერიის კომპეტენცია ეს ნამდვილად არ არის, ეს არის მარეგულირებელი კომისიის და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით არის დადგენილი. თუმცა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, ადამიანები ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც კუსტარულად ხდება გამათბობლის დამონტაჟება,“ - განაცხადა კახა ... ...
  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • წითელას ეპიდემია_ რა ევალებათ საბავშვო ბაგა-ბაღებს და დასაქმებულ პერსონალსწითელას ეპიდემიის გამო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების აცრა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს. „საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე, ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა. ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება. წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა“,_ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს

სამუშაო დღის დაწყება 10 საათამდე,...

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ პროდუქციას?

ბრენდინგი არის ცნობილი მარკეტინგული სტრატეგია,...

30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

"ყველა იტყუება" – ამტკიცებდა ექიმი...

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...