ავეჯი კანცელარიის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო - ხადური

საზოგადოება

ავეჯი კანცელარიის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო - ხადური

2015 მარ 18 20:14:09

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ავეჯი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულისთვის შეისყიდეს "სახელმწიფო კანცელარიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო".

ცნობისთვის, დღეს "ნაციონალური მოძრაობამ" გააკეთა განცხადება, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ რბილი ავეჯის შესაძენად 181 401 ლარი გამოყო.

"მინდა გითხრათ, რომ ეს ადრეა ნაყიდი. თავისთავად ცხადია, რომ ავეჯი საჭიროა იმისათვის, რომ ფუნქციონირება სახელმწიფო კანცელარიამ გააგრძელოს ნორმალურ ვითარებაში. თქვენ იცით, რომ იქ რემონტი მთავრდება და თავისთავად ცხადია, ასეთი ხარჯისგან არავინ არ არის დაზღვეული", _ განაცხადა ხადურმა.

"მინდა წარმოგიდგინოთ ორი ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში შეუკვეთა რბილი ავეჯი. ხელშეკრულება გაფორმებულია ორ კომპანიასთან life style-სა და "იტალდიზაინთან".

კომპანიასთან life style -თან 26 ათასი ევროს, ხოლო იტალ დიზაინთან 41 ათასი ევროს ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, ლიფე სტყლე -მა პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთა სავარძელი - 5 760 ლარი, სკამები - 11 232 ლარი, ორი მაგიდა- 3 192 ლარი, ორი მაგიდა - 2 160 ლარი, ორი მაგიდა - 2 784 ლარი, დივანი - 19 104 ლარი და სავარძლები - 25 344 ლარი.

რაც შეეხება "იტალ დიზაინს" ამ შემთხვევაში პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთეს: სავარძელი ტყავში კრემისფერი - 6 084 ლარი, სამზარეულოს მაგიდა, სტრუქტურა დახურული მეტალი ზედაპირი თეთრი - 1 680 ლარი, სამზარეულოს სკამი სტრუქტურა დაბურული მეტალი თეთრი ტყავის შემცველი - 1 728 ლარი, მაგიდა თეთრი დაბურული ლაკირება - 15 792 ლარი, სკამი ტყავის თეთრი ფერის - 17 913 ლარი, ორადგილიანი დივანი - 19 368 ლარი, სავარძელი ტყავში - 15 516 ლარი, ორადგილიანი დივანი "ბროდვეი" - 13 344 ლარი, სავარძელი ტყავში - 15880 ლარი, საწოლი მთლიანი თავით ჭრილის გარეშე ბატუტით - 24 132 ლარი,

ორთოპედიული მატრასი ზამბარებით, ინდივიდუალური შეფუთვით -1980 ლარი. მთელი ეს ავეჯი საქართველოს მოსახლეობას ბატუტზე მხტუნავი პრემიერ-მინისტრისა და მცურავი ლარისა კურსის პირობებში, საერთო ჯამში დაუჯდა 181 401 ლარი. ჩვენ სკეპტიკუტად ვუყურებთ იმას, რომ რბილი ავეჯის არშენეძის ხარჯზე შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის მოგვარება, მაგრამ მთავრობას არ სურს თუნდაც ელემენტარულ ფუფუნებაზე უარი თქვას", _ განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მოგვიანებით, განმარტება გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ავეჯი არა ღარიბაშვილისთვის, არამედ, "მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად არის" შეძენილი. 




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...