ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
2015 მარ 21 18:24:56
ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
"მინდა, საქართველოში იყოს ძლიერი ტელევიზია, ძლიერი ბეჭდური მედია. ყველას გილოცავთ მთელი სულით და გულით. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მაბრაზებთ, ყველანი მაინც ძალიან მიყვარხართ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.