მოსახლეობის პრიორიტეტები გამოკვეთილია _ რა სურთ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს

საზოგადოება

მოსახლეობის პრიორიტეტები გამოკვეთილია _ რა სურთ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს

23 მარ. 2015, 17:19:04

საქართველოს მთავრობის #67 დადგენილებით, რომელიც მიმდინარე წლის 15 თებერვალს გამოიცა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა. პროგრამის გასახორციელებლად, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დადგენილების თანახმად, შესაძლებელია, პროგრამის ფარგლებში გასახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

თითოეული მუნიციპალიტეტისთვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას წინა წლების მსგავსად, წელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.

სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, "სამინისტრო თანხის გაანგარიშებას ახდენს შემდეგი პრინციპის დაცვით: 1-დან 200 სულის ჩათვლით დასახლებისათვის _ 4 000 ლარი; 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისათვის _ 5 000 ლარი; 401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისათვის _ 8 000 ლარი; 1 000-ზე მეტსულიანი დასახლებისთვის _ 12 000 ლარი.

სამინისტრო, თანხის გაანგარიშების შემდეგ, ამ პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ნაშთს ანაწილებს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებელი იანგარიშება დასახლების მოსახლეობის რაოდენობისა და 11,9147117 კოეფიციენტის ნამრავლით.

"საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის" გათვალისწინებული ასიგნებებიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხა ან მისი ნაწილი, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, კონკრეტული სოფლის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილი თანხის ოდენობის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, გამგებლის წარმომადგენლის (შემდგომში _ წარმომადგენელი) ან სხვა უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

კონკრეტულ სოფელთან მიმართებაში თანხის ხარჯვის მიზნობრიობა დგინდება მხოლოდ, მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

წარმომადგენელი ან სხვა უფლებამოსილი პირი ორგანიზებას უწევს სოფლის მოსახლეობის კრების გამართვას, აწყობს საჯარო განხილვას და სოფლის მოსახლეობის კრების მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფლისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, ადგენს პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობას, რაც აისახება სოფლის მოსახლეობის კრების ოქმში".

პრემიერის დადგენილებაში დაკონკრეტებულია პროგრამით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა.

ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ: "პროგრამით გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციას ან/და კეთილმოწყობას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას, ან/და გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას; გასახორციელებელი პროგრამ(ებ)ის დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი უნდა აისახებოდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაზე; პროგრამის ფარგლებში შესყიდული სამუშაო, საქონელი ან/და მომსახურება მიმართული უნდა იყოს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის მატერიალური, ყოფითი ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ; სამუშაოთა შესასრულებლად, მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს შესაბამისი სოფლის (ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სოფლების) მოსახლეობა; საერთო ინტერესების გათვალისწინებით, დასაშვებია, რამდენიმე სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობლემის (მაგალითად, სასმელი ან სარწყავი წყლის სისტემები და სხვა) გადასაწყვეტად".

ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდამჭერი პროგრამების განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

ოზურგეთში კრებები უკვე დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე 28 თემის მოსახლეობას შეხვდა. კრებებზე ადგილობრივი მოსახლეობა გამგებელთან ერთად იმ პრიორიტეტებზე შეჯერდა, რომელიც 2015 წლის ბოლომდე ყველა სოფელში უნდა დასრულდეს.

ნაგომარი და ძიმითი ბოლო სოფლებია, სადაც ადგილობრივებმა სოფლის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოადგინეს და ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციების გათვალისწინებით თემებში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.

ნაგომარში სოფლის პროგრამით 34 ათას 894 ლარი გამოიყო. ამ თანხით სოფელი რთულ მონაკვეთებზე ბეტონის გზების მოწყობას და საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენას გეგმავს.

რაც შეეხება ძიმითს, 43 ათას 921 ლარით ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას მუნიციპალური რესურსების გამოყენებით აპირებს.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, მთავარია, საქმე შედეგისთვის გაკეთდეს და არა საჩვენებლად. თანხების მიზნობრივად განკარგვა კი გრძელვადიან პროექტებზე მოხდება, რისთვისაც სოფლებმა სწორი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

_ 2017 წლისთვის ჩვენ ყველა დონეზე წარმატებული მუნიციპალიტეტი ვიქნებით. სწრაფად ათვისებული თანხებით, გეგმით გათვალისწინებული, სრულად გახორციელებული პროექტებით და აბსოლუტურად მოწესრიგებული ბაზებით, ამას საფუძველს ყოველდღე ვუყრით, _ აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს.

წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის სულ 1 342 000 ლარი გამოიყო.
სოფლის პროგრამა 2015 წლიდან განსხვავებული მექანიზმით გახორციელდება. გამოყოფილი თანხა ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას და გრძელვადიანი სასარგებლო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.

მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც. გასული კვირის განმავლობაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, მოადგილეებმა, სოფლის დეპუტატებმა და გამგებლის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას განიხილეს სოფლის პრობლემები და მათი პრიორიტეტული პროექტებიც გამოკვეთეს. შეხვედრები გაიმართა ქვენობანში, გორაბერეჟოულში, ხევში, კოხნარში, ნაბეღლავში, დიდივანში, შუასურებში, ზემოსურებში, ხიდისთავში და ერკეთში.

_ სოფლებში შეხვედრებმა რამდენიმე საერთო პრიორიტეტული მიმართულება გამოკვეთა. ეს ეხება შიდასასოფლო გზების მოწესრიგებას, გარე განათების დამონტაჟებას. კარგი ტენდენცია იყო ისიც, რომ ადამიანებს აღარ სურთ წყალს გაატანონ თანხები და გზების შეკეთებასთან ერთად ეთანხმებიან ჩვენს რეკომენდაციას, რომ აუცილებლად სანიაღვრე არხებიც უნდა გაკეთდეს. რამდენიმე სოფელში მოსახლეობა შეთანხმდა შეაერთოს თანხები და გარემონტდეს სოფლის კულტურის სახლი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.

ლანჩხუთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლების განსახორციელებლად სავარაუდოდ 817 447 ლარი დაიხარჯება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თანხები ჯერ საკრებულოს არ დაუმტკიცებია, თუმცა სავარაუდო მონაცემები ასეთია: ზემო შუხუთი _ 13 612 ლ; ქვედა შუხუთი _ 31 707; ჯიხანჯირი _ 8 872; შრომისუბანი _ 15 054; მოედანი _ 13 302; ხორეთი _ 9 289; კოკათი _ 5 990; ჩოჩხათი - 16 984; გულიანი _ 7 282; ჯიხეთის მონასტერი _ 4 417; ზემო აკეთი _ 9 170; ქვემო აკეთი _ 16 936; ჭანჭათი _ 15 149; გაგური _ 7 979; აცანა _ 19 331; ტელმანი _ 9 230; ზემო მამათი _ 9 408; კონჭკათი _ 9 659; ქვემო მამათი _ 8 300; შათირი _ 5 692; მაჩხვარეთი _ 16 352; ორაგვე - 5 108; ჯუნმერე _ 7 895; ჯუნეწერი _ 14 922; გვიმბალაური _ 25 940; ზემო ჩიბათი _ 14 613; ქვემო ჩიბათი _ 25 976; ჭალა _ 13 600; ლესა _ 31 528; ჭინათი _ 18 652; ბაღლეფი _ 13 659; ეწერი _ 13 469; ჯურუყვეთი _ 24 351; ნინოშვილი _ 14 791; ყელა _ 9 647; ნიგვზიანი _ 28 800; ხაჯალია - 26 989; არჩეული _ 13 254; ჩანჩეთი _ 5 847; ახალსოფელი _ 16 698; ტაბანათი _ 26 893; ჩქუნი _ 5 787; ხიდმაღალა _ 27 489; გრიგოლეთი _ 6383; მალთაყვა _ 5 191; სუფსა _ 7 871; წყალწმინდა _ 24 749; ღრმაღელე _18 819; ომფარეთი _ 17 484; ორმეთი _ 13 707 ლარი.

_ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დასრულდა. სწორედ ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რომელიც მოსახლეობის სურვილით ამ პროგრამის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს. არ დაგვრჩენია არც ერთი სოფელი, რომ მოსახლეობის კრება არ ჩატარებულიყო, რის ამსახველი ოქმებიცა და ფოტოსურათებიც ჩვენთან ინახება. შეხვედრები 11 მარტს დასრულდა. ველოდებით თანხების ბიუჯეტში ასახვას, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, _ გვითხრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების თქმით, პროგრამების გახორციელება უახლოეს ხანში დაიწყება.




 ახალი ამბები
  • ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში ... ...
  • „ვიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც“„ვიბრუნებთ აფხაზეთს,ვიბრუნებთ სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც",_ ამის შესახებ ქართველი წინასწარმატყველი,  ლელა კაკულია მის ახალ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. აღნიშნული ვიდეო მიმართვა ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ... ...
  • „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ"- აშშ-ის საელჩოდღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება: „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს. დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ ... ...
  • გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობს„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია ერთი ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით, შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს",_ ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გააკეთა. გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობა დიდი უზნეობაა და სწორედ ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. „სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა ... ...
  • "უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში" _ საჯარო სამსახურის ბიუროსაჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ  . აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“, – აღნიშნულია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?