პასუხი სხვა სივრციდან

საზოგადოება

პასუხი სხვა სივრციდან

2015 მარ 23 18:19:32

გასულ პარასკევს "G-NewsTV"-ის  გადაცემაში ერთ-ერთი განხილვის თემა  საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიის"  ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო. კერძოდ, კლუბის ყოფილი პრეზიდენტის დას, მარინა თოთლაძესა და  კლუბის ყოფილ სპორტულ დირექტორს, თემურ ალექსაიას შორის, რომელიც ახლა საკრებულოს წევრია, დებატები უნდა შემდგარიყო.

თუმცა,  ალექსაიას გადაცემაში მონაწილეობა არ მიუღია. თოთლაძემ მუნიციპალიტეტის პირველ პირს ზაზა ურუშაძესა და საკრებულოს დეპუტატს, თემურ ალექსაიას გადაცემაში საკმაოდ ბევრს ბრალდებები წაუყენა და ამ უკანასკნელის მისამართით პირდაპირ განაცხადა, რომ იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა.

მართალია თემურ ალექსაია პირდაპირ დებატებში არ შევიდა მარინა თოთლაძესთან, თუმცა ოპონენტის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და  ცილისწამებაშიც დაადანაშაულა. ამასთან, განმარტებაც გააკეთა, თუ რატომ არ მიიღო  გადაცემაში მონაწილეობა და რატომ იყო მასთან სატელეფონო კავშირის დამყარება შეუძლებელი.

"იმ დღეს მე საპროექტო განყოფილების წარმომადგენელთან და გამგებლის რწმუნებულთან ერთად დავდიოდით სოფლის პროექტებზე, რაც უფრო საჭიროდ ჩავთვალე, ვიდრე მაგ გაუგებარი წარმომავლობის ქალთან საუბარი და მისთვის პასუხების გაცემა. რაც შეეხება ტელეფონის გამორთვას, სპეციალურად არ გამითიშია.

რაც შეეხება ჩემს ნასამართლეობას, ამაზე მთელმა რაიონმა და პარლამენტის წევრებმა იციან რისთვის ვიყავი ნასამართლევი. მე საკრებულოშიც და გამგეობაშიც მიტანილი მაქვს შესაბამისი დოკუმენტი და უახლოეს დროში ჩემი რეაბილიტაციაც განხორციელდება.

ახლა რაც შეეხება ქალბატონი მარინას წამოყენებულ ბრალდებებს: საზოგადოება ალბათ უფრო ადრე ელოდა პასუხს იმ სერიოზულ ბრალდებებზე, რაც მარინა თორთლაძემ?! წამომიყენა მიმდინარე წლის 27 თებერვლის სესიაზე. მაგრამ როგორც იმავე სესიაზე ავღნიშნე, მას მხოლოდ სასამართლოში დაველაპარაკებოდი, მაგრამ მისი უნამუსო ცილისწამება უკვე ყველა ზღვარს გადაცდა და იძულებული გავხდი პასუხი გავცე მის დემაგოგიას და ცილისწამებას.

კერძოდ ჩემთან მიმართებაში, ქ-ნ მარინას პრეტენზია აქვს კაფე-ბარ "ნიკალა"-ში ჩარიცხულ თანხასთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც ს/კ "ლანჩხუთის გურია"-ს ერიცხებოდა დავალიანება.
ახლა რაც შეეხება კაფე-ბარ "ნიკალა"-ს დავალიანებას, მე ხელთ მაქვს მეპატრონის ამონაწერი კაფე-ბარ "ნიკალა"-დან სადაც საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურია"-ს დავალიანება შეადგენდა 5647 (ხუთიათასექვსასორმოცდაშვიდი) ლარს. ამ თანხის გასტუმრება მოხდა ნაწილობრივ ნაღდი ანგარიშსწორებით (ხელზე თანხის მიცემით) და ნაწილობრივ გადარიცხვით; სწორედ იმ გადარიცხვაზეა საუბარი რომელზეც ქ-ნი მარინა ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, თითქოს ეს ჩემი შვილის ქორწილის ვალად დარჩენილი ფული იყო, რომელიც სრული სიცრუეა და შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. და თუ ხელშეკრულება არ არის გაფორმებული კაფე-ბარ "ნიკალა"-სა და ს/კ "ლანჩხუთის გურია"-ს შორის ეს კლუბის დირექტორის და იურისტის პასუხისმგებლობაა და არა ჩემი.
რაც შეეხება 2 აპრილს გადარიცხულ თანხებს მაგ დღეს გადარიცხულია სხვადასხვა დავალიანებები გარკვეული თანხების, რომლის დაანგარიშებაც მოხდა მარტის შუა რიცხვებში და არა იმ ტრაგიკულ მათი ოჯახისათვის დღეებში, როგორც ქ-ნი თორთლაძე?! აღნიშნავს. სხვათაშორის ეს თანხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოუყო კლუბებს ვალების გასასტუმრებლად.

აქვე მინდა შეგახსენოთ ქ-ნო თორთლაძე?! რადგან გავიწყდებათ მთავარი, თქვენ კლუბის ხელმძღვანელობა გაუშვით კლუბიდან იმ მოტივით რომ იღებდით სრულ პასუხისმგებლობას კლუბის დაფინანსებაზე და ასევე ამბობდით, რომ მოიყვანდით სპონსორს, რომელიც მიუხედავად არაერთი ტყუილი დაპირებისა ისე ჩამთავრდა 2013-2014 წლების სეზონი თვალად არავის უნახავს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე იქმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქ-ნ თორთლაძეს?! სხვა მიზნები ამოძრავებდა. მისი მთავარი მიზანი იყო გრიგოლეთის ბაზა კლუბის ბალანსზე მოეხვედრებინა, ჩაედო ბანკში და აღებული თანხა გამოეყენებინა საკუთარი მიზნებისათვის რათა წამოეწყო ბიზნესი რაც არაერთხელ დაადასტურა სატელევიზიო გამოსვლაში.

და ბოლოს,, როცა მან დაინახა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა, რადგან მაშინდელი ხელმძღვანელობა ვერ დაითანხმა ზემოთ აღნიშნულზე, გადაერთო ბარნაბ (ბორისი) ჭყონიას საარჩევნო კომპანიაში. სადაც ბარნაბ ჭყონიას საარჩევნო შტაბის მთავარი დამფინანსებელი გახდა. (როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი შტაბში საარჩევნო კომპანიისთვის გაწეულ ხარჯებსაც ითხოვს უკან, თუმცა აქაც არ გააჩნია გაწეული ხარჯების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია). 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე იქმნება შთაბეჭდილება თაღლითობას ხომ არ აქვს ადგილი, რადგან იყავით დაინტერესებული პირი, თქვენივე სურვილით გახდით ზემოთხსენებული შტაბის "სპონსორი" და წაგების შემდეგ დახარჯულ თანხას ითხოვთ უკან. რაც შეეხება ჩემს თაღლითობას მთელი რაიონი მიცნობს მე და იცნობს ჩემს ოჯახს, (ისევე როგორც თქვენ და თქვენს ოჯახს) რაც დაადასტურა 2000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, რომელთა მეშვეობითაც გავხდი საკრებულოს წევრი რაც დღემდე ვერ მოგინელებიათ. ამაზე დაბოღმილმა და გაბოროტებულმა განტევების ვაცს დაუწყეთ ძებნა და რატომღაც მე შემარჩიეთ, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ საპასუხო წერილით თქვენთან ყოველგვარ საუბარს ვამთავრებ. საზოგადოებას ვაცნობებ, რომ მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და მივმართავ ქ-ნ თორთლაძეს?! როგორც "ცნობილ ადვოკატს" მიმართოს სასამრთლოს და სასამართლო გაარკვევს ვინ ვინ არის", - აცხადებს თემურ ალექსაია.




 ახალი ამბები
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული მ.შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ... ...
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...