"ვერავინ დამარწმუნებს, რომ ზურაბ ჟვანია მხუთავი აირით გაიგუდა"


საზოგადოება

"ვერავინ დამარწმუნებს, რომ ზურაბ ჟვანია მხუთავი აირით გაიგუდა"

9 დეკ. 2011, 06:31:54
9 დეკემბერს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ჟვანია 48 წლის გახდებოდა. "გურია ნიუსის" დღევანდელ ნომერში მის შესახებ ერთ დროს მისი თანაგუნდელი და მეგობარი, ოპოზიციონერი ლელა ნაცვალაძე გვესაუბრება.

_ ქალბატონო ლელა, თქვენ კარგი ურთიერთობა გქონდათ ზურაბ ჟვანიასთან.

_ გეთანხმებით. მე "გაერთიანებული დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანი ვიყავი და საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ზურა ჟვანიასთან. უაღრესად თავმდაბალი და თბილი ადამიანი იყო, ვერასდროს ვგრძნობდი, რომ ჩემი ხელმძღვანელი იყო. ძალიან ვაფასებდი და დიდ პატივს ვცემდი. მისი გარდაცვალება დიდი დარტყმა აღმოჩნდა როგორც მისი ოჯახისთვის, ასევე მისი მეგობრებისთვის და საქართველოსთვის.ბევრი ადამიანი შემხვედრია, ხელისუფლებაში მოსვლამდე გვერდიდან რომ არ გვიშორებდა, მაგრამ როგორც კი სავარძელში მოკალათდა, აღარც გავხსენებივართ. აი, ზურა კი სულ სხვანაირი იყო _ როგორც კი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, მაშინვე დამირეკა და დამიბარა. არ უნდოდა, უყურადღებოდ ვინმე დარჩენოდა, მაგრამ არ დასცალდა!

_ რას ფიქრობთ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

_ დღევანდელმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა საშინელი რეალობა _ როცა სადმე გამოჩნდება მათზე ჭკვიანი, მათზე ნიჭიერი და მათზე ძლიერი ადამიანი, ცდილობენ, გზიდან ჩამოიცილონ, რადგან მას მეტოქედ თვლიან. ზურას შემთხვევაშიც სწორედ ასე იყო. მე ვერავინ დამარწმუნებს იმას, რომ იგი მხუთავი აირით გაიგუდა. მაგრამ, უფალი დიდია და ყველაფერს ხედავს _ გარწმუნებთ, მალე ყველაფერს ფარდა აეხდება. მე არ დამავიწყდება ზურას დასაფლავების შემდგომი დღე _ საფლავთან მისი ჭირისუფლისა და ახლობლების გარდა, ვხვდებოდი სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებიც ყვავილებით ხელში საათობით იდგნენ და ცხარე ცრემლებით დასტიროდნენ მას.

_ გაქვთ თუ არა ურთიერთობა ზურაბ ჟვანიას ოჯახთან?

_ ზურას გარდაცვალებამდე მე მის ოჯახს არ ვიცნობდი. ვიცოდი, რომ ზურა ჟვანიას ჰყავდა ძალიან საყვარელი დედა, რომელსაც უდიდეს პატივს სცემდა, ჰყავდა ასევე ძალიან კარგი ძმა და ჰქონდა ლამაზი ოჯახი, რომელზეც დიდი სიყვარულით გვიყვებოდა. მე ისინი, გარდაცვალების შემდეგ, ზურას საფლავზე გავიცანი. მეუღლეს, ქალბატონ ნინოს რამდენჯერმე შევხვედრივარ. ძირითადად, გვაქვს სატელეფონო საუბრები და საეკლესიო დღესასწაულებს ვულოცავთ ერთმანეთს. ის სამაგალითო ქალბატონია. ზურა ჟვანიას ქვრივობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც ქალბატონი ნინო დიდი ტკივილითა და მოთმინებით, სიყვარულითა და მუხლჩაუხრელი შრომით პირნათლად უმკლავდება. შედეგიც ხომ სახეზეა? მან სასახელო შვილები აღზარდა, სწორედ ისეთები, როგორზედაც ზურა ოცნებობდა და როგორიც მის სახელს ეკადრება.

_ ვინ იყო თქვენთვის ზურაბ ჟვანია, რა შეგმატათ მასთან ურთიერთობამ? ცოცხალი რომ ყოფილიყო, იქნებოდა თუ არა სხვა რეალობა დღეს საქართველოში?

_ პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ზურა ჟვანიას უაღრესად დიდ პატივს ვცემდი. იგი ღვთისმოსავი ადამიანი იყო და ძალიან ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მის კაბინეტში, ვაშლიჯვარში იყო ის თუ სახელმწიფო კანცელარიაში, სალოცავ კუთხესთან მუდამ ენთო კანდელი და სანთელი, რაც ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებლისთვის, მნიშვნელოვანია. მახსოვს, ერთ-ერთი შეხვედრისას, მაცხოვრის ხატი ვაჩუქე. მადლიერების ნიშნად თვალები გაუბრწყინდა და დიდი რუდუნებითა და პატივისცემით ეამბორა.

ზურა ჟვანია იყო ჩემი არა მარტო ხელმძღვანელი, არამედ მეგობარი და მასწავლებელი. ალბათ, ხშირად გსმენიათ ტერმინი _ "ჟვანიას შკოლა". ამ "შკოლის" კურსები გავიარე მასთან ურთიერთობის დროს და სხვა მნიშვნელოვან თვისებებთან ერთად, ვისწავლე პრინციპულობა. მე მეამაყება, რომ ასეთი მეგობარი მყავდა. ის მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იყო და ცოცხალი რომ ყოფილიყო, არ მოხდებოდა 7 ნოემბერი, 21-26 მაისის ამაზრზენი დარბევები. უფრო მეტიც _ არ მოხდებოდა აგვისტოს სამარცხვინო ომი და დამატებით არ დავკარგავდით ტერიტორიებს.




 ახალი ამბები
  • ჯო ბაიდენი: “…როცა საკითხებზე დებატები (საქართველოს) პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში!““თ "თქვენი ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა მთავრობა გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონაწილეობრივი იქნება; როცა საკითხებზე დებატები პარლამენტში გაიმართება და არა ქუჩაში. როცა გადაჭრით მთავარ კონსტიტუციურ საკითხებს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების ბალანსის თაობაზე; და როცა საარჩევნო ასპარეზი თანასწორი იქნება. როცა მედია სრულად დამოუკიდებელი და პროფესიონალური გახდება, რომელიც ხალხს მიაწვდის ინფორმაციას, ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად და საკუთარი მთავრობისგან მიღებულ გადაწვეტილებებზე ანგარიშვალდებულებას მოითხოვს; როცა სასამართლო გარე გავლენისგან გათავისუფლდება და კანონის უზენაესობა დამყარდება, და როცა ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი, კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცესით მოხდება და არა ქუჩაში“, _ ასე მიმართა ქართველ პოლიტიკოსებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას 2009 წლის 23 ივლისს. მაშინ, ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის რანგში, უკვე მეორედ იყო სტუმრად საქართველოში. როგორც ვხედავთ, 12 წლის შემდეგაც ეს გამოწვევები კვლავ აქტუალურია საქართველოსთვის. ფოტო: ... ...
  • აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს წმინდა გიორგის ორდენის კავალერია“მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუნებულმა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა, კომუნიზმის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, _ თქვა ჯო ბაიდენმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ. ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში. ვიზიტის მიზანი ქვეყნის მხარდაჭერა და ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემა იყო. მალე, ჯო ბაიდენი ობამას შეთავაზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გახდა. პირველი ვიზიტის წლისთავზე, ბაიდენი სწორედ ამ რანგში ეწვია მეორედ საქართველოს. ამ დროს, პრეზიდენტი ობამა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ბაიდენის ვიზიტს სწორედ მოსკოვთან “გადატვირთვის“ პოლიტიკას უკავშირებდნენ და შეშფოთებასაც გამოთქვამდნენ, რომ რუსეთთან ახალი ურთიერთობები  საქართველოს “ხარჯზე“ არ დამთბარიყო. ამ შეშფოთების გასაფანტად, ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: “თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს... მე ვიცი, ბევრი წუხს, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს ხარჯზე მოხდება. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ _ არა, საქართველოს ხარჯზე არ მომხდარა, არ მოხდება და ვერ მოხდება“. სწორედ ამ ვიზიტისას, ჯო ბაიდენი საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვეს. ფოტო: ... ...
  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.  როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს,  საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.  „ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად  ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნავს გიორგი ... ...
  • ანა აბრამიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება35 წლის რუსთაველ ახალგაზრდას, ანა აბრამიშვილს მოქალაქეების დახმარება ესაჭიროება. გასული წლის თებერვალში, ჰემორაგიული ინსულტის გადატანის შემდეგ, ექიმებმა ანა აბრამიშვილს სისხლძარღვების არტერიო-ვენური მალფორმაციისა და თავის ტვინის ცერებრული ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროიდან. ის მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას _ ექიმების მკაცრი რეკომენდაციით დაუშვებელია მისი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რამაც შეიძლება ნებისმიერ დროს რისკის ქვეშ დააყენოს მისი სიცოცხლე. მდომარეობა დღითი-დღე კრიტიკული ხდება, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება. ანა აბრამიშვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 68 000 აშშ დოლარია საჭირო. ანა აბრამიშვილს ექიმები აძლევენ გარანტიას, რომ ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე თვეში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ „თიბისი ბანკსა“ და "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშებზე. თანხის ჩარიცხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. თიბისი ბანკი: #GE21TB7671645061100002; საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000100997087.  მიმღები ანა აბრამიშვილი. მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც მაგთის, ბანის და ბილაინის აბონენტებისთვის _0901701322. Paypal: Anna.abramishvili85@gmail.com, პირადი ნომერი: ... ...
  • თელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ხანძარი იყო - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადები დროულად მივიდნენ, მეორე სართული სრულად დაიწვა.როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ომარ აჩუაშვილმა განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....