„არაფერი მინდა, სიცივესაც მოვითმენ და შიმშილსაც, მხოლოდ ჩემმა ძმამ გაიაროს“

საზოგადოება

„არაფერი მინდა, სიცივესაც მოვითმენ და შიმშილსაც, მხოლოდ ჩემმა ძმამ გაიაროს“

27 მარ. 2015, 15:01:23

ლანჩხუთში, მგელაძის ქუჩაზე მძიმე სოციალურ პირობებში  ორი პატარა ძმა, 10 წლის ლუკა და შვიდი წლის ბესო მოისწრაფიშვილები ცხოვრობენ. პატარა ბესო ცერემბრალური დამბლითაა დაავადებული და ვერ დადის. ლუკას, როცა მშობლები სამუშაოდ არიან წასულები, ძმის მოვლა უწევს (ბავშვების სახელი დედის თანხმობითაა მითითებული).

ბავშვების დედის, ია მეგრელიშვილის თქმით, თვიდან თვემდე ძალიან უჭირთ თავის გატანა და შვილებისთვის ლუკმა-პურის შოვნა.

"ჩემი ქმარი ფერმაში მუშაობს მომვლელად. მე, თავად შშმ შვილის პატრონი, ორი კაპიკი რომ შემოვიტანო სახლში, დავარდნილ მოხუცს ვუვლი. სოციალური დახმარება და ბავშვის პენსიაც გვეძლევა, თუმცა არაფერში გვყოფნის. ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ, სესხით ვიყიდეთ და მთელი ჩვენი შემოსავალი თითქმის ამ სესხის დაფარვას ხმარდება. კარგად ხედავთ რა მდგომარეობაა სახლში, ერთია რომ თავზე ჭერი გვაქვს, თორემ სხვა მხრივ უამრავი პრობლემაა. ფანჯრები უვარგისია და ყველა მხრიდან ქარი უბერავს, ფაქტობრივად ოთახი ნორმალურად არ თბება და ბავშვებს სიცივეში უწევთ ყოფნა. მე კი მოვითმენ ამ ყველაფერს, მაგრამ პატარებმა რა ქნან, მითუმეტეს ბესოს ფილტვებიც საკმაოდ სუსტი აქვს, როცა ავად ხდება და მაღალი სიცხეები აქვს, რეანიმობილით ქუთაისში გადაგვყავს-ხოლმე, ადგილზე ვერაფერს შველიან.

ყველაზე მთავარი, რაც მაღელვებს და გულს მიკლავს, ისაა, რომ ბესო თანატოლებთან ერთად სკოლაში ვეღარ დადის. წლების წინ ეტლი კი მოგვცეს, თუმცა დიდი კაცის ზომა იყო და პრაქტიკულად ვერ ვიყენებდით. ახლა ისიც აღარ გვაქვს, მწყობრიდან სრულად გამოვიდა და ამიტომაც შევწყვიტეთ სკოლაში სიარული.

სამი წლის იყო ბესო, როცა იაშვილის კლინიკაში გვყავდა გამოკვლევებზე და იქ დაუდგინდა ცერემბრალური დამბლის დიაგნოზი. ექიმების რჩევით ბავშვი სისტემატურ მკურნალობას საჭიროებს, მისთვის ასევე საჭიროა პედაგოგიური და სოციალური რეაბილიტაციაც, თუმცა უფულობის გამო ვერაფერს ვახერხებთ.

ბავშვი ყველანაირად განვითარებულია, მხოლოდ ვერ დადის. მითხრეს, რომ გაიაროს ოპერაციაა საჭიროო. კარგად იცით ექიმთან მისვლა რა ხარჯებთანაა დაკავშირებული, მე კი ელემენტარულად გზის ფულიც არ გამაჩნია, რომ თბილისში ჩავიდე და  ბავშვი სადმე სპეციალისტთან წავიყვანო.

ბევრს არაფერს ვითხოვ, ჩემი ერთადერთი სურვილია ჩემმა შვილმა თუნდაც ყავარჯნების დახმარებით შეძლოს გავლა და დამოუკიდებლად  თუნდაც საპირფარეშოში შესვლა. არანაირი მატერიალური საშუალება არ მაქვს, რომ ჩემი სახსრებით რამე გავუკეთო  შვილს. 20 ლარი მჭირდება ექიმის ცნობის ასაღებად, რომ სოციალურ სააგენტოში მივიტანო და ეტლი მომცენ. უბნის ექიმთან მივედი, ვთხოვე იქნებ ნისიად, პენსიამდე მომცეთ ცნობა-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა, არ შეიძლებაო.

ვერაფრით მოვახერხე ეს ფული გადამენახე, ბავშვებს მაშინ საჭმელი არ უნდა ვაჭამო რამდენიმე დღე.
აღარ ვიცი რა ვქნა, ვის მივმართო, ვის ვთხოვო დახმარება, რომ ჩემი შვილი ფეხზე დამდგარი ვნახო. წერილი ჩემი ხელით გავაგზავნე ჯანდაცვის მინისტრისა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის სახელზე, თუმცა დღემდე არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია მათი მხრიდან. არადა, მეუბნებიან, თუ ბავშვს ოპერაცია გაუკეთდება,  აუცილებლად გაივლისო", -ამბობს ქალბატონი ია.

ბესოს ამგვარი მდგომარეობით მისი ძმა, ლუკაც ძალიან შეწუხებულია და საკუთარი ხელით დაწერილ წერილში აი, რას ითხოვს:

"ერთოთახიან ბინაში, ჩემთან ერთად ცხოვრობენ მამაჩემი, დედაჩემი და ჩემი 7 წლის ძმა ბესო. ძალიან გვიჭირს. ოთახში, სადაც ვართ სულ ცივა, რადგან ფანჯარა არ ვარგა და სიცივე შემოდის. დედაჩემი და მამაჩემი სულ მუშაობენ, რომ საჭმელი გვქონდეს. მე კი სკოლიდან მოსვლის შემდეგ ჩემს პატარა ძამიკოს ვუვლი. ბესო ცერემბლური დამბლით არის დაავადებული და ვერ დადის. არადა, სკოლაში უნდა სიარული, ჩემსავით წიგნების კითხვა, წერის სწავლა, ციფრების ცოდნა. ერთად კარგად ვერთობით, მაგრამ გული მიკვდება, როცა ვხედავ, რომ ვერ ვშველი. დილით, როცა დედა სკოლაში გამიშვებს, ის თვალცრემლანი მიყურებს. არაფერი მინდა, სიცივესაც მოვითმენ, იმასაც, რომ ხშირად სკოლაში მშიერიც წავსულვარ, მაგრამ ჩემი ძამიკო მინდა კარგად მყავდეს. სულ ღიმილი ჰქონდეს სახეზე და დედას არ ეუბნებოდეს: დედიკო, რომ დამპირდი გაივლიო, როდის გავივლი.
რაზე ოცნებობს?! იმაზე, რომ ოდესმე ფეხზე დადგება. როგორც დედა მეუბნება, ამის შანსი არის, მაგრამ საშუალება არა.

იქნებ ჩემს წერილს გამოეხმაუროს ვინმე და ჩემი ძამიკო ფეხზე დამიყენოს. ჩემთვის არაფერი მინდა, არც სათამაშო, არც ის, რომ ფერადი ტელევიზორი მქონდეს, ან სათამაშო კომპიუტერი, მთავარია, ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი მყავდეს კარგად. ერთად ვითამაშოთ და ამაში თუ ვინმე დაგვეხმარება მისი მადლიერი ვიყოთ.

იქნებ ჩემი ამბავიც გაახმაუროთ და აჩვენოთ ხალხს რომ ლანჩხუთში, ს. მგელაძის #56-ში, ერთ პატარა ოთახში დედასთან და მამასთან ერთად ორი ბიჭი იზრდება, რომლებსაც ძალიან უყვართ ერთმანეთი და იმედი აქვთ, რომ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ!"

ლანჩხუთის სოციალური სააგენტოს თანამშრომლის, თამარ ასკურავას თქმით, აღნიშნული პრობლემა მათთვის ნაცნობია და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირად ცდილობენ დახმარება აღმოუჩინონ ოჯახს.

„როგორც იცით, ოჯახს სოციალური დახმარება და ბავშვის პენსიაც ეძლევა, შესაბამისად მათ სადაზღვევო  პოლისიც გააჩნიათ.

"ახლა "კრიზისული ბავშვიანი ოჯახების" პროგრამის ფარგლებში, მათ მაცივარს შევუძენთ. რაც შეეხება ინვალიდის ეტლს, ქალბატონმა იამ სპეციალური სამედიცინო ცნობა უნდა წარმოგვიდგინოს, რომლის გარეშეც ჩვენ ვერაფრით შევძლებთ მისთვის დახმარების აღმოჩენას. რაც ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერს ვაკეთებთ და შემდგომშიც არ მოვაკლებთ მათ ყურადღებას", -გვითხრა ასკურავამ.




 ახალი ამბები
  • სოფელ ხაიშთან ხანძრის 4 აქტიური კერიდან 3 უკვე ლოკალიზებულიასვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან,  მოხერხდა 3-ის ლოკალიზება. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა. მთელი ღამის განმავლობაში ტყეში  ცოცხალი ძალის მიერ მიმდინარეობდა ტერიტორიის დამუშავება. დილიდან, გათენებისთანავე, მუშაობა განაახლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ 4 ვერტმფრენია ჩართული. მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან.  სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს. რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და გრძელდება აქტიური სალიკვიდაციო ... ...
  • საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვესპოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში(International Rosé Championship 2020)  ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ჟიურის ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა, ხოლო მის შემადგენლობაში მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა. სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსში სულ 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა. ოქროს მედლები მიიღეს: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018“ და მარანი „დიმნა“ (იმერეთი)- „ძელშავი 2017“; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018“ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინები სპეციალური ჯილდო. ვერცხლის მედლები მოიპოვეს: თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე (კახეთი)- 2019“, თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე (კახეთი) – 2019“ და „ლაპატი ვაინსი“, „კიდევ ერთი პეტ ნატი“ (ქართლი) – 2016“. კონკურსზე ქართული ღვინოები, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია „Malinova“-მ წარადგინა. ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიაც ... ...
  • მცხეთაში ბიჭმა მამა და ბაბუა მოკლამცხეთაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა დანით მოკლა.  ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი პირის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ... ...
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...