"დეკლარაციის ბოლო გვერდს ტაბუ ადევს"

საზოგადოება

"დეკლარაციის ბოლო გვერდს ტაბუ ადევს"

28 მარ. 2015, 17:54:45

საზოგადოებისთვის არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც სახელმწიფოსაგან სოციალურ დახმარებას იღებდა ოჯახი, რომელსაც ამის საჭიროება არ ჰქონდა და, პირიქით _ დახმარების გარეშე რჩებოდნენ რეალურად გაჭირვებული და შემოსავლის არმქონე პირები.

ქალაქ ოზურგეთში, წმინდა გიორგის ქუჩაზე მცხოვრებნი, და-ძმა ცირა და ავთო კაპატაძეები სოციალური მომსახურების სააგენტოდან წლების განმავლობაში იღებდნენ დახმარებას. მათ რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალათ, შესაბამისად, დახმარებაც მოეხსნათ. ავთო კაპატაძე შრომისუუნაროა. და-ძმა, დედის სიცოცხლეში, თავს პენსიითა და სოციალური დახმარებით ირჩენდნენ, დღეს მათი ყოველდღიურობა ძალიან მძიმეა.

"უამრავი პრობლემა გვაქვს, არც ერთი არ ვმუშაობთ, ან სად არის სამუშაო? დამლაგებლის ადგილიც ვერ ვიშოვნე. ძმა ავადმყოფია, სმენადაქვეითებული, წამლები ყოველდღიურად ესაჭიროება, ორჯერ ინფარქტიც ჰქონდა და ფიზიკური შრომა არ შეუძლია, სოციალური დახმარება დედის გარდაცვალების შემდეგ მოგვიხსნეს. სად არ დავდივარ, ვითხოვ დახმარებას, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. სოციალური დახმარება არ დაგვენიშნა. ვიყავი ქალაქ ოზურგეთის მერთან შეხვედრაზე, მან მითხრა, სოციალურ სააგენტოს მიმართეო. იქ მითხრეს, სანამ ერთი წელი არ გავა, განცხადების დაწერას აზრი არ აქვსო. დედა სანამ გვყავდა, მისი პენსიით და სოციალური დახმარებით ვირჩენდით თავს. ახლა არანაირი შემოსავალი არ გაგვაჩნია. მეზობლები გვაძლევენ საჭმელს", _ ამბობს ცირა კაპატაძე "გურია ნიუსთან".

ანალოგიურ მდგომარეობაშია ქალაქ ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მცხოვრები ელიკო ქარჩავას ოჯახი.

პენსიონერი ელიკო ქარჩავა უფასო სასადილოს ბენეფიციარია.

"სოციალურად დაუცველი ოჯახების სიაში წლების განმავლობაში ვიყავით. დახმარება მას შემდეგ მოგვიხსნეს, რაც ჩემი შვილი ციხიდან გამოუშვეს. უკანონო პატიმარი იყო. ციხეში დაავადმყოფდა, ხერხემლის პრობლემა აქვს, ფიზიკურად შრომის უუნაროა. არც პენსიას იღებს და არც დახმარებას. იქნებ, დაგვეხმაროთ, ხედავთ, სახლი რა მდგომარეობაშია _ თავზე გვაწვიმს. აქამდე თუ ვიღებდი სოციალურ დახმარებას, ახლა რამე მაქვს მომატებული? ყველა ჩემი პენსიის შემყურე ვართ _ ვიყოფთ ლუკმას. მე უფასო სასადილოს ბენეფიციარი ვარ. ამომაქვს ჩემი ულუფა საჭმელი სახლში და ხან მე ვჭამ, ხან _ ჩემი შვილი. გაზის მილი ჭიშკართან გვაქვს და სახლში ვერ შემოვიყვანე. როგორია შიმშილი, სიცივე და ავადმყოფობა ერთად? ამის მეტად ხელისუფლება ჩვენნაირ ღატაკებს არ უნდა დაეხმაროს?"_ ამბობს ელიკო ქარჩავა "გურია ნიუსთან".

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ვანო გოგოლაშვილი "გურია ნიუსთან" განმარტავს, რომ 1 აპრილიდან იცვლება ქულების მინიჭების წესები და არსებითად შეიცვლება ყველაფერი:

"რა თქმა უნდა, სიმდიდრით ეს ოჯახები არ გამოირჩევიან, მაგრამ აქვთ მაღალი ქულები, განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით _ ჩემს მოსაზრებას, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ხდება პროგრამულად, რაც კარგად იცის ყველამ. 1 აპრილიდან იცვლება ეს წესები და არსებითად შეიცვლება ყველაფერი. რაღაც ნივთებს აღარ ექნება მნიშვნელობა. ამ ოჯახებიდან ერთ-ერთს საპოლისე ქულები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს, ეს გარკვეული შეღავათია.

პირველი აპრილიდან მოვიდნენ ჩვენთან ამ ოჯახის წარმომადგენლები და გავივლი მათთან ერთად აღნიშნულ თემას", _ ამბობს გოგოლაშვილი.

ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აღნიშნულ ოჯახებთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ:

"ჩვენთვის ცნობილია ცირა და ავთო კაპატაძეების სოციალური მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, კაპატაძეებს ქალაქის მერიის სოციალურმა სამსახურმა გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის დასაწყისში, ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში, გაუწია დახმარება _ კაპატაძეებს ანგარიშზე 100-100 ლარი ჩაერიცხათ. რაც შეეხება ქალბატონ ელიკო ქარჩავას, მან ქალაქის მერიას განცხადებით 27 იანვარს მიმართა. განცხადების შემოტანიდან რამდენიმე დღეში, 3 თებერვალს მას ერთჯერადი დახმარების სახით ანგარიშზე 100 ლარი დაერიცხა", _ აღნიშნავს პრესსამსახური.

იურიდიული დახმარების იურისტი ია მემარნიშვილი "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ ეს მოქალაქეები მიმართავენ დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობებს, გამგებლებს თუ ქალაქის მერებს, "მაგრამ მათი დახმარება მხოლოდ შემოიფარგლება იმით, გამგებელი თუ მერი დახმარებისთვის მისულ მოქალაქეს აგზავნიან იურისტებთან:

"ეს არ არის სწორი გზა. მათ კომპეტენციაში, მართალია, არ შედის სააგენტოებზე თავდასხმა და ხელის ქნევა, მაგრამ შეუძლიათ, უმუშევრობის გამო ღატაკად ქცეულ ჩვენს მოქალაქეებს უშუამდგომლონ ამ სამსახურებთან. შუამდგომლობებში აღნიშნონ, რომ უჭირთ ამ ადამიანებს ეკონომიურად, არ აქვთ შემოსავლის წყარო და მიეცეთ კანონით დადგენილი საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობა.

 ზოგადად, ძალიან უჭირს ჩვენს მოსახლეობას. ხანდახან ვფიქრობ, ილუზიონისტები ვართ _ 6, 7, 8 -სულიანი ოჯახი მხოლოდ ერთი პირის პენსიით რომ არსებობს თვიდან თვემდე. რაც შეეხება ჩემთან მოსული მოქალაქეების გულისწყრომას, ისინი, თავიანთი ოჯახების არასწორად და უკანონოდ შეფასების გამო უჩივიან აგენტებს. მათი ასეთი ქმედებით ირღვევა კანონიერი უფლებები. მოქალაქე ელიკო ქარჩავა აღნიშნავს, რომ მას გასულ წელს ეძლეოდა საარსებო შემწეობა, მაგრამ მოხდა ოჯახის ხელმეორედ გადამოწმება და ოჯახი შეფასდა მაღალი სარეიტინგო ქულით. მის ოჯახში უარესი მდგომარეობაა, არათუ უკეთესი. ჰყავს ავადმყოფი შვილი, რომელსაც სისტემატურად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება; ჰყავს რძალი, რომელიც არ მუშაობს. მხოლოდ მისი პენსიაა ამ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი. რა კრიტერიუმით შეაფასა მასთან მისულმა სოციალურმა აგენტმა მათი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა?! დეკლარაციაში, თითქოს, ყველაფერი განულებულია, მაგრამ სწორედ აქ იმალება, როგორც იტყვიან, "ძაღლის თავი" _ დეკლარაციის ბოლო გვერდს ავსებს აგენტი თავისი სუბიექტური მოსაზრების საფუძველზე. ამ ბოლო გვერდს, რატომღაც საიდუმლო ტაბუ ადევს და ყველასთვის, მით უფრო, რიგითი მოქალაქისთვის, ხელმიუწვდომელია!” _ ამბობს იურისტი.


ცირა კაპატაძე


ელიკო ქარჩავა




 ახალი ამბები
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...
  • რატომ გადადგა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, გადადგა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბესიკ ესებუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, გუშინ დატოვა. "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს თავად ესებუა არ პასუხობს. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჩვენ, ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერსაც დავუკავშირდით. დავით გოგუასათვის ბესიკ ესებუას გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. "სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. გული დამწყდა,მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ ასპარეზზე", _ ამბობს "გურია ნიუსთან" გოგუა. ცნობისთვის, ბესიკ ესებუა საკრებულოს თავმჯდომარედ 2012 წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...